tekla79 wrote:ციტატა:
ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს, ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში არა ღმერთს, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, მაშინ იგი ადვილად გახდება სექტანტი. ე.ი. ისინი, რომლებიც შეგნებულად და ბოლომდე სექტაში დარჩებიან, გააკეთებენ უმძიმეს მარადიულ არჩევანს და ღმერთს სამუდამოდ დაკარგავენ. მათზე კი, რომლებიც მტკიცედ დგანან ეკლესიაში, სექტანტები ვერანარი ზეგავლენას ვერ მოახდენენ.
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, ფაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული კაცის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური მიმდინარეობის დამაარსებლის გარშემო ლეგენდები იქმნება. თუ სექტა „ქრისტიანულია“, მაშინ ამბობენ, რომ თითქოს მის დამაარსებელს გამოეცხადა ღმერთი, მხოლოდ მას მისცა ჭეშმარიტი ცოდნა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებიან. ასეთი სექტა მრავალია. ისინი ერთმანეთს არ ცნობენ. თითოეული იჩემებს, რომ მხოლოდ იგი ფლობს ჭეშმარიტებას და ამ სიმართლის დამადასტურებლად მათ „უძლიერესი“ არგუმენტი მოჰყავთ - ღმერთმა გვერდი აუარა საკუთარი სისხლით დაარსებულ ეკლესიას, უგულებელჰყო წმიდა მოციქულთა სწავლება და მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის დამაარსებელს გამოუცხადა ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ამგვარი იდეა-ფიქსის მატარებელია ყველა მგზნებარე სექტანტი, რის გამოც მათი სულიერი მდგომარეობა მეტად მძიმეა.ხოლო მართლმადიდებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არცერთი კაცის მიმდევარნი არა ვართ; არამედ ადამიანად მოსული და ჩვენთვის ჯვარცმული სამყაროს შემოქმედის მოწაფენი ვართ და თუ მტკიცედ გავერთიანდებით მის მიერ დაარსებულ ეკლესიაში, აღარანაირი საფრთხე არ გვემუქრება სექტანტებისაგან, რომლებიც არასოდეს ყოფილან პრობლემა ეკლესიისთვის. ისინი საშიშნი მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფთათვის არიან.
სრული წეშმარიტებაა,გაიხარე=sher=
