შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გეთანხემბი თამო,იმის ნაცვლად,რომ კანონი მოარგონ სახლემწიფოს და ხალხს,იმისთვის იღებენ კანონებს,რომ თვითონ მოირგონ,რაც სეიძლება გაიხანგრძლივონ მმართველობა,სასაცილოა პირდაპირ....
ზვიგენ გეთანხმები ასევე,მთავარი ისაა,რომ ერთმანეთის პატივისცემა ვიცოდეთ,აზრების და ა.შ.
გეთანხემბი თამო,იმის ნაცვლად,რომ კანონი მოარგონ სახლემწიფოს და ხალხს,იმისთვის იღებენ კანონებს,რომ თვითონ მოირგონ,რაც სეიძლება გაიხანგრძლივონ მმართველობა,სასაცილოა პირდაპირ....
ზვიგენ გეთანხმები ასევე,მთავარი ისაა,რომ ერთმანეთის პატივისცემა ვიცოდეთ,აზრების და ა.შ.
პროკურატურა,სასამართლო როცა დამოკიდებულია პრეზიდენტზე იქ საერთოდ აბა რა კანონებზეა საუბარი?კანონს ქმნის ბოკერია,ახალაია,პრეზიდენტზე აღარ არის საუბარი. ნოემბერს რაც მოხდა ჩემი მენეჯერი მეუბნება,ყველაფერი მინახავს,მაგრამ ჯურნალისტებს რო ასე კონდახებით დადგომოდნენ ტავზე არაო.სამარცხვინოც არ ქვია მაგას რაც მოხდა.სადისტობა იყო ამაზრზენი ფაქტები.
სალი რომ გაყალბებულიყო არჩევნები სააკაშვილი თბილისში არ წააგებდა!!!!!!!!!!! რათქმაუნდა იყო ბევრი შემთხვევა და კანონდარღვევა მაგრამ ეს არ იყო ისეთი კატასტროფიულად რომ შედეგებზე გავლენა მოეხდინა და ამის გამო რევოლუცია მომხდარიყო. პირადად ვფიქრობ მიშას 50% ზე მეტი არ აუღია მაგრამ ლევანზე მეტი ხმა რომ დააგროვა არ მიკვირს. ოპოზიცია დაისაქსა, ვერ შეძლო გაერთიანება ეს იყო მიზეზი იმისა რომ წააგეს არა მარტო არჩევნები არამედ წააგეს პოლიტიკურადაც და სასამართლოს გზითაც, ყველა ის მოთხოვნა რომელიც გააჩნდათ არ შეუსრულებია მთავრობას რაც მათ უსუსურებაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხდება ნათელი რომ მთავრობასთან შედარებით სუსტად გამოიყურებიან. გააწბილეს ათობით ათასობით ამომრჩეველი რომელთა მიტინგობიამ არანაირი შედეგი არ გამოიღო ისევე როგორც შიმშილობის აქციებმა. ამის შემდეგ არც გამიკვირდება არჩევნებში რომ ნაციონალებმა გაიმარჯვონ. შესაძლებელია წააგონ თბილისში მაგრამ რაიონებში მოიგებენ. პენსია გაზარდეს საგრძნობლად, ვინც მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებებში მათაც საგრძნობლად ეზრდებათ შემოსავლები ეტაპობრივად და იღებენ დროულად, ასევე უნდა ითქვას პოლიციაზე და ჯარზე რომ ხმას მიშას მისცემენ. სამეგრელო და ზემო აფხაზეთი ხმას ვის დაუჭერს? გლეხები რომლებმაც უფასოდ საწვავი მიიღეს და სასუქი? ახლა ისიც აღვნიშნოდ რომ ტელევიზია მთლიანად ნაციონალებზე მუშაობს... ამის შემდეგ რომ ნაციონალებმა გაიმარჯვოს როგორ დავიჯერო რომ გაყალბდა არჩევნები?
შენც გიპასუხებ ჩემო კარგო )) იცი რატომ არ გააყალბა უფრო უარესად??? იმ პერიოდში ხალხი აჯანყებული იყო და უპრო დიდი სხვაობით რომ გაეყალბებინა არჩევნები, ხალხი გაგიჟდებოდა!!! აბა თუ იცი რატომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს ხელისუფლება??? ეს ერთგვარი მოთაფლვის ხერხია... აბა თუ იცი რატომ ვერ გაიმარჯვა თბილისშI??? იმიტომ რომ აქ იმდენი დამკვირვებელი და გააფთრებული ხალხი იყო, ვერ გააყალბეს... რაიონებში კიდე ნაკლები ყურადრება ექცევა ყველაფერს და უფრო იოლია გაყალბება... დამკვივებელი ვიყავი და ვიცი... იმაში გეთანხმები ვინ ვის მისცემს ხმას... და თუ იცი რატომ??? იმიტომ რომ მოითაფლნენ... ეგეც ყველაფერი დროებითია... ხელისუფლების პროპაგანდაში ფსიქოლოგის ხელი ურევია, ისე აკეთებენ ყველაფერს რომ ხალხს კითხვა უჩნდება, რატომაა ცუდი ხელისუფლება??? მსგავსი შეკითხვა მეც გამჩენია... თუმცა მალევე მოვეგე გონს )) ყველა შენს მიერ ზემოთ ჩAმოთვლილი ხალხი მიშას იმიტომ მისცემს ხმას, რომ ავალდებულებენ და შუნებენ სამსახურის დაკარგვით... თუ გინდა მაგალითსაც მოგიყვან... ამას პლიუს, რაიონებში ნაკლებად ხედავენ და ხვდებიან რა ხდება ეპიცენტრში... ბევრმა არც კი იცის ვინ არის 5 ნომრის ქვეშ... იმედია დროებიდან მაიც გეხსომებათ... ))
ზვიგენო მეც მაგას ვამბობ რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს,14წლის ბიჭმა მეორე რომ გაკაწრა 7წელი მისცეს გვირგვლიანის საქმეზე იმ ხალხს ერთს მისცეს 7წელი მერე დაუკლეს,არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი ,არარსებობს სასამართლო. როდესაც პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია რათქმაუნდა პასუხს მას მოთხოვენ.მოქალაქის ვალია მთავრობას ყველა შეეცდომზე პასუხი მოსთხოვოს იმიტომ რომ ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან მათ ხალხი უხდის ძალიან დიდ ფულს და ვალდებულნი არიან ხალხის წინაშე,ესენი ისე იქცევიან თითქოს საქართველო მათი საკუთრებაა და ხალხი მათ უნდა ემსახურებოდეს,კლასელი მყავს უგანათლებულესი ბიჭი იმიტომ მოხსნეს რომ პროსტო თქვა სამსახურში ლევანი ჯიგარიაო.ყველა დამნაშევა რომ დაისჯება მეორეთ ხელისუფლებაში ვინც მოვა ვეღარ გაბედავს ბესპრიდელს.პირველ რიგში ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან,როგორც ბოლშევიკები მოიქცნენ რომ მოვიდნენ იგივეს აკეთებდნენ ესენი განკულაკება ვინც ჩვენთან არარის მტერია და ა.ს.შ.ეკლესიებსაც კი შეეხენ,მოკლეთ პოლიციური სახელმწიფოს აშენებენ.შადრევნები, დენი ,გზები, ფასადები ,შაკირა ეს გააკეთეს.
საქმე რაშია იცით ჩემო ძვირფასებო? ზუსტადაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა და რაც არ მოსწონს ხალხს ის აუცილებლად უნდა თქვას. მაგრამ გააჩნია როგორი ფორმით. ტრიბუნიდან პრეზიდენტის დედის გინება ეს ერის დაცემაზე მეტყველებს. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება/ ოპოზიციის 7 ნოემბრის მიტინგი უპრო ექსტრემისტთა მოთხოვნებს გავდა და ზალიან მაგონებდა 90 იან წლებს. ბევრი თქვენთაგანი მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მთელი სიგრძე -სიგანით ვერ გაითავისა ის მოვლენები. რა მოგვიტანა რეალურად განვსაზღვროთ მაშინდელმა მიტინგებმა? გამსახურდიას( ამ უნიჭიერესი ადამიანის ზედმეტმა ლოიალობამ? დაგვაქციაააააააა დაგვამხოოოო გაგვასწორა მიწასთან. განათლებული, გაუნათლებელი, ქურდი, ბანდიტი, ყველა ერთმანეთში აზილა და გამოაცხო იმოდენა სატკივარი,რომ საქართველო ვერასოდეს მოიშუშებს ალბათ. თავის დროზე დაერბია გამსახურდიას იმ ბანდ-ფორმირებების მიტინგები - ეხლა ჩემო კარგებო აფხაზეთიც გვექნებოდა და ოსეთიც. ამდენი სისხლიც და ცრემლიც არ დაიღვრებოდა, საქართველო აყვავებული იქნებოდა, და მეც იქ ვიქნებოდი სადაც ჩემი ნამდვილი ადგილი იყო. ორ ვაჟკაცს ქართველებად გავზრდიდი და არა რუსებადდდდ( ადამიანს საზოგადოება უპრო ზრდის ვიდრე მშობელი,ეს კარგად მოგეხსენებათ)მეც დავლევდი ჩემს ცხელ ქვიშაზე მოდუღებულ ყავას და ყველაზე მთავარი -იმ ცრემლებს, რომლითაც ხშირად ბალიშს ვასველებ,ჩემს საყვარელ მშობელთა საფლავებს დავაფრქვევდიიიი. მე ეხლაც ვტირი, ვტირიიიი. როგორ უბრუნდებათ ენა პირში და ამბობენ, რომ შორიდან ადვილია განსჯაო. ბოდიშით მაგრამ, ქვეყნის დასალიერს რომ ვიყო, საქართველოსთან შორს არასოდეს ვიქნები. 5 ოჯახს ვეხმარებით. ეს არაფერს არ ნიშნავს? გასულ ზაპხულს ვიყავი საქართველოში. 9 წლის უნახავი უახლოესი ნათესავები ვნახე/იქ მომხდარი ძვრები რომ ვერ შენიშნო, ბრმა უნდა იყო ადამიანი. აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით, რასაც ირგვლივ ვხედავდი( არა ფანტანებით რა თქმა უნდა) ყინული დაძრულია და ვაცალოთ ამ ადამიანს. სამშობლოს გარეთ ყოფნა, არსიყვარულს არ ნიშნავს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. შეიძლება ზოგზე მეტადაც კი. აი ეს ლექსი საკუთარია და ჩემი გულის ამონაკვნესია მე საქართველო მტკივა ძალიან, ის არს ორგანო - ტოლფასი გულის, ფეთქს ოდნავ ავზე, და ოდნავ კარგზე მართლაც ნაწილი ამ ჩემი სულის/ მე საქართველო მტკივა ძალიან, მისი ავ-კარგი მაღელვებს მუდამ, გესმოდეთ ყველს!!! ასეთ სამშობლოს, მოფერება და ალერსი უნდაააააააა!!!
ასეთი დამცირებული ქართული ჟურნალისტიკა მგონი დიდი ხანია არ ყოფილა... როდის დადგება ის დრო,როცა გლეხს უფასოდ მიწოდებული საწვავი არ ექნება და თვითონ იქნება უნარიანი იმის შეძენის,არავინ ამბობს ცუდიაო,მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია,მეტი არაფერი...
ქალბატონო მანა,სამშობლოს სიყვარულში ვერავინ ვერავის გავეჯიბრებით და მაგდენს არც ვიკადრებ,ვინმეს ის ვუთხრა,სამშობლო არ გიყვარსთქო,აქ ამას არავინ კადრულობს,მერწმუნეთ... 5 ოჯახს რომ ეხმარებით ის კარგია,მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ,რომ 5 ოჯახს ვერ დაეხმარებოდით საქართველოში რომ იყოთ.ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ,სოციალური მდგომარეობის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა,რომელიც მაქედან ისე მძაფრად შეიძლება არ ჩანდეს,სამართალი,სამართალი და სამართალი...ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ...
ქალბატონო მანა,სამშობლოს სიყვარულში ვერავინ ვერავის გავეჯიბრებით და მაგდენს არც ვიკადრებ,ვინმეს ის ვუთხრა,სამშობლო არ გიყვარსთქო,აქ ამას არავინ კადრულობს,მერწმუნეთ... 5 ოჯახს რომ ეხმარებით ის კარგია,მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ,რომ 5 ოჯახს ვერ დაეხმარებოდით საქართველოში რომ იყოთ.ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ,სოციალური მდგომარეობის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა,რომელიც მაქედან ისე მძაფრად შეიძლება არ ჩანდეს,სამართალი,სამართალი და სამართალი...ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ...
ყველაფერში გეთანხმები ნინო!!! მე მგონი რაიმეს დაატება ჩემი მხრიდან ზედნეტი იქნება...:)
ამდენი ხანი გავიდა იმ საშინელი დრიდან და ვფიქრობდი, რომ ტკივილი განელდებოდა, მაგრამ ვკითხულობ ამ ბოლო საათების პოსტებს და კვლავ იმავე სიმწვავით თვალწინ მიდგება 7 ნოემბრის კადრები, რომელსაც მთელი ღამე თვალმოუხუჭავად და ცრემლებით შევცქეროდი ტელევიზორის ეკრანზე. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანს ასევე სტკივა და ამ თემისადმი მიბრუნება ამასვე მოწმობს.რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა /რამდენადაც ეს არ უნდა მტკიოდეს/ ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან.კი, ხელისუფლები ს წარმომადგენლებისთვის დემოკრატიაცაა და უფრო მეტიც-კომუნიზმიც. მათ ყველაფრის თავისუფლება აქვთ. სათავეში მოსვლისთანავე სააკაშვილმა დაიწყო არმიის და პოლიციიც გაძლიერება. რასაკვირველია, მან იცოდა რასაც აკეთებდა და ისიც იცოდა ვისთვის და რატომ აკეთებდა ამას. აქ უკვე გქონდათ ნახსენები ნაციონალების პარლამენტში შევარდნის დროს როგორ არ შეეწინააღმდეგა მათ პოლიცია. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო-მმაშინდელი პოლიცია ისეთივე გაჭირვებული იყო, როგორც ხალხი. დღეს პოლიცია ისეთივე დაპურებულია, როგორც მისი მთავრობა. ჯარიც ასევეა, ამიტომაც არის ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა. ვინაიდან ეს პოლიცია და ჯარი ,ფაქტიურად შექმნილია ხელისუფლების დასაცავად და არა საქართველოს დასაცავად.აქ მინდა გავიხსენო დესპანზე , თუ არ ვცდები,chiche-ს მიერ დადებული ტალეირანის გამონათქვამი \"ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა\". ეს იმათტვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს უკეთესი პოლიცია გვყავს ვიდრე შევარდნაძის დროს გვყავდა.დღევანდელი პოლიცია ძალიან შორსაა პატრიოტიზმის ასეთი გაგებისაგან. თუ რეალობიდან გამოვალთ, საქართველოს მთელი მოსახლეობა რომ ჯარში ჩაეწეროს, რაოდენობრივად რუსეთთან ბრძოლა უთანასწორო იქნება და საქართველო \"აღიგვება პირისაგამ მიწისა\".ხოლო დასავლეთი სერიოზულ კონფრონტაციაზე რუსეთთან არ წავა.ამის გარდა, სახელმწიფოს სერიოზული და ღირსეული მეთაური არ ცანცარებს და არ ტინგიცობს. თითოეულ სიტყვას ასჯერ დაფიქრების შემდეგ ამბობს და რაც მთავარია, ცდილობს კეთილმეზობლური, თანასწორ პირობებზე, ურთიერთობა იქონიოს მეზობელ ქვეყნებთან. არ კადრებენ მეზობელი ქვეყნების პირველ პირებს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ \"ეპითეტებს\".ალბათ ყველას გახსოვთ მის მიერ ლილიპუტად \"მონათვლა\" პუტინისა.ისიც გახსოვთ, დაბრუნდა თუ არა პუტინთან შეხვედრიდან, სააკაშვილმა პირველივე საათებში გააკეთა განცხადება, რომ თურმე პუტინს შეეშინდა და აფხაზეთის და ოსეთის საკითხს არ შეეხოო./სხვათაშორის, ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ორ დღეში გაქრა/.პასუხმა რუსეთიდან არ დააგვიანა- მათ დაიწყეს მუშაობა აფხაზეტისა და ოსეთის სტატუსსზე. არა მგონია დიდი პოლიტიკური ალღო და შორსჭვრეტის უნარი უნდა რომ განსაზღვრო და იყო ფრთხილი , წინდახედული იმის მიმართ ვისზეც დამოკიდებულია შენთვის მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა თამაშის გარკვეული წესებია და პოლიტიკოსისგან ტაქტიკური გათვლების უნარს მოითხოვს. მითუმეტეს ისეთ დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა რუსეთი და მისი ინტერესები საქართველოში. აქვე გავიხსენებ ჰაინეს სიტყვებს :\"ერთნაირად საშიშია როცა გიჟს ხმალს აძლევენ და უსინდისოს ძალაუფლებას\".ამიტომაც, 7 ნოემბერი მხოლოდ ლოგიკური შედეგია უსინდისოების ხელში ძალაუფლების არსებობისა. აქვე არ შემიძლია არ შევეხო ერთ საკითხს. ძალიან ბევრი, ვისაც საზღვარგარეთიდან სახლში დაბრუნებისა და უკან საზღვარგარეთ გაბრუნების საშუალება აქვს, აღფრთოვანებულია საქართველოში თვალისამახვეველი ცვლილებებით.ერთი შეკითხვა მაქვს ყველა მათგანთან:თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რაღატო გარბიხართ ისევ საზღვარგარეთ? იქნებ საქმე სხვა რამეშია? იქნებ სინამდვილის ასეთი პოზიტიური აღთქმა თქვენი მდგომარეობით არის განპირობებული? თქვენი მდგომარეობა კი განსხვავდება იქ მაცხოვრებელი რიგითი ადამიანების მდგომარეობისაგან. თქვენ ბრუნდებით სახლებში მეტნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი. თუ დიდი დანაზოგით არა, იმდენი მაინც გაქვთ თან, რომ სანამ ფიქრობთ დარჩენას-გეყოთ. თქვენ არ გაქვთ საფიქრალი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ იცით უკან დაბრუნების შესაძლებლობა გაქვთ და ამდენად ხვალინდელი დღეც არ გაშინებთ. იქ მყოფებს, კი არც ის შადრევნები ახარებს და არც ჩქაროსნული ტრასები იმიტომ რომ ის მათთვის არ არის და თუ გადახდის უნარიანები ვერ იქნებიან არც წყალი ექნებათ და არც შუქი. ამიტომ ვფიქრობ, რომ შორიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს.:(