bubusuna wrote:ციტატა:
მე მართლმადიდებელი,მორწმუნე ქრისტიანი ვარ,ვიცი რომ ცრუ რწმენები არაქრისტიანულია, მაგრამ თან ვარ ქირურგი. ქირურგები კი საშინლად ცრუმორწმუნეები ვართ: არასოდეს ვნიშნავ ოპერაციას ორშაბათ დღეს(არ ვიძახი სასწრაფო ოპერაციებზე) და ახალ მთვარეზე;ყოველთვის მარჯვენა ფეხით ვდგები და ასევე მარჯვენათი შევდივარ ყველგან,განსაკუთრებით საოპერაციოში;არასოდეს არ ვართმევ ხელიდან ლანცეტს ჩემს საოპერაციო დას;გასაღებს, ჩანთას და ქუდს არასოდეს არ ვდებ მაგიდაზე; ფულს გავცემ მარცხენათი და ვიღებ მარჯვენათი და რა ვიცი კიდე რამდენი რამ, აღარ მახსენდება...
გაფიცებ ბუბუსუნა ამ ყველაფერს როგორ იმახსოვრებ რომ ზუსტად ასე შეასრულო?