↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ამას რომ აღმოვაჩენ ხოლმე, მერე ვჩერდები, ჩემი სიგიჟე სადღაც უკვალოდ ქრება...სიცილი მეყინება სახეზე, თვალების ცეცებას ვიწყებ, თითქოს რაღაცას ვეძებ, რაღაცას არა, ვიღაცას...შენ გეძებ! შენა ხარ ყველგან, ქუჩაში, სახლში, გულში, თვალებში, ჩემი სულის მუდმივი სტუმარი ხარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
...მერე უცებ ვხვდები,რომ რაღაც მაკლია..თუ ვიღაც,,არა,ჩემო სიცოცხლე შენ ჩემს გვერდში იყავი,მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,რატო? დღეს ხომ შენტან ართად,ლამაზი დღე უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს,დღეს ხომ ჩვენი უსაყვარლესი და უერთგულესი,ჩვენი საერტო მეგობრის \"დესპანის\",დაბადების დღეა,ოოო,ღმერთო როგორ,ველოდი ამდღის მოსვლას,რაღაც უჩვეულოდ ვარ აფორიაქებული,დრეს ხომ მისი,პირველი დაბადების დღეა,პირველი,შეხვედრები,პირველი ხვევნა და კოცნა,ოოო,ვიცი,ალბათ გიჟად ჩამტვლი,მაგრამ შენ ხომ იცი,რომ გიჟი არ ვარ,დღეეეს? შეიძლება ,თავი მოვიგიჟიანო,დღეს ხომ დიდი ხნის ნატვრა,გვისრულდება,გული..ლამის ამოვარდნაზე მაქვს,ოო.ეს საათები რა ნელა გადის, სანატრელი დროც მალე მოვა და მერე ხმამაღლა უნდა ვიყვირო,ჩემი საყვარელი მეგობრების,გასაგონად,რომელებიც ძალიან შორს არიან,\" მე დღეს ბედნიერი ვარ\" შეჩერდი წამოოო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბრავო ბუბუ! ტოჩკაში მოარტყი. მ ა დ ლ ო ბ ა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გენაცვალეოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
...მერე უცებ ვხვდები,რომ რაღაც მაკლია..თუ ვიღაც,,არა,ჩემო სიცოცხლე შენ ჩემს გვერდში იყავი,მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,რატო? დღეს ხომ შენტან ართად,ლამაზი დღე უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს,დღეს ხომ ჩვენი უსაყვარლესი და უერთგულესი,ჩვენი საერტო მეგობრის \"დესპანის\",დაბადების დღეა,ოოო,ღმერთო როგორ,ველოდი ამდღის მოსვლას,რაღაც უჩვეულოდ ვარ აფორიაქებული,დრეს ხომ მისი,პირველი დაბადების დღეა,პირველი,შეხვედრები,პირველი ხვევნა და კოცნა,ოოო,ვიცი,ალბათ გიჟად ჩამტვლი,მაგრამ შენ ხომ იცი,რომ გიჟი არ ვარ,დღეეეს? შეიძლება ,თავი მოვიგიჟიანო,დღეს ხომ დიდი ხნის ნატვრა,გვისრულდება,გული..ლამის ამოვარდნაზე მაქვს,ოო.ეს საათები რა ნელა გადის, სანატრელი დროც მალე მოვა და მერე ხმამაღლა უნდა ვიყვირო,ჩემი საყვარელი მეგობრების,გასაგონად,რომელებიც ძალიან შორს არიან,\" მე დღეს ბედნიერი ვარ\" შეჩერდი წამოოო...
სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
ნაბო მაგარი ხარ, გენაცვალოს მანანამ. როგორ ამატირე შე საზიზღაროოოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მანა ვატყობ არ გემეტება დღეს ეს ხალხი ამ მატარებლიდან ჩასაშვებად:)
დიდი დღე აქვთ, დიდი.
რა კარგი ყოფილა ამერიკა:):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მანა ვატყობ არ გემეტება დღეს ეს ხალხი ამ მატარებლიდან ჩასაშვებად:)
დიდი დღე აქვთ, დიდი.
რა კარგი ყოფილა ამერიკა:):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ხო........ შეჩერდი წამო!... ისე ,რა უაზრო გამონათქვამია?! რა ვჯანდაბად ამეკვიატება ხოლმე? მართლაც რომ შეჩერდეს, მერე? არა, არა, ამაზე არც კი მინდა ფიქრი. ისე რატომ უნდა ვგრძნობდე თავს ასე ბედნიერად? ! მე მაინცდა მაინც არასოდეს მიზიდავდა ახალი საზოგადოება, როდესაც ძნელია ადამიანის რეალური სახე დაინახო. ყველა მობილიზებულია, ცდილობს საკუთარი თავის საუკეთესო იმიჯი შექმნას. ოპტიმისტები იმაზე მეტად ლაღები არიან, ვიდრე მათ სულში მობობოქრე ვნებები. პესიმისტები კი, უფრო მეტად ეძებენ თანაგრძნობას გვერდით მყოფთაგან და მათგან გადმოსული სევდიანი, უიმედო აურა თავის მარწუხებს შენც ღრმად გავლებს გარშემო. თითო ჭიქა სისხლის ამაჩქროლებელი ბადაგი ყველას ლაპარაკის საღერღელს აუხსნის და ყველას ეყვარება ყველა საკუთარ თავზე მეტად.თუმცა ხვალ ზოგიერთი გამოფხიზლების შემდეგ გაიხსენებს, რომ ვიღაცაში რაღაც არ მოეწონა, შეიძლება წაიქილიკოს კიდეც. თუმცა , შეიძლება ვიღაცას მეორე დღესაც გაჰყვეს ეიფორია.ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შეიძლება ცხოვრებისეული თამაშის ნაწილი იყოს, ხოლო ვიღაცისთვის გულის გადაყოლების და რელობის დავიწყების საშუალებაა.......
ნეტა ჩემთვის რა არის?! არ ვიცი.... ერთი ცუდი ჩვევა მაქვს. ხშირად მაწუხებს ხოლმე კითხვა \"რატომ?\". ეხლაც ისევ ამეკვიატა: რატომ მიდიხარ?, რატომ გინდა წასვლა? პასუხს ყოველთვის ვერ ვცემ ამ რატომებს და ვრჩები აფორიაქებული. თუმცა ასაკთან ერთად ჩემს მსოფლმხედველობაში ცვლილებებიც ხდება და უფრო ხშირად ვიჭერ თავს იმ აზრზე, რომ ზოგჯერ დაუფიქრებლად და რაციონალური გააზრების გარეშე უნდა მიენდო ცხოვრების მორევს. ალბათ ეხლაც ეს მიბიძგებს. თუმცა ერთი დიდი მიზეზიც არსებობს, რომელიც თან მიბიძგებს და თან უკან მწევს-იქ ყველა ჩემნაირი ქართველია,ქართველია, ქართველია.....!!!!!
რაც იქნება, იქნება,\"წილი ნაყარია\" და 6 საათზე მანქანას ველოდები.... ხვალ კი........,ხვალ მივხვდები-სწორი იყო თუ მცდარი ჩემი გადაწყვეტილება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts609
კარმა97
OFFLINEPROFILE
შეჩერდი წამოო რამდენი ვიცოცხლე,რა დიდი დრო გასულა.ვისაც არაფერი უნახავს,მხოლოდ ის იტყვის ,ცხოვრება ერთი წუთიაო,წუთისოფელიაო.ცხოვრების მანძილი ნახულით და განცდილით მისი მოგონებით იზომება.ვისაც არაფერი უნახავს,მისთვის განვლილი ცარიელი სივრცეა,სადაც ცხოვრებამ სწრაფად გაიქროლა,გზაში არაფერი შეხვედრია,არაფერს შეუბრკოლებია.....
ბავშვობაში მომავალი შორს,ძალიან შორს მეჩვენებოდა;ახლა წარსული,ჩემი ბავშვობა-შორს,შორს,ძალიან შორს მეჩვენება.მაშასადამე,დიდი დრო გასულა,ბევრი მიცოცხლია,ბევრი მიცხოვრია ამ ქვეყანაზე,შესაბამისად კარგიც და ცუდიც ბევრი მინახავს,მიხარია ამ გადასახედიდან კარგი რომ ჭარბობს ცუდს.
დღეს მიხარია \"დესპანის\" დაბადების დღე ერთნაირად რომ გვიხარია უცხო ქვეყანაში გადახვეწილ ამდენ ქართველს,მეამაყემა,რომ შესძლო ამ კეთილი გულით შექმნილმა პატარა საიტმა ერთ ოჯახად გვაგრძნობინა თავი ამდენ უცნობ ადამიანს
გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი ამ ცხოვრების მე ავანჩავანი.
რაც გვყოფს კი არა,რაც გვაერთიანებს,
ეს არის,ეს არის,ეს არის მთავარი!
ბედნიერი ვარ,რომ ამდენმა გაჭირვებამ,განსაცდელმა,ემიგრაციამ,ერთმანერთის სიყვარულის ნიჭი არ დაგვაკარგინა ქართველებს,სიყვარულის ნიჭი,ერთმანერთის გატანა კი ყველაზე დიდი ნიჭია რაც დალოცვილ ღმერთს მოუცია ჩვენთვის,თორემ.........
წუთისოფელი მაინც ცრუ და ტკბილი ყოფილა
როგორც მოველ,ისე წავალ დედიშობილა.
ეჰ,ამ ცხოვრების სათუოში რამდენი \'თუა\"
ბრმისატვის ბრმაა,ყმისთვის ყმაა,ყრუსათვის ყრუა!
რაა სიბერე,გამორთვაა,ალბათ შუქისა?
სიბერე არის დიდი ჯილდო სიჭაბუკისა!?
მძიმეა შენი ჯილდო,რახან მიწას გიწია.
მძიმეა როგორც ყველა ჯილდო,ჩემო ბიძია!
რაღა ჯილდოა ,კაცი ტვირთით თუ წელში წყდები?
ამ წლების კირთით,კაცი იყავ და ღმერთი ხდები!
თუ ეგ ჯილდოა,მოიხარე ეგრე რისათვის?
მიწამდე უხრი თავს ამ მიწას...სი-კე-თი-სა-თვის!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მარი მაგარიაააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვითარცა ცის ფრინველმა ფრთები გავშალე და ჩემი ქალაქისკენ გამოვფრინდი,
ქალაქში, რომელიც თავის სიზმრებში ცხოვრობდა
და ყველა სიზმარს ჭადრის რტოებზე წერდა.
ჩემი ქალაქისკენ მოვფრინავდი და სიზმრებში ვხეტიალობდი,
ვიცოდი, აქ ეწერა ჩემი სიზმარიც,მის რომელიღაც ფრთაზე ეკიდა,
სიზმარი, რომელიც მე და ქალაქს ერთდროულად გვქონდა ნანახი.
ვითარცა ცის ფრინველი ფრთებს ვშლიდი და ჩემი ქალაქისკენ მოვფრინავდი,
ჩემს ქალაქში არავინ მელოდა ჭადრების ხეების გარდა,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
14 ივნისი 2008 წ

ჩემი სიზმრების მთავარი მოქმედი გმირი შენა ხარ ჩემო სიყვარულო. ძილშიც ჩემთანა ხარ და ცხადშიც. შენი ხილვები თან დამდევს და როცა დაკავებული ვარ სამუშაოთი, ცოტა ხელს მიშლის კიდევაც, რადგან მე მაშინ აზრებს და გონებას თავს ვერ ვუყრი, ჩემი ფიქრები შენთანაა და შენ გესაუბრები მუდამ,მაგრამ არ ძალმიძს ხელი გკრა, რამეთუ შენა ხარ, ჩემი ცხოვრების შუქურა. შენ და ჩვენი პაწია. ჩვენ სამნი ვართ მხოლოდ მთელ მსოფლიოში. აი ეხლაც ვგრძნობ, თუ რა დიდი სიფრთხილით მიახლოვდები, ფეხაკრეფით,თითქოს გეშინია ჩემში ვითომდაც მიძინებული სურვილი არ გააღვიძო, მიახლოვდები და ნათლად ვგრძნობ ჩემს ბაგეზე შენს ნაზ ამბორს, შენი ცხელი ბაგე თავგზას მიბნევს. მთელი მსოფლიო შენს ფერხთითაა.ჩემო გულო, სულო და ოცნებავ ნეტა თუ გრძნობ რარიგად მომნატრებიხააარ.
გუშინ ტელეფონშზე რომ მელაპარაკეთ შენ და ნინიკო, მერე მთელი ღამე არ მიძინია, იმდენი ძალა და ენერგია შემმატეთ,რომ სად წამეღო არ ვიცოდი. ნაშუადღევს ძალა მოვიკრიბე და დესპანის ზეიმზე მაინც წავედი.ძალიან ვისიამოვნეთ ახლად გაცნობილმა მეგობრებმა. რა კარგები არიაააან. რა ბედნიერი ვიყავი...... მაგრამ ჩემს სრულ ბედნიერებას რაღაც აკლდა, ძლიერი ფრთები. დიახ ძლიერი ფრთები, რომლითაც მე ცის კაბდონს ვწვდები, ვარსკვლავებს ვკრეფ, მზეს ვეთამაშები და ეს ძლიერი ფრთები ალბათ მიხვდი ვინც არის...... განმარტება აღარ სჭირდება, რომ შენა ხარ ჩემო სიცოცხლევ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა კარმა ჩემგან საყვრელო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა ციცი ცემგანაც კარმა მოგვიანებით. შენიც არაჩვეულებრივი იყო. რომ მოიცალო კიდევ დაწერე რაიმე, მოვიგონოთ ახალგაზრდობა/ როგორი ცელქები და ანცები ვიყავით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მატარებლები მოვამზადე სამოგზაუროდ

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი