chiche wrote:ციტატა:
მანა ბრძანებს,\"ასეთი ადამიანები უნდა აღიგავონ პირისაგან მიწისა\"რატომ შეგიძლია გვითხრა?რას ერჩი,რა დაგიშავეს.შიდცი არის ინფექცია რომელიც არის გადამდები როგორც სხვა გადამდები დაავადებები და შეიძლება დაემართოს ყველას,მაგალითები საქართველოშიც იყო როდესაც დაინფიცირდენ ბავშვები და დედა და საერთოდ დაინფიცირებულთა 32პროცენტს ინფექცია სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ განუვითარდათ.ავამტყოფი ადამიანი კი არ უნდა გეზიზღებოდეს თანაგრძნობას უნდა იწვევდეს, გინდ ნარკომანი იყოს და გინ მეძავი,მაგრამ თანაგრძნობას და გულისხმიერებას ვერ ისწავლი თუ სულში არა გაქვს ადამიანს,საქართველოში ახალგაზრდობის 80პროცენტს წამალი გასინჯული აქვს და შეიძლებოდა მათაც დამართნოდათ,შენი და ზოგიერთების ლოგიკით ისინიც არ არიან სიცოცხლის ღირსნი.მაგრად მიკვირს როგორ შეგიძლიათ ადამიანებზე ესე იფიქროთ.
ჩიჩე, გენაცვალე, თქვენ და ვაშლს ძალიან მცდარი აზრი ძეგქმნიათ ჩემზე, რომ ასეთ დესპოტად და ჯალათად წარმოვჩინდი თქვენს თვალში, ძალიან დასანანია ეს. უპირველესად მინდა შეგახსენოთ ის, რომ კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა, რამეთუ მე ის არ მითქვია არ მეცოდება ის ხალხი, რომლებიც ინფიცირების, დონორობის ან ასეთ კერძო შემთხვევებში დაავადნენთქო. აქ ლაპარაკია სულდამპალ, აღვირახსნილ, ზნეობადაკარგულ წევრებზე ჩვენი საზოგადოებისა,რომლებმაც ძალიან კარგად იციან რასაც აკეთებენ და საითაც მიდიან,მაგრამ მაინც იგივეს სჩადიან.გისვამთ შეკითხვას: გავარვარებულ ქურას ხელს თუ დაადებთ? თუ რომელიმე თქვენთაგანი მეტყვის კის,- ჩამქოლეთ! ეხლა მეორე შეკითხვა: რატომ? - პასუხი უკვე ვიცი წინასწარ.\" იმიტომ , რომ ცხელია და ხელს დამწვავს.\"
ეხლა მითხარი ჩემო კარგო, როგორ გგონია, მეძავმა არ იცის რასაც აკეთებს? მამაკაცებმა არ იციან როცა ისეთ ქალთან მიდიან, რომელსაც ათამდე კლიენტი ჰყავს გასტუმრებული რა მოელით? მორფინისთმა არ იცის რა გზაზეა დამდგარი და საით მიექანება, მაგრამ მაინც აკეთებენ რასაც უნდათ, რადგან მათ ტაბულა რაზაზე არაფერი ინფორმაცია არ დევს, უქნარას, და ზნეობრივად დაცემულს არ ადარდებს არც ოჯახი, არც ცოლი და არც შვილი.არავითარი პასუხისმგებლობა არა აქვს, ოღონდ თავისი გაისწოროს და ამ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით შეხედოს, ყველა მისი აზრით სიამ- ტკბილობა თვითონ შესვას.
და თქვენ, პატივცემულო საზოგადოებავ მე მტუქსავთ მაგისატვის, რომ ასეთი ხალხის მიმართ ანტიპატიის და უდიდესი ზიზღის მეტი არაფერი გამაჩნია?
თქვენ, უღრმესად პატივცემულო ჩიჩე მიმითითებთ,რომ მასეთი ადამიანები შევიბრალო? მათ მიმართ ვიყო ლმობიერი?თუმცა შეიძლება მე ვერ გავიგე მთლად კარგად თქვენი პოზიცია? მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვისი შებრალებისა და ქველმოქმედების მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ მ ე , ვერასოდეს ვერ გავხდები მასეთი ხალხის თანამეინახე და ვერც გავუგებ მათ და ვერც შევიბრალებ, თუ გინდათ თქვენ გიტლერი მიწოდეთ და სულ ყველა კარმები წამგლიჯეთ, ან რა თავში ვიხლი მაგ კარმებს? თქვენი იყოს ბატონებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ადმინ რა ხდება კი მაგრამ? ჩემს წერილში ნახევარზე მეტი ტექსტი გამოტოვებულია. რა არ მოგეწონათ მითხარით? რაც ვთქვი სულ საპირისპირო რაიმე გამოვიდა. მომიძებნეთ და ჩამისვით ჩემი დაკარგული ტექსტიიიიიიიიიიი