↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გონებას რომ მტვერი არ დაედოს!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1124 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
,,ჩე\" ვამაყობ სანატრელო ასეთი მეუღლე რომ მყავხარ, :) პაჩებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ჩემს ცოლუკუნასსურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ,პარიზის დათვალიერებისას,ჰიტლერი ერთხანს ქუდმოხდილი გაჩერდა ამ ადამიანის საფლავთან.დაასახელეთ იგი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!

ქუცნა და ღვთისავარი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. როცა ძალ-ღონე შეემატათ,
ერთადვე ებრძოდნენ მოთარეშე მტრის პატარ-პატარა რაზმებს. შემდეგ დიდ ბრძოლებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ - სჭექდა ერთი, „არ გაიხაროს!“ - ბანს აძლევდა მეორე.

ერთხელ სოფლის დღესასწაულზე ჯირითის დროს ღვთისავარმა უნებლიეთ ახლოს ჩაუქროლა ქუცნას. ქუცნას ცხენი დაფრთხა, წაიბორძიკა და მხედარი ძირს გადმოაგდო. თავმოყვარე ქუცნა გაბრაზდა მეგობარზე, განგებ დამიფრთხო ცხენიო. ის დღე იყო და ის დღე, ამ უბრალო რამის გამო ღვთისავარი ისე შეიძულა, სასიკვდილოდაც გაიმეტებდა, დრო რომ მოეხელთებინა. მეგობრები უკვე მხარდამხარ აღარ იბრძოდნენ, აღარ ისმოდა მათი ომახიანი შეძახილი - არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედაო. ღვთისავარმა რამდენჯერმე კაცები გაუგზავნა ქუცნას, შევრიგდეთო, მაგრამ ქუცნა ჯორზე შეჯდა - არა და არაო.

გამოხდა ხანი. საქართველოს მონღოლთა ურდო შემოესია. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი ჰქნა. დამარცხდნენ ქართველები, ზოგი ბრძოლის ველზე დაეცა, ზოგი ტყვედ ჩავარდა, ზოგიც ტყეში გაიხვეწა, რომ სული მოეთქვა და მომხდურისთვის სამაგიერო მიეზღო.

მონღოლთა სარდალი გამარჯვებას ზეიმობდა. მისი ბრძანებით, გასართობად, ტყვეთა შორის ახოვანი ქართველები გამოარჩიეს, მოედანზე დაამწკრივეს და გამოუცხადეს: თითო-თითოდ ერთმანეთს შეებრძოლებით, იბრძოლებთ მანამ, სანამ ერთი თქვენგანი მეორეს არ განგმირავს. გამარჯვებულს რაზმის მეთაურად დაგნიშნავთ და ოქრო-ვერცხლით აგავსებთო. მონღოლთა სარდალს გართობის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი ფიქრით, ორთაბრძოლაში გამარჯვებულს, თავისი მოძმის მკვლელს, ქართველები შეიზიზღებდნენ, ამიტომ მოძმის მკვლელს სხვა გზა არ ექნებოდა, მტრის ყურმოჭრილი მონა გახდებოდა და ყველაფერს გააკეთებინებდნენ.

პირველი ღვთისავარი შესვეს ცხენზე. ხმალი მიაჩეჩეს და საბრძოლველად გამოაგდეს. მას ბედისწერამ ქუცნა შეახვედრა.

ტყვეებიცა და მონღოლებიც დაძაბულად ელოდნენ პირველი ორთაბრძოლის დაწყებას.

ქართველებისათვის აქ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ერთი ფასი ჰქონდა. ამ ორთაბრძოლაში ერთი ქართველი უცილობლად კვდებოდა, ხოლო მეორეს - მოძმის მკვლელს - ერი ზურგს შეაქცევდა, ჰოდა, საქართველოს ორივე მეომარი აკლდებოდა.

ღვთისავარი და ქუცნა პირისპირ იდგნენ. პირისპირ იდგა ორი ქართველი. რას იზამდნენ? ერთმანეთს არ დაინდობდნენ და მტერს გააცინებდნენ, ათქმევინებდნენ, ქართველებს ღირსება არ ჰქონიათ, ვაჟკაცები არ ყოფილანო, ხოლო თავიანთი უღირსი საქციელით მოძმეებს გულს მოუკლავდნენ?

ღვთისავარმა გადაწყვიტა, აქვე თავი მოეკლა, რომ მოძმის მკვლელის სახელი არ შერქმეოდა და ქართველობისთვის სირცხვილის ლაქა არ მოეცხო, მაგრამ უცებ ქუცნას ღიმილიანი სახე დაინახა. მიხვდა მეგობრის ჩანაფიქრს, მანაც გაიღიმა, ხმალი შემართა, დასჭექა - „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ და ცხენი მონღოლთა სარდლისაკენ გაქუსლა, რათა მისთვის გული გაეგმირა. „არ გაიხაროს!“ - დასჭექა ქუცნამაც და ცხენი ასევე გაქუსლა მონღოლთა სარდლის მოსაკლავად.

მონღოლები ამას არ მოელოდნენ. ჯერ დაიბნენ, შემდეგ გონს მოეგნენ და ღვთისავარსა და ქუცნას წინ გადაეღობნენ. აჰა, ღვთისავარმა მოსხეპა ერთი მონღოლი, მეორეც, მესამეც, მაგრამ მეოთხემ შუბით მკერდი შეუნგრია, ქუცნასაც შეუნგრიეს მკერდი. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად აღმოხდა ღვთისავარს და ცხენიდან ძირს გადმოემხო. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად დაიღმუვლა ქუცნამაც და უსულოდ დაეცა მიწაზე.

მონღოლთა სარდალს ზეიმი ჩამწარდა. ტყვე ქართველები სიამაყით გაიმართნენ მხრებში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ,პარიზის დათვალიერებისას,ჰიტლერი ერთხანს ქუდმოხდილი გაჩერდა ამ ადამიანის საფლავთან.დაასახელეთ იგი.
ნაპოლეონ ბონაპარტი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
KHATITA27 wrote:
ციტატა:
,,ჩე\" ვამაყობ სანატრელო ასეთი მეუღლე რომ მყავხარ, :) პაჩებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ჩემს ცოლუკუნასსურათი აღარ არსებობს

:) :) ჩე და ხატია, გამაგებიეთ,მოგილოცოთ?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

ლაპარაკია ღირსებაზე=fiqri=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
guka_15 wrote:
ციტატა:
ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

ლაპარაკია ღირსებაზე=fiqri=

ყოჩაღ რა ყოჩაღ!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ,პარიზის დათვალიერებისას,ჰიტლერი ერთხანს ქუდმოხდილი გაჩერდა ამ ადამიანის საფლავთან.დაასახელეთ იგი.

ნაპოლეონ ბონაპარტეს საფლავთან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
bazi2002 wrote:
ციტატა:
guka_15 wrote:
ციტატა:
ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

ლაპარაკია ღირსებაზე=fiqri=

ყოჩაღ რა ყოჩაღ!

guka 15 დიდი მადლობა, ძალიან გულუხვად მაქებ.
ეხლა დროებით წავედი....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Apr 2008
Posts18
კარმა2
OFFLINEPROFILE
. კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის ბიბლიოთეკის დირექტორმა თქვა, რომ მოსახლეობაში რელიგიურობის დონე დაეცა და მის ბიბლიოთეკაში უკვე 4 თვეა არ მომხდარა ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. დაწერეთ ზუსტად რა ჰქონდა მხედველობაში დირექტორს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
butat,არ მოუპარავთ ბიბლია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Apr 2008
Posts18
კარმა2
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
butat,არ მოუპარავთ ბიბლია?

მართალი ხარ ბუბუსუნა, ყოჩაღ =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ვფიქრობ, ეს ტოპიკი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს უყვარს ძიება. ყველაფერი არავინ იცის. ეს ტოპიკი იძლევა სტიმულს -გაიგო, შეიცნო რაც არ იცი, მოძებნო, წაიკითხო და შეიძლება პარალელურად ერთის ძებნაში-სხავა რამეც ისწავლო.ამიტო ვუბრუნდები მას.........

1)ეკვატორიდან ჩრდილოეთით , წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ წყლებში ნდებარეობს გაერთიანებული ერების მფარველობისა და ამერიკის ადმინისტრირების ქვეშ მყოფი მიკრონეზიის ფედერალური შტატი, რომელიც შედგება 607 კუნძულთა ჯაჭვისაგან.კოსმოსიდან გადაღებული სურათებით აღმოაჩინეს ამ ჯაჭვიდან ერთ-ერთი კუნძულის თავისებურება. რა თავისებურება იყო ეს და რა ჰქვი ამ კუნძულს, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 900 ადამიანია?

2)იოჰანესბურგში/სამხრეთ აფრიკა/ 2 მილის სიღრმეზე აღმოჩენილი იქნა დედამიწის ზედაპირიდან ყველაზე ღრმად არსებული ცოცხალი ორგანიზმი- სითბოს მოყვარული ბაქტერია.
რა ქვია დედამიწის ზედაპირიდან ყველაზე ღრმად არსებულ ბაქტერიას?

3)2008 წელს გერმანელმა სკოლის მოსწავლემ, 13 წლის ნიკო .........თავის სამეცნიერო წრეში მომზადებულ ნაშრომში, რომელიც ეხებოდა 2029 წელს შესაძლებელ მოვლენას დაამტკიცა, რომ NASA-ს გამოკვლევები ამის თაობაზე იყო მცდარი.NASA-ს მეცნიერებმა აღიარეს თავისი შეცდომა და ნიკო ........-ს გამოთვლების უტყუარობა. ვინ არის ეს 13 წლის \"პატარა\" მკვლევარი და რას ეხებოდა ეს კვლევა?

ვფიქრობ, ყველა შეკითხვაში ცადებულია გასაღები, რომელიც მოგცემთ მუშაობის საშუალებას
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1124 posts ] 
გონებას რომ მტვერი არ დაედოს!!!
დესპანი