↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
იყო ერთი დიდებული მეფე. ჰყავდა ოცდაათი ვაჟი. როცა დაბერდა და სიკვდილის დრო მოუახლოვდა, დაუძახა თავის ვაჟებს, მოატანინა ოცდაათი შვილდის ისარი, შეკრა ერთად, მოსწია დასამტვრევად, მაგრამ ვერ გატეხა. მერე კონა გახსსნა, თითო-თითოდ მოსწია ისრები და ადვილად დაამტვრია. მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გძლევთ, როგორც მე ვერ დავძლიე ისრების ერთად შეკრული კონა, მაგრამ თუ გაიყრებით და დაცალცალკევდებით, მაშინ მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე ცალ-ცალკე ისრები დავამსხვრიეო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?

მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელას ხმა ესმა, მოვიდა და მამალს ჰკითხა: მანდ რას აკეთებო?

მამალმა უთხრა: სოფელს ვაშენებთო.

მელიამ უთხრა: ჩამოდი, სახლის ადგილი მომიზომეო!

მამალმა უთხრა: მამასახლისი მანდ წევს, გააღვიძე და ეგ მოგიზომავსო!

მელია მამლის ნდობამ შეაცდინა, მივიდა ძაღლთან, გააღვიძა და უთხრა: ადექი, სახლის ადგილი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, გამოუდგა მელიას, დაჩეჩქვა და კუდი მოწყვიტა. წავიდა დაკოდილი, დაგლეჯილი მელა, გორაკზე შედგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართა და თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, იმასაც ნახავთო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
იყო ორი ძმა. უფროსს ცოლ-შვილი ჰყავდა. უმცხროსი კი უცოლო იყო. ძმები გაიყარნენ და, რაც კი ჰქონდათ, ყველაფერი შუაზე გაიყვეს. გაყოფის შემდეგ ერთი ძმის პურის ორმო კალოს აქეთ იყო და მეორისა - იქით, უფროსი ამოიღებდა თავის ორმოდან პურს, უმცროსი ძმის ორმოში ჩაყრიდა და იტყოდა:

- მე ცოლ-შვილი მყავს, შემომტანი მყავს; ჩემს ძმას არავინ არა ჰყავს, ეს მისი იყოს, მან ჭამოსო.

უმცროსი ძმაც ამოიღებდა თავისი ორმოდან პურს და უფროსი ძმის ორმოში ჩაყრიდა.

- მე მარტოხელა ვარ და ჩემი სარჩო, სადაც ვიქნები, ადვილი საშოვნელია, ჩემი ძმა კი წვრილშვილის პატრონია, მას უფრო მეტი სჭირდება და მისი იყოსო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი. მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
იყო დიდვაჭარი ერთი, რომელი ღმერთსა არა ესვიდა. გასცა
ყოველი თვისი მონაგები და პური იყიდა: მომავალსა წელსა უკეთუ
დამცირდეს, ერთსა სამ-ოთხად გავყიდიო.

მომავალსა წელსა უმრავლესი მოვიდა. კქვალად იყიდა იაფად,
გონებდა, სხვას წელს გავყიდი უკეთაო. ყოველთა წელთა უმრავლესი
და უმრავლესი მოვიდა. და დაულპა ყოველი პური მისი და
განქარდა ყოველი მონაგები მისი. აღარა დარჩა რა.

გამოუღო ცოლს თვისსა სამკაული, რაცა აქვნდა, და წარვიდა
საფრანგეთს, განყიდა\\, ივაჭრა, ეგოდენი ქონება შეყარა, რიცხვი
არ ეგებოდა. შინ აღარ მიიქცა სიხარბით. ჩაჯდა ხომალდსა, გონებდა
უფროსსა სარგებელსა. აუღელდა ზღვა, დაემსხვრა ნავი და
ქონება დაენქა. თვითონ ერთს ფიცარზედ შერჩა და ღადომ ნაპირს
გააგდო.

