↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაინც სხვა რაა სიყვარული, თუ არა ღმერთი.
კ.გამსახურდია
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

როგორ მიყვარხარ კომპიუტერო!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ როგორც მაწონი,
მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი,
მე ვარ მანქანა,შენ ხარ მატორი,
სიყვარული კი აკუმლატორი!:ohmy: :ohmy: :ohmy: :ohmy: :ohmy: =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Dec 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
მყინვარზე გადმოვდიოდი,
შემხვდა ვიღაცა ცანცარა
მირბოდა, ვკითხე ხომკ კარგად?
არც ხო მითხრა და არც არა.
მერე ვიღაც ქალი შემხვდა,
მომეხვია, მაგრად მკოცნა,
არა, რუსი არ გეგონოთ,
კოცნამ კი არ გამაოცა,
როცა კიდევ ვთხოვე კოცნა
იტირა და არ მაკოცა.
მე ღრუბლებზე ვდგავდი ნაბიჯს,
დაბლა მიწა რომ ტიროდა,
ქალმა შვილი მიწას მისცა,
ის კი მკვდარ ძაღლს დასტიროდა,
ვიღაცა მკვდარზეც ცეკვავდა
ცეკვაზე კი არ ფიქრობდა,
ტატოს მერანის ქვეყანა
ჯოჯოხეთისკენ მიქროდა,

ის გამახსენდა, მყინვარზე
არც ხო რომ თქვა და არც არა,
თურმე სიმართლე გარბოდა,
მე კი მეგონა ცანცარა.

ვფიქრობ სიმართლეს შეეფერებ ხოდა არ ვიცი ალბად სჰეყვარებული ვარ და ამიტომ არ ვიცი :((((((

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
შეყვარებული კი არა დამწვარი ხარ შენ. :):):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
შემთხვევა ქუჩაში
ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო... აგიხსნათ როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა.

გაქვავებული ბიჭები იდგნენ
და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ...

და როდის-როდის ერთმა მათგანმა
იმ გაქვავებულ ჭაბუკებს შორის,
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი:
-ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი!
/ა. ტაბატაძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Nov 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
[color=#0000FF]ცისფერიაო მაგ შენ თვალთა გარიჟრაჟება,
მინდა გიმღერო ცისფერთვალავ,გიჟ ზღვის ზღაპარო.
ოდეს ზღვას ჰკითხეს რა ფერი გსურსო,
მან თვის ტალღები ამოანთხია,
შენ შემოგხედა,
და ყველა ფერში მან ცისფერი ამოარჩია.
[/color]


მიყვარხარ ცისფერთვალებავ და რა მეშველებაააააააააააააააააააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
არ ენდოთ ცისფერ თვალებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინოჩკა კარმაშენ ჩEმგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
=lvs სიყვარულში ყუმბარა ვარ
შენ ხარ ჩემი მიზანიო,
არ გავსკდები სანამ დასტურს,
შენ არ გამომიგზავნიო :aiai:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
რა მინდა?სიყვარული მინდა მაწვიმდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო ჩემნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი შენნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება.


სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა,
რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება,
რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა,
რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.

ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით,
ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო
და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით...
შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.

იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია,
დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარჯული,
ვისაც ისურვებ, მას უძღვენი, რაც გაბადია
და შენი ცოდვის თავად იყავი მკაცრი მსაჯული.

ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი