bubusuna wrote:ციტატა:
ის ორი სიცილისას მასაც უყურებდნენ.
ბრძენს, რომელმაც შეძლო ამის გამოცნობა, პირობითად დავარქვათ A, ხოლო დანარჩენ ორ ბრძენს B და C. A ბრძენი ასე მსჯელობდა: „თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, რომ მისი შუბლი სუფთაა. C დარწმუნებულია, რომ მისი შუბლი სუფთაა და იცინის B ბრძენის გაშავებულ შუბლზე. მაგრამ C რომ ხედავდეს ჩემს სუფთა შუბლს, მაშინ იგი გაკვირვებული იქნებოდა B-ს სიცილზე, რადგან ამ შემთხვევაში B-ს არ ექნებოდა სიცილის საფუძველი. რადგან C არ არის გაკვირვებული, ის ფიქრობს, რომ B იცინის ჩემზე, ე.ი. ჩემი შუბლი შავია“.