nabula wrote:ციტატა:
ერთი დანამდვილებით ვიცი,ყოველი დიეტა დამღუპველია,ჯერ ძალიან ცუდად მოქმედებს,ადამიანის ფსიქიკაზე,და მეორეც რასაც იკლებ,იმატებ ორჯერ მეტად და თან უფრო ინტესიურად,პირადად მე ყოველ დილით ვსვამ გადმოდუღებულ წყალს,ამორებული მაქვს კვებიდან,ცომეული,მინიმუმ ათ წუთიან ვარჯიშს მაინც ვაკეტებ,ვსვამ 5-6 ჭიქა წყალს და არ ვჭამ არაფერს 7 საათის შემდეგ,ეს არის და ეს.
ლ
7 საათის მერე თავის შეკავებაზე რა გითხრა ნაბულ,მაგრამ დიეტა მართლა მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ყოველთვის,როცა დიეტაზე ვიყავი შიმშილი და უჭმელობა ხასიათში გადამდიოდა და სახლში მეხვეწებოდნენ ჭამეო

კაი ხანია ხელი ავიღე ამ საკითხზე, თავისით ვიკლებ და თავისით ვიმატებ, რა ვქნა ეხლა , ჭარბწონიანი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ერთგვარი ახირებაა ,რომ უნდა გახდე და ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც გულით უყვარხარ იმას გამხდარიც ეყვარები და გასუქებულიც, ასე რომ სანამ ცოცხლები ვართ და გემოს და ყნოსვის ორგანოები სანამ მწყობრში გვაქვს, მივირთვათ ის ,რაც მოგვინდება და რისი მირთმევის საშუალებაც გვექნება! ვოტ ტაკ .
