bubusuna wrote:ციტატა:
ჩერუბ, როგორა ხარ? ძალიან კარგია, რომ ეს თემა გახსენი. მარტო იმიტომ კი არა, რომ გაიგო საზოგადოების აზრი შიდსით დაავადებულთა შესახებ,არამედ კარგი იქნება თავდაცვის და პროფილაქტიკის მიზნით დაწერო დაავადების გავრცელების ყველა შესაძლებელი გზის,
სიმპტომების და მისი მიმდინარეობის შესახებ(თუ ამის დრო გექნება, რა თქმა უნდა). როგორც
იცი,დესპანელების უმრავლესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სადაც შიდსით დაავადების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში.შენც კარგად იცი ქართველი მამაკაცების ხასიათი(რეზინას ვერ ვიტან, არ არის კაცური და ა. შ), თუმცა არც მარტო კაცებზეა აქ სალაპარაკო, ქალებსაც ეხება.კონსულტაციაზე სპეციალისტებთან საქართველოში არ დადიან, და აქ
\"გადაყრიან დოლარებს\"? ამიტომ, იქნებ შენმა ასეთმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღოს და დაიფაროს ქართველები ამ ჭირისაგან.
ბუბუსუნა გეთანხმები, რომ ჯობია პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მოწვდა დესპანელებისათვის. მე რატომრაც გადავწყვიტე, რომ ხალხმა კარგად იცის აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის გზები და პირდაპირ გადავედი სტიგმა/დისკრიმინაციაზე. ამ თემისისთვის მე ყოველთვის მცალია, იმიტომაც ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია, თქვენ უბრალოდ მოიწერეთ ხოლმე კონკრეტულად რა გაინტერესებთ და მეც მოგაწვდით ინფორმაციას რაც შეიძლება მალე.