იმის გათვალისწინებით რომ მაგალითად
Bike Mania 2 თამაში საშუალებას იძლევა ტურიდან ტურში გადასვლის შემდეგ დაისვენო მერე ისევ გააგრძელო და არ გათიშო თამაში, ბევრ წევრებს შეექმნათ პრობლემა ქულების დაწერასთან დაკავშირებით, პრობლემა იმაშია რომ საიტზე ავტორიზაციის ლიმიტი ტურნირის დროს გაზრდილია 3 საათამდე რომ საკმარისი დრო მისცეს მოთამაშეს, მაგრამ ამ თამაში შესაძლებელია 3 , 10 და 20 საათიც გაუჩერებლივ ითამაშო, ამიტომ აქედან გამომდინარე მინდა გაცნობოთ რომ
3 საათზე მეტს ქულის დაწერის გარეშე თუ ითამაშებთ "გვერდის დაურეფრეშებლად", საშიშროება იქმნება იმის რომ თქვენ საიტზე შემოსვლის სესიას ვადა გაუვიდეს,
ქვემოთ ჩამოვწერ რამოდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ ქულების დაწერის პრობლემა არ შეგექმნათ :
- მაგალითად თუ თქვენ წახვედით დასასვენებლად და დაბრუნდით საიტზე 3 ან მეტი საათის მერე, ან ერთი დღის მერე, პირველ რიგში გაუკეთეთ რესეტი თქვენს ავტორიზაციას შემდეგნაირად : დაჭირეთ "გასვლას" და შემდეგ ახლიდან შეიყვანეთ თქვენი ვებსახელი და პაროლი
- მე პირადად გირჩევთ გამოიყენოთ FireFox-ის ბროუზერი დესპანზე შემოსასვლელად და თამაშების სათამაშოდ,რომელიც შეგიძლიათ უფასოდ ჩამოწეროთ საიტის ზემოთა მარჯვენა კუთხეში მითითებული ღილაკის დაჭერით .(ეს არ არის აუცილებელი და უბრალოდ ჩემი პირადი რჩევაა)
- ასევე რადგან წევრების სესია 3 საათი ცოცხლობს, ანუ თქვენ თუ საიტზე შემოხვალთ და 3 საათი არაფერს არ დააჭერთ მაშინ თქვენი ავტორიზაცია გაუქმდება უსაფრთხოების მიზნით, და მოგიწევთ ახლიდან შემოსვლა .და თუ თქვენ ერთ თამაში 3 საათზე მეტ ხანს თამაშობთ გაუჩერებლივ და ჯერ ერთხელაც ად დაგიჭერიათ "Submit Score" ან "Send Score" ისთვის, თქვენ შეგიძიათ თამაშის დროს (ახალი)დესპანის გვერდი (სულერთია რომელი, მაგალითად ანეგდოტები)მეორე ფანჯარაში გქონდეთ გახსნილი და ყოველ ერთ-ორ საათში რომელიმე (სულერთია რომლ)ლინკს დააჭიროთ იმ მეორე ფანჯარაში, ეს უბრალოდ თქვენს ნახევრად დაცლილ სესის დროს ისევე გაანაახლებს ორივე ფანჯარაში).
პატივისცემით
ადმინისტრაცია.