bubusuna wrote:ციტატა:
ძალიან ძნელია იცხოვრო საზღვარგარეთ და თანაც არალეგალურად.შენ ცხოვრებას იწყებ თავიდან, მიუხედავად იმისა, რამდენი წლის ხარ და ზურგს უკან ცხოვრების რა გამოცდილება გაქვს.საშინელებაა, როცა საბუთების გარეშე ყველა გზა მოჭრილი გაქვს.ამიტომ თუ გაქვს მაგის საშუალება უნდა გააკეთო საბუთები, რომ ელემენტარულად ნორმალური სამსახური გქონდეს და ადამიანურად იგრძნო თავი, არ გეშინოდეს საემიგრაციოსი და შეგეძლოს ხმის ამოღება და შენი თავის დაცვა . მე ლეგალი ვარ და ყველანაირად ვცდილობ შევინარჩუნო ეს ჩემი ლეგალობა.მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი თანხა მიჯდება.ასე ხმის უფლება მაინც მაქვს. ამ ჩემი საბუთების გამო, კლინიკაში, სადაც ვმუშაობ, საათში გროშებს მიხდიან, \"გრინ კარტა\" რომ მქონდეს, ეს თანხა მინიმუმ 4-ჯერ მაინც გაიზრდება.არ გეგონოთ ფულზე ჩაციკლული ვიყო, მაგრამ ერთი და იგივე შრომაში მე და \"გრინკარტიანს\" ამხელა სხვაობით გვიხდიან ხელფასს.
ბუბუ-გეთანხმები ბევრ რამეში.
ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
ორი წელი მუშაობის უფლება არ მქონდა.
თავიდან სამუშაო ვიზით შემოვედით. მეუღლემ წარმატებებს მიაღწია თავის საქმიანობაში, შემდეგ სავიზო სტატუსი შევიცვალეთ./გვქონდა j-1 და j-2,/ ავიღეთ H1 და მე მომცეს H-4.
მაშინ დაიწყო ჩემი გაჭირვება.
მიუხედავად იმისა რომ ლეგალურად ვიყავი, მუშაობის უფლება მე არ მქონდა.
ვიცი რომ დიდ ქალაქებში,საკმარისია,გქონდეს social seciurity და სამსახურს მაინც იშოვი.
აქეთ, არც გაიფიქროთ ასეთი რამ.
სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან permit-ს გთხოვენ.
ერთია კიდევ, ნაღდ ფულზე არავინ გადაგიხდის.
ჩეკით კიდევ, შეზღუდული ხარ.
მარტივი მიზეზის გამო, ანგარიშზე დადებ და თუ ამოგიგდო IRS-მა, დაემშვიდობე ყველაფერს.
რაც შეეხება GREEN CARD-ას, მაინც იმდენს არ გადაგიხდიან, რასაც სხვას აძლევენ.
კი არის განსხვავება, სამუშაო ვიზით მომუშავესა და G-C-იანს შორის, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო.
ასე რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის წინაშე დგები,როცა \"თავიდან\" იწყებ ყველაფერს.
P.S. ამ წელს, რაც TAX-ები გადავიხადეთ, იმ თანხით,მთელი წელი შევინახავდი ოჯახს უზრუნველად. და კიდევ დაგვრჩებოდა კიდევაც.