|
ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბოლო რამდენიმე ხანია განსაკუთრებული აქტიურობით აღარ გამოირჩევა. ეს ფაქტი სულაც არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა, თუმცა თავად ბურჯანაძე ასე არ ფიქრობს. გუშინ გავრცელდა ინფომავია, რომ “საზოგადოებივი მაუწყებლის” საღამოს ეთერში ნინო ბურჯანაძე თავის სამომავლო გეგმებს და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ანალიზს სესთავაზებდა საზოგადოებას. ასეც მოხდა. გადაცემა “დღის კომენტარში” სტუმრობისას, პარლამენის ყოფილმა თავჯდომარემ საკმაოდ გულღიად ისაუბრა ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
როგოც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან განზე არ გამდგარა. პირიქით, სურს ჩამოაყალიბოს “ფონდი- დემოკრატიული განვითარებისთვის”, რომელიც მისთვის პოლიტიკაში მოღვაწეობის ახლებურ ფორმად იქცევა.
“ეს ფონდი ქვეყანაში არსებულ პრობლემატიკას შეისწავლის. ჩვენ გავაანალიზებთ იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკას. ფონდი დაიცვს ეროვნულ ინეტერესებს და ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაასახელა ფონდის წევრები, თუმცა აღნიშნა, რომ “ფონდი დემოკრატიული განვითარებისათვის” ითანამშრომლებს ყველა ასაკისა და შეხედულების ადამიანთან.
“ჩვენი მნიშვნელოვანი შეცდომა იყო ის, რომ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში. ფონდი ამ შეცდომას გამოასწორებს და ითანამშრომლებს ყველა თაობისა და ყველანაირი მოსაზრების მქონე ადამიანთან, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთანაც”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ფონდი მოამზადებს ქვეყანაში არსებული პრობლემატიკის სიღრმისეულ ანალიზს, რისი დეფიციტიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოსაზრებით დღეს მწვავედ დგას.
ნინო ბურჯანაძის თქმით, “ფონდი-დემოკრატიული განვითარებისათვის” პრეზენტაცია, დაახლოებით, ორ კვირაში გაიმართება. მისივე თქმით, ფონდის დაფინანსების საკითხი გამჭვირვალე იქნება.
საგულისხმოა, რომ ნინო ბურჯანაძის სამომავლო საქმიანობა სულაც არ არის სულ ერთი მისი ყოფილი თანამებრძოლებისათვის. თუ გავიხსენებთ პავლე კუბლაშვილის გუშინდელ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოვხვდებით, რომ სახელისუფლებო წრეები ბურჯანაძისგან ერთდროულად ითხოვენ და მოითხოვენ კიდეც, რომ მისი ფონდი არ ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში.
“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილის ვარაუდით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ფონდს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის პრეტენზია არ ექნება. თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბევრი ინსტიტუტი მუშაობდეს პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვის მიზნით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფონდი იქნება ძალიან კონსტრუქციული ამ პროცესებში და არა პოლიტიკურ პროცესებში”, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ თუ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ის განაცხადს გააკეთებს როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და არა როგორც ფონდის დამფუძნებელი.
ნინო ბურჯანაძის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა საინტერესი იყო არა მარტო სამომავლო გეგმებით, მან მმართველი პარტიის შეცდომებიც გაიხსენა:
“7 ნოემბერი იყო ტრაგედია. ის დღე არასდორს დამავიწყდება. მიმაჩნია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ბურჯანაძის თქმით, მას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან არ გადადგა. “მაშინ, როცა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ქვეყნის მეორე პირის გადადგომა ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. ეს უფრო საკუთარი რეიტინგისთვის გადადგმული ნაბიჯი და არა ქვეყნის ინტერესებისთვის გაკეთებული სვლა იქნებოდა. მე მაშინ ასე მოქცევის უფლება არ მქონდა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, იგი იმ დროს გადადგა, როცა მიხვდა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დასაყრდენი ძალა არ ეყოლებოდა. “ჩემი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და ის ემოციებზე დაყრდნობით არ მიმიღია. ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი, რადგან მე დავინახე, რომ პარლამენტში რეალურად არ მეყოლებოდა ძალა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას დავეყრდნობოდი”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი არ იყო დემოკრატიული ინსტიტუტი და მას, როგორც ქვეყნის მეორე პირს არ ჰქონდა საკმარისი ბერკეტები. “მიმაჩნია, რომ ამ მხრივ დღეს უფრო რთული სიტუაციაა, რადგან პარლამენტში უმრავლესობა რიცხობრივად დღეს კიდევ უფრო მეტია, ხოლო ოპოზიცია თითქმის არ არსებობს. არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვუსურვებ გადაწყვეტილების მიღებისას ტაბლოზე 150 : 0-ის წინააღმდეგ ციფრის დანახვას, რადგან ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს თავისი ფუნქცია არ აქვს. ის არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი, სადაც აზრთა ჭიდილი და სხვადასხვაობაა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლების მსგავსად, შეცდომები დაუშვა ოპოზიციამაც, რამაც საბოლოო ჯამში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დაბალი აქტივობა გამოიწვია.
“ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს მიღებული ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ შეიცვლება. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ არჩევნებზე მის მისვლას აზრი აქვს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია იანვრის მოვლენების შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა და ამის მიზეზების ძიება მათ საკუთარ თავში მოუწევთ.
|