bazi2002 wrote:ციტატა:
ამდენი ხანი გავიდა იმ საშინელი დრიდან და ვფიქრობდი, რომ ტკივილი განელდებოდა, მაგრამ ვკითხულობ ამ ბოლო საათების პოსტებს და კვლავ იმავე სიმწვავით თვალწინ მიდგება 7 ნოემბრის კადრები, რომელსაც მთელი ღამე თვალმოუხუჭავად და ცრემლებით შევცქეროდი ტელევიზორის ეკრანზე. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანს ასევე სტკივა და ამ თემისადმი მიბრუნება ამასვე მოწმობს.რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა /რამდენადაც ეს არ უნდა მტკიოდეს/ ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან.კი, ხელისუფლები ს წარმომადგენლებისთვის დემოკრატიაცაა და უფრო მეტიც-კომუნიზმიც. მათ ყველაფრის თავისუფლება აქვთ. სათავეში მოსვლისთანავე სააკაშვილმა დაიწყო არმიის და პოლიციიც გაძლიერება. რასაკვირველია, მან იცოდა რასაც აკეთებდა და ისიც იცოდა ვისთვის და რატომ აკეთებდა ამას. აქ უკვე გქონდათ ნახსენები ნაციონალების პარლამენტში შევარდნის დროს როგორ არ შეეწინააღმდეგა მათ პოლიცია. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო-მმაშინდელი პოლიცია ისეთივე გაჭირვებული იყო, როგორც ხალხი. დღეს პოლიცია ისეთივე დაპურებულია, როგორც მისი მთავრობა. ჯარიც ასევეა, ამიტომაც არის ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა. ვინაიდან ეს პოლიცია და ჯარი ,ფაქტიურად შექმნილია ხელისუფლების დასაცავად და არა საქართველოს დასაცავად.აქ მინდა გავიხსენო დესპანზე , თუ არ ვცდები,chiche-ს მიერ დადებული ტალეირანის გამონათქვამი \"ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა\". ეს იმათტვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს უკეთესი პოლიცია გვყავს ვიდრე შევარდნაძის დროს გვყავდა.დღევანდელი პოლიცია ძალიან შორსაა პატრიოტიზმის ასეთი გაგებისაგან. თუ რეალობიდან გამოვალთ, საქართველოს მთელი მოსახლეობა რომ ჯარში ჩაეწეროს, რაოდენობრივად რუსეთთან ბრძოლა უთანასწორო იქნება და საქართველო \"აღიგვება პირისაგამ მიწისა\".ხოლო დასავლეთი სერიოზულ კონფრონტაციაზე რუსეთთან არ წავა.ამის გარდა, სახელმწიფოს სერიოზული და ღირსეული მეთაური არ ცანცარებს და არ ტინგიცობს. თითოეულ სიტყვას ასჯერ დაფიქრების შემდეგ ამბობს და რაც მთავარია, ცდილობს კეთილმეზობლური, თანასწორ პირობებზე, ურთიერთობა იქონიოს მეზობელ ქვეყნებთან. არ კადრებენ მეზობელი ქვეყნების პირველ პირებს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ \"ეპითეტებს\".ალბათ ყველას გახსოვთ მის მიერ ლილიპუტად \"მონათვლა\" პუტინისა.ისიც გახსოვთ, დაბრუნდა თუ არა პუტინთან შეხვედრიდან, სააკაშვილმა პირველივე საათებში გააკეთა განცხადება, რომ თურმე პუტინს შეეშინდა და აფხაზეთის და ოსეთის საკითხს არ შეეხოო./სხვათაშორის, ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ორ დღეში გაქრა/.პასუხმა რუსეთიდან არ დააგვიანა- მათ დაიწყეს მუშაობა აფხაზეტისა და ოსეთის სტატუსსზე. არა მგონია დიდი პოლიტიკური ალღო და შორსჭვრეტის უნარი უნდა რომ განსაზღვრო და იყო ფრთხილი , წინდახედული იმის მიმართ ვისზეც დამოკიდებულია შენთვის მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა თამაშის გარკვეული წესებია და პოლიტიკოსისგან ტაქტიკური გათვლების უნარს მოითხოვს. მითუმეტეს ისეთ დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა რუსეთი და მისი ინტერესები საქართველოში. აქვე გავიხსენებ ჰაინეს სიტყვებს :\"ერთნაირად საშიშია როცა გიჟს ხმალს აძლევენ და უსინდისოს ძალაუფლებას\".ამიტომაც, 7 ნოემბერი მხოლოდ ლოგიკური შედეგია უსინდისოების ხელში ძალაუფლების არსებობისა.
აქვე არ შემიძლია არ შევეხო ერთ საკითხს. ძალიან ბევრი, ვისაც საზღვარგარეთიდან სახლში დაბრუნებისა და უკან საზღვარგარეთ გაბრუნების საშუალება აქვს, აღფრთოვანებულია საქართველოში თვალისამახვეველი ცვლილებებით.ერთი შეკითხვა მაქვს ყველა მათგანთან:თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რაღატო გარბიხართ ისევ საზღვარგარეთ? იქნებ საქმე სხვა რამეშია? იქნებ სინამდვილის ასეთი პოზიტიური აღთქმა თქვენი მდგომარეობით არის განპირობებული? თქვენი მდგომარეობა კი განსხვავდება იქ მაცხოვრებელი რიგითი ადამიანების მდგომარეობისაგან. თქვენ ბრუნდებით სახლებში მეტნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი. თუ დიდი დანაზოგით არა, იმდენი მაინც გაქვთ თან, რომ სანამ ფიქრობთ დარჩენას-გეყოთ. თქვენ არ გაქვთ საფიქრალი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ იცით უკან დაბრუნების შესაძლებლობა გაქვთ და ამდენად ხვალინდელი დღეც არ გაშინებთ. იქ მყოფებს, კი არც ის შადრევნები ახარებს და არც ჩქაროსნული ტრასები იმიტომ რომ ის მათთვის არ არის და თუ გადახდის უნარიანები ვერ იქნებიან არც წყალი ექნებათ და არც შუქი. ამიტომ ვფიქრობ, რომ შორიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს.:(
აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები !!!
