აუუუუუ ეს ძაან მაგარია!!!!!!!

მედასხვა
2+3=?
აბსურდული პოეზია
2008.05.16
------------------------------------------------
ბოდიშით, მაგრამ ჰაერი რომლითაც სუნთქავთ მოწამლეს.
რაღაც ეროვნების ქათმები დააკავეს საზღვაზე,
ჯიბით ვირუსი რომ გადმოჰქონდათ.
ლექსიკონში ამერია კომპასი,
და სიტყვა რომელსაც ვეძებდი, კომპასმა ჩრდილოეთით მიჩვენა,
იქიდან წამლავენ ჰაერს ქათმები.
ასე ხომ უკვალოდ დაიკარგება ჯანმრთელობა.
რადგან კომპასი გამუდმებით ჩრდილოეთს უჩვენებს.
ოხვრითაა მოხიბლული თბილისი,
ოხრავს პოლიტიკით გაჟღენთილი მოსახლეობა,
მორცხვი თბილისი კი წითლდება.
სკოლაში ბავშვებს, მათემატიკის გაკვეთილზე,
გამუდმებით 2+3-ის პასუბს ეკითხებიან,
შემდეგ კი პატარებს დასკვნას აზეპირებენ.
ბავშვებო, ამოცანის პასუხი აუცილებლად მშობლებს შეატყობინეთ,
რადგან, რომ არა 5 ამოცანაც ამოუხსნელი დარჩებოდა.
ასევე უთხარით რომ დასკვნა გაითვალისწინონ.
თუ გინდათ რომ საქმიანმა ბიძიებმა დიდი სტადიონი აგიშენონ.
ვარდს შეეცვალა სახელი. (სიყვარულს აქცია ზურგი)
ახლად დაგებულ ასფალტზე თამამად მიაბიჯებენ სახელმწიფოს მტრები,
ლაბირინთულ ქუჩებში კი ცოდვების ჩურჩული ისმის.
რატომღაც კონტროლია მკვდრებზე.
პოლიტიკოსებმა, (ანუ საზოგადოებამ კომპასით ხელში)
ნახტომით წაშალეს რეალობა.
მე იქ არ ვარ სადაც დიდი მოკამათეები შეყარა ღმერთმა.
ნულოვანი იდეალი კი სახელმწიფოს ლიკვიდატორია.
ლეგენდა ოპოზიციონერზე, კალაველა,
კარელურ-ქართული ხალხური ეპოსი.
პარანოია.
რკინის ფრთებიანი ჩიტებით, კატა-თაგვობანას თამაშობენ სახელმწიფოს მტრები.
სკანდალი რედაქტირებულია იდიოტების მიერ.
უკანასკნელი ნგრევა, გახლეჩა, ღალატი, ოპიუმი და თეთრი ფხვნილები,
თეთრ ოცნებებთან ერთად.
ამის შემდეგ კი მე ვჩები მხოლოდ, პირველი თოვლის სისპეტაკის მადიდებელი.
არჩევნებზე უნდა წასვლა ჩემს ძაღლს, მაგრამ თათი აქვს მოტეხილი,
თუმცა რა პრობლემაა, ახლა არჩევნები ხომ სახლში მიტანითაცაა.