↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
როგორ არ აინტერესებთ, ეგ მეორედ არ იფიქრო,პირადად მე მაინტერესებს და ვკუთხულობ , ვისაც არ აინტერესებს ყოველშემთხვევაში არ აწუხებს მაინც, რაც შეეხება აკტეგორიზაციას , მაგასზე ვიფიქრებ როგორ აჯობებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესოა :) გულდასმით და სიამოვნებით წავიკითხე ყველაფერი :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
წუთისოფელი ყველას მასპინძლობს, მაგრამ ყველას თანასწორად როდი ექცევა. ისეთ სტუმარს ყვარობს, რომელიც მისად მიაჩნია, დაემორჩილება `თავის ოჯახურ წესებსა და ტრადიციებს~. ხოლო ის, ვინც უარყოფს მის თვალთმაქცურ `შეპატიჟებასა~ და ვნებებითა და ბოროტებით სავსე `გაშლილ სუფრას~, სძულს იგი. ადამიანი ას წელსაც ვერ ცოცხლობს ამა ქვეყანაზე და ათასი წლისას იმზადებს, განუწყვეტლივ ეძებს, აგროვებს იმას, რასაც პოვნისა და შეგროვებისთანავე დაკარგავს. შიშველი მოდის ამ ქვეყანაზე, უკან კი საკუთარი ხორციც ვერ მიაქვს, რომელიც ყველაზე ახლობელია მისთვის. ცხოვრების არსი და ხარისხი სიცოცხლის ხანგრძლივობითა და რაოდენობით რომ განისაზღვრებოდეს, მაშინ ამის მაგალითს, პირველ რიგში, განკაცებული ღმერთი მოგვცემდა, არ ეცმებოდა ჯვარს ოცდაცამეტი წლის ასაკში, უფალმა მიწაზე დაყოფილი ამ მცირე დროის მანძილზე, აღასრულა ის უდიდესი მისია, რასაც კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა ჰქვია. ამიტომ, როდესაც ვინმე ახალგაზრდა გარდაიცვლება, ან მოკლავენ მას, ან უსამართლობის მსხვერპლი გახდება, არ უნდა დავბრკოლდეთ, ძვირი არ უნდა ვთქვათ უფლის მიმართ (უსამართლობაა, რატომ დაუშვა უფალმა და ა.შ.), არამედ გავიხსენოთ ჯვარცმული ქრისტე, უსამართლოდ, შურით მოკლული და ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაგვეცემა. უფალი ჯვარზე აწამეს და მოკლეს, მისი ჯვარმცმელები კი ცოცხალნი დარჩნენ. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება, რომ სიცოცხლისა და კეთილდღეობის ხანგრძლივობით განვსაზღვროთ ადამიანის რაობა და ბედნიერება? ჭეშმარიტად, რომ არა. ბაგაში იშვა პირუტყვთა შორის, რადგან წუთისოფელმა უკეთესი ვერ გაიმეტა მისთვის, არ მოიძებნა უფლისთვის ამ ცოდვილ მიწაზე უკეთესი ადგილი. ოცდაცამეტი წლის მეტი ვერ გაუძლო ამ ცოდვილმა მიწამ მაცხოვრის წმინდა სხეულის ტარებას, აღარ ამყოფა თავისთან. ჰეროდეს, კაიაფას, პილატესა და მათი მსგავსი სისხლისმსმელი ადამიანებისათვის, მეფობა, კეისრობა და დიდებულება გაიღო, გასცა, ქრისტესთვის კი, ერთადერთი ჭეშმარიტებისათვის, ჯვარზე გაკრულის, სიკვდილის წინა თხოვნაც არ შეისმინა: მოწყურებულს ნაღველში გარეული ძმარი მიართვა. ბაგა, დევნა, ცემა, ტანჯვა, ფურხთება, ძმარი, ლურსმნები, ლახვარი, აი, ის `დიდი სიკეთეები, რომლებიც ემეტება მიწას ქრისტესა და ქრისტიანებისათვის. შენ კი, ადამიანო, თუ ის ამაზე უკეთესს გთავაზობს, ძვირფასს, დიდებულს, დაფიქრება გმართებს, უცებ ნუ მიენდობი მას, განსაჯე ვისი ხარ - ქრისტესი თუ ამ წუთისოფლის?

მრავალი საქმე ამ ქვეყანაზე, მხოლოდ საქმისთვის როდი კეთდება, არამედ შედეგისათვის. როდესაც გლეხი თესავს, არა მხოლოდ თესვისათვის ირჯება, არამედ მისგან მოსავლის ნაყოფს ელის. როდესაც სპორტსმენი ვარჯიშობს, იგი მხოლოდ იმისთვის კი არ ხარჯავს ენერგიას, რომ ფიზიკურად განვითარდეს, არამედ წარმატებებიც რომ ჰქონდეს. ასევეა ნებისმიერი სპეციალობისა და ხელობის მქონე ადამიანი, მისი შრომის არსი, მიზნისმიერი გამოყნებითა და შედეგით განისაზღვრება. სულთან მიმართებაშიც შეიძლება მრავალი პარალელის გავლება. სხვადასხვა სათნოებანი ხერხებია სულიერი განწმედისა და გაჯანსაღებისთვის, მაგრამ ერთია გზა, მოსაგები ბრძოლა, რომელსაც ცხონება ჰქვია. ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა და შესაბამისად ამისა, იგი არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობის გარეშე, არც გამარჯვება ძლევის გარეშე და არც ჯილდო მოგების გარეშე. ვაი მას, ვინც არ იბრძვის და ვისაც არ ებრძვიან, რადგან იგი უკვე დამარცხებულია, რადგან ვინც იბრძვის, ის ცდილობს და ვისაც მცდელობა აქვს, იგი ცხონდება.

ნათქვამია, რომ `ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო~, მაგრამ უფრო მართებული იქნება, თუკი ვიტყვით, ჯანსაღი სული არის განმსაზღვრელი, ჯანსაღი სამყოფელისა - ხორცისა. ისევე, როგორც ხილისა და ნაყოფის ვარგისიანობა არ განისაზღვრება მისი გარეგნული იერით, არამედ შიგთავსით - გულით, ასევეა ადამიანიც, რაც არის გული ნაყოფისათვის, იგივეა სული კაცისთვის, ის არის ჭეშმარიტი მსაჯული, გამომაჩინებელი მისი ვარგისიანობისა.

ჩვენი ცხოვრება ყინულზე სიარულს ჰგავს, ბეწვის ხიდია ამ წუთისოფელსა და მარადიულობას შორის გადებული. შესაბამისად, ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოს მასზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი. ყინული ზოგან მტკიცე და მყარია და მასზე მყარად შეიძლება დაყრდნობა, ზოგან კი - თხელი და სუსტია და შეიძლება, რომ ჩაგვიტყდეს, ასეთივეა ჩვენი სულიერი გზაც, ხან მყარია ჩვენი რწმენა და მტკიცედ მივაბიჯებთ მასზე, ხან კი - თხელდება, როგორც ყინული და მაშინ ვეფლობით ურწმუნოების გაყინულ მორევში.

მართალია, დღესდღეობით ვცხოვრობთ ძალიან მძიმე გარემოში, ათასგვარი საცდურით აღსავსე დროში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ განვმართლდებით ღვთის წინაშე ჩვენი ურწმუნოების გამო. ბედნიერება არ განისაზღვრება გარეშე საგნებით, სამყაროში არსებული მატერიალური კეთილდღეობით, არამედ სულისა და გულის შინაგანი მდგომარეობით, განწყობით. როდესაც სულს უხარია, თითქოს ირგვლივ ყოველივე ხარობს. მართალია გარემოს, ოჯახურ აღზრდას, მაღალზნეობრივ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ არა გადამწყვეტი. გავიხსენოთ იუდა, მაცხოვრის საყვარელ თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხილი და მისი აღსასრული, და ავაზაკი, ავაზაკთა შორის მყოფი და ცხონების კარის პირველი შემღები. მაცხოვნებელმა გარემოცვამ ვერ იხსნა იუდა წარწყმედისაგან და არც ავაზაკის ცხონებას შეუშალა ხელი მისმა დამღუპველმა გარემოცვამ, ცხოვრებამ, რადგან შეინანა. დროს კი არ მოაქვს ურწმუნოება, არამედ რწმენის არქონას მოაქვს ცუდი დრო. როგორც შენი სულის მდგომარეობა არის განმსაზღვრელი გარეგნული გამომეტყველებისა და ხასიათისა, ასევე სარწმუნოება არის წარმმართველი და ამაღორძინებელი ყოველი დროისა, `ბუნების ხასიათისა~. როგორც დედაშვილური სიყვარული, ადამიანის სუნთქვა არ განისაზღვრება დროითა და გარემოებით, არც დევნულებითა და წამებით, როგორც სისხლსა და ხორცს ვერ განაშორებს ვერანაირი აკრძალვა, ასევე განუშორებელი და შესისხლხორცებული უნდა იყოს ჩვენთვის სარწმუნოება და უფლის სიყვარული. განსაცდელი და მოწევნული საშიშროება არის გამომაჩინებელი და განმამტკიცებელი ჭეშმარიტი რწმენისა.

ადამიანთა ნაწილს, სარწმუნოება საკუთარი კეთილდღეობისათვის, ნებიერი ცხოვრებისა და ბიზნესის უშფოთველი წარმართვისთვის ესაჭიროება. მათ იგი საკუთარ `თილისმად~ წარმოუდგენიათ, რომელიც მათ ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს და აკმაყოფილებდეს. არა თავად ემსახურებიან უფალს, რწმენას, არამედ პირიქით, სურთ, რომ უფალი, რწმენა იყოს მათი მოსამსახურე. ნეტარებენ იმ საგნებით, რითაც უნდა სარგებლობდნენ (სიმდიდრით, ქონებით, საზრდელით) და სარგებლობენ იმით, რითაც უნდა ნეტარებდნენ (რწმენა, სათნოება, მოწყალება). თუკი არ მოხდა ისე, როგორც მათ აწყობთ, შეემთხვათ რაიმე უბედურება თავიანთი ცოდვების გამო, იმწამსვე უფალში შეაქვთ ეჭვი, მასზე რისხდებიან და ამბობენ: ამდენს ვლოცულობ, ასეთი მორწმუნე ვარ და რატომ დამემართა ეს? მათთვის არსებულით კმაყოფილება, ცხოვრებით ტკბობა, სიმდიდრე არის განმსაზღვრელი რწმენისა, თუ ყველაფრით დაკმაყოფილებულნი არიან, მაშინ სწამთ და არა პირიქით, სარწმუნოება უნდა იყოს განმამდიდრებელი და მაცოცხლებელი მათი ცხოვრებისა. უფალი გულს უყურებს კაცისას და არა მის გარეგნულ `თამაშს~. ნურავინ გამოსცდის ღვთის გულმოწყალებას, რადგან იგი, ამავდროს, სამართლიანია. როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს: `ნუ იქნები დამწუხრებული, რამეთუ უფალი მოწყალეა, მაგრამ ნურც უდარდელი, უზრუნველი, რამეთუ იგი სამართლიანია~. სამართლიანობასა და მოწყალებას შორის არსებობს ოქროს შუალედი, რომლითაც მოქმედებს უფალი, რადგან არც ზედმეტი მოწყალება ვარგა, რომ სამართლიანობას არ დაშორდე და არც სიმართლის აღსრულებისას არ უნდა გამოიჩინო გადამეტებული სიმტკიცე, რათა ამით მოწყალებას არ დაშორდე. `ვეძებოთ უფალი, მაგრამ ნუ გამოვიძიებთ, თუ სად ცხოვრობს იგი, როგორც წმ. სერაფიმ საროველი ამბობს, მივენდოთ მის განგებულებას, რომელიც ჩვენთვის მაცხოვნებელია და მორჩილებით ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთი განდეგილი არსად არ გადიოდა თავის სიცოცხლეში თავისი სენაკიდგან. მასთან ხშირად მიდიოდა მახლობელის ეკლესიის მღვდელი საზიარებლად. ერთხელ ვიღაცამ მოატყუა ეს განდეგილი, რომ ის მღვდელი მეტად გარყვნილი და უღირსი კაცი არისო, განდეგილმაც დაიჯერა ეს ჭორები და შემდეგში, როდესაც ეს მღვდელი ჩვეულებრივ მივიდა მასთან წმინდა ბარძიმით, მან კარები აღარ გაუღო, _ იფიქრა: ვაი თიუ იმისგან მიღებულს წმიდა საიდუმლოს მადლი აღარ ჰქონდესო. მღვდელი გაბრუნდა უკანვე, და ამ დროს განდეგილს მოესმა ხმა; ,,წამართვა ხალხმა სამართალი ჩემი!;. ცოტა ხნის შემდეგნახა ჩვენება: მან დაინახა ოქროს ჭა, რომელშიც მეტად მშვენიერი წყალი იდგა. აქვე იყო ოქროს ჭურჭელი და ოქროსავე თოკი. ვიღაც დაწყლულებული, მუწუკებით სავსე კაცი იღებდა ჭიდგან წყალს და ავსებდა ჭურჭელს: განდეგილს უნდოდა დაელია წყალი, მაგრამ თავი შეიკავა, რადგანაც მას იღებდა დაწყლულებული კაცი. მეორედაც მოესმა ხმა: ,,რატომ არ სცამ მაგ წყალს? რა საქმე გაქვს შენ იმასთან , თუ ვინ იღებს წყალს? წყალი ხომ არ ფუჭდება იმით, რომ მას იღებს დაწყლულებული კაციო? გამოეღვიძა განდეგილს და მაშინვე მიხვდა, რომ ძლიერ შესცდა იგი, რომ არ მიიღო მი მიერ უკან გაბრუნებული მღვდლისგან წმ ზიარება, გინდ იგი ცოდვილზე უფრო ცოდვილი ყოფილიყო, შემდეგ ამისა ხელახლად მოუწოდა მნღვდელს და სთხოვა, რომ მას ჩვეულებრივ ევლო მასთან წმ. ბარძიმით.

მადლი ღვთისა არამც თუ არა ჰკარგავს თავის ძალას მოძღვართა ცუდის ყოფაქცევით, არამედ თვითონ მათაც ჰკურნავს იგი, როდესაც გადასცემენ მას მორწმუნეთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
ერთი განდეგილი არსად არ გადიოდა თავის სიცოცხლეში თავისი სენაკიდგან. მასთან ხშირად მიდიოდა მახლობელის ეკლესიის მღვდელი საზიარებლად. ერთხელ ვიღაცამ მოატყუა ეს განდეგილი, რომ ის მღვდელი მეტად გარყვნილი და უღირსი კაცი არისო, განდეგილმაც დაიჯერა ეს ჭორები და შემდეგში, როდესაც ეს მღვდელი ჩვეულებრივ მივიდა მასთან წმინდა ბარძიმით, მან კარები აღარ გაუღო, _ იფიქრა: ვაი თიუ იმისგან მიღებულს წმიდა საიდუმლოს მადლი აღარ ჰქონდესო. მღვდელი გაბრუნდა უკანვე, და ამ დროს განდეგილს მოესმა ხმა; ,,წამართვა ხალხმა სამართალი ჩემი!;. ცოტა ხნის შემდეგნახა ჩვენება: მან დაინახა ოქროს ჭა, რომელშიც მეტად მშვენიერი წყალი იდგა. აქვე იყო ოქროს ჭურჭელი და ოქროსავე თოკი. ვიღაც დაწყლულებული, მუწუკებით სავსე კაცი იღებდა ჭიდგან წყალს და ავსებდა ჭურჭელს: განდეგილს უნდოდა დაელია წყალი, მაგრამ თავი შეიკავა, რადგანაც მას იღებდა დაწყლულებული კაცი. მეორედაც მოესმა ხმა: ,,რატომ არ სცამ მაგ წყალს? რა საქმე გაქვს შენ იმასთან , თუ ვინ იღებს წყალს? წყალი ხომ არ ფუჭდება იმით, რომ მას იღებს დაწყლულებული კაციო? გამოეღვიძა განდეგილს და მაშინვე მიხვდა, რომ ძლიერ შესცდა იგი, რომ არ მიიღო მი მიერ უკან გაბრუნებული მღვდლისგან წმ ზიარება, გინდ იგი ცოდვილზე უფრო ცოდვილი ყოფილიყო, შემდეგ ამისა ხელახლად მოუწოდა მნღვდელს და სთხოვა, რომ მას ჩვეულებრივ ევლო მასთან წმ. ბარძიმით.

მადლი ღვთისა არამც თუ არა ჰკარგავს თავის ძალას მოძღვართა ცუდის ყოფაქცევით, არამედ თვითონ მათაც ჰკურნავს იგი, როდესაც გადასცემენ მას მორწმუნეთ.
ძალიან მაგარი იგავარაკია და დიდი სიმართლე დევს მასში , მადლობა ნაბა .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
kizibi შემოდი ჩატში გთხოვ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
რატომ პასიურობს ეს თემა? ნაბა სად ხარ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
\"საკუთარი თავის განკითხვა ცხონების დასაწყისია\"
\"ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს,მაშინ აღარ დავიწყებთ სხვების განკითხვას,რადგან ჩვენშიც ბევრია ისეთი რამ,რის გამოც სხვებს განვიკითხავთ\"
შეაგონე ცოდვილს,მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს,რამეთუ უკანასკნელი ბოროტისმეტყველის საქმეა,ხოლო პირველი-გამოსწორების მსურველისა\"
/ღირსი ნილოს სინელი/
\"ვისაც აინტერესებს სხვისი ცოდვები ან ეჭვის საფუძველზე განიკითხავს ძმას,მას ჯერ კიდევ არ დაუწყია სინანული და არ შეუცვნია საკუტარი ცოდვები\"
/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ცხოვრების ამაოებასა და სიცრუეზე
და ყველასათვის საერთო დასასრულზე

ვისურვებდი ფრთამალ მტრედად გადავქცეულიყავ, ან მერცხლად, რათა გავექცე ადამიანურ ცხოვრებას, ან რომელიმე უდაბნოში დავსახლდე და მხეცებთან ერთად ვიცხოვრო საერთო თავშესაფარში, რამეთუ ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ ვისურვებდი, ჩემი ერთდღიანი ცხოვრება გამეტარებინა უცრემლოდ; სასჯელის შიშის გარეშე; მხეცებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონოდა - გონება, რომელმაც ღვთაება უწყის და განღმრთობილია. იქ, მშვიდ ცხოვრებას დაწაფებული, ნათელს ნათელზე შევიმატებდი, ან მაღალ სვეტზე ასული, ხმამაღლა ღაღად-ვჰყოფდი დედამიწის ბინადართადმი:
მოკვდავნო კაცნო, დათხეული სინოტივის ნაშობნო, თქვენ არარანო, რომელნიც ცხოვრობთ რა სიკვდილით, გულზვაობთ ამაოთი! კიდევ დიდხანს აპირებთ, რჩებით რა ცრუ თუ აშკარად ზმანებული სიზმრების სათამაშოდ, უმიზნოდ დაეხეტებოდეთ დედამიწაზე? შეხედე, შენივ საკუთარი გონებით ყველაზე მაღლა ასულო, როგორ აღვხდი მეც ასევე ზევით იმის გამო, რომ ღმერთმა მომანიჭა უდიდესი მეცნიერება (ცოდნა) სასარგებლოსი და საზიანოსი; ხოლო ყველაზე ზევით ნანაობს გონება. ვინ ნორჩი იყო და ძლიერი, დიდება - მეგობართა, მაღლა ეჭირა თავი და მოქნილი სხეული ჰქონდა. სხვა კი განთიადის შვენიერი ვარსკვლავი იყო, გაზაფხულის დარი მამაკაცთა შორის და ყველას ყურადღებას იქცევდა. ვინ გმირობით სახელოვანი; ის იარაღით არევსი; სხვა ასპარეზზე მხეცებთან უჩინებულესი მორკინალი და მთებზე ატოლებდა მათ თავის დიდებას. ვინ ნადიმებსა და მდიდრულ ვახშმებზე იხარჯებოდა; ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს მისი სტომაქისთვის საზრდო მოჰქონდა. მაგრამ ამჟამად იგი ნაოჭებს დაუფარავს და დაჩაჩანაკებულია; ყველაფერს დაუკარგავს ფერი; მოვიდა სიბერე და გაფრინდა სილამაზე; სტომაქმა მომსახურებაზე უარი უთხრა; ადამიანის რაღაც ნაწილი ჯერეც ცოცხალია, უმეტესი კი უკვე საფლავშია. ვიღაც ყოველგვარი განსწავლულობით ქედმაღლობს, ვინ - თავისი კეთილშობილების მდიდრულ აკლდამებზე მაღალი აზრისაა, ან იმაზე, რომ მანაც მოახერხა პატარა გრაგნილებზე თავისი სისხლი (და მოდგმა) აღებეჭდა; ვინ თავისი მტკიცე რჩევებით დიდგულობს ქალაქებში და იმით, რომ ყველას პირზე მისი სახელი აკერია. სხვამ უსაზომო ქონება შეიკრიბა და გონებაში კიდევ ახალს ამატებს; ვინ მაღალ სკამზე ზის და აღფრთოვანებულა, რომ ხელში მართლმსაჯულების სასწორი უპყრია; სხვა მეწამული სამოსლით შემოსილა და თავზე სამეფო დიადემა ადგას, მბრძანებლობს დედამიწაზე, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და თუმცაღა მოკვდავია, გაბღენძილა არა მოკვდავური იმედებით. - ეს ყოველივე ამჟამად, რაღაც დროის შემდეგ კი - მტვერი; მონანი და სკიპტრისმპყრობელნი, ლუკმა-პურის მეძიებელნი და სიმდიდრით თვითკმაყოფილნი - ყველანი თანასწორნი გახდებიან, ყველა მათგანისთვის ერთი წყვდიადია, საერთო სავანე, და ამაყთათვის ის ერთი უპირატესობაა, რომ მათ უფრო ხმამაღლა დასტირიან, საფლავი უფრო მდიდრული აქვთ და წარწერაც საფლავის საცოდავ ქვაზე მეტხანს შემორჩება. ადრე იქნება თუ გვიან, ყველა მოკვდავისთვის ერთი ხვედრია. საბოლოოდ თითოეულისგან მხოლოდ დაფშვნეტილი, ნახევრადდალეული ძვლებიღა დარჩება და შიშველი თავისქალა. ამოიწურა ფუფუნება; მაგრამ აღარც სიღატაკეს აწუხებს შრომა, უცნობი სნეულება, სიძულვილი, დამთხვეულობა, მეტის სურვილი, მოუთვინიერებელი სითავხედე. ყველაფერი დასამარდა, ყველაფერმა იყუჩა გარდაცვლილთან ერთად მანამდე, ვიდრე მკვდრეთით აღმდგართა კვალდაკვალ არ გამომზეურდება.
ვხედავ რა ყოველივე ამას, შვილნო, ყური მიუგდეთ ჩემს რჩევებს (შვილები შემიძლია გიწოდოთ, რაკიღა თქვენზე მეტი ხანია, მივათრევ მიწაზე სიცოცხლეს)! ზურგს ვაქცევთ რა ამ სოფელს, ყოველივეს რაც შფოთს გვგვრის ამქვეყნად, რითაც აცთუნებს მიწისზევითა მეფე - ეს სხვისი საკუთრების მიმტაცებელი, მავნებელი და კაცისმკვლელი, ანუ სიმდიდრეს, დიდებას, პირველობას, გვარიშვილობას, მტკნარ ბედნიერებას, გავიქცეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ზეცაში, სად გამოუთქმელ სამნათელის ირგვლივ ჰბრწყინვენ მრავალნი შვენიერებანი. სხვები კი დე, ეცემოდნენ კამათლებივით აქეთ თუ იქეთ და სიამოვნებას ამაში ხედავდნენ, ან წყვდიადით თვალებდაბნელებულნი და კედელსმიყრდნობილნი მიჰყვნენ ერთმანეთს!
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თამო, კარმა შენ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ
დესპანი