დიდად შეწუხებული ერთს ქალაქში მივიდა, პოვა პატრონი
მის ადგილისა და ესე ყოველი გარდასავალი თვისი უამბო.

მან მეპატრონემან ესრე უთხრა: რადგან მდიდარი ესრეთ დავარდნილხარ,
აქ იყავ ერთსა წელსა; მამულისა ჩემისა მოურაობას მოგცემო
და მეტი ქონებისა შენისა შეიკრიბეო.

დადგა მოურავად. ირველადვე პური და ბრინჯი მოიპარა,
არამც ცოტა მერგოსო. გასრულებასა წლისასა მრავალი ქონება
ხვდა. თქვა: \"ავად მიქნია\". თავის ბეღლიდამ ამოღება იწყო და პატრონისა
ბეღელსა ჩაყარა, რომელი ნაპარევი ჰქონდა.

ნახეს კაცთა კაცი იგი ღამე პატრონის ბეღელსა მავალი, პარვა
ეგონათ. აუწყეს პატრონსა. გაწყრა, გამოუღო ყოველივე მონაგები
და განაძო.

წარვიდა მტირალი, მივიდა ზღვის პირსა, ნახა ნავი მომავალი,
ათნი ვაჭარნი მსხდომნი. მათაც აუწყა საქმენი მისნი და მათ თითომან
თითო ძვირფასი თვალი მისცეს და განუტევეს. ხუთი თვალი
ბარკალთა დაიკრა ძონძსა და ხუთი პირსა ჩაიდვა.

სვლასა შინა მეკობრენი შეხვდენ, სამნი, გაეუბნეს და მან ხმა
არ გასცა. პირთა აყაფი ედვა. მეკობრეთა უტყვი ეგონათ.

ერთმან თქვა: გავძარცოთო.

მეორემ თქვა: რა წაუღოთო?

მესამემ თქვა: არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავსა
ხდიდნენ და ვერ გახადესო.

ამ სიტყვასა ზედა მას კაცსა გაეცინა და ორი თვალი პირით
გამოაგდო. ყია შეუპყრეს და სამი იგი თვალიცა ამუღეს და ხუთი
იგი ვერ პოვეს, რომელი ძონძთა გამოეკრა.

წავიდნენ მეკობრენი ქალაქად, განსყიდვა ენებათ თვალთა მათ.
დახვდენ მეფისა ვაჭარნი, ცნეს მათი მპარაობა. თვალნი წაუხვნეს
სამეფოდ და კაცნი სიკვდილსა შეაბეს. აწ ესეცა მივიდა ქალაქსა,
თვალნი გამოიღო განსყიდვად. პოვეს ესეცა მათვე კაცთა, თვალნი
წაუხვნეს, მოსაკლავად წარიყვანეს. ძოღან რომელთა ვაჭართა მოეცათ,
იგინი მუნ დახვდეს. შეეხვეწა ვაჭართა მათ:

-- რომელნი თვალნი თქვენ მომეცით ათნი, ხუთნი მეკობრეთა
წამიხვნეს და ხუთნი ამათ, აწ მოკვლაცა ჩემი უნებთ.
მათ ვაჭართა ფიცი უთხრეს მათგან მიცემულობისათვის, აღარა
მოაკვლევინეს და მეფესა ყოველივე აუწყეს.

ბრძანა მეფემან: რადგან ეგოდენი ჭირი უნახავს, აწ ჩემთა სალაროთა
უხუცესად დავადგენ, უმრავლესსა შეიკრებსო.

მიაბარეს სალარო.

დღესა ერთსა კლიტე გაელმდა, ორი ფული არ გაიმეტა, რათა
მჭედელსა გაეკეთა. თითონ ქვა აიღო, კედელზედან მიადვა, ქვა დაჰკრა,
თურმე კედელი ცალპირი აგური იყო, გარდაიქცა და მეფის
ჯალაბთა სახლი გამოჩნდა. მოვიდნენ საჭურისნი და მოახსენეს მეფესა,
შეიპყრეს კაცი იგი და ორივე თვალნი აღმოხადეს.

______

-- ესე არაკი მისთვის მოგახსენე, თუ ღმერთი კაცს არ მისცემს,
თვისისა ცდითა არა ღონე არ დაიდების და ცუდი შრომა შერჩების,
ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ორი მეფე შეიბა. ერთმა მეორეს სძლია, დაიჭირა და ორმოში ჩააგდო. გავიდა რამდენიმე დღე. მოვიდა ერთი ნაცნობი და მეფის ორმოდან ამოყვანა მოინდომა. ჩასძახა ორმოში: კარგს არ ვიზამ, რომ ამოგიყვანო და გაგაპაროო? მეფემ მადლობა მოახსენა. კაცმა მოიტანა თოკი და ამოიყვანა. კიდევ უთხრა: კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანეო? მეფემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. კაცმა მესამედ გაუმეორა: კარგი არ ვქენიო? ეწყინა მეფეს და დაიძახა: ვინ ხართ აქ, ამ კაცმა გამაპარაო. მოცვივდნენ დარაჯები, ორივე შეიპყრეს და მეფეს ჰკითხეს: თუ გაგაპარა, რატომ არ გაიპარე, ყვირილი რატომ ატეხეო? მეფემ უპასუხა: სანამ ამომიყვანდა, ყვედრბით ამავსო, ამომიყვანა და ისევ მაყვედრებდა, შინ რომ წავსულიყავი, მაშინ სულ დამახრჩობდა ყვედრებით და ისევ აქ ყოფნა ვარჩიეო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ჯოჯოხეთში დაუტევნელი

ქკაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი.
და ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.

მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის
სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა
კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრე უთხრა:

-- თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს,
ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერვინ დაეტიოს!

ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისრევ სამოთხე მისცა მას კაცსა.

______

ეგე ესეთის გრძნებისა მოქმედია, ესრეთ რასმეს გვითხრობს,
მისი ქმნა არ ეგებოდეს და მეფობავე შენი მიიღოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელი და მინდა ერთი პატარა, ლამაზი მოთხრობა წაგაკითხოთ.

ცასწავალა.

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა კარგია წავიკითხე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჩათი რატომ არ მუშაობს??????????????

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გულაობის დგეა და იმიტომ

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუკა15, შენი მატერიალის პირველწყაროს ხომ ვერ დამისახელებ, მომცონს, სხარტია და ჯკვიანური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუკა15, შენი მატერიალის პირველწყაროს ხომ ვერ დამისახელებ, მომცონს, სხარტია და ჯკვიანური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუკა15, შენი მატერიალის პირველწყაროს ხომ ვერ დამისახელებ, მომცონს, სხარტია და ჯკვიანური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქართულ საეკლესიო საგალობლებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქართულ გალობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სასულიერო პირები და მის განვითარება-გავრცელებას ყველანაირად უწყობდნენ ხელს საქართველოს მეფეები. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა ჩვენი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო, ქართული გალობა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსმა ეგზარქოსებმა ეკლესია-მონასტრებში ქართულად გალობა და წირვა-ლოცვის ჩატარება აკრძალეს. ქართულ საგალობლებს სრულიად მივიწყების საშიშროება დაემუქრა. მაგრამ რიგ ქართულ ოჯახებში ქართული საგალობლები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასე ინახებოდა ჩვენი საუჯნე.

ერთ-ერთი ოჯახი, რომელთაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენაში, გრიგოლ კარბელაშვილის დიდი ოჯახი იყო. თავად გრიგოლი ცნობილი სასულიერო მოღვაწე და შესანიშნავი მგალობელი გახლდათ. იგი თავის მეუღლესთან - ანასთან ერთად ზედმიწევნით ასწავლიდა შვილებს მშობლიურ ენას, წერა-კითხვასა და უძველეს ქართულ სიმღერა-გალობას. მათმა ვაჟებმა სკოლაში შესვლამდე ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით.

კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როცა მამა გრიგოლი სწირავდა. ძმების გალობის მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს, რის შემდეგაც გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.

მგალობელი ძმების დებიუტი* 1864 წელს შედგა. საზეიმოდ თავშეყრილი საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა - ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან და შეუსრულებიათ ხალხური სიმღერები: „ყურშაო“, „ვინცა კაცია“, „ღიღინი“, „შავლეგო“ და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.

ძმებმა კარბელაშვილებმა სასულიერო გზა აირჩიეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე უფრო მეტად გამოადგებოდნენ თავიანთ ხალხსა და სამშობლოს. მათ ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლისას დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერებისა და საგალობლების ჩაწერა და გავრცელება. ვასილმა საგანგებოდ შეისწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები ნოტებზე გადაეტანა და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყველაფერს ქართულს და ეს განსაკუთრებით ეკლესიას შეეხებოდა.

უფროსი ძმა - ფილიმონი შესანიშნავი მოძღვარი, მქადაგებელი და მგალობელი დადგა. მას სახლში გახსნილი ჰქონდა სკოლა და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ქართული სიმღერა-გალობის შესასწავლად, მან სპეციალური სახელმძღვანელო შექმნა. ერთხელ ნიკო მესხიშვილმა ფილიმონი ილია ჭავჭავაძეს გააცნო. ილიას ძალიან მოსწონებია ნიჭიერი, ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის მოტრფიალე ფილიმონი და „გლახის ნაამბობში“ მოძღვრის სახეში სწორედ იგი გამოუყვანია.

საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ვასილიც, რომელიც სასულიერო და სამრევლო სკოლებში ქართულ ენას ასწავლიდა და გალობის შესწავლის საქმეს ხელმძღვანელობდა. იგი დაუცხრომლად იღწვოდა იმისათვის, რომ ქართველ ბავშვებს შესძლებოდათ, მშობლიურ ენაზე ესწავლათ. ხშირად იგი ოჯახის ფულს ხარჯავდა მამულიშვილური საქმეების აღსასრულებლად. ასე გამოსცა ვასილმა ქართლ-კახური საგალობლების კრებული, რასაც დიდი შრომა და თავგანწირვა დასჭირდა.

ძმებმა კარბელაშვილებმა მრავალი საგალობელი გადაარჩინეს მივიწყებას. იმის გამო, რომ ბევრი ქართლ-კახური საგალობელი მათმა ოჯახმა შემოინახა, მათ მეორენაირად „კარბელაანთ“ კილოს უწოდებენ. მაგრამ მხოლოდ სიმღერა-გალობის საქმეში გაწეული ღვაწლით არ შემოიფარგლებოდა მათი საქმიანობა. ძმები აგროვებდნენ და იცავდნენ ქართული მონასტერბიდან ეგზარქოსების მიერ გატაცებულ ქართული კულტურის უძველეს ნიშუშებს. დააარსეს ქართული საეკლესიო მუზეუმი, რომელთანაც შეიქმნა მეცნიერთა კომიტეტი. მოიძიეს და შეისწავლეს არაერთი საბუთი და სიგელი.

ვასილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა, აღწერდა და სწავლობდა ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც ადრე აღრიცხული არ იყო. ეს დიდად საშურო საქმე გახლდათ, რადგან იქ მცხოვრები არაქართველი მოსახლეობა (სომხები) ცდილობდნენ მათ მითვისებას.

ვასილ კარბელაშვილი, შემდგომში ბოდბის ეპისკოპოსი სტეფანე, არა მარტო საქმით, არამედ მამხილებელი სიტყვითაც იბრძოდა. საქართველოში დაგროვილი უამრავი პრობლემის შესახებ ხშირად ბეჭდავდა წერილებს სხვადასხვა გაზეთებში: „დროებაში“, „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი