↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მამასახლისო წერილი მიიღე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
კი ჩემო მეგობარო მივიღე და მოხარულიც ვარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
mamasaxlisi wrote:
ციტატა:
ამ დროის განმავლობაში მე სტუდენტი მეზობელი გავხდი თქვენი დამსახურებით

სტუდენტი არა სუდენტი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მე სტუდენტი წავიკითხე..არაუშავს..ცოტა ხანში კარენოი გავიჩითები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
likako wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს
რა მინდა?სიყვარული მინდა მაწვიმდეს...

\" იქნებ დაგვიანდა

ან იქნებ ადრეა......\":) :)

ისე სეტყვა არ წამოვიდეს თორემ ეგ ქოლგა ვერ გაუძლებს და თავში მოგხვდება გოროხები=lol= =lol=

=fiqri= :huh: :huh: =fiqri= =fiqri= =fiqri= ასთე აიიიიიიიიიიიიიი =lol=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენ მომიძულე.. გამწირე ვაგლახ
და ანგელოზის მომტეხე ფრთები,
მე სულ უბრალო კაცი ვარ ახლა,
დაგინახავ და ბავშვივით ვკრთები.
ის მოტეხილი ფრთები მოგართვი,
გემშვიდობები დანუღარ მერჩი...
შენ იღიმები... და ჩემი ფრთები
როგორც მარაო გიჭირავს ხელში .

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ პატარა ხარ, ისე პატარა,
ისე საოცრად ნამლევი გოგო,
ისეთი მორცხვი და კაფანდარა,
ვით ნაწვიმარზე მოსული სოკო.

მე ქუჩის თავში რომ გამოვჩნდები,
შენ ქუჩის ბოლოს შეუხვევ უცებ,
თუ ერთი გზა გვაქვს, ჩვენ დამორცხვებით
და უხმაუროდ ავყვებით ქუჩებს.

ვდუმვართ, ნაბიჯი ვერ აგვიწყვია,
უსიტყვოდ უნდა ვუცქიროთ დღესაც
მე ქვევით, შენი თვალების წყვდიადს,
შენ ზევით, ჩემი თვალების ზეცას.

საით წავიდეთ? რა ვთქვათ ისეთი?
რომ გაგაცილი, სად გაგაცილო?
ქუჩაში როგორ გამოგყვე გვერდით,
ასე პატარას და სასაცილოს?

სანამ სხვა ვინმე ამას გეტყოდეს,
გეტყვი, ნათქვამი ნუ გაგაოცებს,
ნეტავ მინდოდე, ნეტავ გეტრფოდე,
ხელში აგიყვან, ისე გაკოცებ...

მაგრამ ეს გული მართალი ცამდე,
შენი ოცნების ვარსკვლავი კენტი,
ამბობს:-პატარავ, შენი გზით წადი,
ჯერ სიყვარული ადრეა შენთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ძალიან ლამაზია ბუბუსუნა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე.
გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.
ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ , მეგობარო.

თვალები მისთვის მომცა გამჩენმა-რომ შენ გიმზირო,
ენა ამიდგა-რომ შენი ეშხის დავდგე ქადაგად,
სმენა მიბოძა-შენს მაჯისცემას დავაყურადო,
გული ჩამიდგა-რომ შენ მიყვარდე.

თვალს თუ დამთხრიან,შენ ვერ წაგშლიან ბნელშიც ხილულო,
ენას თუ შანთით ამომართმევენ, მუნჯსაც გამიგებ,
სმენას ჩაკლავენ? შენს მაჯისცემას მაინც მოვუსმენ,
და თუ კი გული ამომაცალეს, მაშინ მიშველე.

შენს თბილ მიწაში, როგორც აკვანში , ისე გამხვიე,
ტანს არტახები მუხის ფესვების გადამიჭირე,
გამძარცვე ტანი, მიწიერ ცოდვით დამძიმებული,
შენად მიიღე სული ჩემი... და დამიტირე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
შენი თვალები ყველაფრის და არაფრის მთქმელი
შენი თვალები სევდიანი, ცრემლისმომგვრელი
თვალები ბნელი, შორეული, მიუწვდომელი
მზერა გამჭოლი, შეუვალი, დამაბნეველი.
თვალები სადაც სევდა არის გამოუთქმელი
ნაღველი, დარდი, მწუხარება ამოუთქმელი
თვალები სადაც ინთებიან ცეცხლის ალები
იდუმალი დასაყვარელი შენი თვალები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და
მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Jun 2008
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჭეშმარიტება

ათასჯერ მიგასაკლავებენ,
ათასჯერ სამართებლით დაგკლავენ.
საჯაროდ მიგასაფლავებენ,
საჩქაროდ ფაციფუცით დაგფლავენ.

მწუხარედ გოროხებს დასწვდებიან,
წესი არისო და, მოგაყრიან,
აღაპშიც სუფრისთავს დასხდებიან
და ცრემლებს
ყალბ ცრემლებს, მოგაღვრიან.

მაგრამ რის მკვდარი და რა ცხედარი, -
სამარხი ყლორტებით გაგიჭრია, -
გაიხედავენ და, რას ხედავენ:
ამაყად ფრთები გაგიშლია!

საკუთარ საფლავზე ამოსულხარ
და, რაკი საფლავში წოლილხარ,
უკორძო, უხინჯო გამოსულხარ,
კორდის ჭადარივით სწორი ხარ!

ზეცისკენ შუბივით წამახული,
მწარე ხარ, მაგრამ მოწყალეც ხარ,
ათასჯერ ღალატით დამარხული,
ათას მეერთედ ცოცხალი ხარ!

შენი ნაფოტისგან გამოთლილი
ეს ჩანგიც ჯიუტად ენამწარობს...

სკარაბაუსი მოგიკვდეს!
სკარაბაუსი გენაცვალოს! :):)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი