არაჟანს ვყიდულობ აქ, ჰქვია sour cream, რუსულ მაღაზიებშიც არის ბლომად. მაგ ბერძნულ ყველს აუცილებლად მოვძებნი, ძირითად რასაც ვყიდულობ არის ფეტა, მოცარელა და ჩედარი, სხვები მოვსინჯე და არ მომეწონა.
ტიკინამ ითხოვა მასწავლეთ რამეო, და აი - სახელი არა აქვს, რადგან ჩემით მოვიფიქრე

2 ადამიანისთვის - 150-200 გრამი ღორის ხორცი, წვრილად დაჭრილი, ამდენივე ქამა სოკო, ხახვი, პამიდორი. მარილი, პილპილი და მწვანილები - გემოვნებით
მოშუშე ხახვი და ხორცი ერთად, წყალს რომ დაიშრობს დაამატე დაჭრილი სოკო, ასე 5 წუთში დაასხი პამიდორი, შეაზავე სანელებლებით. სულ ეგაა, დაახლოებით 25-30 წუთში მზადდება