↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი,
რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ...
მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი,
ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...

მენატრებოდა შენი ფართო თვალების ცქერა...
და ოცნებებით შენს ფიქრებთან შეხვედრა მსურდა,
მსურდა გამეგო, წუთით მაინც თუ გაგახსენდი,
ჩემი ალერსი, მოფერება ნუთუ არ გწყურდა?

მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია
შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური...
მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა,
რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.

შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს...
ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია...
გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე,
გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
და ზმანებების პირისფარეში.
ჯანდაბას ათასერთივე ღამის
სულის ამოხდა ღია თვალებში;
ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -
შენი მწარე და მწირი ხუმრობა.
ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,
ქარწაღებული კირითხურობა;
ურვის ურდოთა შემოწყობანი,
გახსენებული გემო ცრემლების.
ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის
მკითხველები და გამომცემლები;
გული - საშენოდ ძლივს მონაკრები
ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება
და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები
ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..
მაგრამ:
თუ ხსოვნა განგების დასებს
ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ
და ვით დამეცი ქარიან თავზე,
არ დამავიწყდი ისე უტიფრად;
კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,
ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;
თუ შემიგინე შემოსაყრელი
ქალწულიცა და ნაქალწულარიც
და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,
აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;
თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,
ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;
თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს
გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;
ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,
ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -
ნურც გაკვირდები:
ვეღარ გავქვავდე,
როგორც საცრემლე მესაფლავეთა;
ამომივიდეს ყელში
აქამდე
ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;
თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური
და ყულფში გავყო მთელი შეგნებით -
სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური
ამბოხებული მხედრის ჩექმების...
გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,
რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...
- ასე დაერქვას შენი სახელი
დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
კარგი ხარ ბუბუსუნა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ქვიშის მარცვალში დაიგულე მთელი სამყარო,
ველურ ყვავილშიც თვით ხვთაების სახე იცნობა,
უსასრულობა დაიტიე ხელის გულზე და
ბედნიერ წამში ჩაამწყვდიე მარადისობა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა კატრინ!

განშორება

გულში ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
მონატრებამ გამიჩინა იარა,
სიყვარულის კიდევ მქონდა იმედი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

მე მივნატრი იმ წუთებს და იმ წამებს,
როცა სახეს გინათებდა ღიმილი,
დავიჯერე ის ალერსი ვიწამე,
მაგრამ ახლა ამივარდა ტირილი.

რა ლამაზი იყო ჩვენი ოცნება,
მე ამურმა გულში მტყორცნა ისარი,
შენი ტუჩი დღეს აღარ იკოცნება,
თითქოს ვნახე სიყვარულის სიზმარი.

ჩვენი გრძნობა იყო რა გულსაკლავი,
სიყვარულის დაიცალა ფიალა,
ცაზე ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
ისიც მოწყდა, სადღაც ჩაიფრიალა.

გიორგი არაბული

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბედნიერებავ...

ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ,
შენ დამემალე,
მე კი ცრემლმა ფერი მიცვალა,
დამალევინა პოეზიამ შავი ზედაშე,
შენი ადგილი, ჩემს ხეულში გარდაიცვალა.

დარდმა შემიპყრო,
დარდი არის ჩემი მხევალი,
ჩემი სისხლი და ჩემი ფიქრი შავი ზედაშე,
ერთი უბრალო პოეტი ვარ-
სევდის მძევალი,
ბედნიერებავ, განვსხვავდებით ძლიერ მე და შენ.

პოეტებს ყველას თვისი ჯვარი დააქვს წვალებით,
ცრემლად ეღვრება პოეზია ქვეყნიერებას,
მე საფლავს ვხედავ,
გადაღლილი ჩემი თვალებით,
მე სევდას ვეძმე,
თუმცა გეტრფი ბედნიერებავ.

გიორგი არაბული
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მხოლოდ შენ მიყვარდი, არვინ სხვა
ყიოშ გულს რარიგად მითბობდი,
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მსვიდობით!
მშვიდობით!
ალბათ, მე რაიმე შევცოდე,
ალბათ, მე რაიმე გამომრჩა,-
დრო ჩვენი ტრფიალის ესოდენ
მძიმე და მოკლე რომ აღმოჩნდა
რომ ასე ერთბაშად გასრულდა
ის გზები, მე რომ გრძლად ვსახავდი
ან,ალბათ, ვერ მივხვდი, რა გსურდა,
ნახვამდის!
ნახვამდის!
ნახვამდის!
ალბათ, მე რაიმე ვერ შევძელ,
ვიღაცამ რაღაცა დამასწრო...
მინდა, რომ ყოველთვის გეძებდე,
მაგრამ არ გიპოვნო არასდროს!
მხოლოდ შენ მიყვარდი, არვინ სხვა,
ზღვის პირად ერთად რომ ვიდოდით,
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!

მინდია არაბული
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,

დაუსრულებელს და უყავაროს,

ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,

მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,

როგორც უხრია სწორი ვერხვები,

მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი

და შენს უღონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,

თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,

რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა

გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უშენოდ ნავს ვგავდი - უიალქნოს
ზღვაში მარტოდ მარტო გასულს
Uშენოდ მგზავრს ვგავდი უილაჯოს
გზაზედ ბედისწერით გასულს

ხანაც მარცვალივით კლდეზე ვეგდე.
ფესვი რომ გამედგა - რაზე?!
უფრო ჩვილი ვიყავ,
გასაზრდელად კალთას მივეკედლე რამდენს...

შენს გზას არიდებულს
დიდხანს მეგონა..
უმჯობესია ასე...
უკვე გვიანაა...
წარსული არ ბრუნდება
იყოს რაც არის
ასე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი
მიბინდავს მზერასა,
მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი,
ვავადობ ხელახლა...
ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები,
პატარა წყენაცა...
ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი
აქამდე შენა ხარ...
გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი
ფეხდაფეხ გავტოპე,
უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ,
ზეიმობ... მაჯობე...
მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც
ალმასთა სხივითა,
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად
კალმახის ჟინითა...
ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე,
ლექსებით ვხმიანობ...
შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით
ბუჩქებში ვკიაფობ...
მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ,
ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ...
მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი,
კვლავ და კვლავ ვავადობ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

რომ არ წაიქცე, ხელს შეგაშველებ,
ოღონდ მიმოყვრე,სულს არ დაგიჭერ,
შემცივნული ხარ? აჰა, ჩემი მზეც!
ჩემთვის ფერგამკრთალ სანთელს ავირჩევ.

შეშფოთებული გავურბი ღალატს,
გეხვევი, გკოცნი,ეჭვი მაგიჟებს,
მთელი სიცოცხლე შეცდომებს ვნანობ,
და მაინც ვცდები ყოველ ნაბიჯზე...

=indian

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -
ქარი ქრის, ოცნების სარკმელში
შემოდის რძისფერი სინათლე.
ისეთი ლამაზი ღამეა,
დავხუჭავ თვალებს და... გინატრებ!

გინატრებ კრძალვით და მალულად,
მთვარე დაიღვრება ფიქრებად,
გული სიმარტოვით შეჰკივლებს,
და მერე მოხვიდე იქნება...

ქარი ქრის, ოცნების ქარი ქრის,
სარკმელში კეკლუცობს სინათლე,
ისეთი ლამაზი ღამეა,
დავხუჭავ თვალებს და... გინატრებ!

=baby=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული,
მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე,
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო,ბოდიშით და მყვარებიხართ
მაპატიეთ ქალბატონო,რომ მიყვარხართ,
როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი,
წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი