↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ზნეობა და მისი პარამეტრები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 73 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
გთხოვთ ნახოთ \"შემოდგომის ლეგენდები\" რომელიც დესპანზეა
და შვიდი აი ამ ლინკით http://www.intv.ru/view/?film_id=158

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ოხ, მანა, მანა...მოკლედ რა დღეში გვყრი...კარგი, ვუყურებთ მაგასაც და გავარჩიოთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
успокооойййся დორადო! რა გჭირს შემოგევლე? რითი გადაგღალე? მომიკვდეს თავი/ თუ საქვეყნოდ გახმაურებულ ფილმების ნახვაზე იღლები, ყველას სახელით რატომ გამოდიხარ გეხუტუნე? ნუ ნახავ და ეგ იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მანა გეხუმრები საყვარელო, დავიღალე კი არა შენ გვამოძრავებ, ყველას სახელით გეუბნები ამას!
პირიქით, გვიყვარხარ და თანაც გვევასები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ჩემო სიცოცხლე. ოქრო გოგო ხარრრრრ. კინაღამ ცხვირი ჩამოვუშვი. ნახე \" seven\" დაიშოკები.
ლოლიტა \" დაისვენებს\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
რა ქენით ძვირფასო მეგობრებო, ჩემი თხოვნით, ნახეთ ზემოჩამოთვლილი ფილმები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
მანა-ეგ ფილმი გამოვიდა თუ არა ეკრანებზე, დიდი ყურადღება მიიპყრო.
ჩვენთანაც დიდი ინტერესით უყურებდა მოსახლეობა.
ვინ როგორ?

ჩვენ სხვა სისხლის ხალხი ვართ და უნდა ვიცოდეთ რა ხდება სხვა ერებში და რელიგიებში.

ის, რაც იმ ფილმში მოხდა, ჩვენთან ხომ დაუშვებელია.
როგორ შეიძლება, სამ ძმას, მონაცვლეობით, ერთმა ქალმა გაუწიოს ცოლობა?

მიუხედავად იმისა, როგორ უყვარდათ ძმებს ერთმანეთი.

სხვა არ ვიცი და მე, მხოლოდ სხვა ხალხის ცხოვრება დავინახე.
მხატვრულ მხარეს რაც შეეხება, ანუ ფილმის გადაღებას, ძლიერი და საინტერესოა.

ვისაც არა აქვს ნანახი, ურჩევ უყუროს.
ბევრ საინტერესო წინააღმდეგობას გადააწყდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
რა ქენით ძვირფასო მეგობრებო, ჩემი თხოვნით, ნახეთ ზემოჩამოთვლილი ფილმები?

არა მანა, სამწუხაროს ამ კვირაში ბევრი ვიმუშავე...მაგრAმ ვნახავ, მაინტერესებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
წმ. გრიგოლ ხანძთელის დროს ცხოვრობდა ვინმე ირუბაქიძე. სახელად რადამე. კაცი ახოვანი. ფიცხი. გადამლახველი. ცოლი ჰყავდა ლამაზი. მტრები დაედევნენ ერთხელ. რადამე და მისი ცოლი ცხენებს მიაჭენებენ. ცოლი ორსული იყო. ვეღარ შესძლო ცხენი ჭენება. „მომკალ“. ეუბნება ვაჟს. „როგორ“ მიუგებს ქალს. „უკეთესია მოვკვდე ვიდრე მტრებს ხელში ჩაუვარდე“. - „მერე?!“ - „შენ გადარჩები“. ვაჟი ყოყმანობს. შორიდან მოისმის ცხენების თქარათქური. ვაჟი იძრობს ხანჯალს. ჩაჰკრავს. დაჭრილს მდინარეში გადაისვრის. ვაჟი გარბის. მტრები მისდევენ. ვაჟი გადარჩება. გაივლის ხანი. რადამეს მოახსენებენ: სასიკვდილო ჭრილობა არ ყოფილა: ცოლი გადაურჩენიათ მეთევზეთ. რადამე გახარებულია. გამართავს ლხინს შავი ზღვის პირას. ცოლი მოვა. დაინახავს თუ არა შორიდან - რადამე იკივლებს საშინლად (ხომ გაიმეტა მაინც ერთხელ!). ბედისწერას გრძნობს. მოახტება თეთრ ტაიჭს. გააჭენებს. ცხენით მომავალ ცოლს ბეჭედს გადაუგდებს. ცოლი დაიჭერს. ქმარი ტაიჭს ზღვაში შეაგდებს: ინთქება. ცოლი ჯერ გაოცებულია. შემდეგ - თვითონაც გადაჰყვება“...

ეს.- საკმაოდ სახელმოხვეჭილი მწერლის, საკმაოდ გახმაურებული ნაწარმოებიდან ნაწყვეტია, რომელშიც ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო,დასაპიქრებელი,შესაკითხი და სასწავლებელი:
1, მიგაჩნიათ თუ არა ქმრის საქციელი მართებულად ( კარგად დაფიქრდით და მერე უპასუხეთ)
2, მიგაჩნიათ თუ არა ცოლის საქციელი მართებულად?
3, ცხოვრებაში შეგხვედრიათ თუ არა მსგავსი ან მიახლოებული მაგალითები?
4. რას დაარქმევდით ქმრის საქციელს?
6. რას დაარქმევდით ცოლის საქციელს
7.ცოლი რომ დაღუპულიყო, იმ შემთხვევაში ამართლებთ თუ არა ქმრის მოქმედებას?
8.ხედავთ თუ არა ამ ნაწყვეტში ზნეობის ელემენტებს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
შემოდგომის ლეგენდები საკმაოდ ძლიერი ფილმია,ვერასოდეს ვერ ვუყურებ მშვიდად.ეს ჩვენთვის არაა სმგავსი რამ მიღებული და ჩვენთვისაა უზნეობა.მკაცრადაც ნუ განვკიცხავთ,უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიწვია სიყვარულმა.ლოლიტას ნამდვილად ვერ შევადარებ ზნეობრივ საკითხებში,მიუხედავად იმისა რომ ლოლიტაც საკმაოდ კარგი ფილმია.უბრალოდ ყველაფერი არის ცხოვრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
თამო! დიდი მადლობა კომენტარისთვის. შემოდგომის ლეგენდები მერეისთვის გადავდოთ. ეხლა კი მაინტერესებს შენი აზრი ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტის შესახებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
შეეძლო ქმარს თავი გაეწირა და გადაერჩინა ფეხმდზიმე ცოლი,ანუ ორი სიცოცხლე.ცოლმა უბრალოდ გადაარჩინა საყვარელი ადამიანი,მაგრამ გაწირა ფაქტიურად მეორე,ჯერ არ დაბადებული სიცოცხლე.მიახლოებული მაგალითი არ შემხვედრია ცხოვრებაში.ვერაფერს დავარქმევ,ვერც ერთის საქციელს,უბრალოდ თვითმკვლელობით დაიმძიმეს ისედაც დამძიმებული სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
შემოდგომის ლეგენდები საკმაოდ ძლიერი ფილმია,ვერასოდეს ვერ ვუყურებ მშვიდად.ეს ჩვენთვის არაა სმგავსი რამ მიღებული და ჩვენთვისაა უზნეობა.მკაცრადაც ნუ განვკიცხავთ,უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიწვია სიყვარულმა.ლოლიტას ნამდვილად ვერ შევადარებ ზნეობრივ საკითხებში,მიუხედავად იმისა რომ ლოლიტაც საკმაოდ კარგი ფილმია.უბრალოდ ყველაფერი არის ცხოვრება.
რობაქიძე არ მოგეწონათ? მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ნაქყვეტის ირგვლივ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 73 posts ] 
ზნეობა და მისი პარამეტრები
დესპანი