|
მე თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ვერ ვიტან ნარკომანებს და მათ სუსტი ნებისყოფის ადამიანებად აღვიქვავ.მაგრამ ნარკომანია მაინც ავადმყოფობაა, რომელიც შეიძლება განიკურნოს, მაგრამ ამის რეცეპტი არ არსებობს.ამას სჭირდება მონდომება და ძლიერი ნებისყოფა, რომელიც ნარკომანების უმრავლესობას არა აქვს. რამდენიმე შემთხვევა მინდა მოგიყვეთ, რომელიც ჩემს სამეგობროში მოხდა. მე დიდი ხნის სამეგობრო მყავს,ძიგიერთს საბავშვო ბაღიდანაც კი ვიცნობ.არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და მე ყოველთვის ვამაყობ ჩემი მეგობრებით.მაგრამ ნარკომანიამ ჩემს სამეგობროშიც შემოაღწია. ნებით თუ უნებლიეთ, რამდენიმე ჩემი მეგობარი ნარკომანი გახდა. ეს იყო ყველა ჩვენთაგანის ტრაგედია. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ძვლის სიმსივნე ჰქონდა, მკურნალობდნენ, ნარკოტიკებზე დასვეს(საშინელი ტკივილების გამო), არა და ეს ადამიანი სასმელსაც კი არ ეკარებოდა.მერე გაუკეთეს ისრაელში ძვლის გადანერგვა, უმკურნალეს და ავადმყოფობამაც უკან დაიხია,რემისიაში გადავიდა, მაგრამ თვითონ ჩემი მეგობარი დარჩა ნარკომანი.ეს უაღრესად განათლებული და უკეთილშობილესი ადამიანი დღეს ნარკომანია.ვერაფრით ვერ მოერია ამ სენს, რა აღარ სცადა, \"აგდებს წამალს\", მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ უბრუნდება მას. არც ცოლი მოიყვანა, არა და შეყვარებული ყავდა და დაქორწინებას აპირებდნენ, ეს ამბავი რომ მოხდა. ის გოგო არ გააუბედურა. რა ვქნა? ამის გულისთვის გავრიყო და ზურგი ვაქციო? არ დავეხმარო? მე ყოველთვის მის გვერდში ვარ, როცა მას ვჭირდები და ვიქნები ყოველთვის, იმიტომ რომ მას ადამიანის სახე არ დაუკარგავს, თვითონაც განიცდის ამას ყველაფერს, მაგრამ ვერ ერევა. ჩემი ბავშვობის მეგობარი, მოსკოვში წავიდა ასპირანტურაში და ნარკომანი დაბრუნდა უკან.წამალი ჩემს ხელში იყო და სულმა მძლია და გავსინჯეო(ანესთეზიოლოგია). გასინჯა და გახდა ნარკომანი.უჭკვიანესი ბიჭია, მიუხედავად მისი ნარკომანობისა, მთავარი ექიმი სულ მაგას აყენებდა თავის ოპერაციებზე .არც არასოდეს არ უცდია \"გადაგდება\".მაგრამ მოხდა ისე, რომ შეუყვარდა ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი და მოიყვანა ცოლად. სამჯერ დაემართა მის ცოლს თვითნებური აბორტი ფეხმძიმობის არც თუ ადრეულ პერიოდში, ერთი ბავშვი გაუჩნდათ , მაგრამ რამდენიმე საათს იცოცხლა და დაიღუპა.რა თქმა უნდა ამის ყველაფრის მიზეზი ჩემი მეგობარი იყო, თვითონ ყველაზე კარგად იცოდა ეს. დიდ მარხვაში ადგა და წავიდა მამათა მონასტერში და თავის ცხოვრებაში პირველად იმარხულა,\"წამალიც გადააგდო\", ზიარებაც მიიღო და სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა უკან.არაჩვეულებრივი გოგონა შეეძინათ, ახლა ავსტრალიაში ცხოვრობენ და იქ მეორე ბიჭი გაუჩნდათ, აგერ 10 წელი გავიდა და წამლისკენ არც კი გაუხედავს.ეკლესიურია და დღესაც ინანიებს თავის ცოდვებს. კიდევ ერთ ჩემს ახლობელზე მინდა მოგიყვეთ, ესეც კარგი ადამიანია ძალიან, არ დამიწყოთ, თუ კარგია, რატომ განარკომანდაო.მაგრამ მერწმუნეთ, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, მთელი ცხოვრება სწავლობდა,ვარჯიშობდა. მაგრამ მაგის უბედურება იმით დაიწყო, რომ მარტო ცხოვრობდა, ცალკე ბინა ჰქონდა, და ამის გამო მთელი უბანი იქ იკრიბებოდა ხოლმე. ძირითადად ქეიფობდნენ და კარტს თამაშობდნენ.მაგრამ ნარკომანიც გამოერია \"სასტავში\", ერთი -ორჯერ გაიჩხირა მასთან სახლში და მერე ესეც დაპატიჟა, ამანაც ინტერესით გასინჯა და ესეც \"შეჯდა წამალზე\".იმ მაგის მეგობარს აწყობდა ასეთი პარტნიორი, ფულიანი, ბინიანი და ყველაფერი გააკეთა, რომ ესეც ნარკომანი გამხდარიყო. 4 წელი ისე იკეთებდა, ვერავინ ვერ ამჩნევდა რომ კაიფში იყო,ინტელიგენტ ნარკომანს ეძახდნენ. 2-3 მეგობარმა ვიცოდით მარტო.თავი რამის შევაძულე.არ ვურეკავდი ისე შევირბენდი ხოლმე, თუ ვინმე საეჭვო ადამიანი დამხვდებოდა, \"ბეზ პარდონნად\" გარეთ ვაგდებდი(აბა ვინმეს რამე ეთქვა), გადავჩიჩქნიდი ყველაფერს და ნაგავში ვყრიდი ან უნიტაზში ვუშვებდი რაც არ მომწონდა(წამლებზე და მის ატრიბუტებზე ვლაპარაკობ),მერე ტვინის ბურღვას ვიწყებდი და სანამ ენა არ დამეღლებოდა ვმოძღვრავდი. ის მისმენდა და ხმას არ იღებდა.ესე გრძელდებოდა თითქმის 4 წელი და აი, ერთ მშველიერ დღეს, ამ ორი წლის წინ სახლში მოვიდა ჩემთან და მთხოვა მიშველეო, მინდა გადავაგდო და დამეხმარეო. ორ წელზე მეტი გავიდა, წამლისკენ არც გაუხედავს.ისევ დაუბრუნდა თავის ცხოვრებას, ვარჯიშობს, უყვარს და თავს ბედნიერად გრძნობს.რომ იცოდე ეს 4 წელიწადი ჩემს ცხოვრებაში არის ერთი დიდი შავი ლაქა, რომლის გახსენებაც კი მზარავსო,-ეს მაგის სიტყვებია. მაპატიეთ, ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ის გითხარით რაც ნამდვილად მოხდა.ასე რომ, არ არის ნარკომანია \"დაუმარცხებელი სენი\", მთავარია მოინდომო და ყოველთვის გამოჩნდება გზა ხსნისა.ყველა დაიფაროს ღმერთმა ამ სენისგან!!!
|