↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts29
კარმა6
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
mana wrote:
ციტატა:
ძვირფასო დესპანელებო!
სადგურიდან ვუშვებ მეორე მატარებელს, СВვაგონებით. იმისათვის,რომ თამაში ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გამოვიდეს, მინდა ცოტა სტილი შევცვალო. მოთხრობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამკაცის სიყვარულზე ( არავითარი გადახვევა თემიდან) და მივცეთ დღიურების სახე.შესატყვისად დავარქვათ \" დესპანეს დღიურები\". ღვითოეული თქვენთაგანი სურვილისამებრ შედიხართ და აფიქსირებთ დროს და საათს, შემდეგ სწერთ დღიურს,რომელშიც შეგიძლიათ,ან გაიხსენოთ სასიყვარულო ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან, ან მოიგონოთ.ყველას შეგიძლიათ არა ერთი და ორი დღიური დაწეროთ, მაგრამ ეს ისე უნდა იყოს გაკეთებული,რომ თითქოს და ერთი ადამიანი წერს. ამისათვის საჭიროა გავეცნოთ ჩვენი წინამორბედების დღიურებს და იქედან რაღაც უმცირესი ელემენტი გადმოვიტანოთ ჩვენსაში.ძალიან მშრალი რომ არ გამოვიდეს, ჩავრთოთ მასში სხვა ქვეთემებიც. დღიურები უნდა იყოს დაწერილი ლიტერატურული ენით,ხატოვნად, უნდა მოიცავდეს ყველანაირ ადამიანურ განცდებს.( ანნა ფრანკის დღიურების მსგავსად) იქ უნდა იყოს მეგობრობაც, სიყვარულიც,ეჭვიც, ღალატიც, მონატრებაც, ვნებაც და სხვა( ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) ერთი სიტყვით წარმოიდგინეთ(რომელიც ადვილი წარმოსადგენია ჩვენთვის) თქვენ ხართ წასული და ძალიან გენატრებათ თქვენი რჩეული. აღწერეთ ამასთან დაკავშირებული თქვენი განცდები. მოიხმარეთ ფანტაზია, რაც კი გაგაჩნიათ. გისურვებთ წარმატებებს ჩემო სულით ულამაზესო და უმდიდრესო საზოგადოებავ. ბოლოს წარმოჩინდება ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია/

დესპანეს დღიურები

მე აქ მეგობარი არა მყავს და შენ განდობ ჩემს დღიურებს.

11 ივნისი 2008 წ. 20.47.

დაღლილ- დაქანცულმა, მოსვლისთანავე ბალიშს ვათხოვე თავი, თვალები მივლულე და გავინაბე.უცებ ჩემც წინ კინო-კადრივით დატრიალდა ჩემი ცხოვრება, ბავშვობა, სიყმაწვილე, მშობლები,
სამშობლო და შენ,შენ ერთადერთი და განუმეორებელი, შენ, ვისაც უყოყმანოდ ვანაცვალებდი სიცოცხლეს.ძვირფასო! -თვალწინ მიდგას შენთან გატარებული თითოეული წუთი, განსაკუთრებით ის მომენტი......აი ისა პირველად რომ მითხარი გაკოცებო, გახსოვს ჩემო ყველავ ....... მაშინ ასე მეგონა ლოყებზე კანი დამისკდებოდა სიცხისაგან. მთელს სახეზე ალმური მეკიდა, მაშინ ცივი უარი გითხარი და მიგატოვე. მაგრამ განა გულს უნდოდა შენი მიტოვება? ჩემი სული შენს ბაგეზე დარჩა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე....... ის გახსოვს?სკვერში რომ ვიჯექით და შენ რომ უეცრად გრძნობამორეულმა მაკოცე? ჰა, ჰა. ნეტავ მალე კიდევ განმეორდებოდეს იგივე სცენა.ჩემო სიყვარულო!- ვეღარ შევეჩვიე შენს მოლოდინს, ვეღარ ვიოკებ შენი ნახვის სურვილს,ძალიან მენატრები,-ძალიან, ძალიან. რაც კი მსოფლიოში ოქრო ვერცხლია, სუყველას შენ განაცვალებდი.
მიყვარხარ, რაღაც ზებუნებრივად და ყოველ დღე კალენდარს ერთი დღის მაგივრად ორ დღეს ვახევ, რომ ჩვენი განშორების დრო ცოტათი მაინც შევამცირო მაგრამ...... თავად იცი არაფერი გამომდის.
ზვირპფასო! კარებზე ზარია. ალბათ ქეთი მოვიდა. აბა დროებით ჩემო სიცოცხლევ!!!

