შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
დედის რძესთან და ნანასთან ერთად ეზიარება ყველა ქართველი სამშობლოს სიყვარულს, ის ისე ღრმად იდგავს ფესვებს თითოეულის გულში, რომ მისი ამოძირკვა თითქმის შეუძლებელია.ამიტომ გვიჭირს ქართველებს სხვაგან დამკვიდრება. რაც არ უნდა კარგად ვიყოთ სხვაგან, საქართველოში გავრბივართ მაინც.მგონი ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც სამშობლოს ასეთი ნოსტალგია აქვს.
ქართველების თავდადებამ, რომლებიც ბავშვობიდანვე სამშობლოს უანგარო სიყვარულით იზრდებოდნენ, ქართველ ერს გაუსაძლისი გაჭირვების დროსაც კი ეროვნული თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.
თუ არა ღმერთის მფარველობა და ჩვენი ასეთი სიყვარული სამშობლოსადმი, ვერავინ ვერ გადაიტანდა იმას, რაც ქართველობამ და საქართველომ გადაიტანა და დღესაც გადააქვს.