|
იცით, ამბობენ, რომ ნარკომანია ბედისწერაა, ავადმყოფობაა... ბედისწერაა ავარია მაგალითად,ავადმყოფობაა დიაბეტი, კიბო... სადაა არჩევანი?! დაეტაკება ადამიანს და მტერს! მცონარა, უნებისყოფო,ეგოისტი ადამიანი რომ მეთოდურად და პერიოდულად ინადგურებს თავს_ეს უკვე არჩევანია, უგემოვნო, უვარგისი პიროვნების მიერ გაკეთებული სრულიად ჩვეულებრივი არჩევანი... სადაა პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი, ოჯახური, პირადი მოვალეობები, \"აბა მე დღეს ვის რა ვარგე\" დევიზი?! ვინმეს ხომ არ გონია,ეს ცხოვრება განცხრომისა და ტაშფანდურისთვის მოგვანიჭა მამაზეციერმა?!შევიცოდოთ ის, ვინც შესაცოდია და არა ის, ვინც უსაქმურობისა და დროის მოჭარბებისგან საკუთარი სურვილით სიკვდილს ეთამაშება, ოჯახსაც ამწარებს და სამშობლოს რაოდენობრივადაც კი არას არგია! და კიდევ, ამ მთავრობას მრავალ სხვა ბრალდებებთან ერთად ერთსაც უყენებენ:თურმე ნუ იტყვით, ნარკომანი კრიმინალები პაციენტებად უმდა განვიხილოთ და არა განსასჯელებად, თურმე ექსტაზი და სუბოტექსი ნარკოტიკებად არ უნდა ჩაითვალოს და მისთ.მაპატიეთ ვულგარულად თუ გამომდის, მაგრამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოვუწოდერბ ამ ხალხს: თავს იშტერებთ თუ გვაშტერებთ_ჩამოეთრიეთ რა მიწაზე, რეალურ ცხოვრებაში, გადახედეთ დემოგრაფიას, სტატისტიკას, ქვეყნის საერთო მდგომარეობას და აზრზე მოდით!!
|