↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ორჰან პამუკი თურქეთის პირველი მოქალაქეა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში 2006 წლის 12 ოქტომბერს.
იტალიური პოეზიისა და ლიტერატურის ფუძემდებლად დანტე ალიგიერია აღიარებული.
ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო.
ვოლტერი სიცოცხლეში დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი, დღეს კი მისი ფილოსოფიური ზღაპრები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა.
ფრანსუაზა საგანმა თავისი ფსევდონიმი აიღო პრინცესა საგანისგან, რომელიც, თავის მხრივ, პერსონაჟია მარსელ პრუსტის ნაწარმოებისა, დაკარგული დროის ძიებაში.

1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი განაცხადა ნობელის პრემიის მიღებაზე. იგი თვლიდა, რომ ამ პრემიას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უნდა გადასცემდნენ, რადგან ცოცხალმა ადამიანმა ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს აზრი ან შეცვალოს თავისი მოღვაწეობა.
მარგერიტ დიურასის ნამდვილი გვარი დონადიე იყო. დიურასი კი მამამისის მშობლიური ქალაქის სახელწოდება იყო. თუმცა მეორე ვერსიის მიხედვით, ეს ფსევდონიმი კლერ დე დიურასის, XIX საუკუნის ფრანგი მწერალი ქალის გვარიდან შეიძლება იყოს აღებული.
1914-1920 წლებში ნობელის პრემია ძირიათადად სკანდინავიელ მწერლებს გადაეცემოდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის აკადემიამ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატებს არჩევს, გადაწყვიტა ომში მონაწილე არც ერთი ქვეყნისთვის არ გადაეცა პრემია.
დანიელ დეფოს თავისი რომანი, რობინზონ კრუზო ნამდვილმა ამბავმა შთააგონა: 1709 წელს ექსპედიციამ Woodes Rogers, აღმოაჩინა შოტლანდიელი მეზღვაური, ალექსანდრ სელკირკი, რომელმავ 4 წელი გაატარა ჩილეს მახლობლად უკაცრიელ კუნძულზე.
რუს რომანისტსა და დისიდენტს, ალექსანდრე სოლჟენიცინს 1945 წელს სტალინის კრიტიკისთვის კატორღა მიუსაჯეს. 1970 წელს მას ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა, მაგრამ რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ბრეჟნევის მეთაურობით, უარი განუცხადა ვიზის მიცემაზე, რის გამოც მწერალი ვერ წავიდა პრემიის მისღებად.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
- ახალი - ეს კარგად დავიწყებული ძველია.
- პატარა - ეს კარგად მოკბეჩილი დიდია.
- დიდი - ეს კარგად მოჟოშკილი პატარაა.
- ბავშვი - ეს კარგად ნალოლიავები ჩვილია.
- ახალგაზრდა - ეს კარგად გამუტრუკებული ბავშვია.
- მოხუცი - ეს კარგად ნატანჯი ახალგაზრდაა.
- მკვდარი - ეს კარგად მოკლული ცოცხალია.
- მწვანე - ეს კარგად გალურჯებული ყვითელია.
- შავი - ეს კარგად ჩამუქებული თეთრია.
- თხელი - ეს კარგად გამხდარი სქელია.
- ჩაფსკვნილი - ეს კარგად ნაპატივები გაფიჩინებულია.
- ახლობელი - ეს კარგად დავიწყებული ნათესავია.
- შორებელი - ეს კარგად დავიწყებული ახლობელია.
- ლამაზი - ეს კარგად მოპრანჭული უშნოა.
- ჭუჭყიანი - ეს კარგად დასვრილი სუფთაა.
- ზაფხული - ეს კარგად დამთბარი ზამთარია.
- გაზაფხული - ეს კარგად ამწვანებული შემოდგომაა.
- აყროლებული - ეს კარგად გადამალული ცინცხალია.
- მთვრალი - ეს კარგად ნაქეიფარი ფხიზელია.
- ფხიზელი - ეს კარგად გამოძინებული მთვრალია.
- შენი - ეს კარგად მოპარული სხვისია.
- სასაცილო - ეს კარგად გაუხამსებული სერიოზულია.
- ბასრი - ეს კარგად ალესილი ბლაგვია.
- წვეტიანი - ეს კარგად დაკატავებული აზრია.
- მრგვალი - ეს კარგად შემოჭრილი ოთხკუთხაა.
- შემწვარი - ეს კარგად გაცხელებული უმია.
- სკლეროზი - ეს კარგად დაბერებული ტალანტია.
- მარცხენა - ეს კარგად შებრუნებული მარჯვენაა.
- პოპულარული - ეს კარგად რეკლამირებული უნიჭოა.
- ჩინური - ეს კარგად გაყალბებული იაპონურია.
- ღარიბი - ეს კარგად გაკოტრებული მდიდარია.
- ბედნიერი - ეს კარგად გამაძღარი მშიერია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბოლო ოთხი ვაბშე მაგარია. ;) :) :) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
კ ა ტ უ რ ი ს ი ტ ყ ვ ე ბ ი რუსულ ენაში=haa= Коверкот - коврик для кота.
Котелок - гибрид кота и теленка.
Котлован - кот, который ловит мышей.
Котловина - то же самое о кошке.
Котлета - победитель конкурса \"Летний кот\".
Кокотка - кошка, несущая яйца.
Кокошник - гнездо, куда кошка, несущая яйца, их откладывает.
Который - кот, подающий (как может) брачные объявления.

Некоторый - кот, лишенный некоторых достоинств и потому не подающий никаких объявлений.

Налокотник - гражданин, продающий котов только за наличный расчет.
Окот - форма слова \"кот\" в звательном падеже.

Рокот - плотность или удельное сопротивление кота.

Подлокотник - владелец кота, безапелляционно дарящего вниманием обувь гостей.

котел - ну эт даж расшифровывать ненадо=)
котельная - столовая для котов
Наркотик- тюремный кот.
Дракошка- драчливая кошка.
Скотина - девушка, гуляющая с котом
Скотный двор - двор с котами

Котельный - новогодний кот, обнаруживаемый на ветвях среди елочных украшений

Перекошенный - с лежащей поперек кошкой

Переводы с иностранного:

Антрекот - войдите, кот (с франц.).
Бойкот - кот-мальчик (с англ.).
Кошара - огромный злобный кот (с кавказ.).
Лукошко - кошка Лу, героиня мексиканского сериала (с исп.).
Терракота - кошачья земля (с лат.).
Котонизировать - накапать коту валерьянки
Щекотка - польско-чешский котоприплод
Кошель - то же самое, но с кошкой
кошерный - кошачий (изр.)
котировать - заставлять котовы рыть рвы в дополнении в терракоте
кошмар - кошачье море (лат.)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩე მაგარია ძაან მომეწონა

მანა შენიც გადასარევია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
გიორგი სააკაძე

სურათი აღარ არსებობს

გიორგი სააკაძე

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1570, სოფ. ფელი ― გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი.

სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფ. ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).

სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰრონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. \"ბატონყმური რიგის\" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის \"მოკიდებული კაცნი\" (სააკაძის დასი ან \"პარტია\") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.

სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609). სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. 1612 წლის 20 მაისს შეთქმულები თავს დაესხნენ სააკაძეს წავკისში, მაგრამ იგი გადარჩა და თავი სპარსეთს შეაფარა. მისი ყმა-მამული თავადებმა დაიტაცეს. შაჰ-აბას I-ის კახეთში ლაშქრობის დროს (1614-1617) სააკაძე ცდილობდა შერიგებოდა თავის მტრებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართლს შეძლებოდა თავდაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სააკაძის მტრები შაჰის სამსახურში ჩადგნენ და ერთხელ კიდევ სცადეს მისი მოკვლა (1615).

1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; \"ერთგულების ფიცის წიგნები\" მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებს საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.

სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშის ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ სურათი ვერ დავდე.......

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ბაბილონის დაკიდული ბაღები არის ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული შენობა, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქე მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა მე-6 საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი

ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. 1 საუკუნე მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ჰელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ჰელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი

ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. 1 საუკუნე მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ჰელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ჰელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

guka 15 ვიკიპედიის გარდა კიდევ რა ლინკით სარგბლობ? შეგიძლია დაგვიდო აქ? კარგი იქნება.. დიდი მადლობა=sher= =sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
რა მაგის პასუხია და მე მინდა მეტი ვიცოდე ბეწვის ქურქის შენახვაზე. იმედია არ გეწყინებათ, ესეც თავისებური ცოდნაა.
ამერიკაში ხომ საერთოდ ყინავენ ქურქებს ზაფხულობით, მაგრამ საქართველოში ჯერ არაა ამის საშუალება და გუშინ გავიგე, რომ წყლიან ბოთლს ახვევენ ბეწვის მხარეს და ასე ინახავენო. თქვენ თუ იცით რამე სხვა_წინასწარ გიხდით მადლობას.

დორადო, მე სპეციალისტმა მასწავლა ქურქის შენახვა.

ქურქი არ უნდა გაამზეუროთ, პირიქით, თოვლში და ნესტში უნდა გაკიდოთ გარეთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ დაკეცილი. უნდა ჩამოკიდოთ საკიდზე, ჩამოაცვათ მიტკალი,სპეციალურად მისთვის შეკერილი.
და შიგნიდან მიამაგროთ ნავტალინი, ან კაკლის და თამბაქოს ფოთლები.

ქურქის ქვეშ დადგით წყლიანი ქილა, რომელსაც დასვრეტილი სახურავი აქვს.
ბეწვს ნესტი ჭირდება ,რომ არ გამოშრეს და არ გაიქუცოს.

აი, ეს არის რაც მე ვიცი, მგონი გამოგადგება.:)
მეც ასე ვინახავ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
=ko= ბუბუ, გაიხარე.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ? :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
არსებობს სიყვარულის სამი სახეობა:
1)სტუდენტური: იცი რითი, იცი ვისთან, მაგრამ არ იცი- სად.
2)იმპოტენტური: იცი ვისთან, იცი სად, მაგრამ არ იცი- რით.
3)ფილოსოფიური: იცი რით, იცი ვისთან, იცი სად, მაგრამ არ იცი- რატომ?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts359
კარმა59
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ? :)

ხელი თუ არ მიახმარე და ისე დაიბანე? =tavfx= :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
s.a.l.o.m.e wrote:
ციტატა:
che wrote:
ციტატა:
იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ? :)

ხელი თუ არ მიახმარე და ისე დაიბანე? =tavfx= :) :) :)
მასე სხვამ თუ დაგბანა და მასაჟიც გაგიკეთა საჭმელი ვიღას ახსოვს მერე....=lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი