↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 189 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
გოგაგგ-ზე წავიკითხე, რომ 3 მაისს გაეროსთან იკრიბებიან ქართველები რუსეთის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საპასპორტო რეჟიმის შემოღების გასაპროტესტებლად. მახსოვს ასეთი რამ 2003-შიც სცადეს და გამოვედით გაეროსთან ემიგრანტები. ვერ გავიგე, ამ რუსეთმა რა ვერ გაიგო...ალბათ ისევ წავალთ მე და სხვებიც.როდემდე?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ღმერტმა ხელი მოგიმართოთ უნდა წახვიდეთ აბა რა აქ თუ რამე ჩაატარეს აქ მეც წავალ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
როცა ჩემს გარშემო ხალხის დიდ ნაწილს დეპრესია და ნოსტალგია აწუხებს, როცა მე თვითონაც შემომიტევს ხოლმე ეს განწყობა იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საქმე და სხვასთან შედარებით ვითომ \"აწყობილი\" მდგომარეობა მაქვს,_ უკვე ჩემს თავს ვუსვამ კითხვას:რითი ვებრძოლოთ ემიგრანტულ სევდას ეს ნებით თუ უნებლიედ გადმოხვეწილი ხალხი? დესპანელებო, თქვენ რა მაგალითები, საშუალებები და რჩევები გაქვთ დაწერეთ, თორემ ძნელია ასე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ეჰ,დორადო არის კი რაიმე საშუალება რომ, გამოხვიდე დეპრესიებიდან? ალბათ სანამ ემიგრანტი იქნები, ამ ავადმყოფობით ვერ განიკურნები,პირადად მე,ძალიან მაწუხებს ეს შემოტევები,ხშირად დავმჯდარვარ მარტო და კი არ ვსლუკუნებდი,ვღრიალებდი,მაგრამ ჩემი თავი ისევ მე დამიმშვიდებია,რითი? ისევ ახლობლებთან საუბრით და რაც ჩემთვის უდიდესი შვებაა,ეს არის დესპანი და თითოეული დესპანელი,აქ ყოფნით ცოტა გამოვდივარ მდგომარეობიდან,გულს ეშვება და ვწყნარდები,აი დღესაც დილიდან დეპრესიებში ვიყავი,გადავარდი ნოსტალგიაში,მაგრამ უცბად წამოვხტი საწოლიდან და კომპ.ს მიუჯექი,ცოტა თავი დავიწყნარე,ყავა მივირთვი და მოგეფერებით ცოტა ხნით,ცხვა გზა დასამშვიდებელი აქ უბრალოდ მე ვერ ვოპოვე,ეს იქნება ალბათ მანამ სანამ ამ ქვეყანას არ დავტოვებ, მაგრამ როდის? არვიციიიიიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიამე არა მაგრამ საკუთარ ერს თუ გამოადგები, ემიგრანტობაში გატარებული წლები შენს მომავალ თაობას გამოადგება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
დორადო მიაწექით ომი თუ დაიწყო ჩვენ ზურგიდან დავარტყამტ .
გინახიათ მღვდელის ანაპორაში გადაცმული ტერორისტი.

მალე ვნახავთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემო დორადო , ძალიან ძნელია იყო ქართველი და თანაც ემიგრანტი. ქართველობა- ეს უფლის ჯილდოა. ღვთისმშობლის წილხვედრი ერთადერთი ქვეყანა და ერი ვართ, წარმოიდგინეთ რა ხდება ჩვენს გენში? ამიტომ არ \"აღვიგავეთ მიწისაგან პირისა \",მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვართ რიცხობრივად უთვალავი(თუ არ ჩავთვლით დავით აღმაშენებლის და თამარის მეფობის ხანას, ისიც, თუ მემატიანეებს ვენდეთ, 12 მილიონი ვყოფილვართ. რა არის 12 მილიონი?მარტო ნიუ-იორკში ოფიციალურად 18 მილიონი ცხოვრობს და არაოფიციალურად კიდევ მაგის მეოთხედი).ეს ერთი მუჭა ხალხი, საუკუნეების მანძილზე \"სამის მხრით \"ვიქნევდით ხმალს და უკანასკნელ შვილს ვაცილებდით სამშობლოს დასაცავად.მაგრამ არ ამოვწყვეტილვართ.ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერი ერები გადაშენდნე, მაგრამ ჩვენ კიდევ ვდგავართ და ვიქნებით მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს.ღვთისმშობლის კალთა გვიცავს ყველას.ქართული მიწის და ცის სიყვარულს დედის ძუძუსთან ერთად ვეზიარეთ,მებრძოლი სული გვაქვს და ძლიერი ხასიათი. მაქსიმალისტები ვართ-კარგშიც და ცუდშიც, ამიტომაც გვჭამს და გვღრღნის ნოსტალგიის გრძელი ჭია და ვერ ვძლებთ ემიგრაციაში,ამიტომ ვერ იმკვიდრებს თავს ქართველი სხვა ქვეყანაში,რაც არ უნდა კარგად იყოს, მაინც საქართველოში გამორბის.( ამის უამრავი მაგალითი ვიცი და ერთ -ერთი მათ შორის მეც ვარ).ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტი და ანტინოსტალგანტი(მაგარი სიტყვა მოვიგონე)რწმენაა და უფლის სიყვარილია. ლოცვამ და რწმენამ გამაძლებინა და გამაძლიერა.რომ არა ეს, მე დღეს ალბათ საგიჟეთში ვიქნებოდი(ეს ყველაზე კარგი ვარიანტი, ცუდი ვარიანტის გაფიქრებაც კი არ მინდა).მე დავრწმუნდი იმაში, რომ უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგცემს, რისი ზიდვაც შენ არ ძალგიძს!!! ყველას ჩვენი სახადი გვაქვს მოსახდელი, რაღაცისთვის გვეძლევა განსაცდელი, თუ ამას მივხვდებით რატომ ხდება ეს, და მადლიერი ვიქნებით ყველაფრის, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება, შეიცვლება კარგისკენ.არ შეეწინააღმდეგოთ განსაცდელს,-უბრალოდ გაიაზრეთ ის, თუ რატომ მოგეცათ და მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. მაშინ ,იქ, ზევით ჩათვლიან, რომ შენ ეს გაკვეთილი უკვე ისწავლე და გამოცდაც ჩააბარე.
ერთ რაღაცას გასწავლით: რაც ძალიან გულით გინდათ რომ აგისრულდეთ, ყოველ დილით, 40 დღის განმავლობაში, ლოცვის შემდეგ დაწერეთ თეთრ ფურცელზე და შემდეგ დაწვით და ფანჯრიდან გადაყარეთ ფერფლი , თან გაიმეორეთ სურვილი და დაამატეთ-ამისრულდეს!!!
სურვილი დაწერეთ დასრულებული ფორმით.მაგ.გინდათ რომ გქონდეთ კარგი სამსახური, ან გყავდეთ ლამაზი მეუღლე, დაწერეთ ასე:მე მაქვს კარგი სამსახური; მე მყავს ლამაზი მეუღლე.
ანუ მიეცით დასრულებული ფორმა.
ეს არ არის რამე მაგია ან ანტიქრისტიანული( მერწმუნეთ , მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და არაქრისტიანულს არაფერს არ გავაკეთებ). ეს არის თქვენი სურვილის მატერიალიზაცია.ჩვენ ყველა ენერგეტიკულად დაკავშირებული ვართ კოსმოსთან, სამყაროს ენერგეტიკულ ბირთვთან.რასაც გასცემ-ის გიბრუნდება უკან! ბრძენია შოთა:\"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია\".ეს იმას ნიშნავს-რასაც გასცემ, ის უკანვე გიბრუნდება იგივე სახით. . მაგ. აგრესიული ხარ ვინმეს მიმართ-ასეთივე აგრესია გიბრუნდება უკანვე, სიკეთეს აკეთებ-სიკეთით გეხდება, ბოროტებაზე-ბოროტებითვე გიპასუხებენ.ბიბლიაში ნათქვამია:-მოითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგიღებენ!!! ცადეთ, მე ბევრი რამ ამისრულდა ცხოვრებაში და იმედი მაქვს, უფრო მეტი წინ მელოდება.
გიყვარდეთ და გწამდეთ უფალი,და ხვალინდელი დღე დღევანდელზე ლამაზი და ბედნიერი გაგითენდებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
pantera wrote:
ციტატა:
სიამე არა მაგრამ საკუთარ ერს თუ გამოადგები, ემიგრანტობაში გატარებული წლები შენს მომავალ თაობას გამოადგება.

პანტერა გეთანხმები, ემიგრაციაში ადამიანი დამოუკიდებლად ყალიბდება, ცხოვრების გამოცდილებას იძენს,ადამიანების გარჩევას სწავლობს.თუ ცოტა ტვინიც გაანძრია და ისწავლა რომელიმე კოლეჯში ან ინსტიტუტში, ეგ ხომ შესანიშნავია.ისე რომ, нет худо без добра:) :) მთავარია ეს გამოცდილება ცხოვრებაში გამოვიყენოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ნაბულა,ძვირფასო, გმადლობ გამოხმაურებისთვის!
ბუბუ, კარგი ადამიანი რომ იყავი_ვიცოდი, მაგრამ ასეთი?! მიყვარს ძლიერი,გაწონასწორებული ხალხი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 189 posts ] 
დესპანი