მანა კარგია ძალიან,აუცილებლად დავწერ...

მანა არ დამცალდა ამ დღიურების წერა ჩემი ნიკით მარა მაინც დაგიწერ :):):):):) უძაღლო ქვეყანაში სულ კატები ვერ იყეფებენ,მოვა ისევ ძაღლი :) ეხლა დროებით,ხვალ შევხვდებით=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
დესპანის დღიურს ჩემი დღიურიდან...

გამარჯობა მეგობარო!

მე ის ვარ, ვისაც ტკივილამდე უყვარდი ოდესღაც...
დღეს გაზაფხულის უკანასკნელი დღეა,ძალიან მოწყენილი ვარ ახლა,ყველაფერი მომბეზრდა...
ვეღარ შევეჩვიე შენს მოლოდინს, ვეღარ ვიოკებ შენი ნახვის სურვილს...
მე ვიცი, არავის ვუნახივარ მარტო, ჩემს თავთან ერთად.
მე ყოველდღიურად მხედავენ ღიმილთან, ამხანაგებთან,სიხარულთან,ცრემლებთან, განცდებთან ხელჩაკიდულს.
მხედავენ ყველგან: კინოში, ხეივანში, სცენაზე, ავტობუსში, სანაპიროზე...
მე დამინახეს ერთი-ორჯერ სარკეებშიც...
მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არავის ვუნახივარ მარტოობაში-ჩემს თავთან ერთად.
... და თუ მნახეს,ალბათ ვერ მიხვდნენ,რომ ეს მე ვიყავი...

=o=o =lll =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
პატარა! როდესაც ამქვეყნად მოდიხარ, ტირი. შენს გარშემო კი ყველა იღიმება.. ეცადე,როდესაც ამ ქვეყანას დატოვებ , ყველა ტიროდეს, მხოლოდ შენ იღიმებოდე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მამასახლისო, ზალიან ბრძნული აზრია და მომეწონა. აუცილებლად დესპანეს დღიურებში მოხვდება მისი უნიკალობის გამო, მაგრამ (დიდი ბოდიშის მოხდით) გაეცანი თემის დაწერის წესებს ამ რუბრიკაში. ნუ მიწყენ რა მეგობარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეს შენი სიტყვებია, პირველი სიტყვები, რომელიც ჩვენს შვილს უთხარი...გიყურებდი, როგორი სიყვარულით და სითბოთი დაჰყურებდი ჩვენი სიყვარულის ნაყოფს და ეჩურჩულებოდი...ასეთი ბედნიერი არასოდეს არ ვყოფილვარ,
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ორი ადამიანი იყო ჩემთან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Mar 2007
Posts321
კარმა53
OFFLINEPROFILE
:) :) =sai=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ესე გამოდის სხვაგან მოვხვდი ხო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
წინა გვერდზე გადადი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება.... პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა.......
პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს!
პირველს ყველაფერს ქვეყნედ,
გაზაფხულის წვიმების პირველ სიცილს,
თებერვალში-იების პირველ ფეთქვას,
გაუმარჯოს !
პირველს ყველაფერს ქვეყნად,
პირველი სიყვარულით თვალების ციმციმს,
გაუმარჯოს პირველს ყველაფერს ქვეყნად!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
ვიცი!
რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
თავი დამანებე! ვმეცადინეობ!
მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . .
თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . .
რას აკეთებ?
ვფიქრობ!
გამოტყდი!
ჰო!
რაზე ფიქრობ?
პირველ სიყვარულზე!
კიდევ მასზე ფიქრობ?!
ჰო. . .
რატომ?
არ ვიცი. . .
ჰო დაივიწყე?
არ ვიცი. . . .
კიდევ გიყვარს?
არ ვიცი. . .
აბა რაზე ფიქრობ?
არ ვიცი. . .
აბა, რა იცი?
არაფერი ვიცი!
კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .
არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .
არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია!
არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?
ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . .
იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . .
არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?
არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?
შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა!
არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა!
რა იცი?
ვიცნობ!
იცნობ?
ჰო, ვიცნობ!
იცნობ?
კი, ვიცნობ!
დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ?
ხლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . .
ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ!
რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად!
უცნაური იყოო?!
კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი!
იცნობდი ბავშვს! ახლა დიდია!. .
მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . .
და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . .
ბავშვი. . .
იმეცადინე!. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხო, ვმეცადინეობ! გამანებე თავი, ნუღარ მიფათურებ სულში ხელებს,გეყოფა, მტკივა...
ბავშვი...
-ბავშვებო,ეს ჩვენი ახალი მოსწავლეა, გაიცანით..
ბავშვი...მხრებზე დაყრილი თავთუხისფერი კულულებით და დიდი ზღვისფერი თვალებით...
მონუსხულივით ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი...
გვერდით ჩამიარა და ჩემს უკან მერხზე დაჯდა...მთელი გაკვეთილი უკან მიტრიალებულმა გავატარე, და არა მარტო ის გაკვეთილი...ბოლოს მასწავლებელი მიხვდა და მასთან გადამსვა...
ყველა მის შეხებაზე სული მეკვროდა, სუნთქვას ვაჩერებდი, რომ წამი მარადისობად მექცია...
იმეცადინე მეთქი, არ გესმის?! ნუ გაუტიე!
ეეეხ, რა უნდა გითხრა?! იცოდე მაინც ,რა არის სიყვარული...
მე მეუბნები? სულელო, შენ ხომ ნუ იტყვი, პროფესორი ხარ...
შენ რომ მის უძირო თვალებში მოციმციმე ეშმაკუნები გენახა, შენც ჩემს დღეში ჩავარდებოდი...
იმეცადინე!
იცი, პირველად ზღვასთან ვაკოცე, ნაპირზე ვისხედით, მზე ჩადიოდა...
-როდესმე გიჩუქნია მზისთვის ყვავილი?
-არა...
ლამაზ კულულებში ჩამაგრებული მაგნოლია გამოიძრო, ზღვაზე მოლიცლიცე მზის წითელ ზოლზე დადო,
და ხელები გაშალა ,_შენ ჩემგან , მზეო, დიდი სიყვარულით...
ყვავილი ზღვის ტალღაზე აქანავდა, ნელ ნელა ზღვის სიღრმისკენ გაიწია,ჩამავალი მზის წითელიზოლი ნელ -ნელა აიკეცა, მაგნოლიაც მას მიჰყვა და თანდათან მასთან ერთად გაუჩინარდა.. მოეწონა და წაიღო...
დროს ვეღარ ვგრძნობდით,დრო გაჩერდა,..მისი თვალებისა და სველი , ვნებიანი ტუჩების გარდა ვერაფერს ვხედავდი...
იმეცადინე!
ვმეცადინეოოოოოობ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს
და, ფეერიულ ალში მცურავი,
ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს,
დაუნდობელი და მომდურავი.
და მიდიოდა უბედურ ქარში,
რა იყო ქარი ერთადერთისთვის,
სამგლოვიარო მან შექმნა მარში,
რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიტოვებული სასაფლაო

.................

მეხუთე ელემენტს...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
რაღაც უჩვეულოდ უხალიისოდ ვიყავი გუშინ.მეგობრის ძმის დაკრძალვის შემდეგ სახლში ღონემიხდილი დავბრუნდი. უცებ ყავა მოვიდუღე და ცოტა აზროვნების უნარი დამიბრუნდა. დღეს დესპანის დაბადების დღეა. ძალიან მინდა რომ დავესწრო, მაგრამ...... არა უშავს, ვიმშვიდებ თავს. ცოტას ვიმეცადინებ და მარიშასთან გავალ...............
ჰო ძვირფასო! უკვე მოვბრუნდი კიდეც და ვაგრძელებ წერას. იქ ცოტა განვიტვირთე. ჩემებურად ანუ გიჟურად, მხიარულად და კარგად შევხვდით ახლობლები, მეოგბრები, ხალისი და რავიცი, კმაყოფილი ვარ მთელი დღეა ვგიჟობ, ვერთობი, ყველაფერი კარგადაა თითქოს და... მერე უცებ ვხვდები, რომ რაღაც მაკლია... თუ ვიღაც... მგონი შენ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი