|
როგორ შევაჩერო სიბერე,როგორ შევაჩერო დრო? სიბერეს ვერ შეაჩერებ, ყურში ჩამძახის ბრბო. როგორ შევაჩერო სიბერე, ვებღაუჭები წამებს, ვზივარ ოთახში, ვუკრავ, უკვე მინორულ გამებს. როგორ შევაჩერო სიბერე, ვარ უსუსური ქალი, როგორ დავყარო ფერხთით, ბრძოლის ფარი და ხმალი? მოჯარდა გრუზა თმებში, თეთრი სირმების გროვა, სწრაფად მიჰქრიან წლები, გაზაფხულ აღარ მოვა. სწრაფად მიჰქრიან წლები, ერთ წელში გადის ათი, იქნებ დროს გასაჩერებლად, -გადვაგდო შორს საათი? აღარც სათვალე მინდა, აღარც ხაზები სახის, დანახვა აღარ მინდა, ჩემი პატერა სარკის. საფრენად გაშლილ ფრთებზე, წლები ფიფქივით დნება, ირგვლივ ყვითლდება ყოვლი,ცხოვრებაც თანდათან ჰქრება. რამდენი რამის მოსწრებას, ვფიქრობ და ვცდილობ აწი, წუთები, გვირილასავით,თეთრ-თეთრ, ფურცლებსა მაცლის. არაფრის არ მეშინია, როგორც სიბერის ჟამის, გვერდით ოთახში უკვე ზამთრის აჩრდილი დადის. სიკვდილის არ მეშინია, როგორც სიბერის სულის, გული,-კვლავ ახალდაზრდაა,აღარ ბერდება გული. როგორ შევაჩერო სიბერე, ფიქრში ჩამოდნა ღამე, როგორ შევაჩერო სიბერე?- იქნებ მირჩიოთ რამე!!!
მანა
( დავწერე ძლიერი პესიმიზმის დროს) მაპატივეთ თუ ვინმე ცუდ ხასიათზე დაგაყენეთ.
|