↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
იწყება დესპანის კონკურსები.
სანამ საკონკურსო თემას შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ კონკურსის წესებს.
პირველ რიგში, გთხოვთ ნუ გააკეთებთ ზედმეტ პოსტებს, წერეთ მხოლოდ საკონკურსო თემები. ყველა პოსტი რომელიც კონკურსს არ შეესაბამება წაიშლება. (პრეტენზიები, ნებისმიერ წაშლილ პოსტზე, არ განიხილება)
საკონკურსო თემას დასაწყისშივე ექნება მითითებული კონკურსის ვადა (ხანგრძლივობა). მოკლე მონახაზი, თუ რას ეხება კონკურსი და რა იქნება კონკურსში მონაწილეთა მოვალეობა.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი ფორუმელი და დესპანზე დარეგისტრირებული, ნებისმიერი პიროვნება.
გამარჯვებულის გამოსავლენად არ ჩატარდება ფორუმელთა კენჭისყრა. გამარჯვებულს გამოავლენს მხოლოდ ადმინისტრაცია.(მათი ვინაობა თქვენთვის ცნობილია :))
გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდება.
ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას :)


PEN-მარათონი

თებერვლი


zvigeni

\"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\"
-მამა შუქი როდის მოვა? ამოიოხრეს ბავშვებმა.
-რავი შვილებო აბა, როცა მოვა გავიგებთ, აგერ ნათურა გვეტყვის
ვაი, მაგათი სინსილა გაწყდა ერთ დღეს , გაკაპასდა დედაკაცი და სპირალ ჩახუჭულ ელექტრო ქურიდან ჯერ არ მოხარჩულ ლობიოს ჩახედა პატარა ალუმინის ქოთანში, ნიშნისცემით ამოხედეს ლობიოს კაკლებმა გადავრჩით მოხარჩვასა და დაჭყლეტვასო.
კაცმა სანთელს დაუწყო ძებნა სიბნელეში ხელების ფათურით, ბუხრის თავზე ეგულებოდა, მაგრამ ტრაექტორია ვერ გათვალა სიბნელეში და ნავთის ლამპას წაკრა ხელი, გადმოვარდა და კატას დაეფშვნა თავზე, კატამ ერთი ამოიკნავლა ბრაზიანმა და კატის ხმა დედაკაცის წყევლამ დაფარა: შენ დაგეფსო თვალები ამირან ერთადერთი ლამპაც გამიტეხე, გამოიხედე კაცო თვალებში!... ამირანმა კი თავის დანაშაული საქენერგოს გადააბარა და მადლიანად შეუკურთხა ენერგო მამებს. როგორც იქნა სანთელს მიაგნო მაგრამ ასანთი... მთელი სახლი დაირაზმა ასანთის საძებნელად და ნახევარი საათის უშედეგო ძებნის შემდეგ ამირანს გაახსენდა რომ ჯიბეში ქონდა ასანთი, თაროზე ჩუმად დადო და აიღო დიდი სიხარულით წამოიძახა.. აგერ ასანთიცო. სანთელმა ოთახი გაანათა. მერე ბუხარიც დაანთეს, პატარა მაგიდა დადგეს ბუხართან და ვახშამიც მზად იყო ცოტა ხნის შემდეგ.
-მამა მზეს რატომ არ ქრება? შეეკითხა პატარა
-მზე ჩვენთვის ამოდის შვილო.მზე მარტო ამგენის არაა, მზე ყველასია.
-ღამით რატომ ჩადის?
-იმიტომ რომ მოგვენატროს, თუ ყოველთვის იქნება ნათელი ქვეყანაზე ბნელს ვერ შევიცნობთ და ვერ დავაფასებთ ნათელს.
-მონატრება სიყვარულია?
-ჯერ მონატრებაა , შემდეგ ჩნდება სიყვარული, ვინც გიყვარს ის გენატრება ადამიანს. და ნატვრა რომ აგიხდება მერეა სიყვარული.
-ესეიგი მონატრება და სიყვარული ნათელია?
-კი, თუ დედა, მამა, დაიკო გიყვარს სიბნელის ნუ შეგეშინდება, შენს სულშია ნათელი და ოჯახშიც...
სანთელი ილეოდა და ყველა ემზადებოდა დასაძინებლად. ამირანმა კი ახედა ნათურას და გაიღიმა...
ვერ დაგვაბნელებენ, ჩვენთან მუდამ იქნება სინათლე.

maxsimas
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\"
-ალბათ ისევ კაბელი გასკდა,თორე ჯერ არ ჩააქრობდნენ
-გასკდება,აბა რა იქნება რასაც ამირანის ცოლი დენს წვავს 100 კომლიან სოფელს 3 დღე ეყოფა
-მაგდენ ლაპარაკს გირჩევნია დვიჟოკი დაქოქო,თორე დამთავრდა\"დიკაია როზა\"
-შენმამ მზემ გაგიჭირდება გაგება.....არადა კაცმა რო გკითხოს მარტო მომაბეს უსმენ.
შეიკრიბებით ხვალე სოფლის თავკაცები და განიხილავთ დხევანდელ სერიას.
-რა სისულელეს როშავ ქალო?სულ გამოჩერჩეტდი ამ სიბერეში
-სანამ შენი სერიალი დამთავრდებოდეს მე ლამარასთან გადავალ დღეს ქალაქიდან ჩამოვიდა და ცხელ ამბებს ჩამოიტანდა.
-ხო მიდი გადადი გაიგე რა ამბებია ქვეყანაზე
11 საათი იქნებოდა ლამარა რომ შინ დაბრუნდა.რაჟიკო ისევ იმ ჯორკოზე დახვდა,ოხონდ ამჯერად სანთლის შუქზე ჩიბუხს აბოლებდა.
ვერც კი შეამჩნია თუ როგორ შემოვიდა ლამარა

pikaso22
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
-ხო მე რომ სადღეგრძელოს ვამბობ მაშინ უნდა ჩაქრეს შუქი-გააგრძელა ლაპარაკი დიმიტრიმ.
-ცოტა ნაკლები რომ გელაპარაკა ჩემო დიმიტრი, დალევასაც მოასწრებდი შუქის ჩაქრობამდე, და თუ კაცი ხარ გასწიე ეგ ჭიქა იქით, ჩემ და შენ პირს ვეღარ არჩევ?-გაცხარდა ილიკო
-დიმიტრი! შენს სკამზე დაჯექი ძამია, მე ნუ მიჯდები კალთაში, კაცი ვარ მეც და დალეული მაქ თან-ჩაიხითხითა ბუხუტიმ
-მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე- გამოსძახა ბუხუტის კუხნაში მოფუსფუსე მარგომ.
-ქალო დროზე მოიტანე ლამპა თუარა გაწმინდეს მაგიდა ამ ოხრებმა. ჩამოასხი ეგ ღვინო შალვა ბიძია-მიუბრუნდა სოფლის ვეტექიმს ბუხუტი.
-თუ კაცი ხარ ეგ ღვინო ჭიქაში დაასხი, ეგ ქათამი მკვდარია უკვე და მაგის გემოს მაინც ვერ გეიგებს და ნუ გვაჭმევ ამ აძმარებულ ქათამს, ძმრად ღვინოც გვეყოფა-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ვისააქ ბიჭო შენი დასაწუნი ღვინო-გაცეცხლდა მასპინძელი- თუ არ მოგწონს ნუ სვამ.
-გეიგეთ გუშინ ტარიელას ძაღლს ცუცა რო დოუკბენია?-დაძაბულობის განმუხტვა სცადა გერონტიმ-ამბობენ ცოფიანი იყოო.
-კი, ცოფიანი უნდა იყო ცუცასკენ რომ გეიწიო საკბენად, აბა ნორმალური მაგას გაეკარება?-გადაიხარხარა დიმიტრიმ
-ქალო მოგვიტანე ეგ ლამპა. ხო ხედავ არ აპირებს შუქი მოსვლას-შეევედრა ცოლს ბუხუტი.
\"სწავლა სინათლეა უსწავლელობა სიბნელე\"-ჩააბულბულა შალვამ.
-მასეა მაი ხომ? შენ რო ხარ ნასწავლი ექიმი იმიზა გაქ სახლი გადაბჟღვიალებული ხომ?-გასცინა ილიკომ.
-კაცო მე ვეტექიმი ვარ და არა ელექტროინჟინერი.
-რავა კაცო, ვინცხამ თქვა მაი ნასწავლი კაციო, ელექტროინჟინრებზე თქვა მარტო?-შეეკითხა ილიკო შალვას და თან საუბარი განაგრძო-სხვათაშორის პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და თქვა გამრავლდით ქართველებოო. ხოდა იმიტომაც გვითიშავენ შუქს. არა შუქი, არა ტელევიზორი და რა გვაქ მეტი საქმე.
-კი მარა, რაფერ უნდა გავმრავლდეთ, როცა ლოგინში პალტოთი ვწვები?-დამცინავად იკითხა შალვამ
-ნეტა ერთი, შენდა რა მნიშვნელობა აქ პალტოთი დაწვები თუ უპალტოოთ-ჩაიცინა ილიკომ.
-კაცო რას გადამეკიდე, ჩემს მეტი საშაყირო ვერავინ ნახე?-გაბრაზდა შალვა.
-ეე, თუ არაა ი კაცი მართალი, ვინცხამ თქვა ნაცწავლულობა სინათლეაო-ფანჯრისკენ გაიშვირა თითი დიმიტრიმ-ლავრენტიას კი აქ სინათლე.
-ხო მარა ლავრენტიე არაა ელექტროინჟინერი,თუ არ ვცდები გამგებელია ხომ?
-გამგებელიცაა, ელექტროინჟინერიც, აგრონომიც და არქიფო სეთურიც-დააწია სიტყვა გერონტის შალვამ
-არ მინდა ბიძიკო მე შენი დახმარება-იწყინა გერონტიმ, მერე ისევ შალვას მიუბრუნდა- არქიფო სეთური ვინაა?
დაასხი თუ კაცი ხარ გაშრა ყელი, ხო დაასხი დროზე დაღამდა, დროა დავიშალოთ აწი-ახმაურდა სუფრა.
-დაშლილი ქი ვარ უკვე, აწი თუ ამაწყობს ვინმე თორე-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ილიკო, შენს აწყობას ახლის გაკეთება ჯობია და მგონია დედაშენი და მამაშენი ვეძებოთ ის დროა ახლა.
-არაა გერონტი მასე ადვილი ახლა ჩემი მშობლების მოძებნა. ამ წვიმებზე სასაფლაოს გორა ღვარცოფმა ჩეიტანა მდინარეში.და აი ჩვენი მიცვალებულები ჩარეცხა მალთაყვაში.
-ხოდა მაშინ ყველა უდროოთ ჩარეცხილის მოსაგონარი დავლიოთ ახლა-ფეხზე წამოდგა ბუხუტი.სუფრაც წამოიშალა. ბუხუტიმ მხარზე ხელი დაადო დიმიტრის და სიცილით უთხრა-შენ იჯექი დიმიტრი, შენი ამბავი რომ ვიცი მერე ისევლე კალთაში ჩამიჯდები, ახლა პაწა მეტი მაქ დალეული და ამ სიბერეში ნუ გამაკეთებიეფ ცოდვას.
-მარგო!-დიასახლისს გასძახა ბუხუტიმ- მაი ლამპა ჭიშკრისკენ წეიღე ქალო, იქნება გამოგყვეს რომელიმე. მერე სუფრის წევრებს მიუბრუნდა.რაფერც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლით გამახარეთ.არაა შუქი მომსვლელი დღეს და გეეტიეთ გათენებამდე აქედან.
-მგონი გათენდა კიდეც-თქვა შალვამ-მამალმა იყივლა საცხა.
-მაი მამალიც თქვენსავითაა მეზობლის საქათმეში და იმიზა.
კაი ხო წავედით ეხლა, წავედით და სუფრაც ხმაურიანად წამოიშალა და სუფრის წევრთა ოთხეულიც ბანცალ-ბანცალით გაუდგა ჭისკრისკენ მიმავალ გზას.
-პალტოს ჩაცმა არ დაგავიწყდეს დაწოლის წინ!-მიაწია ხმა მიმავალ შალვას მასპინძელმა- და თუ ხალხი ხართ ერთმანეთს მოეჭიდეთ და მაგ ღობეს შეეშვით, ისედაც ძვილა დგას ფეხზე.

sosoias rusi
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
---აუფ, რავა ჩაგვიპაჭუნა თვალი ამ ოხერმა და გეიპარა, ისე რაფერ შეგვაჩვიეს ამ ამბავს, სინათლე რო არ ქრება მცხვენია უკვე, ასე მგონია ვაშავებ რამეს---თქვა ივანიჩმა და ვარადუით მიუბრუნდა ამბაკოვიჩს---რა თქვი შენ???
---რა ვთქვი ივანიჩ და მოსაგონარი, ტკბილად რომ გვახსენდება ისეთი, ისემც აგიხდეს ყველაფერი-ვერიჩკაააა, მეიტანე ახლა მაი დედალი აგერ პანაშვიდს რომ უხდი, თუ გამოვიძახო დამკრძალავი ბიურო?!-შეუკეთე შიშა ბუხარს ივანიჩ მორბენალი კადრივით დაგინახო მაინც იქნება და მიაფიცხე მაგი ჭადი ცოტა ცეხლს.
---- მაგენს ჩუუქრეს თვალები, რავარც ჩვენ ჩაგვაბნელეს ამაღამ—დეილოცა ვერიჩკა და სანთელი შემოდგა ტაბლაზე---ცეცხლი დალია შენმა პირმა და ნავთი მიაყოლა კიდო---გააგრძელა ლოცვა
---- რა გინდა ქალო კაძახთან, დალიოს უნდა აბა არ უნდა დალიოს??? თუ კაცი ხარ და მითუმეტეს მასპინძელი უნდა დალიო!!! თუ დეეძინება მერე და გაგიცდება ვნებიანი ღამე ვერიჩკა---კმაყოფილებით ჩაიხითხითა ივანიჩმა და გადახედა მასპინძელს
-----გაგიხმეს მაგი ენა შენ, რა მინდოდა ამ უვარგისთან, გავყოლოდი საკონსერვოს დირექტორს რომ მახევდა კალთას, ლოთი შემჩა ბოლოს ხელში
-----წაი ქალო ეგერ ხე დალოცე, მოსაჭრელია მაინც. მოი ახლა ჩვენს მერცხლებს, ჩვენს ბადიშებს გოუმარჯოს, ჩემს კუდრაჭებს კაი ხანია რომ არ გვინახია, მაგენიზა ვცოცხლობთ ჩვენ და...-სიტყვა ვეღარ დაამთავრა ამბაკოვიჩმა, ისე აუციცმციმდა კურცხალი თვალზე ივანიჩმა აარიდა მზერა და ორი სიტყვით დეილოცა
----შენ თუ იცი მაგი, რომ ერთი კაი დურგალი სამ გლახა ვექილს ჯობია?-განმუხტა სიტუაცია და ცაში აიყვანა მისი პროფესია ივანიჩმა- ხოდა ახლა, აგი ოდა რომ გვახურავს თავზე და არ გვაწვიმს და არ გვათოვს, ამის ამშენებლის ხსოვნა უნდა ითქვას აქანე! რა ჩამოგიყრია კაცო მაგი ყურები მალე ნახავ შენ ვირიშვილებს---ეს თქვა და გადაუშვა ხახაში სამოცდახუთ გრადუსიანი ჭაჭა.
--- ცხოვრებაა ახლა აგი? ბადიშებს რომ ვერ ნახავ ორი წელი??? ივანიჩ, აგერ ა, პატარა ჯანჯუხაა ათი წყვილი და ვაშლის ჩირი, რომ ჩახვალ ხვალ ქალაქში ქი გოუტანე ბაღნებს პირს გეისველებენ და აკოცე შუბლზე ორივეს, მოუკვდეთ მაგათ ბაბუა...
ივანიჩმა უსიტყვოდ მოიგდო ხურჯინი ზურგზე და კრიჭაშეკრული დატოვა ოთახი, რაცხა კი ჩაიბურდღუნა ამ ცხოვრებისო სანამ კარს მოიხურავდა და გევიდა შარაზე.

nanano
ჭიქა ხელში Hქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.უმთვარო ღამე იყო.გაუვალი,შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ,ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გადაიკარგა.
-ფუ,ხომ ვამბობდი,ბოლომდე გემოს არ ჩაგატანინებენ მეთქი,გამოსავალი ერთია,უნდა მიხვიდე ლოგინამდე მშვიდობით და დაიძინო.
-ხოდა დავწვეთ
საბანი კარგად ამოიკეცა,სიცივეს რომ არ შეეღწია საწოლში და ფშვინვაც მაშინვე ამოუშვა.
მე ცოტა ხანი ვიწრიალე,ვიბორიალე ფიქრებში,და ძილმა მაინც თავისი გაიტანა...
-ვაიმე,ლია,მართლაც რა ლამაზი ყოფილა აქ საბერძნეთში,არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად მოვიყრიდით თავს ერთად.
-გოგოებო ლაპარაკის დრო არ გვაქვს,სადაცაა ნეთოია და გურანდა მოვლენ.
-ისე რა კარგად გამოგვივიდა არა,ჰგონიათ ჩამოვლენ მხოლოდ თვითონ ,ის კი არ იციან რომ ყველანი აქ დავხვდებით
-ხოდა მოდით,ერთად დავტრიალდეთ,ეს გოჭი და ხაჭაპურები ამ დღისთვის შემოვინახე.
-ბავშვები სად არიან?კითხულობს დორადო
სანაპიროზე დასეირნობენ ერთად ათინათი,მარი და ქეთი .მანჩოს,ლულუს და ბუბუსუნას ბაიებს დიდი მზრუნველობით დასტრიალებდნენ.
-აცადე,რას კითხულობ,მაინც მალე მოარბენინებენ უკან და მაშინ ხომ დაიჯერებთ რომ ნამდვილი აკიმი მყავს,ამბობს მანჩო
-ნახეთ ხათითა და ჩე მოვიდნენ
ოვაციები ჩვენს ახალ წყვილს ეძღვნება.ხათითამ ყველას სათითაოდ დაგვანახა მარჯვენა ხელზე რგოლის ბეჭედი.ტაშით დავაჯილდოვეთ დესპანელი წყვილი
-მოდით,მივუსხდეთ მაგიდას და საცაა ისინიც მოვლენ
-ხოდა,მეგობრებო,როგორც ამ სუფრის თამადა,მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ,აქ პოლიტიკას ადგილი არ ექნება ამბობს ზვიგენი,კეთილად იკრიჭება და აგრძEლებს....მიშას გაუმარჯოოს!
-მე მაინც შალიკო მირჩევნია,გადახედა მაიკომ ზვიგენს
ყველას გულიანად გაგვეცინა
-თამადა მართალია,ვინც სუფრაზე წესრიგს დაარღვევს იძულებული ვიქნები,სიწყნარისკენ მოვუწოდო,გამოიყენა მოდერატორის უფლება ჩემ
-ღვინის ჩამოსხმა ჩემზე იყოს,ქვე შენი ჭირიმე,გაიბადრა ფოცხვერი,ეს ის ხვანჭკარაა,ნანანომ,შარლოტამ და ქაშმა უჩვენოდ რომ მიირთვეს,კიდე კარგი ბევრი ვერ მოახერხეს
-Qეთა ბოშო,გადადე ეგ წიგნი,მაგის კითხვას მერეც მოესწრები და მოჩოჩდი ახლოს,კარამელკა შენც გეხება
-ახლავე ჩემო კარგებო,ერთი ლექსი დავწერე ექსპრომტად და მინდა წაგიკითხოთ,პასუხობს კარამელკა
-შემდეგი შეკრება აუცილებლად ამერიკაში გვექნება,იღიმება ანა-თეკლა
-არა,აჯობებდა გერმანიაში,ნინიკარასთან ან ჩვენთან საფრანგეთში,გაიპრანჭა თიკა.
ლია დაფაცფაცებს სტუმრებს,ლამაზი,წითელი დესპანური შლაპა მოხდენილად დაუფარებია და თან შამპანიურს წრუპავს,მის სიხარულს საზღვარი არ აქვს,ხუმრობა ხომ არ არის,თავი მოგვიYარა ყველას ერთად
-პიკასო,კისერი წაიგრძელა სოსოიას რუსმა,მოდი ახლა ჩვენ ამათ გურული კრიმანჭულის მადლი ვაგრძნობინოთ,
-მაგნოლიამ ბაზის გადახედა თვალი ჩაუკრა და ყველა სმენად ვიქეცით...
ვიღაც მაღვიძებს.თვალი გავახილე,ჩემი ქმარი თავს დამდგომია
-რა კმაყოფი სახე გაქვს,გეტყობა კაი სიზმარი ნახე.
....ავდექი და კომპიუტერს მივაშურე.დესპანი ჩავრთე.მთელ გვერდზე დიდი ასოებით განცხადება იყო გაკეთებული:
დესპანი არასოდეს გაითიშება.პატივისცემით ლეონარდო და დავინჩი.
ეჰ,კაი სიზმარი კაია,ახდენილი კაი სიზმარი მთლად უკეთესი...
პ.ს.ლიასთან სტუმრად აქ ჩამოთვლილების გარდა სხვა დესპანელებიც იყვნენ........

*qeta*
\"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა..ცისფერი ეკრანიც გაშავდა და კაცი სრულიად მარტო დარჩა...არ უყვარდა ეს ბნელი ღამეები, გადაჩვეოდა უკვე .სიბნელს თვალი შეაჩვია და ოთახში მიმოიხედა, ჩაეღიმა .მოგონებები აცეტდნენ მის გონებაში.ღამე იყო მაშინ,როცა პირველად გაიცნო \"ის\" ,მასთან სტუმრად მოსულ მეგობარს მოყოლილი ნათესავი.პირველივე დანახვისთანავე იგრძნო როგორ დააყარეს ბუსუსებმა ციებიანივით მთელ ტანზე , როგორ აუძგერდა გული და გაეთიშა გონება . ისხდნენ ტელევიზორს უყურებდნენ,არ ახსოვს რა გადაცემა იყო, ისე,ახსოვს კი არა, არც მაშინ იცოდა მგონი,გაუაზრებლად იჯდა ეკრანის წინ და ჩუმ ჩუმად აპარებდა თვალს ქალისკენ. უცბად შუქი ჩაქრა და ირგვლივ ჩამობნელდა, ქალი შეკრთა,უნებლიედ მიეკრა კაცს და მთრთოლვარე ხმით იკითხა:
- მალე მოვა???
- არა მგონია, სამაგიეროდ აი იქ - ფანჯრის მინებისკენ გაახედა - მთელი ღამე იქნება მთვარე-ჩაჩურჩულა.
-ჯერ რომ არაა???
-ამოვა!!!
-მართლა???- გაეხარდა ქალს
-ხო, მართლა, თუ ფარდებს არ დავხურავთ და ის ციცქნა ღრუბლები ცაზე რომ მიფრინავენ ერთად არ შეიყრებიან!!! -უთხრა ქალს. მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და ფრთხილად და შეუმჩნევლად მოეფერა.
-იქნება არ შეიყარონ, გარეთ ქარია...შეკრთა , მაგრამ ხელის განთავისუფლება არ სცადა ქალმა
-ხო, თუ ასე გაანათებს, ის წვრილ-წვრილი ვარსკვლავებიც აღარ გამოჩნდებიან, ეხლა რომ ცაზე თავმომწონედ კიაფობენ...
- ეგ ცუდია , მე მიყვარს ვარსკვლავების ყურება... ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვსო ამბობენ, გჯერა???
- კი მჯერა და აი ის ორი ვარსკვლავი ცაზე რომ მოჩანს ერთმანეთის გვერდით მოკიაფე ჩვენია...
- ჩვენი??ჩემი და შენი???
- კი ჩემი და შენი..
- უი, რა ახლოს ყოფილან ერთმანეთთან-ღიმილი შეეპარა ხმაში...რა ლამაზია არა???
მაგრამ კაცი ვეღარ არჩევდა ვინ უფრო ლამაზი იყო, ქალი მის გვერდით თუ ცაზე მოკიაფე მისი ვარსკვალავი .უზომოდ ბედნიერი იყო და სურდა მარადისობად ქცეულიყო, მის სახლში დაბერებულიყო ეს ბედნიერების წამი... შუქი მალე მოვიდა...რაზე ჩურჩულებდით თქვენო, ღიმილნარევი იჭვით იკითხეს მეგობრებმა.
-არც არაფერზე, ვარსკვლავებს ვითვლიდითო-სიწითლემ შეუფარკლა ღაწვები...თან რა გეჩქარებოდაო, ნაადრევად მოსულ შუქს შეუკურთხა გულში...
ისევ გაეღიმა, ფიქრებიდან გამოერკვა,ხელში შერჩენილი ჭიქა გვერდით გაწია და ხელისფათურით დაუწყო ძებნა მაგიდაზე დადებულ მობილურს, გაშვებულ ზარს გააყოლა გული.
- გისმენთ--სულში სითბოდ ჩაეღვარა გაგონილი ხმა
- როგორ ხარ???
- მომენატრე სიხარულო!!!
- ვიცი, მეც მომენატრეთ...ბავშვმა დაიძინა???
- კი ძინავს და ძილში იღიმება,ალბათ შენ გხედავს სიზმრად ...
- მაგ ღიმილზე აკოცე...
- ვაიმე,როგორი აუტანელია უშენობა იცი????
- ვიცი,ხვალ მოვდივარ, არ იტრო კარგი?!ჩვენი ვარსკვლავები მოძებნე ცაზე..
ყურმილი გათიშა , სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და მოგონენებს დაუყვა ისევ...წინ გრძელი და ბნელი ღამე ელოდა, მოსაგონარი კი მშობლიუირ სახლში ბევრი ჰქონდა, ბევრზე-ბევრი...აქ ხომ თითოულ ნივთს თავისი ,მისთვის კარგად ნაცნობი ისტორია ჰქონდა...\"

bubusuna
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ჩაქრა ნათურა , ჯერ მათ ოთახში, მერე,ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო, გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....
-აუუუუ, ისევ წავიდა,-აღმოხდა ყველას ერთდროულად.
-არ ინერვიულოდ ,ჩემო კარგებო,..მაიკო,- გამომძახა მამაჩემმა თამადის ჩვეული ტონით,-სანთლები სუფრაზე! და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა და მრავალჟამიერი წამოიწყო...
ისე მართლა როგორ უხდება სანთლები სუფრას...
-სად ხარ მაიკო?-ჩამესმა მობილურში საშკას ხმა.
-მცხეთაში, სტუმრები გვყავს,..რა იყო, მოხდა რამე?...რა ხმა გაქვს?
-მეგონა თბილისში იყავი...კარგი, კარგი...
-რა მოხდა აღარ იტყვი?!
- დაჭრილია,.. ძალიან მძიმეა .., დღეს მერვე ოპერაციაა, დახოცილები ვართ. ვიცი გუშინდელი ნამორიგევები ხარ, მაგრამ მაინც დაგირეკე...მეგონა აქ იყავი და მოგვეხმარებოდი...
-რა პრობლემაა?! ათ წუთში მანდ ვარ, დაიწყეთ და მეც მოვალ.
-მაი...
საშკას აღარ ვაცადე სიტყვის დამთავრება.დედაჩემი მოვძებნე სამზარეულოში,-მივდივარ მეთქი ,მივახალე და პიჯაკს დავუწყე ძებნა.
-ამ უშუქობამ ხომ წაიღო ტვინი..
-სად მიდიხარ, რა მოხდა?-დამედევნა დედა.
-ბიჭებს უჭირთ,-გავძახე და მანქანა დავქოქე.
-ბიჭად უნდა გამჩენოდი,ბიჭად!შენ რომ იცი, ისე გიჟივით არ იარო,გთხოვ,-მომაძახა და სახლში შებრუნდა.
გაზაფხულის ღამე იყო. თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.ფანჯარა ჩამოვწიე.გრილი ნიავი მესიამოვნა და უფრო მოვფხიზლდი.სიგარეტს მოვუკიდე. ვიგრძენი,როგორ ამივსო კვამლმა ფილტვები. -აბა, ჭკუა მაქვს ახლა მეე?! ამისთანა ჰაერია და მე რას ვაკვლევინებ თავს?!-ნეტა რა ხდება? გუშინაც უამრავი ოპერაცია იყო, საგიჟეთია პირდაპირ...ვერ მოინელა თბილისმა ომი...ნეტა როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ღმერთო, ამოვწყდებით ქართველები და ის იქნება....
-60/35-ზეა, წნევა ეცემა,-საოპერაციოს კარებში ჩამესმა ანესთეზიოლოგის ხმა.
-მაი, გენაცვალე, ძმა ხარ...სისხლდენაა, ქსოვილები გაჟღენთილია სისხლით და ვერაფერს ვპოულობთ,-მომაძახა საშკამ და მარლის ახალი ტამპონი გამოსტაცა ექთანს.
ხუთ წუთში უკვე ინსტრუმენტი მეჭირა და კისრის ქსოვილებს ვათავისუფლებდი.
-რა მოხდა? ვინ არის იცით?
-არ ვიცი, ახალგაზრდა კაცია..
-ლალი ,ზაჟიმი ,ჩქარა , მგონი ვიპოვნე,-ვიყვირე ისეთი ხმით საშკა შეხტა,-აზრზე ხარ ,ზუსტად საძილე არტერიის ბიფურკაციის ადგილზეა სისხლდენა, არ გინდა გაარტყა?!...
- საშკა, მიჭირავს,მიდი კერე...
-მაი, მაგარი ხარ..
-მიდი, მიდი, მაგარი კი არა ცოტა დასვენებული ვარ, თქვე საწყლებო, დახოცილები ხართ,ან კი საერთოდ იყურებით თვალებიდან?
-ვკარგავთ,...45/20...ვკარგავთ...
-ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული...
-იცით,რომელი ჯგუფი აქვს?
-პირველი დადებითი, მაგრამ სისხლი არ არის,-ჩაიბურტყუნა საშკამ.
-სისხლი გვჭირდება, დაუძახეთ პატრონებს, სასწრაფოდ იშოვნონ,-ვუთხარი სანიტარს, რომელიც ისტერიულად ისრესდა ხელებს.
-მაია ექიმო, არავინ არ ახლავს ამ საცოდავს, თავის მანქანაში დაუჭრიათ და თვითონვე მოვიდა...
-მანქანით?!
-ჰო, ისეთი კარგი ბიჭია,არაფრით \"უტკა\"არ დამადგმევინა, მცხვენია,თქვენი ვერ მოვშარდავო, გაგონილა ასეთი ადამიანის მოკვლა?...
-ქეთო, მორჩი წუწუნს-გამწარდა საშკა,-მეოთხეზე ჩადი, იქნებ ფირცხელამ იშოვნოს სისხლი...
-ვკარგავთ...წნევას ვეღარ ვზომავ...
-მე მაქვს პირველი დადებითი, ჰეპატიტი კი მაქვს გადატანილი, მაგრამ რა ვქნა, ახლა ამის სიცოცხლე ჰეპატიტზე მნიშვნელოვანია..გააქვს ყველაფერი სისხლი რომ ამიღო?-მივუბრუნდი ანესთეზიოლოგს,
-მოიცადე, იქნებ ფირცხალამ იშოვოს სადმე..
-ამის დრო აღარ არის, მიდი ლიკა.
-რამდენი აგიღო,0,5 ლიტრა?
-თუ გინდა 700მლ მე არაფერი მომივა, გავუძლებ...
ხელთათმანები და ხალათი გავიხადე და მაჯა გავითავისუფლე...შავი სისხლი ბლანტად ჩაუყვა სადინარს...კონტეინერი ივსებოდა, მე ვგრძნობდი,როგორ ვიცლებოდი, როგორ თავისუფლდებოდა ჩემი სისხლძარღვები, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომელსაც სისუსტე მოჰყვა...
-მაიკო, როგორ წნევას ატარებ?-მკითხა ლიკამ, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა ჩემს მეორე მკლავზე დამაგრებულ წნევის აპარატს.
-90/60
-რაა? გიპოტონიკი ხარ? მე კიდევ 600მლ უკვე აგიღე, მოხსენი-მიუბრუნდა ექთანს.
-არა, მოიცადე, შეიძლება ეს 100მლ ის 100 მლ-ია რომელმაც ეგ უნდა გადაარჩინოს, ამიღე კიდე...
-საშკა, უთხარი, -მიუბრუნდა ლიკა საშკას, რომელიც გამწარებული კერავდა და თან გიოს რაღაცაზე ეჯუჯღუნებოდა.-
-აუღე რამდენსაც გეუბნება, ხომ იცი გიჟია და მაინც აგაღებინებს,აუღე...
...ვეღარ ავდექი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და აღარ მინდოდა ჩემი ცუდად გახდომით ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო დამეძაბა.
-კოფეინი გამიკეთე რა, ვითხარი ლიკას და თვალები დავხუჭე.
-ხომ გეუბნებოდი, ახლა რომელ ერთს მოგიაროთ?
-მიდი, მიდი, გამიკეთე...
-ვაიმე შუქი-ერთდროულად აღმოხდა სუყველას.-ქეთო, მიდი ფანრები მოიტანე, დატენილი იქნება.
-წარმოგიდგენია, ამ საწყალს არც ამაში აქვს ბედი.. წაიკვნესა ქეთომ.
-გეყოფა, მიდი,-დაუყვირა საშკამ და მე მომიბრუნდა,-როგორ ხარ?
-მაგრად, ახლავე მოვდივარ...აუუუ, რა მწარეა, ეს კოფეინია თუ შხამი?
-დამშვიდდი,იწექი, უშენოდაც დავამთავრებთ.და მერე კონიაკსაც ჩაგარტყმევინებთ, მაგარი კარგი კონიაკი მოგვიტანეს.
-საკაცეზე წოლა რა კარგია საოპერაციოში არა?არ იცი საით გაგაქანებენ:საოპერაციო მაგიდისკენ,რეანიმაციისკენ, პალატისკენ თუ მორგისკენ....
-კიდე ხუმრობის ხასიათზე ხარ, ამდენი სისხლი გამოგწურეთ? წნევა როგორია, -იკითხა საშკამ.
-ვისას კითხულობ, მაიასას თუ პაციენტისას, ისე დიდად არ განსხვავდება, მაიას65/40, პაციენტს65/40 მაგარია არა?
-გადასარევად ვარ,მოვდივარ,-ვთქვი და საკაცედან ჩამოვხტი,- აი, ხომ ხედავთ...მინდოდა მეთქვა-რა მაგარი ვარ მეთქი, მაგრამ
უცებ სული შემეხუთა,ყურები ჯერ დამიგუბდა, მერე წივილი დაიწყო, ცივმა ოფლმა დამასხა და...სადღაც გავქანდი...ენით გამოუთქმელი სიმსუბუქე ვიგრძენი,სხეულს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ვგრძნობდი რაღაცას....ეს არ ვიცი რა იყო.., ეს იყო სიამოვნება...ჰო, სიამოვნება და კიდევ რაღაც სხვა,რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ეს იყო რაღაც...ნეტარებაზე დიდი და ძლიერი...ალბათ სულის თავისუფლება..ალბათ ამ წუთში თუ წამში ჩემი სული სხეულს მოსცილდა და გალაღდა...
საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, ყველაფერი მტკიოდა, ლოყა საშინლად მეწვოდა,თვალებს ვერ ვახელდი, რაღაც წებოვანი მიმძიმებდა ქუთუთოს.-მაიკო, მაი,-ჩამესმა საშკას ხმა. ცალი თვალი როგორც იქნა გავახილე...
-ცოცხალი ხარ? -გამეღიმა. -რა მჭირს?-ამოვიბლუკუნე და ისევ დავხუჭე თვალი.
-დაუჯერებელი და გიჟი რომ ხარ ის გჭირს,-დამიბღვირა საშკამ-დააწვინეთ საკაცეზე და ამას რომ მოვრჩები მაგას გავკერავ...
-ვის გაკერავ?-ამოვილუღლუღე და თვალი გავახილე.
-ვის და შენ, რომ დაეცი საკაცეს ჩამოარტყი საფეთქელი და გვეგონა აღარ იყავი,..მე თუ კიდევ გაგიჟება მინდოდა დღეს...
-ბოდიში, საშ, არ მინდოდა-გულით შემეცოდა საშკა და ჩემი თავიც და ცრემლები წამომივიდა..
-რა გატირებს, სულელო?-საფენი დამადო გიომ და ჩამეხუტა,-ისე კი შეგვაშინე...
-დიდი ხანია ასე ვარ?
-15-20 წუთი,მომაძახა ლიკამ, რომელიც ჩემს და პაციენტს შორის გაქაფული დარბოდა.
-ეგ როგორ არის?
-მაგრად, გადავრჩით...10 წუთი დამრჩა აქ და შენც მოგხედავ.-სიყვარულით შემომხედა საშკამ და თვალი ჩამიკრა.
ძილი მომერია..სადღაც ბუნდოვნად მესმოდა საშკას და გიოს ხმები. ისე გამკერეს არაფერი გამიგია,ტკივილის შეგრძნება დავკარგე.
-დამაძინეთ, რა,-ვთხოვე და მოვიკუნტე.
-დოქტორ, ვას კუდა ოტვესწი? ვ რეანიმაციუ, ვ პალატუ ილი...აღარ დაამთავრა საშკამ.
-კუდა ხოტიტე, ტოლკო ნე ვ მორგ.....

bazi2002
\"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\" სიბნელეს ნაჩვევმა იოლად მიაგნო ფანჯარას, გადაწია ფარდა და რომ ,დაინახა როგორც მდინარის გამოღმა ისე გაღმა სოფელი უკუნეთში ჩაფლული, გინება აღარ დაამთავრა, ხასიათი გამოუკეთდა, იფიქრა, მარტო მე არ ვარო და ცოლს და ბავშვებსგასძახა:
-გადავრჩით! მეგონა ეს თრანსფორმატორიც გადაიწვა და ისევ ახალი გვექნებოდა საყიდელი .
სანთლის ძებნას აზრი არ ქონდა. ბავშვებს ჩაი უკვე დაელიათ და ლოგინებისკენ მიიზლაზნებოდნენ ისედაც.მიხოც დაწვა . სიბრაზემ ისევ მოუარა, გაახსენდა, რომ დღესაც ვერ ნახავდა ფეხბურთის ნახევარფინალს. ღამემ და სიბნელემ თავისი გაიტანა და ცოტა ხანში სიბნელესთან ერთად სისმშვიდემაც დაისადგურა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
bubusuna
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მის ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო, გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა...
-ნეტა, მობილური თუ მაინც მაქვს დატენილი?!-გაიფიქრა კაცმა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.-კიდევ კარგი,-სიამოვნებით ჩაეღიმა და ისევ ცხელი ყავა მოსვა.-ამის დალევას რამე მაგარი მაინც დამელია,-გაიფიქრა მაგრამ ადგომა დაეზარა.სიგარეტს მოუკიდა...სიგარეტის კვამლი და ყავის სურნელი ერთმანეთს შეერია..უყვარს ეს არომატი...
-სად არიან ამდენ ხანს?!-საათს დახედა. ხუთი სრულდებოდა.მალე გათენდება..
-ამ უცხო სახლში, ამ უცხო ხალხთან როგორ დამტოვეს ამდენ ხანს?!-ბრაზი მოერია. ალბათ მეასედ გაიმეორა მობილურზე აკრეფილი ნომერი.
-ისევ გამორთულია,.. ალბათ რაღაც მოხდა..ამდენ ხანს უნდა მოსულიყვნენ...ნეტა მალე გათენდეს ,რაღაცას მაინც მოვიფიქრებ..
ღამე ნელ-ნელა ნებდებოდა დილას...გაზაფხულის ლამაზი დილა თენდებოდა...კაცმა ფანჯარა გამოაღო.გრილი ნიავი მოელაქუცა უძილო სახეზე.ესიამოვნა...ფანჯრის წინ აყვავებულ ვაშლის ხეს ორი ჩიტი დასტრიალებდა ჟღურტულით და საოცარი არომატით გაბრუებულები ულამაზესად გალობდნენ, ალბათ სიყვარულზე...
bub...სიყვარული...სიყვარული...ნინი...ბავშვი..გააჟრიალა. მობილური გახსნა, ნინის ნომერი აკრიფა..., მაგრამ არ დარეკა, დახურა და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
-ალბათ სძინავთ,შეიძლება ნინის არც სძინავს და ისევ მელოდება...მე რა ღირსი ვარ ლოდინის,ან სიყვარულის,მე ცხოველი ვარ, წამლით გაჟღენთილი ცხოველი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია,..არა , ცხოველთან მე რა მოსატანი ვარ?! მაპატიეთ ცხოველებო, ჩემს თავს რომ შეგადარეთ..-.გული შეეკუმშა და ისევ გააჟრჟოლა.-ამხელა კაცი ვარ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე...ისევ აკრიფა ასჯერ აკრეფილი ნომერი,..ისევ გამორთულია..არა, ნამდვილად რაღაც ხდება..
ოთახის კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახში გავიდა.სიჩუმე იყო.მასპინძლებს ისევ ეძინათ...სამზარეულოში შევიდა, ჩაიდანი დაადგა და პირზე ცივი წყალი შეისხა...ესიამოვნა...ცხელი ყავაც ესიამოვნა, ოთახში შეიტანა და ისევ სიგარეტს მოუკიდა.
-ორი ღერიღა დამრჩა, მესამე პაჩკაა...კარგია, ვერეფერს იტყვი...თუ ნახევარ საათში არ მოვიდნენ წავალ და მოვძებნი...ნომერი ისევ გათიშული იყო...
\"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის,სასწრაფოდ უნდა წავიდე, აღარ გაგაღვიძეთ,შეხვედრამდე\"-ფურცელი სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა და კარი ფრთხილად გაიხურა...
-საით წავიდე?!-უძილობოსგან და ნერვიულობისგან ცოტა შესცივდა. მანქანაში გათბობა ჩართო . ასე იდგა ერთხანს...მერე მანქანა მოატრიალა და იმ გზას გაჰყვა საიდანაც სავარაუდოდ უნდა მოსულიყვნენ ბიჭები...
შორიდანვე მოჰკრა თვალი გზაზე გაჩერებულ მანქანებს..პოლიცია..სასწრაფო...ნეტა რა მოხდა.. მანქანა შორიახლოს გააჩერა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შეკრებილ ხალხს...
შავი აუდი ამოჰყავდათ ხრამიდან...გული შეეკუმშა.-რა მოხდა?-იკითხა უმისამართოდ.
-ბიჭები გადაცვივდნენ. საწყლები...ოთხივე დაიღუპა-მიიღო პასუხად. გული ისევ შეეკუმშა...
-ასე იცის ბიძია წამალმა,ასე..-მოესმა გვერდიდან. უაზროდ მიაშტერდა ულვაშა კაცს...
-რა წამალმა?! შენ რა იცი?!-საიდანღაც ამოუვიდა ხრიალივით ხმა.
-დახედე და ნახავ,-ხელით ანიშნა ულვაშამ. კაცმა თავი მიატრიალა...ახლაღა დაინახა მიწაზე სამი ზეწარგადაფარებული სხეული..
სამია, სხვები არიან...თითქოს ესიამოვნა კიდეც..
-სამივე დაიღუპა?
-ოთხივე,-გაუსწორა ულვაშამ,-ერთი უკვე წაიყვანეს...
...კაცი გაოგნებული ჩაშტერებოდა ლევანის უსიცოცხლო სახეს...აუუ,მიშკა...სანდრო..აუუუ..არაადამიანურმა ბღავილმა გამოაფხიზლა,საიდან ამოუვიდა ნეტა ეს ხმა?!..
თბილისამდე როგორ ჩავიდა ვერც გაიგო. ახლაღა დააფიქსირა-საჭესთან ულვაშა იჯდა.
-რამეს ხომ არ დალევ,ცოტას დაგამშვიდებს,-შორიდან ჩაესმა ხმა.თავი გააქნია, -არა სახლში მინდა...
კარი ნინიმ გაუღო.ნამტირალები და უძილო ლურჯი თვალები შეანათა.
-მიყვარხარ, ნინი,მიყვარხარ სიგიჟემდე,.. შენ და ბავშვი...სიგიჟემდე მიყვარხართ... გამწარებული კოცნიდა და თან ტიროდა, თავის ცხოვრებაში პირველად ტიროდა, მაგრამ ცრემლების არ სცხვენოდა, პირიქით,სიამოვნებდა კიდეც...-მიყვარხართ სიცოცხლეზე მეტად...მაპატიე, ნინი, თუ შეგიძლია მაპატიე..ეს აღარასოდეს განმეორდება...გუშინდელი ღამე იქნება შენთვის უკანასკნელი უძილო ღამე...გპირდები...მაპატიე...მიყვარხარ...

giorga72
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\"
ნეტა რატო ბნელა ასე დაუნდობლად? ან მე რას ვაკეთებ ამ სიბნელეში ან სად მივდივარ? მივდივარ კი არა მივლივლივაებ ისე რომ მიწასაც არ ვეხები, ჩემს წინ რაღაც ლანდს ვხედავ, ნეტა რა არის, ხელს ვიშვერ მაგრამ ვერაფერს ვგრძობ, მე მგონი ადამიანია, ჰო ნამდვილად კაცის სილუეტია...
-ჰეი, რომელი ხარ? მოიცადე, მოიცადე
მას თითქოს ჩემი ხმა არ ესმოდა, ისიც მილივლივებდა სადღაც წყვდიადისკენ თამამად...
- მაქეთ ნუ მიდიხარ, ბნელა მაქეთ არ გესმის! დაბრუნდი! დაბრუნდი!!!
საკუთარმა ხმამ გამაღვიძა, საწოლზე წამოვჯექი და ნამძინარევი თვალები ფანჯარას უხალისოდ მივაშტერე, იქედან კი ხარბად იღვრებოდა სინათლის შუქი, რაღაც შვება ვიგრძენი, პაპიროსს მოვუკიდე და რაც შემეძლო ღრმა ნაფაზი ამოვარტყი, მესიამოვნა, დავხედე ანთებულ პაპიროსს და გავიფიქრე, ეჰ ძმაკუშ ნეტა როდის შეეშვები ამ კუბოს ლურსმანს...
სიზმარი გმახსენდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს,ან ეს კაცი ვინ არის ყოველ ღამე რომ მესიზმრება ჭიქით ხელში ნათურაზე მიშტერებული...
საათს დავხედე, ჰო უკვე საღამოა იქ, ავკრიფე ნომერი და დაველოდე ზუმერს, როგორც იქნა უპასუხა ათი ზუმერის შემდეგ...
- გამარჯობა მამი, როგორ ხარ? რა იყო შე კაცო რა დამამჟავე ამ ტელეფონთან
-მე დაგამჟავე შე ვირისშვილო? გავთავდი კაცი შენს ლოდინში, მე რა მიშავს შენ როგორ ხარ შვილო?
-მე კარგად ვარ მა, ეგაა რომ მაგრად მენატრებით
-აბა მე მკითხე, ყოველ ღამე მესიზმრები, ვნერვიულობ, ხომ ხარ ჟამრტელად? პაპიროსს კიდე სვამ?
-კი არ ვსვავ ვეწევი... ამაყად შევუსცორე სიტყვა
-ესეიგი კიდე უპლაკუნებ მაგ შხამს
-ჰო კარგი კარგი, ცოტას ვეწევი ნუ ნერვიულობ, მამი ღვინო დაწურე წელს? კარგად მოისხა ჩვენმა ადესამ?
გულიანად გაიცინა
-კი, აბა რა დავწურე, ერთი გრამი შაქარი არ შემირევია, სუფთა წვენია, ჰა რას ეძახი შენ ჩემს ღვინოს? ჰო ტერორისტულ აქტს, ჰოდა რომ ჩამოხვალ დაგალევინებ მაგ აქტს, აბა მე რვა თვეა ჭიქა არ ამიწევია შვილო, უშენოდ ხალისი არ მაქვს შენ გელოდები
ცრემლები მომადგა თვალებზე, დავიხრჩე ლამის,თავი ძლივს შევიკავე, დავემშვიდობე მაგრამ გული მასთან დამრჩა, მთელი დღე უღიმღამოდ გავატარე, არაფერი არ მინდოდა არც დაღამება არ მინდოდა მაგრამ დაღამდა...
-ჭიქა ხელში გვქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და ჩვენს წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ ჩვენს ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\"
მამაჩემმა ასანთი აანთო და სანთელის მიწვდა, ერთი მე მომაწოდა, მეორე თვოთონ დაიკავა და კარებისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით
-სად მიდიხარ მამი?-გაოცებულმა ვკიტხე
-გარეთ შვილო, გარეთ...გატეხილი ხმით მიპასუხა მამაჩემმა
-გარეთ რა გინდა ამ სიბნელეში ადამიანო?
-გზა უნდა გავანათო შვილო გზა...

bubusuna-თებერვლის მარათონის გამარჯვებული
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მარტის მარათონი

pikaso22

\"ახლა ღამეა..
და ვარსკვლავები ზეცას,
ჭორფლივით აყრია შუბლზე.
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით.
ჩემწინ გადაშლილ წერილებს ვუცქერ\"!- დაამთავრა თავისი ლექსის კითხვა თედომ.
ეეჰ,-ამოიოხრა ბუხუტიმ და ღრმად მოქაჩა ყალიონი.
თედო მამის პასუხს აღარ დალოდებია, გულმა უგრძნო, რაღაც კარგი არ უნდა ეთქვა ბუხუტის ეეჰ-ს შემდეგ და სწრაფად გაიწია კარებისაკენ. ამ დროს დედის ხმა წამოეწია \"რავა მთლად მამაშენს დაემსგავსე შვილო!\". თედომ სასწრაფოდ გამოაღო კარები და გარეთ გავარდა.

ქალო!-ხმა ამოიღო ბუხუტიმ-თუ არ მოგწონდა ჩემი ლექსები, დროზე გეთქვა და შენც დასვენებული იქნებოდი ახლა და მეც. მაგ ბაღანას თოხი თუ უშველის აწი, გულს გადააყოლებს, რაცხა ნამეტანი მჩატეა მაგიზა ფანქარი.
შვავი და მეწყერი შენს თავს- ჩუმად ჩაილაპარაკა მარგომ, მასპინძელოს ხმის გაგონებაზე,ხმამაღლა კი გასძახა-მოდი ილიკო მოდი.
ილიკო ოთახში შევიდა, სკამი მაგიდასთან მისწია, კარგად მოკალათდა და ამის შემდეგღა იკითხა:-სა გარბოდა ი ბაღანა ასე თავქუდმოგლეჯილი?
ლექსის პრეზენტაცია აქ დღეს ილიკო, ლექსის-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
რავა თლათ მამას დამგავნებია-გაიკრიჭა ილიკო.
ა კიდო, ა რა არ მოგწონთ ჩემი-გაბრაზდა ბუხუტი
ისე მაყვალა გახსოვს ბუხუტი? მთელი სოფლის ბიჭები რავა გადაგვრია კაცო- გაიხსენა ახალგაზრდობა ილიკომ.
\"მაყვალს გიგავს თვალები და თავად გევხარ მზეს.
ცოლად თუ არ გამომყვები, თავს მოვიკლავ დღეს!\"-გაიხსენა თავისი ლექსი ბუხუტიმ და სიცილით ჩაბჟირდა.
მეესპე შენს პატრონს-დაწყევლა მარგომ-რაღას ერჩი იმ ბაღანას ერთი ვიცოდე.
ქალო!რაც შენ წყევლა დამიწყე მის მერე დევიწყე გასუქება, აღარ შემეშობი აწი?-გაიცინა ბუხუტიმ.
ისე რა მაგის პასუხია და გამანადგურა გერონტიეს ძაღლმა კაცო.რამდენი ქათამი დეიკაკანებს, ერთად ვასკთებით ბუდეს მე და ის უპატრონო ძაღლი. ხოდა თუ ვაშკაცი ხარ მოასწარი კვერცხის აღება. ხელი კინაღამ მომაჭამა ამ დილაზე. ერთხელ იქნება დავკლავ ღორივით და დევისვენეფ მერე-ამოიოხრა ილიკომ.
შე კაცო ქათამი მაინც გყოლია კვერცხისმდებელი, მე მაიც არ დამიტია რაცხა დედოფალაა თუ ჯანდაბაა მაგის თავს.-შეაცოდა თავი ბუხუტიმ ილიკოს.
სამაგიეროდ ვირთხა ვერ გეიჭაჭანებს შენს ეზოში-დაამშვიდა ილიკომ- ისე მე გასწავლი რა ქნა,მარა არ გამცე თუ კაცი ხარ.მიხვიდე უნდა მეზობლის ჭიშკართან და სამჯერ უნდა თქვა ჩემი დედოფალი შენთან, ჩემი დედოფალი შენთან და მეზობელს გადაულოცავ.
გადირიე ბიჯო! მაი რაფერ გავაკეთო-გაბრაზდა ბუხუტი.
თუ რაფერ გააკეთო, გყავდეს აბა ეზოში-გაეპასუხა ილიკო
კაი ბატონო გადმოგილოცავ ამეღამ შენ და დაგრჩება გერონტიეს ძაღლი მერე უჭმელი-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
მასპინძელო! მოისმა ეზოდან.
ა, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დეიკავეო-თქვა ილიკომ
კარი გაიღო და კარის ზღურბლზე პირველი გერონტიმ გადმოაბიჯა,მას დიმიტრი და შალვა მოჰყვნენ.
კაი დროს დამირჩა ჭადი დაკრული-ჩაილაპარაკა მარგომ და სუფრის სამზადისს შეუდგა.
დავაჭაშნიკოთ ერთი შენი ღვინო სანამ დაძმარებულა- ამოიხრიალა დიმიტრიმ.
რამდენიმე წუთში ყველანი სუფრასთან ისხდნენ, მალე ღვინომაც თავისი გაიტანა და სუფრას მხიარულება უფრო შემატა.
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.

nanano
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.მე ჩემთვის ვზივარ მარტო,მოწყენით,ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ.
ცეცხლი გიზგიზებს და ბუხრის ჩაყლაპვას ლამობს.ალაგ-ალაგ ენას გამოყოფს.ეშმაკეულივით ატკაცუნდება ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაკვერჩხალი.
ფანჯრიდან მთვარის ნათელი მოჩანს.თეთრად ირეკლავს თოვლზე ნაკვალევს.გაყინულია.მიწამ მიანდო ვარსკვლავებს ბედისწერა.
აღარ მოთოვს.
მოწყენა გაამძაფრა ძველი წერილების სიყვითლემ.მოგონებები მორეკა ახლოს.სევდას გაუხსნა გზა და გულში ხელის ფათური დაიწყო.
თვალი გაიპარა გაცრეცილი ქაღალდისაკენ,რომელშიც იბრძვის ძლიერი გრძნობა.
\"...როგორა ხარ ჩემო მონატრებულო....
რაც დამტოვე უფრო მიყვარხარ.ვერ იგებ არა?პასუხი ერთია:ხან ჩემი ხარ და ხან შენი;უფრო ხშირად-შენი!
...მონატრება უფრო ტკივილიანია,იმდენად ტკივილიანი,რომ თავდავიწყებით შემიყვარდი...
წარმოსახვამ სინამდვილედ გადაქცევა ისურვა და ასე მგონია შენს სუნთვას ვგრძნობ.ძლიერია ჩვენი სიყვარული.ცხოვრებასთან ჭიდილმა ვერაფერი დაგვაკლო,როგორებიც ვიყავით,ისეთები დავრჩით-შმაგად აფეთქებული სიყვარულის პირისპირ.
...ვიცი მაშინ გული გატკინე,მაგრამ შენ ჩემი სიყვარული ხარ!
სიმარტოვით მომივიდა.ბოროტი ყოფილა სიმარტოე...
...მძაფრად შეგიგრძნობ-ახლა შენ ჩემთან ხარ!!!...\"
......თოვლის ფიფქივით ფარფატაა ადამიანის სიცოცხლე,მსუბუქად ეშვება ციდან,მიამიტურად მიენდობა \"დედა\" მიწას.მის გაშლილ ხელის გულზე ნავარდობს,მერე გულში ჩაეკონება და ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაცარივით გადაიქცევა.

maximas
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი
ათასი წელი იქნებ ცოტა? ან იქნებ არის ძალიან ბევრი?
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო,ჩემი სათქმელის,ამაღამ მთქმელის

გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ ..
და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე.
გახსოვს ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა?
შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით,შენ საერთოდაც მე გამეცალე

ninikara
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...და არ მჯერა,არ მჯერა რომ ეს მოხდა,იცი?წლები გავა,შეიცვლება ცხოვრება,შევიცვლები მეც და ყველაფერი შეიცვლება გარდა წარსულისა,მოწყენილი გავყურებ წარსულის ჰორიზონტს და ცრემლებით ვახვევ ფიქრის გორგალს,და არ მჯერა,ნუთუ ეს მოხდა? ნუთუ შეიზლება ადამიანი გიყვარდეს და ის უეცარმა სასტიკმა სიკვდილმა წაგართვას.მე მაინც არ მჯერა რომ სიყვარულს ოდესმე სიკვდილი სძლევს,არ ვიცი რა გითხრა,სულ დავიბენი,მე არც პოეტი ვარ და არც გენიოსი,უბრალოდ მე ის ადამიანი ვარ ვისაც უკვე აღარაფრის სჯერა,აღარც ბედნიერების,აღარც წარსულის და აღარც მომავლის.იქნებ ტყუილია სუყველაფერი,იქნებ სიყალბეა სუყველაფერი,იქნებ ეს ცხოვრებაც სიყალბეა.....ო,ღმერთო ერთო!!!!მაპატიე ეს სიტყვები ტუ კი რაიმეს ვცოდავ,მაგრამ მე ხომ უკვე აღარაფრის მჯერა.
ვერ ვიჯერებ ამ მწარე რეალობას,შენი თავი ხომ დაუნდობელამა განგებამ წამართვა.სული მეყინება და გული მიკვდება როცა მახსენდება რომ შენ ჩემტან არა ხარ და ცის კაბადონიდან დამნათიხარ,შენი სიყვარულით სავსე თვალებით.გაოგნებული გავყურებ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს რადგან მჯერა რომ შენ მიცქერ შორიდან,ესე უფრო ახლოს მეგულები ჩემთან.არასოდეს მყვარებია ღამე ესე ვარსკვლავების ცქერა ეხლა კი,მხოლოდ ცა,ვარსკვლავები,ტაძარი,ლოცვები და მე და შენ......გახსოვს?ოცნების დედოფალს რომ მეძახდი?როცა ვიხსენებ იმ გარდასულ დღეებს მეც ლამის ცხოვრებაზე ხელი ავიოღო,მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ვყოფილვარ,მე ხომ მუდამ უშენობის მეშინოდა,არასოდეს მავიწყდება შენი სიტყვები,მე ვერაფერი მომკლავს და მომერევა უშენობის გარდაოოოო,ეხ რა მძიმე განაჩენია ეს სუყველაფერი.რატომ?ჩვენ ხომ ერთმანეთს სულები ვაჩუქეთ,ჰაერი,დედამიწა,ცხოვრება,ნუთუ ესე წახვედი უჩემოდ და მიმატოვე,რატომ?მე ხომ უზომოდ მენატრებიიი.....მენატრება შენი ლამაზი თვალების ცქერა,მენატრება შენი ბაგეები,მუდამ მომღიმარი და მუდამ სითბოს მფრქვეველი,რომელთაც არასოდეს დასცდენიათ რაიმე საყვედურის მსგავსი.ძალიან ძნელია უშენობა,ვებრზვი ამ მძიმე განაჩენს და ავერ ვუმკლავდები,იქნებ რაიმე შევცოდე და მიტომ წამართვა შენი თავი დაუნდობელამ განგებამ.მაგრამ,სიყვარული ხომ ცოდვა არაა,თუ კი ცოდვაა,ღმერთმა და ქვეყანამ იცოდეს,სხვა ბრალი არ მიმიძღვის.არ ვიცი რა გითხრა,ფიქრისაც კი მეშინია,რადგან შენ ჩემთან არა ხარ და უნდა დავიჯერო რომ ეს სასტიკი რეალობაა.მე მუდამ შენი სულისათვის ვილოცებ.

sosoias rusi
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ
რაღაცა არაადამიანური, არაბუნებრივი ჩურჩული გავიგონე, დავძაბე ყურადღება, მოვავლე თვალი ოთახს მაგრამ ვერავინ დავლანდე,. არაფერი უჩვეულო. დიალოგი ჩურჩულის ფარგლებში ისევ გრძელდებოდა. ვეცადე რაღაცა ფრაზები მაინც დამეჭირა…

-საიდან მოდიხარ????
-დიდი გზა გამოვიარე, გადავდიოდი ხელიდან ხელში, ერთი კვირაა გზაში ვარ, დავიღალე.
-მერე? რა ამბავი მოიტანე???
-მგონი არც ისე კარგი, მეც ვერაფერი გავიგე, არც ღიმილი ქონდა სახეზე წერისას და არც ცრემლები, ისე იყო, სადღაც შუაში
-მდაააა, ესეიგი არაა სიახლე, ცუდია.
-რა სიახლეს ელოდები შენ???????
-ნებისმიერს, ოღონდ გამომეტყველება შეეცვალოს, მოიშოროს ეს არაფრის მთქმელი მიმიკა სახეზე, სულ ერთი და იგივე, კაცო, იცი რა არ მესმის ამ ხალხის???? რა და, რატომ არ უნდა მიწეროს კაცმა კაცს ისეთი წერილი, რომ ამ უკანასკნელს არ გაეღიმოს მაინც??????
-ეეეე, ჩემ გემოზე რომ იყოს, ისეთ ფრაზებს გავაშანშალებდი, მარა არც ფიზიკური შესაძლებლობა მაქვს მაგისი და არც იურიდიული
-აბა მე რა შემიძლია???? როგორც მოესურვებად ისე მაბზრიალებენ, აგერ ხარ შენ და არც მე მივდივარ სადმე, აგი ულვაში გამპარსე თუ მასე არ მოხდეს, ფიქრობს ახლა მგონი ჯერ…
-არადა როგორ ელოდება ის, მთელი ღამე წერდა, არც მან მოხუჭა თვალი და არც მე მაცალა. დაწერდა და მერე გადახაზავდა, მერე ისევ დაწერდა. იცი რას ვფიქრობ, რას და, მგონი ისიც ვერ უნდა იყოს კარგად. ეჰ მე კიდევ მადლობა მაქვს მოსახდელი ურნაში რომ არ ამოვყავი თავი
-აბააა, აგერ მიიხედე, სავსეა ურნა! სულ გაუხსნელი წერილებია შიგ, ბედი გქონია ძმაო შენ
-ღმერთით, ერთი ამან ისეთი სიტყვები დაწეროს, ისეთი სიტყვები რომ სულ ღიღინღიღინით გავუყვე გზას, ან სანამ ბოლოს წერტილს დასვამს, ერთი გულიანად გაიღიმოს და საკმარისია. ღმერთით, ღმერთით…
-ამინ ძმაო

ეს სიტყვები გავარჩიე და სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მივწვდი ურნას და ის წაუკითხავი წერილები გადავიკითხე, კალამიც ღიმილნარევი სითამამით ავათამაშე, წერტილიც დავსვი და მადლიანათაც გავიღიმე ბოლოს.

bubusuna
...ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ...
მარტო ვარ ცხოვრების ოკეანეში...ტალღები მათამაშებენ და მეც ვეთამაშები, ხან ჩავყვები, ხანაც ავყვები და ასე,ცხოვრებაც მიდის...
მერამდენე ფურცელი მოვახიე კალენდარს...მერამდენედ მოდის გაზაფხული...უშენოდ..
..-მიყვარს შენი თვალები.
-?
-ზღვასავით უძიროა და შენსავით ცვალებადი.
-?
-მარტივით გეცვლება ხასიათი და ამას არასოდეს არ მალავ, თამაში არ გიყვარს, ამიტომაც მიყვარხარ.
-იმიტომ რომ თამაში არ მიყვარს???
-იმიტომ რომ ის ხარ ვინც ხარ და არაფერი მეტი.
-არ მოგწყინდა თამაშის გარეშე?
-სულელო, რა მომაწყენს შენთან?...
...სანთლები ნელ-ნელა იღვენთებიან...ოთახი სავსეა ვნებით და შენი სურნელით...შენი სხეული...ვნებიანი შენი ტუჩები... ჩვენი გრძნობების აპოგეა, ვნებების ღრეობა...მერე სიჩუმე...შენი მოცახცახე სხეული,დამფრთხალი თვალები...კუთხეში მიგდებული დასჯილი გრძნობა...
-ნანობ?
-?
-ნუ მიყურებ ასე სულელო,მითხარი რომ არ ნანობ...
-მეშინია..
-რისი?
-შენი დაკარგვის...
-პატარავ, რას ამბობ?-და ისევ შენი ვნებიანი ტუჩები-მე ვერ დამკარგავ,იმიტომ რომ მე შენ ვარ,სადაც იქნები- მეც იქ ვიქნები, რასაც იფიქრებ-ის ჩემი ფიქრიც იქნება,რაც მოგინდება-ის ჩემი სურვილიც იქნება...რატომ ტირიხარ?ნანობ? მითხარი რომ არა...
-არა,არ ვნანობ, მიხარია...ჩემი სიყვარული რომ გქვია ის მიხარია, შენს თვალებში რომ ჩემს თავს ვხედავ ,ის მიხარია, შენს მკერდზე
რომ თავი მიდევს და შენი გულისცემას ვუსმენ ის მიხარია, ჩვენ რომ ერთნი ვართ ის მიხარია...
...ჩიტების ჟრიამულმა გამაღვიძა. გაზაფხულის ლამაზი მზის სხივები ლიცლიცებდნენ ჩვენს ფანჯარაზე.ვიცი რომ შენც გღვიძავს , მაგრამ გატრუნული ხარ, ჩემზე მოკრული და გატრუნული. დახუჭულ თვალებზე გკოცნი-დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო.შენ მიღიმი და თვალებს ახელ-ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, სიზმარშიც შენთან ერთად ვიყავი...
...-დარასელი-გიორგობიანი-მომესმა უკნიდან. სწრაფად შევტრიალდი და კი არ წავედი გავიქეცი.სამშობიაროს კარებიდან ბებიაქალი
მიღიმოდა,-გილოცავთ, ულამაზესი გოგონა შეგეძინათ, ღმართმა გაგიზარდოთ.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი-ვიცინოდი, ვტიროდი, ყველას ვეხვეოდი. მერე ბიჭებმა შამპანურები გახსნეს,..მერე რესტორანი..ვერ მოვისვენე, გამოვიპარე და შენ და ბავშვი ჩუმად გნახეთ. როგორი ლამაზი იყავი...დაღლილი, მაგრამ მშვენიერი..
ორივე ვტიროდით...ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მეჭირა ხელში და უბედნიერესი კაცი ვიყავი...
...-ანასტასიას შენ მიაკითხე წამოსაყვანად,მე ვერ ვახერხებ.
-კარგი სიხარულო, სამსახურში ხარ? ხომ მშვიდობაა?
-ბევრი საქმე მაქვს...
...-შეგიძლია ბავშვი გამოიყვანო? მე ვერ ვასწრებ.
-OK.არ ინერვიულო. სამსახურში ხარ?
-ხო, ბევრი საქმე მაქვს...
..-დამაგვიანდება და არ ინერვიულო.
-სად ხარ?
-თიკოსთან მივდივარ.
-რა ხდება?
-არაფერი ისეთი,\"დევჩატნიკი\" აქვს.
-დამირეკე რომ წამოხვალ...
..-თიკო,მე ვარ, როგორა ხარ?
-ვაუ, სიძე?!შენ როგორა ხარ? ასე უნდა მიწის მოყრა?! სად დაიკარგეთ შენ და შენი ცოლი?გაწყენინეთ რამე?
-კარგი, მორჩი ქოთქოთს,ხომ გამოგიგზავნე ჩემი ცოლი?
-? უნდა მოსულიყო??
-ხო,არ მოსულა? ალბათ შემეშალა, რაღაც ვერ გავიგე, გაკოცე.
-მობილზე დაურეკე.
-გათიშული აქვს.OK.გკოცნი...
...ეჭვი...მაინც რამხელა ყოფილა ეს ეჭვის ჭია და საშინელი, რომ დაგივლის თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე ყველა ნერვს გამოჰკრავს საშინელ კლანჭს და შენც ეჭვის სიმფონიად იქცევი...
..-კარგი დრო გაატარეთ?!
-კი, ძალიან..ბავშვმა ადვილად დაიძინა?
-ხო, იმხიარულეთ?
-კი , ბევრი..აბაზანაში შევალ..
-შენი ფერი არ მომწონს, კარგად ხარ?
-კი , მშვენივრად...გიყურებდი, როგორ იშრობდი თმებს და ისევ ეჭვის ჭია უკრავდა სიმფონიას ჩემს ნერვებზე.შემოტრიალდი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სევდა მიმზერდა შენი ლურჯი თვალებიდან,სადღაც გამქრალიყვნენ ეშმაკუნები.
-რა მოგივიდა? ვეღარ გცნობ.
-უბრალოდ გადავიღალე. დავიძინოთ რა, საშინლად მეძინება....
...ხმაურმა გამაღვიძა. შენ ლოგინში არ იყავი. დაგიძახე, არ მიპასუხე. ბავშვთან შევიხედე-ეძინა.აბაზანიდან გამოდიოდა შუქი.კარი გამოვაღე...
-მიშველეთ, ჩქარა, ცუდათაა, ჩქარა , გემუდარებით..-მეზობლის კარი კინაღამ ჩამოვიღე..
-ნუ გეშინია სიხარულო, მე შენთან ვარ, აქა ვარ, ნუ გეშინია... ცრემლები ღაპაღუპით მოგდიოდა, მაგრამ ხმას არ იღებდი...
..-კარგს ვერაფერს გეტყვით.მეოთხე სტადიაა, ყველგან მეტასტაზებია, თვითონაც იცის,უკვე 10 ქიმია გავუკეთეთ,ძალიან ვწუხვარ, დააგვიანეთ. მაპატიეთ, სანუგეშოს რომ ვერაფერს გეუბნებით...
...ა რ ააააააა...ეს სიზმარია, ცუდი სიზმარი,ახლავე ლოყაზე ვიჩქმიტავ და გამეღვიძება. სიზმარიააააა...არა ,ეს არ შეიძლება,არა.
...მაპატიე , სიყვარულო, მაპატიე რომ დაგიმალე,.აკი, შენ არ იძახდი თამაში არ შეგიძლიაო? შემძლებია , თანაც მაგრად... მაპატიე, ჩემს ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს და მაინცადამაინც შენი მოტყუება მომიწია...მიყვარხარ სიგიჟემდე, იმაზე ძლიერად, ვიდრე იმ გაზაფხულის ლამაზ საღამოს მიყვარდი,..მაპატიე, რომ მარტო გტოვებთ,მაპატიე...მე ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები, იქიდან ვილოცებ თქვენთვის,ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანისთვის და დაგელოდებით, როცა დრო მოვა ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. გჯეროდეს, სიყვარული მარადიულია, ის არასოდეს არ კვდება..შენი იმედი მქონდა მთელი ცხოვრება და ახლა მითუმეტეს,ვიცი , რომ ძლიერი ხარ, ანასტასიას მიმიხედე,ძალიან პატარაა,აღარ ვემახსოვრები,გემუდარები არ დაავიწყო ჩემი თავი, უთხარი, როგორ ძლიერად მიყვარდა, მოუყევი ჩვენი სიყვარულის ამბავი ...მაპატიე, ასე მარტოს რომ გტოვებ,..მიყვარხარ..მარტო ამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყანაზე,თუნდაც ასეთი ცოტა ხნით,რომ შენ მყვარებოდი და ანასტასია მეჩუქებინა შენთვის...
...შენი საყვარელი იები...უამრავი ცრემლი და ყვავილი...შენი უსიცოცხლო სხეული...ღმერთო!რა ცოდვა მაქვს ამისთანა,ღმერთო?! რ ი ს თ ვ ი ს ???? მაპატიე,ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მაპატიე რომ შენში ეჭვი შევიტანე, მაპატიე, რომ შემოვუშვი ჩემსი ეჭვის ჭია. მაპატიე, რომ გპირდებოდი,მე მუდამ შენთან ვიქნები,იმიტომ რომ მე შენ ვარ მეთქი, და ვერ ვასრულებ ჩემს დანაპირებს -ანასტასიას რა ვუყო, თორემ მე ამქვეყნად აღარაფერი დამრჩენია...
. ..ხვალ, ანუ უკვე დღეს, ანასტასიას ქორწილია,.. ვიცი რომ გიხარია.ისეთივე შეყვარებული თვალები აქვს,როგორიც შენ გქონდა.ძალიან დაგემზგავსა, შენსავით ეცვლება თვალების ფერი და მარტივით ხასიათი აქვს.ყოველდღე შენზე მეკითხება რაღაცეებს, დედა ამას როგორ იტყოდა?, დედა ამას როგორ გააკეტებდა?..
...არავინ იცის მერამდენე ღამე დამათენდა თავზე შენთან ლაპარაკში...6574 შენთვის დაწერილი და შენგან წაუკითხავი წერილი დევს ჩემს მაგიდაზე..
...უკვე გათენდა, ღამით დაღლილი ვარსკვლავი გაჰყვა მთვარეს ლოგინში,
კვლავ ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით, თეთრად დამთოვა მე შენს ლოდინში...

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს...

nanano-მარტის მარათონის გამარჯვებული
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
აპრილის მარათონი

pikaso22
ტანაყრილი, ფაფარაშლილი, ცეცხლოვანი ამორძალივით, გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული. აქაიქ, ხის ძირებთან შემორჩენილ თოვლს დაადგა გიჟმაჟმა თვალი და მთლიანად დაუპირა აორთქლება, აქაოდა ყოჩივარდები უნდა მიმოვაპნიო ირგვლივ და რაღა შენი დროაო. საღამოსპირზე, გურიაში თუკი სადმე ჩხარტა და შაშვია ყველა ერთად აჟღურტულდა.გადაიძრო თეთრი საბანი არემარემ და ხასხასა მწვანეში ჩაეფლო.არაკრაკდა ღელე, აშრიალდა ტყე, მუხლებში გაყინულმა სისხლმაც მდორედ იწყო მოძრაობა. მძიმედ წამოდგა ბუხუტი სკამიდან, მთელი დღის მიწასთან ნაომარს ძალა გამოცლოდა, ჭამის თავიც კი აღარ ჰქონდა დაღლილ-დაქანცულს. მდუმარედ მიუჯდა მაგიდას. უგემურად გაღეჭა ლუკმა და მჟავე სახით მიუბრუნდა მარგოს: -რაია აი ქალო, მარილი კოლოფიანა ჩააგდე ქვაბში?
ძაღლის ყეფამ დაფარა ჭიშკართან მდგარი სტუმრის ძახილი.
-გადაირია მარგო ძაღლი, გახედე გარეთ-გასძახა ბუხუტიმ ცოლს.
ორიოდე წუთში კარებში ილიკო იდგა და იღიმოდა.
-რავა ყოველ საღამოს უნდა გამომეცხადო კაი საყვარელივით, შენს უნახავი ვერ დევიძინებ ღამე თუ? შეეკითხა ბუხუტი ილიკოს.
-რავიცი, რავიცი, რავიცი-ჩაიბურტყუნა ილიკომ და მაგიდას მიუჯდა-თათბირი იყო დღეს და მიწის გადასახადმა მოიმატაო, ბრიგადირმა-გააგრძელა ილიკომ
-რატომ ვითომო?
-რატო და მაგ მიწას რო ბარავთო, ყველით და კვერცხითაა დაბეგრილი და უნდა გადაიხადოთო.
-კაცო! სამოცი წელია მაგ მიწას ვბარავ მე, და არც კვერცხი და არც ყველი არ შემხვედრია შით. ჭიაყელები თუ ჭამს რა ჩემი გადასახდელია- გაცხარდა ბუხუტი.
მარგომ თეფში და ჭიქა დაუდაგა სტუმარს და ოთახიდან გავიდა.
-ხო კიდო რაიო ბრიგადირმა-ჰკითხა ილიკოს ბუხუტიმ
-რაიოდა, ვისაც დაფნა აქ ჩასაბარებელი, განცხადება დაწეროსო, რო ვიცოდე წინასწარ, აბა მე რა ვიცი ვის რა ხე უდგას ეზოშიო.
-ხო, ხო არ იციან ბიჭო! რაფერის ქათამი რომელი ხის ძირში მოსკინტავს იგი იციან მაგენმა და დაფნა მაქ ეზოში თუ არა იგი არ იციან ხომ?-ჩაიცინა ბუხუტიმ
-წავალ ახლა მე -წამოდგა სკამიდან ილიკო და კარერბისკენ გაემართა.
-ან მოსლა რა იყო, ან წასლა რაა-გაიკვირვა ბუხუტიმ- ტყულა არ მოხვიდოდი შენ, დაგრჩა რაცხა უთქმელი.
-ხო ბუხუტი, ნადი მყავს ხვალ და ხელის წაკრა მინდა პაწა, საბარავი მაქ მოძალებული-დაპატიჟა ნადში ილიკომ ბუხუტი.
-მოვალ ილიკო მოვალ, თუ ავათრიე წელი დილაზე ზეთ. ჩემი მიწის ბარვისას არ მხდება კვერცხი და ყველი და შენსას გამიმართლოს იქნება-გაუცინა ბუხუტიმ ილიკოს და სკამიდან წამოდგა. სტუმარი ჭიშკართან მიაცილა.
-იყავი კაცო რას მომყობი, კი მივაკლოვ ჭიშკარს-გაიღრიჭა ილიკო.
-არა ილიკო დავრწმუნდე მინდა რომ გადაი გადაღმა და უკან არ მობრუნდები ამაღამ-უთხრა ბუხუტიმ და სახლისაკენ გამობრუნდა.
ძაღლის ყეფა და ქათმების კრიახი ერთმანეთში არეულიყო, რომელსაც მარგოს წყევლაც მიემატა- გამოიარა შე არგასახარებელო, შეგჭამა მგელმა, დამრჩი მოუწველავი ამაღამ, ფერდებჩაცვენილ ძროხას მიმართავდა მარგო.
ბუხუტი ახორთან დაგდებულ ჯირკზე ჩამოჯდა, ყალიონი გააბოლა, ირგვლივ მიმოატარა მზერა და ფიქრებში დაუწყო თვლა უკვე გალეულ სამოც წელს. თვალი შეავლო კუთხეში მიგდებულ წალდს მასთან ერთად რომ ბერდებოდა, პირიც მობლაგვებია უკვე,არც ნაჯახს და ხერხს ადგია კარგი დღე.... ეხ, ილევა წლები და მასთან ერთად ვილევი მეც-გაიფიქრა ბუხუტიმ
ზამთარს ძალიან არ უნდოდა დანებებოდა გიჟმაჟ გაზაფხულს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ღამეც აღარ ემორჩილებოდა და მოსვლას არ ჩქარობდა, ნელ-ნელა მოიპარებოდა ღამის ბინდი.ძილის ბურუსში ეხვეოდა მთელი სოფელი.ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები ლამაზი ხვალინდელი დღის გათენებას პირდებოდა სოფელს.

bubusuna
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"

zvigeni
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული, შემოიჭრა და სილამაზით, იმედით გულანთებული ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მხარეს ლეჩხუმს მივაშურე სადაც ბაბუა მელოდება, ვიცი მთელი ღამით უძინარი იქნება და კისერი ჭისკრისაკენ მოქცეული ექნება, ლოდინით დაღლილი თვალებში რომ ჩავხედავ ისეთი შეგრძნებაა თითქოს ღმერთი მოგჩერებია. სოფელი ორხვი, ტვიშთან ახლოსაა, უმშვენიერესი სოფელი რაც კი ცხოვრებაში მინახავს, ნისლში გახვეული ხვამლი გადმოჰყურებს და გონის მთა უძველესი ღვთისმშობლის ეკლესიით რომელიც სამწუხაროდ ნახევრად დანგრეულია მაგრამ რომის კოლიზეუმს მირჩევნია სილამაზით. როGორც იქნა ძველი პაზის ავტობუსით ჩავაღწიე ტვიშამდე და რიონზე ბონდის ხიდით გავედი უფრო მალე რომ მივსულიყავი ბაბუა რა თქმა უნდა ჭიშკართან შემეგება, სახლში რა გააჩერებდა და გულში ჩამიკრა, თვალიდან სიხარულის ცრემლები გადმოუგორდა... გამეღვიძა. რეალობამ დამრთგუნა, ორხვის ნაცვლად ნიუ ჯერსში რეალობასთან ადაპტაცია გამიჭირდა და თვალები დავხუჭე, ისევ ფიქრს გავყევი იქეთ სადაც ჩემი სული მექაჩებოდა.
სოფელი ორხვი... აი აქ დაიბადა ბაბუა, პედაგოგი განთქმული თამადა და ადამიანი რომელსაც შეეძლო ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა მეცნიერივით, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. აი აქ გავატარე ყოველი ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. ბაბუა ხომ ყოველგვარ სურვილს მისრულებდა, ერთად ავუყვებოდით გონის მთასდა ზევიდან გადმოვხედავდით ამღერებულ რიონს, ხანაც არწივებს დამანახებდა ხვამლის მთას რომ დატრიალებენ. განსაკუთრებით ხის დარგვა უყვარს ბაბუას ბავშვობიდან მოყოლებული ყოველ წელიწადს ათ ძირს ხეს მაინც მარგვევინებდა ხან ეზოში, ხანაც ტყეში. მთელი ეზო ხეხილით ისე ქონდა გადახუნძლული მთელ სანათესაოს ყოფნიდა. ჩემთვის ყველაზე ლამაზ ვაშლებს შეარჩევდა და ცალკე შეინახავდა , კამპოტებიც ცალკე ჰონდა ბაბუას ყველანაირ კამპოტს აკეთებდა შვილიშვილებს ესიამოვნებათო, თავად არა სვამდა. ჭურ მარანი იყო მისი ნაქები და არასოდეს ღვინოს შაქარს არ დააყრიდა, ქრისტეს სისხლიაო ასე ეუბნებოდა ყველას.
სოფელი უყვარდა, ბუნება, მთები და ვერსად ერთი კვირით ვერ მიდიოდა თუნდაც დასასვენებლად ისე მოენატრებოდა ბებერი ხვამლი .მეუღლე ადრეულ ასაკში გამოეცალა ხელიდან მაგრამ 4 შვილი და რვა შვილიშვილი აჩუქა საქართველოს.

არც გონის მთაზე ამყვება ბაბუა, არც სათევზაოდ, არც მის კოლექციას (ლიტერატურულ ჟურნალ ცისკრის ყველა ნომერი ჰქონდა ) დამათვალიერებინებს, ვეღარც ვინმეს თვალებში დავინახავ ღმერთს.
ზამთარს გაყვა ბაბუა, ჩუმად მიიცვალა გაზაფხულის დასაწყისს.
ბაბუ მაპატიე არდაბრუნება და ის მოლოდინის ოთხი წელი რომელმაც ასე გაგტეხა.

ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული ... სიცოცხლე გრძელდება, ჩემთვის კი რაღაც დამთავრდა და გულში ჩაწყდა ის რაც ყველაზე მეტად ალამაზებდა ჩემს ცხოვრებას

mana
ტანაყრილი,ფაფარ აშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული.იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ-ველი.ჭრელ პეპლებსვარდის ირგვლივ განდა-განა გაუმართავთ.განდა-განი,განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი.ტყემლის და ატმის კვირტებს მსხვილი ცურები დაჰბერვიათ,ხოლო ალმურმოდებულ ბროწეულებს, სიყვარული წაჰკიდებიათ.
მზე მაცდურად იღიმება.ირგვლივ,ყველაფერი და ყველა ხარობს, ზეიმობს.მხოლოდ პატარა ქართლოსია მოწყენილი.სახლის აივანს არ შორდება, სკამზე ზის,ხელში ღირილო უჭირავს და სათითაოდ აცლის თეთრ ყვავილებს: მოფრინდებიან?- არ მოფრინდებიან. მოფრინდებიან?- არ მოფრინდებიან.თითქოსდა ფურცლების მოცლით,წუთებს და საათებს აცლის თავის მოლოდინს.
ქართლოს შვილო!- აქ რას უზიხარ?- შეეკითხა დედა.
დედიკო,-ჩემს კუდრაჭა მეგობრებს ველოდები და ჯერ არ ჩანან. აი ნახე იმათი ბუდეები ცარიელია,- მიათითა ბავშვმა მერცხლის ბუდეებს.
ნუ ნაღვლობ ქართლოს,- შენი მერცხლები აუცილებლად დაბრუნდებიან,თავიანთ ბუდეებს არ მიატოვებენ,- დაუყვავა დედამ.
ბიჭი შორეთს თვალგაშტერებით მისჩერებოდა.უეცრად მოწმენდილ ცაზე მუქი ფერის წერტილები შენიშნა.ბავშმა ერთი კი შეჰყვირა, ჩემი მეგობრები მოფრინავენო და კიბეზე სირბილით დაეშვა,თითქოს და შესაგებებლად.
მუქი წერტილები თანდათან ახლოვდებოდნენ. სულ რამოდენიმე წუთში მათ ცა სულმთლად დაფარეს. ათასობით მერცხალი თავის ბუდეს უბრუნდებოდა. ლოყებაწითლებული და ცრემლმორეული ბავშვი ხტოდა და ცდილობდა მათში გამოეცნო მისი სახლის ყოფილი ბინადარნი.
როცა მერცხლებმა ქართლოსის სახლს გადაუფრინეს,ორი კუდმაკრატელა გამოეყო ჯგუფს და ბიჭის აივნისკენ აიღეს გეზი. თავიანთი ბუდის დანახვაზე საშინელი, მონატრებული ჟივილ-ხივილი ატეხეს. ხან ჩაფრინდებოდნენ ბუდეში,ხანაც კი ამოფრინდებოდნენ და სახლის თავზე ირაოს აკეთებდნენ, მერე რიგ- რიგობით ბრუნდებოდნენ ბუდეში,პირში ბალახ ან ბუმბულგაჩრილი,თავიანთი ციხესიმაგრის გასამაგრებლად.
აი შვილო, ხომ გითხარი ა უცილებლად დაბრუნდებიანთქო, ღიმილით მიუახლოვდა დედა თვალებ გაბრწყინვებულ ქართლოსს,- ყველა მერცხალი ისევ თავის ბუდეს უბრუნდება ადრე თუ გვიან. ეხლა კი წამოდი ისაუზმე.
ქართლოსმა დედას ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოსკენ გაემართა. ფეხები და თვალები უკან რჩებოდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ ჩემი მერცხლები, არ დაივიწყეს სამშობლო და თავიანთი ბუდე ჩურჩულებდა პატარა.

და იდგა ლურჯი აპრილი, და მზე მორცხვად, მაგრამ მაცდურად იღიმებოდა, უხვად არიგებდა თავის თბილ სხივებს და სიყვარულის ოქროსფერ ქსელში ახვევდა გარემოს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მაშ ასე იწყება ივნისის PEN მარათონი.

მარათონი დამთავრდება 28 ივნისს. რას ვთავაზობთ გამარჯვებულს საიდუმლოა :):):)

გოდერძი ჩოხელის სახელის უკვდავსაყოფად, შესავალს გთავაზობთ მისივე მოთხრობიდან \" სიცოცხლის საგალობელი\"

\"აფუსფუსებულია დედა-ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს\".


გისურვებთ წარმატებებს.

p.s-მათთვის ვინც პირველად ღებულობს მონაწილეობას ამ მარათონში.
ამ დასაწყისზე, რომელიც უკვე დაწერილია, უნდა გაგრძელდეს ნებისმიერი ჟანრის მოთხრობა.
მოთხრობების რაოდენობა არაა შეზღუდული. არც მოთხრობის ზომა (სასურველია პატარა იყოს, ან ძალიან დიდი ნუ იქნება).
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ხალხნო და ჯამაათნო. კონკურსი დაიწყო.
მათთვის ვინც პირველად მიიღებს მონაწილეობას, კონკურსის წესები აქვეა მითითებული.
შეგახსენებთ:
1.კონკურსი მთავრდება 28 ივნისს
2.მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ დესპანელს
3.კომენტარები გააკეთეთ მხოლოდ თემის ირგვლივ.

აბა ჰე, წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულია დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
მდინარის იქით ჩრდილიანი ჭალაა. იქ ნამეხარ მუხაზე გაქუცული ჭინკები შემომსხდარან და უკმაყოფილოდ იყურებიან ქვემოთ..
მუხის ქვეშ გაბზინებული მერსდესია, მანქანიდან ახალგაზრდა, ბეჭგანიერი კაცი გვერდული ღიმილით უყურებს ცოლშვილს.
ცოლშვილი_თვალისმომჭრელად ლამაზი ქალი და ორი გოგონა რაღაცას ეძებენ ბალახებში...
_ფურისულა,ყოჩივარდა...ეს არ გვინდა ...აი, შეხედეთ დედიკოებო, ასეთი უნდა იყოს,ბესსმერტნიკი, ანუ უკვდავა ქვია, ჯერ არ გაყვავდება ზაფხულამდე, მაგრამ ფესვი გვჭირდება...შეხედეთ,რა უნდა ეძებოთ..._ქალი მოწიწებით ფურცლავს გაცვეთილყდიან,ბებიასეულ რუსულ წიგნს.უფროსი გოგონა ჭორფლიან ცხვირს იჭმუხნის...ოოო. კარგი რა, დედიკო, დასახტი მაქვს, მუსიკაშიც ვიმეცადინებდი, წავიდეთ რა!..._პასუხად პატარა დაიკოს საყვედურიან მზერას და დედამისის სიცილს იღებს:რატომ არ ჩაუჯდები მამაშენს მანქანაში და კროსვორდებში არ მიეხმარები, მაინც არაფერი გამოვა თქვენგან!_
მანქანიდან:_მე ყველაფერი მესმის, ქალბატონო!_ქალი მოტრიალდება და მწვანე თვალების გაელვებით_ჩემს ფეხებს თუ გესმის!........ერთხანს ოთხივენი იცინიან, იცინიან თავდავიწყებით .უმცროსი და ქალი_ერთნაირად, უფროსი_მამასავით გვერდულად.ჭალაში რაღაც ზებუნებრივი ჰაერის ჭავლები ამ სიცილს ერთად აგროვებენ და განაბნევენ, აგროვებენ და_ისევ ისე! ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისმის კაცის ხმა:იის შარბათი, ფურისულას ნაყენი, მრავალძარღვას სალათი...სადაცაა ჭიამაიის ხაშლამასაც შემოგვტენი, ტყუილად კი არ ეძახდნენ საცოდავ ბებიაშენს ალქაჯს...ეს რა დღეში ვართ, ახალი დედა არ გინდათ, შვილებო?!_და უცბად მოსხეპით_სად არის შენი და?!5 წლის გოგო ტუჩებს ბურცავს და წარბებს ზემოთ პაწია ღრმულები უჩნდება...კაცი და ქალი ორ ნახტომში მდინარის ნაპირთან ჩნდებიან...
..._აველინა რა ჯანდაბა გინდა,რას შემომსვი აქ, ჩვეულებრივები არიან რა!წამო,მჟაუნა ვიცი...
_ჩვეულებრივები არ ვიცი, მაგრამ აი ის, მეორე, წითელთმიანი_ადგილის დედაა, დაბრუნდება!
_რომელი, რომელი?!მაგას გზები დასტრიალებს, თავზე, ვერ ხედავ, სულ გამოფრუტუნდი?!
_კი, მაგრამ დაბრუნდება, დაბრუნდება მეთქი გეუბნები...ეგ არი! ვიპოვეთ!_მოკაუჭებულ თითს იშვერს აველინა და უკვე ხიდან ჩამოცოცებას აპირებს:_გაინძერი, ნიშანი უნდა მივცეთ...
.....შენ მოგიკვდეს დედა! აქ რა გინდოდა, მკლავზე რა გჭირს?!_რა სჭირს და აი ესაა შენი კაპრიზები და აკვიატება!ამდენი ბალახ-ბულახით რაღაც დამართე ბავშვს!წამოდი მამიკოსთან,_ხელში აყვანას ცდილობს კაცი...არ მინდა! რვა წლისა ვარ!თანაც ჭინკები ვნახე!_აპროტესტებს გოგო...დედას უკვე მწვანე თვალები უწყლიანდება, მაგრამ მაინც მკაცრად ამბობს:ცოტა სიცხე აქვს, წავედით, ასკოფეინს და ჟოლოს ჩაის დავურტყამთ...ჰო, და თანაც ხვალ სკოლაში არ გაგიშვებთ...
_ვაშშაააა!_ყველაზე წინ მირბის წითელთმიანი, უკან მიყვებიან ცოტა არ იყოს შემცბარი, მომღიმარი მშობლები და და...
_აგერ, დაუჯერე ახლა ამას.._აფერისტია-მეთქი გეუბნები!_შენი შვილი რა უნდა იყოს?!-ისევ სიცილის ტონალობა და თბილი ჭავლები...

20 წლის მერე:-კრენფორდი, ნიუ-ჯერსი, აშშ.დერმატოლოგ პრავდას კაბინეტში:ქალბატონო როსს, რა უნდა გითხრათ,
უნიკალური კანი გაქვთ, მაგრამ ყოველთვის, როცა პროცედურებზე მოდიხართ, მებადება კითხვა:რატომ არ გნებავთ ეს პატარა ლაქა მოგაცილოთ მარჯვენა მკლავიდან?ახლა ხომ ლაზერული ტექნოლოგიით ვსარგებლობთ, თანაც მილენიუმის ფონზე აღარავის მოსწონს ხალები..._არა დაკ,ეს ალერგიაა..._აა, გასაგებია, ისე თქვენ ბუნებრივად ჟღალთმიანი ხართ, არა? წითურები უფრო მგრძნობიარე კანით გამოირჩევიან, მე გამოგიწერთ ერთ პრეპარატს..._არა?! ოკ, მა-ამ, როგორც გენებოთ._\"ქალბატონ\" როსს ეღიმება....ოო, ეს თეთრი ჯონიები... რამდენი წლის ამბავია?!...ჰმ!
კიდევ 20 წლის მერე:_ამიხსენი, თუ შეიძლება, რა ჯანდაბად გინდა აქ სახლის აშენება?!_აქ!აბსოლუტურ ვაკუუმში!რა გჭირს,სულ დედაშენის ლიანდაგზე წახვედი, ცოტა პრაგმატულობა ხომ უნდა გქონდეს, შვილო!_მამა, იყოს ესეც რა, მერე აგიხსნი.მიყვარხარ...კაცი შემობრუნდა და ხელები გაშალა...თავისდამოულოდნელად და სპონტანურად_მყისიერად მოავლო
თვალი მიდამოს და უცებ დაინახა, რომ
_აფუსფუსებულია დედაბუნება!
_დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჭიკჭიკებენ!!
_ადიდებული მდინარე კი ნაპირებს ეხლება და მღვრიე, ძალიან მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს
მიაგორებს!!!

_
..........

_
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
დორადოოოო, მაგარია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ბრწყინვალე დებიუტია \"dorado\". კეთილი იყოს შენი ფეხი ამ მარათონში.
ძალიან კარგია, წარმატებას გისურვებ.

კარგი დასაწყისია, იმედია გაგრძელებაც ასევე მშვენიერი გვექნება.

ყველას საყურადღებოდ

კომენტარებს ვინც გაუკეთებს ნებისმიერის ნამუშევარს, გთხოვთ მოთხრობასაც ნუ გადმოაკოპირებთ. მიზეზების აღწერას აქ არ შევუდგები.
ეს თხოვნაა. თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება. თუ არა და მაინც წავშლი :) :)

მომიტევეთ ესეთი კატეგორიული ტონი. მაგრამ დესპანის კონკურსებს, სერიოზული სახე გვინდა მივცეთ. ჭორაობა და ხვევნა კოცნა სხვა ტოპიკებში.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
პატივი ეცით
(კონკურსგარეშე)

აფუსფუსებულია დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით, უზარმაზარ ლოდებს მოაგორებს.
-იმ ცაცხვის ხეს ხომ ხედავ?
-აბა სად
-მარჯვნივ გაიხედე ბიჭო.
-ხო მერე რა?.
-რა და მაგ ცაცხვის ძირში იწვა გაუნძრევლად, იწვა და იწვა ის უბედური
-ვინ უბედური?
-ლოთი ბარაბა.
-და რაა რომ იწვა?!
-თუ ძმა ხარ სიგარეტი მომაწოდე.
-რავა, ბარაბაზე ანერვიულდი? წამო ვნახოთ, იქნებ ეხლაც იქაა.
-ეხლა კუკიაზეა.
-მაშინ კუკიაზე ავიდეთ.

P.S-პატივი ეცით ლოთების ხსოვნას

-ჩქარა ნემსი
-რა ნემსი?
-ძროხას რომ უკეთებ ხოლმე.
-გადაირიე? რად გინდა ძროხის ნემსი?
-უხ მე იმისი ვინც შენ ექთნობა დაგაბრალა, ქალო ნემსი მოიტა წამალი გავიკეთო.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მოაგორებს.
ხელებგაშლილი მოსწყდება ადგილს და ამ გადარეულ მორევში გადაეშვება
-ეგონა გაფრინდებოდა, მერე რაა რომ ფრთები არ ჰქონდა? სურვილი ხომ ჰქონდა?
-ხოდა შთანთქა გიჟმა მორევმა სურვილთან ერთად
ქალის კივილმა შესძრა არემარე.
-და რა დარჩა აუსრულებელ სურვილთან ერთად?
-ახლადამობიბინებულ, მწვანედ მოხასხასე მოლზე, მზის სხივებთან მოთამაშე სისხლით გაჟღენთილი \"შპრიცი\"

P S-პატივი ეცით ნარკომანთა ხსოვნას.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
მე,შენ და მზე

აფუსფუსებულია დედა-ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს\".

ჩემი ფიქრები ისევე მღვრიე, როგორც ეს მდინარე, ქარმა წაიღო და ისევ უკან დამიბრუნდა...

გაზაფხულის მშვიდი საღამოა, მზე ირაკლავს ნამიან ბალახზე სხივებს და ამაყად მიბრძანდება, უხარია, რომ თავსხმა წვიმის შემდეგ ამღვრეულ მდინარეს ისევ ამხნევებს.სტყორცნის სხივების კონას და მასაც მეტი რა უნდა, თამაშობს ბავშვივით,ხოლო მდინარის ხმაური კი სოფლის მეოცნებე გოგო-ბიჭებს იმედებს უახლოვებს.

მუხის ასაკი არავის ახსოვს, თუმცა სოფლის სიმბოლოა. სიმბოლო მოგონებების,სურვლების, პირველი კოცნის. თითქოს ღმერთმა იმისთვის გააჩინა, რომ არ მოვიწყინოთ, ხელახლა რომ დავიბადოთ, რომ განვიცადოთ ყველაზე მთავარი. ყველა ჩვენგანის საიდუმლო იცის. იტევს ყველას..მუხაც ეჩურჩულება მდინარეს, არ დამიფრთხო წყვილებიო. ვნებიანად შრიალებს, თითქოს სასიყვარულო დრამას ასრულებს. მდინარესაც აქვს წარსული, ესეიგი უყვარდა კიდეც. ეხლა კი იგონებს... სევდა ამშვიდებს, ისევე, რორორც ბავშური სილაღე, მზემ რომ უბოძა...

-ნინია წამო მდინარეზე, ლუკა ბიძიამ ბადე მიმიქსოვა, შენ რომ გიყვარს ის თევზი დავიჭიროთ.

-არ მინდა თევზი ნიკო, მზეობანა ვითამაშოთ.

-მზე, რომ ჩადის ნინია?

-მაშინ, გავაცილოთ ლაბადაანთ მთაზე.

-ნინია ჩვენი სოფლის იქეთ, ცხრა მთის იქეთაც ჩადის მზე-დედამ მითხრა.

-მართლა ნიკო? მდინარეშიც ასე აბანავებს სხივებს, როგორც ჩვენთან?

-კი ნინია..მუხის ჩრდილს იქაც არ აწუხებს

-ჩემი ოთახის ფანჯარაში, რომ შემოდის არილი და თვალებზე მეფინება, იქაც ესეა? იქაც ყველა ფანჯარაშია მზე ნიკო?

-დედამ მითხრა, რომ ყველგანააო.
რატომ ტირი ნინია?

-ჩემი მეგონა ნიკო, ჩემი და შენი..

-მე,შენ და მზე, ყველგან ასეა ნინია
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
ძალიან მომეწონა კონკურსი.
კარგები ხართ.

გამოდის,რომ მეც უნდა დავწერო რამე.
კარგით გენაცვალეთ.

ამ შაბათს დავთვრები, გულს ამოვიჩუყებ და მერ ნახამთ, რასაც შევთხზავ.

მადლობა ყველას, მართლა მესიამოვნა თქვენი ნაწერების კითხვა.

ასე გააგრძელეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მომეწონა ამ ტემის გახსნა.
კარგები ხართ
მეც ვეცდები
რამე დავწერო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვაშლი, კარგი იყო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
სიცოცხლის საგალობელი.

აფუსფუსებულია დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
მოღრიალებდა და მოდიოდა ენგური, თან ქვას და ღორღს მოაგორებდა , გაუთავებლად ბუზღუნებდა, თითქოს მთელ ქვეყანაზე იყო განაწყენებული. გაავდრებას აპირებდა, ცაზე აქა-იქ ელვა გაკენწლავდა და ის თუ მოჰფენდა ირგვლივ შუქს, თორემ უკუნი სიბნელე იდგა.
ენგურის ხმაურს უერთდებოდა ცხენის ფრუტუნი და მის ფლოქვებქვეშ დაგორებული ქვების ჭახა-ჭუხი. ვინ იყო მხედარი? ან რა გასჭირვებოდა ასეთი, რომ ასეთ ამინდში მთაში შემოღამებია?
გიორგი ბენდელიანი, მეზობლებში \"ლიმ- კაცად \" წოდებული მოაპობდა წყვდიადს. შავ ნაბად მოხურული იჯდა ცხენზე და ბედაურისთვის მიენდო მისი ბედ- იღბალი, თავად კი ფიქრებს წაეღო, მხოლოდ დრო და დრო თუ ამოიოხრებდა ხოლმე მძიმედ. მის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მხოლოდ. უზარმაზარმა ტრაგედიამ გატეხა კაცი, მაგრამ არასოდეს თავის ჭირ-ვარამს სხვას არ ახვევდა თავზე და ყველაფერს გულში ინახავდა.
ერთ დროს უბედნიერესი ოჯახი ჰქონდა გიორგის. სოხუმის შესასვლელთან ცხოვრობდა მეუღლე მართასთან და ერთადერთ შვილთან ნუგზართან ერთად. ორსართულიანი სახლი და ციტრუსების პლანტაცია ჰქონდათ. ზუსტად ერთი წლის წინ დააქორწინა თავისი პირმშო. რძალი, ნათია მეზობელი სოფლიდან მოიყვანეს და დიდი ქორწილიც გადაიხადეს. დღე და ღამეს ასწორებდნენ მართა და გიორგი შრომაში, მაგრამ დაღლას ვერ გრძნობდნენ, ისე დიდი იყო მათი ბედნიერება. ამას ისიც დაემატა, რომ ნათია მალევე დაფეხმძიმდა და მთელი ოჯახი სულმოუთმენლად ელოდა ახალი წევრის შემომატებას.მაგრამ..... მაგრამ და მაგრამ...... დაიწყო ომი და ომმა წარხოცა ყველა სიამე და ბედნიერება. ომმა ძაძებში გამოაწყო არა მარტო გიორგის ოჯახი, არამედ ნახევარი საქართველო.
ვაიიიმე შვილოოოოო, აღმოხდა გიორგის და შხარამაც მყისვე სიტყვასიტყვით გაიმეორა მისი სიტყვები, თითქოს თანაუგრძნობსო მწუხარე მამას. შვილოოოოო! ჩემს მკლავზე დალიე სულიიიიი, საფლავიც კი ვერ გაგითხარეეეე. არადა რა დამავიწყებს შენს სიცოცხლის მოწყურებულ თვალებს, როგორ გეძნელებოდა ჩვენი დატოვება, განსაკუთრებით შენი საყვარელი ნათიკოსიიიი. მამა, დედას და ნათიას მიმიხედეოოოო, ბიჭი თუ დაიბადოს ტანძია დაარქვიო, ბავშვობიდან იარაღის ხმარა ასწავლეო, რაც ჩვენ დავკარგეთ იმან უნდა დაიბრუნოსოოოოო, ეს იყო შენი უკანასკვნელი სიტყვებიიიი,- ჰგოდებდა და ქვითინებდა \" ლიმ კაცი\"
მერე..... მერე ყველაფერი ციბრუტივით დატრიალდა არაფერი ახსოვს, როგორ მოხვდა პაპისეულ კერაზე სვანეთში ოჯახტან ერთად.
კიდევ რამოდენიმეჯერ დაიქუხა და გაიელვა. გიორგიმ ცხენი ენგურის ვიწრო წელში შეაგდო. ცხენმა ერთი კი დაიფრუტუნა და დანებდა პატრონს. სვანური ნაბდის ქუდი, გვერდზე მოქცეოდა მხედარს. ენგურის ცივი სისველე შუბლს ულოკავდა და ჭაღარა თმებზე ელაციცებოდა,მაგრამ სევდისგან გაბოროტებული მამა ვერაფერს გრძნობდა ერთი კი შეივლო ხელი ჩოხის ჯიბეზე,რომ მართასთვის განკუთვნილი ციმ-ციმ შენახული გულის აბები შეემოწმებინა . როგორც იქნა გავიდა მდინარის გაღმა და აღმართს შეუყვა ისევ.
ირიჟრაჟა. სადღაც საზარლად დაიქუხა, ალბათ მეხი ჩამოვარდა სადმე, და კოკისპირულად დასცხო. გიორგიმ მიმოიხედა. უკვე ლამარიას სალოცავთან მოსულიყო. პირჯვარი გადაისახა , ცხენს მათრახით ოდნავ მიეფერა და ცოტა აჩქარებულად განაგრძო გზა.
გულდათუთქული უცქეროდა გიორგი ძაძებში შემოსილ მოფუსფუსე მართას და ნათიას, ყოველ დილით იმათი შეცხადება გულს უპობდა შუაზე, მაგრამ მყისვე ქურდულად შეავლებდა თვალს რძლის მუცელს და იმედით ევსებოდა გული, იქ მისი ნუგზარი ეგულებოდა გაუბედურებულ მამას .
წვიმამ მალე გადაიღო და შეთენდა კიდეც უფრო. გიორგი აფუსფუსდა, რაღაცას უგრძნობდა გული. მისი სოფლამდე ცოტაღა დარჩა. მზემ ამოსვლა დაიწყო. მზის სხივებმა ჯერ უშგულის და შხარას მწვერვალები გააბრჭყვიალეს და შემდეგ ესტუმრნენ სოფლებს. აჟღურტულდნენ ჩიტები, ნაწვიმარმა ენგურმა კი უფრო მოუმატა ბუზღუნს. სახლს რომ მიუახლოვდა, გიორგის თავისი აივნიდან თოფის გრიალი მოესმა, თავისი ბიძაშვილი ბაბუკა შეიცნო და გასძახა: რა იყო ბაბუკოოო, ხომ არის მშვიდობააა?\"
ბიჭი შეგეძინა შვილიშვილი გიოოოოოო!- გამოსძახა ბაბუკომ.
გიორგი ადგილზე გაქვავდა, ცრემლებით აევსო თვალები, მუხლებზე დაემხო და დაიწყო ხმამაღლა დაჭრილი ლომივით ბღავილი; შვილოოოოოო, გამიცოცხლდიიიიი? ტანძია გაგიჩნდა ბიჭოოოო, სიცოცხლე გრძელდებააააა!
უშბამ და შხარამ მყისვე აიტაცეს ეს სასიხარულო ცნობა და განუწყვეტლივ იმეორებდნენ.ზეიმობდა მთელი სვანეთი ახალი სიცოცხლის მოვლინებას.
შორს ტყეში, უზარმაზარ შუაზე გადახლეჩილ ასწლოვან მუხას ბოლი ასდიოდა, ხოლო მის ფესვზე ახლად აღმოცენებული ნორჩი ყლორტი მზეს ეპრანჭებოდა.
ვიღაცას ჩონგური აეღო ხელში და ტკბილად მღეროდა:\" კიდევაც დაიზრდებიააააან , ალგეთს ლეკვები მგლისანიიიიიიი........\"
აფუსფუსებულია დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)
დესპანი