*qeta* wrote:ციტატა:
ჩვეული ტემპით დავბორიალობ ოთახში, ათასი პრობლემა მიტრიალებს თავში. სარკესთან დავჯექი საკუთარ მეს გავუღიმე და თვალი მოვავლე ოთახს. ჩემი დედიკოს ხალათი... მივედი ჩამოვხსენი და ნაცნობი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე.....დეეეეე, რა უცნაურია ცხოვრება, ამდენი პრობლემებით ყოველდღიური ცხოვრების ტემპით ისე ვარ გაბრუებული , რომ არც დავფიქრებულვარ რამდენი ხანია არ მოგფერებივარ.... დეე, რამდენი ხანია ძველებურად გულში არ ჩაგხუტებივარ. მომენატრე დე, უკვე დიდი გგონივარ??არაფერიც ისევ ის პატარა , ცელქი ნებიერა ვარ, მინდა მომეფერო, გულში ჩამიკრა, მინდა შენს კალთაში თავი მედოს თმებზე მეფერებოდე და შენი ღუღუნა ხმით ზღაპარს მიყვებოდე , მე კი თავი იმ ზღაპრულ პრინცესად წარმომედგინოს.დე, მიდა ისევ შენ მაძინებდე, ისევ თბილად მიღიმოდე ძილის წინ, მინდა ისევ ერთად ვყვებოდეთ ლოცვას :
\"დავწვბი დამეძინება, პირჯვარი დამეწერება , ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავთითა დამესვენება,. ჯვარიც მწყალობს ჯვარცმულიც, მე რას მერჩის მაცდური, მწყალობს წმინდა გიორგი ჯვარი პტიოსანი\" ლოცვის დამთავრების შემდეგ შუბლზე მკოცნიდე და მეუბნეოდე, ახლა ტკბილად დაიძინე დედი, სულ ანგელოზები დაგესიზმრებაო\"
დე , დედიკო ,დედუნა...მალე მოდი რა, მალეეე რამდენი დრო დამიკარგავს, მაპატიე დე, რა სულელი ვარ არა?! ამდენი დრო სად გამეპარა, ამდენ ხანს როგორ ვერ მოგეფერე, დეეე, მიყვარხარ, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!..მოდი რააა?! ძველებურად უნდა ჩაგეხუტუნოოოოოო!!!
თქვენ? თქვენ, რამდენი ხანია არ მოფერებიხართ თქვენს დედიკოებს????
შენ სულ როგორ უნდა მატირებდე?

წავალ და ჩავეხუტები ეხლა დედიკოს