↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
დამთავრდა არჩევნები? ასე გავიგე ამ თვეში მეტი არჩევნები არ იქნებაო:)

მართალი ხარ, იმ თვეში გვექნება თამადის არჩევნები=zer= =zer= =zer=

იცოდე, ზვიგენ, თუ ნომერი არ შეიცვალე, ხმას არ მოგცემ=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
საქართველოს გამყიდველები ციხეში.

კახეთი 2008 წლის მაისი

კახეთში ანტისაარჩევნო მოდელზე მუშაობა დაასრულეს და ახლა ტერორის ფორმების დახვეწაზე გადავიდნენ. არჩევნების დასრულებისთანავე თელავში “ნაციონალური დიქტატურა” დამყარდა. გალაღებულმა და გაქსუებულმა მოხელეებმა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნა-შევიწროება და დაპატიმრება დაიწყეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის წევრები ნელი ცქიტიშვილი და არჩილ ჯორჯაძე თელავის უნივერსიტეტიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.

- “არჩევნების მეორე დღესვე თელავში სააკაშვილის დიქტატურამ ფრთები გაშალა. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა უკვე დაიწყო. ჩვენ ამ რეჟიმს განსხვავებული აზრის გამო ვემსხვერპლეთ”, - განუცხადა რადიო ჰერეთს ნელი ცქიტიშვილმა.

არჩილ ჯორჯაძის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გია პაპუნაშვილის მოთხოვნით, მათ წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულეს.

როგორც ჩანს, თელავი დამსჯელი ქმედებების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, შს თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა თელავის საარჩევნო ოლქის სოფელ ყარაჯალას N39 საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი შოთა კოხტიევი დააკავეს.

თელავის პოლიციის თანამშრომლებმა კოხტიევს გაურკვეველ დოკუმენტზე ხელის მოწერა აიძულეს. კოხტიევისთვის ამ დრომდე უცნობია, რაზე მოაწერინეს მას ხელი, რადგან მან ქართული წერა-კითხვა არ იცის.

პოლიცია კოხტიევს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მოპარვაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 21 მაისს “ადამიანის უფლებათა ცენტრს” დამკვირვებელი ჰყავდა მივლენილი, რომლის თქმით, მონაცემების გაყალბების მიზნით ოქმები თავად კომისიის თავმჯდომარემ გააქრო. როგორც ცნობილია, ყარაჯალის 39-ე საარჩევნო უბნიდან საღამოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები დაიკარგა.

სიდინჯით და დარბაისლობით ცნობილი კახელები დღეს უბრალო კრიმინალებად ქცეულან. ასეთი თავგასული ადამიანების ნაკლებობას საქართველოს არცერთი კუთხე არ უჩივის, მაგრამ ამ რეგიონში დაშინებამ, ტერორმა და ძალადობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

თუ რა ხდებოდა კახეთში უშუალოდ არჩევნების დღეს, უკვე მთელი საქართველოსთვის გახდა ცნობილი, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე სხვა პროცესებს მიეცა ბიძგი.

მაგალითად, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე რამდენიმე ადამიანი იდგა, რომელიც ამომრჩეველთა გვარ-სახელებს ინიშნავდა. ერთ სიაში ისინი აღმოჩნდნენ, ვინც მმართველ პარტიას მისცა ხმა და ეს საჯაროდ დაადასტურა, ხოლო მეორე - “შავ სიაში” - ისინი, ვინც ოპოზიციას მიემხრო.

ჰოდა, ეს სიები 21-ში საღამოს 8.30 საათზე უკვე საჭირო ადგილას იდო. ახლა მეთოდურად იწყება იმ ადამიანების დატერორება, რომელთაც “გონივნრული არჩევანი” არ გააკეთეს.

საქმე ისაა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია “ზემდგომ ორგანოებს” მათმა ახლობლებმა, მეზობელბმა და ნათესავებმა შეატყობინეს. როგორც ჩანს, დასმენისა და ჩაშვების ინსტიტუტმა კახეთის ნოყიერ ნიადაგში კარგად გაიდგა ფესვები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
26 მაისი, 2008

პარლამენტის შენობის წინ მიტინგი დასრულდა

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიტინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ქართველმა ხალხმა დღეს იზეიმა 26 მაისი, გააქცია მიხეილ სააკაშვილი და ფიცი დაადებინა არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციონერებს, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ. თუმცა, მათივე თქმით, ამის მიუხედავად, ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გია თორთლაძის განცხადებით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესიის დღისთვის ოპოზიცია ავტოკოლონებით მთელი საქართველოდან ჩამოიყვანს მხარდამჭერებს. თორთლაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა.

“ოპოზიცია და ხალხი არ დაუშვებენ უკანონო ხელისუფლების პარლამენტში შესვლას, ხოლო თუ ისინი მაინც შევლენ, ხალხი და ოპოზიცია თავად გამოიყვანს მათ ამ შენობიდან”,-აღნიშნა თორთლაძემ.

დავით გამყრელიძის თქმით კი, დღეს ცესკო გეგმავდა შედეგების შეჯამებას, მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ თურმე დღეს მსგავსი არაფერი არ იგეგმებოდა. “ეს თქვენმა აქ მოსვლამ და ერთიანობამ განაპირობა. ჩვენ პირველი სესიისთვის მთელი საქართველოდან ჩამოვიყვანთ ხალხს”, - განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები ხალხის ფულით იღებენ ხელფასს და არა აქვთ უფლება, უკანონო ხელისუფლებას ემსახურონ.

დღევანდელ მანიფესტაციაში, რომელიც სასტუმრო “აჭარის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს , რომ ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები შევიდნენ პარლამენტში და მოლაპარაკება აწარმოონ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დავით საგანელიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა არის არსებული არჩევნების შედეგების არ ცნობა ხელისუფლების მიერ და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო 16:00 საათამდე მისცა. “თუ ამ დროისათვის ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ოპოზიცია მიიღებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ზომებს”, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს პარლამანეტს, თუმცა დეპუტატების მცდელობას - შესულიყვნენ პარლამენტში, ხელი შეუშალა დილიდან მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი პარლამენტის შიდა ეზოში.

როგორც ყოფილმა პარლამენტარმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დეპუტატებს არ უშვებენ საკუთარი ქვეყნის პარლამენტში.

ოპოზიციის გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი კონტიგენტი შეიყვანეს პარლამენტის შენობაში.

ხალხის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომელთა გამოჩენამ, როდესაც ისინი პარლამეტის შენობიდან გამოვიდნენ და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას შეეცადნენ. 50-მდე თანამშრომლისგან შემდგარმა ჯგუფმა პარლამენტის შენობა სასწრაფოდ დატოვა.

დიმიტრი ჩიკვაიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოპოზიციის ლიდერები შემდგომი მოქმედების გაგმას ამუშავებენ

პარლამენტის წინ ამ დროისათვის პაუზაა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი შემდგომი მოქმედების გაგმას ამუშავებენ.
მიტინგზე, ამ დროისთვის, რიგითი ადამიანები გამოდიან და საზოგადოებას მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობა თანდათან მცირდება.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნურავინ წარმოიდგენს, რომ მხოლოდ ერთი მანიფესტაციით, ან ერთი მსვლელობით შესაძლებელია ამ ხელისუფლების შეცვლა. ამ ყველაფერს მუდმივი პროტესტი სჭირდება.

“ეს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ იმუშავებს. ისე არ მოხდება, როგორც მოხდა წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ოპოზიციას გავლენა არანაირ გადაწყვეტილებაზე არ ჰქონდა და პრაქტიკულად, ჩვენ ვერ შევცვალეთ ვერაფერი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ასეთ პარლამენტზე ოპოზიცია დღეს უკვე თანახმა აღარ არის და მანიფესტაციებისა თუ სხვა საპროტესტო აქციების გზით ფიქრობენ, რომ არსებული ვითარება შეიცვლება.

ოპოზიცია, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “ვარდების რევულუციის” სცენარის გამეორებას არ გამორიცხავს.

“მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიცია ელოდება 16:00 საათიან ცესკო-ს სხდომას და თუ ამ სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ოპოზიცია უკვე რეგიონებში გავა.

“რეგიონებში ხმების დათვლის შემდეგ დედაქალაქში ჩამოვა მთელი ქვეყნის მოსახლეობა, შეიკრიბება პარლამენტთან და იგივეს დავმართავთ ამათაც”,-აღნიშნა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 16.00 საათმდე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის აქციაზე მისული საზოგადოების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცის მწიფდება.

ხუხაშვილის განცხადებით, ხალხის რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რისკები, პრაქტიკულად, გაათმაგდა და ქვეყანამ ხელიდან გაუშვა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში განვითარების შანსი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნო, მოთხოვნები უფრო რადიკალური იქნება, ქვეყანას წინ მძიმე წელი ელის, რადგანაც აშკარაა, რომ ეს წელი ხელისუფლებასა დასაზოგადოების დაპირისპირების ნიშნით წარიმართება.

ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ბაგეზე ღიმილს ინარჩუნებს, მაგრამ ნათელია, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია, რის დასტურადაც ისიც საკმარისია, რომ ასეთი ხანმოკლე აღლუმი ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა.

ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები მისთვის მოულოდნელი იყო. მისივე განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერებს საკმაოდ კარგად იცნობს და მიაჩნია, რომ მათ მიერ გაკეთებული ანდიდასავლური განცხადებები ემოციური იყო და ანტიდასავლურ განცხადებებს ოპოზიციის პროგრამასთან საერთო არაფერი აქვს.

“ოპოზიციას აქვს უფლება, უსაყვედუროს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, რადგან სწორედ დასავლეთის მონაწილეობით ჩატარდა საქართველოში ისეთი არჩევნები, რომლის შედგებსაც ოპოზიცია აპროტესტებს. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი პირველი მხარადმჭერი იყო”,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პარლამენტი არჩეულია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალ პარლამენტში ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იქნება.
ამის შესახებ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა თქვა საკუთარი სიტყვა და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება უწვდის დიალოგის ხელს ოპოზიციას.

მანვე აღნიშნა, რომ თუ პარლამენტში დეპუტატთა ორ მესამედზე ნაკლები იქნებოდა წარმოდგენილი, პარლამენტი ამ შემთხვევაში არ შეიკრიბებოდა.

“ყველაფერი წყდება ხმათა უმრავლესობით. საქართველოს პარლამენტი არჩეულია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აქვე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე და განაცხადა, რომ გაერო-მ გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის ფაქტი აღიარა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, დასკვნაში დადასტურებულია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სურვილი, კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს. მან პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის და ნატო-ს წევრი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება მოხდებოდა, ბევრ პრობლემას თავიდან ავიცილებთ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება, ევროკავშირის მხრიდან აფხაზეთში უკანონო დამატებითი შეიარაღებული ძალების შეყვანასთან და საქართველოს იურისდიქციის არცნობასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებით საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცესი ჩქარდება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
26 მაისი, 2008

პარლამენტის შენობის წინ მიტინგი დასრულდა

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიტინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ქართველმა ხალხმა დღეს იზეიმა 26 მაისი, გააქცია მიხეილ სააკაშვილი და ფიცი დაადებინა არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციონერებს, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ. თუმცა, მათივე თქმით, ამის მიუხედავად, ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გია თორთლაძის განცხადებით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესიის დღისთვის ოპოზიცია ავტოკოლონებით მთელი საქართველოდან ჩამოიყვანს მხარდამჭერებს. თორთლაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა.

“ოპოზიცია და ხალხი არ დაუშვებენ უკანონო ხელისუფლების პარლამენტში შესვლას, ხოლო თუ ისინი მაინც შევლენ, ხალხი და ოპოზიცია თავად გამოიყვანს მათ ამ შენობიდან”,-აღნიშნა თორთლაძემ.

დავით გამყრელიძის თქმით კი, დღეს ცესკო გეგმავდა შედეგების შეჯამებას, მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ თურმე დღეს მსგავსი არაფერი არ იგეგმებოდა. “ეს თქვენმა აქ მოსვლამ და ერთიანობამ განაპირობა. ჩვენ პირველი სესიისთვის მთელი საქართველოდან ჩამოვიყვანთ ხალხს”, - განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები ხალხის ფულით იღებენ ხელფასს და არა აქვთ უფლება, უკანონო ხელისუფლებას ემსახურონ.

დღევანდელ მანიფესტაციაში, რომელიც სასტუმრო “აჭარის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

“ინტერპრესნიუსი”

=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ფაქტების დამახინჯებას ააქვს ადგილი=lol= =lol= =lol= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
დიმიტრი მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დამოუკდიებლობის დღე მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, ამის შესახებ მისალოც გზავნილშია ნათქვამი, რომლითაც მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“კეთილმეზობლური ურთიერთობის, კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი მაქვს”, - ნათქვამია მედვედევის წერილში.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მიმართე საინფორმაციო სააგაენტოს ,, ინტერპრესსნიუს,, batatar
=haa= =haa=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოპოზიცია საკუთარ პარლამენტს ქმნის

თბილისი, 26 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”/. გაერთიანებული ოპოზიცია თავისი - ალტერნატიული პარლამენტის შექმნას აპირებს.

”რადგანაც არ გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ახლა უკვე პარლამენტიც, ჩვენ ალტერნატიული პარლამენტის შექმნას ვაპირებთ, რომელსაც, სავარაუდოდ, წარმომადგენლობითი პალატა ერქმევა. უახლოეს დღეებში მისი პირველი სხდომა ჩატარდება”, - განაცხადა მიტინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ოპოზიცია ხალხთან ერთან ახალარჩეულ პარლამენტს პირველი სესიის ჩატარების ნებას არ მისცემს, რომელიც, სავარაუდოდ, 10 ივნისს დაინიშნა. ”ამისთვის პარლამენტში ძალით შეჭრაც რომ მოგვიწიოს”, - განაცხადა მან.

ფიქრია ჩიხრაძემ ქართველ ხალხს უკრაინელების მაგალითისთვის მიბაძვისკენ მოუწოდა. ”ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინელმა ხალხმა. ერთ დღეში სააკაშვილს ვერ მოვიშორებთ თავიდან. უნდა დავდგეთ, თუ საჭირო იქნა, ერთი კვირა, ორი კვირა წვიმაშიც, ქარშიც”, - განაცხადა მან. --0--
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სიტუაციიდან გამოსავალი არ აღმოჩნდა - პოლიტოლოგი

თბილისი, 16 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს კიდევ ერთხელ გამოიყენოს ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიიჩნევს პოლიტოლოგი რევაზ საყვარელიძე. ამის შესახებ მან 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების კომენტარისას განაცხადა.

”სააკაშვილი არ მოისურვებს ახალი პრობლემების შექმნას”, - განუცხადა საყვარელიძემ ”ახალი ამბები - საქართველოს”.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი გახდა იგივე მიზეზები, რაც გასული წლის ნოემბერში, ასევე უკმაყოფილება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხით.

”საპარლამენტო არჩევნები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ აღმოჩნდა. არ არსებობს მთავარი - მოსახლეობის ნდობა ამ არჩევნების შედეგებისადმი”, - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ მთავრობა არ წავა დათმობებზე, აქციები გაგრძელდება.

”საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსახლეობის მონოლიტური ნაწილი, რომელსაც არაფრის გაგონება არ სურს, სანამ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგმევა ნაბიჯები, რომელიც მისადმი მოსახლეობის მდობას აამაღლებს”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

26 მაისს თბილისში ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის ახალი მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 120 მანდატს - საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ”პროპორციული სისტემით მმართველი პარტია 49 მანდატს იღებს, გაერთიანებული ოპოზიცია - 14-ს, 6-6 მანდატს იღებენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია”. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
თბილისში მრავალათასიანი აქცია დაიშალა

თბილისი, 16 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია დაიშალა.

ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ხალხს მოუწოდა, დაიშალოს და ამავე ადგილზე 10 ივნისს გამთენიისას შეიკრიბოს, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სესიაა დანიშნული, რათა პარლამენტში ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინონ.

მან ასევე ყველა მომხრეს ”ერთიანობისა და გამძლეობისკენ” მოუწოდა.

”გამარჯვება რთულად მოიპოვება. დღეს პრეზიდენტი სამარცხვინოდ გაიქცა ჩვენგან. ასევე იქნება უკანონო პარლამენტის პირველი სესიის დღეს”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და მოსახლეობას სახლებში წასვლისკენ და გამარჯვების აღსანიშნავად თითო ჭიქა ღვინის დალევისკენ მოუწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ტელეკომპანიები დღეს ”უმნიშვნელო მოვლენებს” აშუქებენ, ოპოზიცია გამონახავს შესაძლებლობას, რათა მთელი ქვეყნის მოსახლეობას მისი მომავალი გეგმების შესახებ შეატყობინოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სასწრაფოდ!! გაერომ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში - სააკაშვილი

თბილისი, 16 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რუსეთის ფედერაცია პირდაპირ არის ბრალდებული საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიის აქტში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს თბილისში პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, სააგენტო ”როიტერმა” განაცხადა, რომ გაეროს მისიის წარმომადგენლები აფხაზური კონფლიქტის ზონაში ამტკიცებენ, რომ ქარული უპილოტო თვითმფრინავი 20 აპრილს რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ იქნა ჩამოგდებული.

”დღეს საქართველო რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს არმია შემოვიდა, რომელიც ჩვენ არ მოგვიწვევია და რომლის აქ შემოსვლასაც კატეგორიულად არ ვიღებთ. გუშინ გაერომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტში პირდაპირ დაადანაშაულა - დადასტურდა, რომ რუსული თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ და მით უფრო, გაერომ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის, ყოველგვარი ზოგადი ფრაზების გარეშე ამ ქმედებებში პირდაპირ მიუთითა რუსეთის ფედერაციაზე”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ”ბუნებრივია, ეს ძალიან რთული და მძიმე სიტუაციაა, მაგრამ, ამავდროულად, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, მისი 90-ე წლისთავი”.

”მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა პრობლემას გადავჭრით, საქართველო მშვიდობიანად გადაჭრის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, თუმცა, წლების შემდეგ, ჩვენ გავიხსენებთ, ვინ იდგა ჩვენს გვერდში ამ რთულ წლებში, ამ რთულ დღეებში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში არჩევნებიდან მეხუთე დღეს უკვე განხეთქილება დაიწყო

თბილისი, 26 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში არჩევნებიდან მეხუთე დღეს უკვე განხეთქილება დაიწყო.

მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” (ლიდერი პაატა დავითაია) ალიანსის შეხედულებას არ ეთანხმება და მისი რიგები უკვე დატოვა. გაერთიანებული ოპოზიცია ასევე უკვე დატოვა პარტია ”საქართველოს გზის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ განუცხადა, მოძრაობამ ბლოკის ”გაერთიანებული ოპოზიცია: ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები” რიგები დატოვა იმიტომ, რომ ”ბლოკის ლიდერების შეხედულებებს და მეთოდებს არ იზიარებს”.

გარდა ამისა, მოძრაობამ ”ჩვენ თვითონ” ბლოკის მემორანდუმს ხელი არ მოაწერა, რომლითაც მათ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად აღიარეს.

პაატა დავითაიამ უარი თქვა მიეთითებინა, ბლოკის კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მისი მოძრაობა. მან მხოლოდ დასძინა, რომ ყველა დეტალის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი