↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მეც კარგად ვარ, მადლობთ.

სად დაიკარგე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მეც კარგად ვარ, მადლობთ.

სად დაიკარგე?

ჰო რავიცი შვებულებაში ვიკავით რა:)) ალბათ ბარბიც:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
რას იტყვით კარგას და საინტერესოს?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ სუფევა“...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო

გაუმარგოს ჯიგარ დესპანელებს
გიოარმანი როგორ ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
„მიყვარხარ! – გეუბნები მეასეჯერ
მე ასე ჯერ არავინ მყვარებია\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
დაბადება

როცა გეტყვი
გამიშვი გარეთ,
(გაიჭინთე)
უბაწროდ გავალ, -
საკუთარ თავს დავეკიდები.
შენს სიჩუმეს არსად გავთქვამ, -
როცა გავალ
სუნთქვა-სუნთქვით,
ქოშინ-ქოშინით.
თუ ტკივილს იგრძნობ,
მომიჭირე მშიშარა მხრებზე.
შუა გზაზე გამჭედე შენში,
შემაფერხე,
მომანდომე შენში დარჩენა.
მერე ისევ მათქმევინე:
- როცა გეტყვი
გამიშვი გარეთ,

საკუთარ თავს მინდა სხვებში ველაპარაკო .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!

დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?

ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?

დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,

მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!

მანა გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
შენამდე

ჩემს ლექსებში საგნები ტყდება
გაბრაზებამდე,
გაფიქრებამდე,
მოქნევამდე,
გაფრენამდე,
მიმსხვრევამდე!

რატომ გიყვები ამ ყველაფერს?
რატომ გაშინებ?
ყველა ლექსში რატომ დაგდევ?
მე ხომ ვერ შევცვლი ვეღარაფერს?

მე პოეტი ვარ და არა ღმერთი.
ის ბევრია, მე კი – ერთი,
მას ანგელოზები აძინებენ, მე კი - ელფები.

ნუ გეშინია ჩემს ლექსებში ყველა საგანი მყიფეა,
შენ რომ არ გაიჭრა ტერფები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მზე მოედო ნება-ნება ატმის რტოებს
და ხანძრისფერ კაბებს გააქვთ შარიშური,
ვერ იკავებს მარტი ტყემლის კვირტთეთრ ღიმილს,
ხან თუ ურევს, ხანაც რჩება გარინდული...
არც ბუხარში აღარ ბოლავს თებერვალი,
ძირი უჩანთ ღოღნაშოს და შინდის ქილებს,
გამიმხილე გთხოვ , ზურგს უკან რას მიმალავ ?
მომიკრეფდი ან ენძელებს , ანდა იებს?!...
თუ ხელებში გადამალე კესანები?
ვფიქრობ,იქნებ მომიტანე ღიღილო ?
მზე ედება ნება-ნება ატმის რტოებს ,
გაზაფხულდა... უნდა ჩავიღიღინო !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
თურმე გიჟები საყვარლები და პოეტები
არიან ერთი წარმოსახვით შენაკეთები
წარმოდგენასაც რასაც სხვები ვერ გაბედავენ
გიჟები ისეთ რაღაცეებს ცხადში ხედავენ
ასევე ხშირად საყვარელსაც სული ელევა
იმაზე ვიზეც ყველას ირგვლივ გული ერევა
პოეტის თვალიც შემოსილი უხილავ ნათლით
დაეძებს რასაც ყურადღების ჩვენ ღირსად არ ვთვლით
აწყდება ციდან დედამიწას მიწიდან ზეცას
და არსებული სინამდვილის ჩარჩოებს ლეწავს
მერე კი როცა წარმოსახვით ის შექმნის სახეს
ხატოვან ენით მოუძებნის ადგილს და სახელს.

შექპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი, -
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, -
ის როცა ფიქრობს, -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.
ღიმილი შენი
არ გეგონოს მარტო შენი.
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი, -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი, -
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, -
შენი ერთგული კაცია იგი!

მაჭავარიანი მუხრან

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 May 2008
Posts19
კარმა2
OFFLINEPROFILE
ნუ დაღონდები თუ აუგად გახსენეს ისევ
სინათლის ძრახვა ხომ წესია ბნელი გონების----
ეჭვის აჩრდილებს სილამაზეც იფერებს ისე
თითქოს ლაჟვარდებს შესევია გუნდი ყორნების

ლამაზ ვარდებშიც დაიბუდებს თითქოს მატლებმა
შენც ბოროტებას თითქოს კეთილ მძევლად ხლებიხარ
და მაინც ცოდვა შენ წყალობად მოგემატება
რადგან საწუთროს გაზაფხულად მოვლინებიხარ

შენ უკვე გაცდი სიყმაწვილეს დღეთა ცდუნებას--
გზად დასაძლევი რაც შემოგხვდა ყველა იძლია
მაგრამ ცხოვრებას ჯერ ვერსაით ჰპოვებ უვნებელს
რადგან დაძლევა ცილისწამების არ შეგიძლია

რომ არ გყოლოდა მოშურნეთა ჯარი მხლებლებად
შენ დაგრჩებოდა ყველას გული ---საბრძანებელად--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა რჯულით გიწამო?

გოდების კედელთან
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არრას!
\"მიცვას\" და თორასაც
ვიწამებ შენთვის და
\"გან-ედენს\"- სამოთხის ბაღად...
წამოდი...წამოდი
ოქროს კარიბჭესთან
პაემანს გინიშნავ,
ანდა ომარის მეჩეთთან, (მასჯიდთან)
თუ გაუკვირდება
\"ჯიბრაილს\" ან თუნდაც ალლაჰს,
\"ნამაზის\" დავიცავ-
ლოცვასაც ხუთჯერადს,
მექის ქააბისკენ წავალ...
სხვა რა ვქნა მითხარი?
რა რჯულით გიწამო?
ღმერთი ხარ?
ვინნა ხარ?
რა ხარ?
გოდების კედელთან,
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არრას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

უცნობის პასუხი ამ ლექსზე.

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
. . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი