|
წავიკითხე თვითოეული თქვენთაგანის მოსაზრება ლოლიტას და კერძოდ ზნეობის ირგვლივ, თქვენ ნახეთ უდიდესი, ბუმბერაზი რუსი მწერლის ნაბოკოვის ფილმის ეკრანიზაცია და შესანიშნავი ანალიზი გაუკეთეთ იქ მომხდარ ფაქტებს და მოვლენებს, რაზედაც მადლობას მოგახსენებთ, რადგან ეს თემა ჩემი წარმოჩინებული იყო და თქვენი ასეთი აქტიურობა, მეტყველებს მაღალ ინტელლექტზე, და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რას კარგავს ჩვენი სამშობლო ჩვენი სახით. ეხლა მეც მინდა ჩემი საკუთარი მოსაზრება გამოვთქვა. მე პროფესიით პედაგოგ- ფსიქოლოგი ვარ და ჩემთვის, ადამიანის ზნეობის ამოსავალ წერტილად აღზრდა მესახება. პედაგოგიკაში არსებობს აღზრდის ათასი მეთოდი, სხვა და სხვა ხალხებს შორის, მაგრამ მე კლასიკურ აღზრდაზე მაქვს საუბარი, რომელიც გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ აღზრდას ადამიანიასას, არამედ სულიერ წრთვნასაც, უპირველეს ყოვლისა.ამაში კი დიდი როლი ენიჭება მაგალითის ძალას, რელიგიას, შვილთან მეგობრებას, და უფროსისაგან სწორ მითითებებს, ასევე მშობლის მიერ ეთიკურ და ესთეთიკური ნორმების ჩამოყალიბებას პიროვნებაში,და აგრეთვე სექსუალურ აღზრდას,- ფიზიოლოგიურად მომწიფების დაწყებისთანავე და ზოგ შემთხვევაში ადრეულ ასაკშიც კი. მიუხედავად იმისა რომ აღზრდის თითოეული ზემოხსენებული პუნქტი ხელყობს ბავშვის თავისუფლებას,(რაც იაპონურ პედაგოგიკაში მიუღებელია) მშობლებო! დამერწმუნებით,რომ ჩვენს დღევანდელობაში უცილებელია. ჩვენს პატარა ლოლიტას არც მაგალითის ძალა ჰქონდა დედისგან,არც დარიგება, არც მეგობარი იყო დედა მისთვის არც ეკლესიაში დაჰყავდათ,რომ ღვთის მოშიში მაინც ყოფილიყო და არც არავინ მიუთითებდა როგორ უნდა დაეკავებინა თავი, რაც მისი ბრალი არ იყო. ლოლიტა ხის მორია, რომლისგანაც შეიძლებოდა ლობიოს ჯღაც გამოთლილიყო და საუკეთესო ვიოლინოც, გააჩნია ვინ ეყოლებოდა აღმზრდელი. მე, ძალიან კარგად მესმის პროფესორის დაკარგული სიყვარულის გახსენების და ახალი, არა სიყვარულის, არამედ ვ ნ ე ბ ი ს აფეთქების შესახებ. მას რომ სწორი აღზრდა ჰქონოდა მიღებული, ის ბავშვს მამაკაცის თვალით არასოდეს შეხედავდა, მაგრამ პატივცემული პროფესორი იყო მხოლოდ ინტელლექტ- ნაწვრთნელი, ამორალური პიროვნება.ზნედაცემული და ბილწი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რას აკეთებს, მაგრამ იმდენად ძლიერია მასში ვნება, რომ მაინც სჩადის უმსგავსო საქციელს. ეს როგორ, როგორ შეგიძლიათ ქალებმა -მაზლს ან მამამთილს და მამაკაცებმა ქალიშვილს ან გერს შეხედოთ სხვა თვალით? მე მახსოვს სიმღერა: მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ ,- ისიც შინაურიაო. სექსუალური სიახლოვე ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორისაც კი არ არის დაშვებული. თუ დედა თავიდან უხსნის გიას(პირობითად)- ნათია შენი დაიკოა, შენ რაინდი ხარ და შენი დაიკო უნდა დაიცვა ვინმემ არ აწყენინოსო, გია ნათიას მიმართ ყოველთვის და-ძმურად იქნება განწყობილი. მე ვფიქრობ,რომ პროფესორი ზნედაცემულობის და ამორალობის საუკეთესო მაგალითია. ვაი რომ ანალოგიური რეალური მაგალითები უამრავი მოიპოვება დღევანდელობაში. მე გთავაზობთ ფილმის- \"შემოდგომის ლეგენდების\" გარჩევას, რომელშიც არანაკლებ სადაო საკითხებია / ფილმი დესპანზე დევს, და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ.
|