↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ვუძღვნი პატარა გ......

პატარავ, შენი შეშინებული, უმწეო მზერა
უკან მომყვება.
წელთა თარეში უძლურია და დავიწყებას დავიწყნია
ტკივილთა კურნვა.
ყველაფრის ყიდვა თვით უმაღლესს ვერ შესძლებია,
მეც უძლური ვარ ვიყიდო ჩვენთვის ჩახუტება და მოფერება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
\"მე შენ მიყვარხარ\"
გაცვეთილია ეს სიტყვები ამ ქვეყანაში,
მათ დაუკარგავთ
ჭეშმარიტი ღირებულება.

\"მე შენ მიყვარხარ\"
მტერი მტერსაც იოლად ეტყვის
ზურგს უკან ბლომად დაგროვილი
სასროლი ქვებით.

გრძნობა გამქრალა,
ყველაფერი გაყიდულია
მწვანე ქაღალდის საჭრელების
რიტმულ კაკანში.

\"მე შენ მიყვარხარ\"
ეშმაკისთვის მიუყიდიათ,
ჭეშმარიტ გრძნობებს
დაუკარგავთ თავშესაფარი.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
დარდი ძუ ვეფხვივით მომვარდა
და ყელს მსწვდა ბასრი კლანჭადა,
ჟღრიალა სიმი ჩამიწყდა,
სიტყვათ მადანიც გათავდა.
დავალ და წინ მეფეთება,
ცივი სისველე მასპინძლად,
დამჭკნარან ყაყაჩოები,
და გაზაფხულიც გაფრინდა.
მაინც მივიწევ ბინდ-ბუნდში,
შუბლს მილოკავენ ქარები
ვერ მაბრკოლებენ აფთარსა
ვარ უკუნ ბნელეთს მარები.
რკინის ქალამნებს ცავიცმევ,
ცას დავიხურავ ქუდად,
ფასკუნჯს ფრთებს დავესესხები,
ვიფრენ და ვიფრენ მუდამ.
და მტრის ჯინაზე ვიბრძოლებ კვლავაც
გავიტან მაინც ლელოს,
მივაღწევ ნანატრ უკვდავების წყალს,
და ყაყაჩოვან მდელოს.
და ჯეირანის ნახტომით მყისვე,
მოვივლი ცას და მიწას,
ყაყაჩოების ხანძარს გავაჩენ (და)
უკვდავების წყლის წვიმას

პიკაააააააააა! გამაჩერეეეეეეეეეეეე! მოვიმართე უკვეეეეეეეეეეე!

ძალიან მინდა გიამბოთ ამ ლექსის დაწერის ისტორია, თუ რამ განაპირობა ჩემი კალმის ხელში აღება.
10 წლის წინ, აგვისტოში მამა გარდამეცვალა, მეც იმ დღის ჩასული ვიყავი მოსკოვიდან. სამუდამოდ გამოვემშვიდობე საყვარელ მშობელს და ძლიერ დამწუხრებული დავბრუნდი ისევ მოსკოვში. თვითმფრინავში მთელი გზა ვტიროდი. მეუღლემ, ალბათ უნდოდა რითიმე ვენუგეშე მითხრა: რა იყო? მშობლის სიკვდილი ძალიან მწარეა, მაგრამ დედა ხომ გყავს ჯერ კიდევ ცოცხალიო? შენ ისეთი დედა გყავს,- უმამობას არ გაგრძნობინებსო.ორივეს ტოლფასს სითბოს ის გაჩუქებსო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და ცოტათი დამამშიდა კიდეც. იქ, ჩემს მშობლიურ კერაზე, დედა მაინც დამიხვდებოდა და მომეგებებოდა გაშლილი ხელებით, აცრემლებული მოსიყვარულე თვალებით, თვალებში ჩამხედავდა და უბრალოდ მეტყოდა: დაბრუნდიიი შვილოოო? ძალიან მომენატრე.

ჩემს მშობლებს რაღაც იშვიათი სიყვარული და სითბო აკავშირებდათ ერთმანეთთან. 50 წელი ერთად გაეტერებინათ და უერთმანეთოდ ერთ წუთსაც კი ვერ ძლებდნენ. 5 თვე ყოველ დღე ვურეკავდი ჩემს დედიკოს და ვანუგეშებდი. ვიცოდი თუ რა ძნელი იყო მისთვის, მოხუცისთვის საყვარელი ქმრისა და მეგობრის დაკარგვა.
19 თებერვალი. სამსახურიდან დავბრუნდი და ტელეფონისკენ გავიწვდინე ხელი, რომ დედას შევხმიანებოდი, მაგრამ ტელეფონმა თავისით დარეკა. ხელი გამიშეშდა, გულმა რეჩხი მიყო. დედაც აღარა გყავს უკვე! ჩამძახოდა იდუმალი ხმა. ჩემი გუმანი სწორი აღმოჩნდა. დედაც მამასთან გავამგზავრე და უცებ მივხვდი, რომ უკვე ბავშვი აღარა ვარ. უცებ გაქრა ბავშვობა და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი საამური მოგონება. მძიმე ბოქლომი დავადე ჩემს მშობლიურ სახლს და ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა, ამ სახლში მე უკვე აღარავინ დამელოდება, მალე ბალახი წალეკავს აქაურობას. თვალებს უსასოოდ ვაცეცებდი. ჩემს ირგვლივ უამრავი ნათესავი და ახლობელი იყო, მხოლოდ არ იყვნენ ისინი, ვისი ყოფნაც ყველაზე ძალიან მინდოდა და მწყუროდა.განუსაზღვრელი სევდა ბორგავდა ჩემს გულში და გამოსასვლელს ვერ ჰპოულობდა. უცებ თავში მომივიდა აზრი: რა იქნებოდა, რომ სადმე მართლაც უკვდავების წყალი არსებობდეს, რა ბედნიერი ვიქნებოდი ეხლათქო და იხეთქა სევდამ ჩემს გულში. იხეთქა და ვულკანის ლავასავით ქაღალდზე გადმოეფრქვია. მას შემდეგ დავეძებ \"უკვდავების წყალს\". ჯერ ვერ მიპოვია, მაგრამ ვიმედოვნებ,,,,,,,,,,,,,,,,:)
ისე ხომ კარგი იდეაა? ცოტა არარეალურია, მაგრამ არაუშავს:side: მაპატივეთ თუ ვინმე დავამძიმე, მაგრამ ძალიან მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებია ჩემი ფიქრები

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
ბაზი....... გეხუტუნეეეეეეეეეეეეე=ko=
გ.......ხომ წაუკითხეეეეეეეეეე
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
მანა გულსა და სულში ჩამწვდა...=ko=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე მოვალ შენთან, როცა იასამანს რტო გაეშლება,
მე მოვალ შენთან, როცა მაისი ააყვავებს ირგვლივ ყველაფერს,
მე მოვალ შენთან, როცა მხრებზე თეთრად დამათოვს
და ბაგეები ვერ გეტყვიან უცებ ვერაფერს.

შემდეგ? შემდეგ კი...
მე გიამბობ ჩემს სიცოცხლეზე,
რომელიც სადღაც უკვალოდ გაქრა,
მე შენ გიამბობ ჩვენს სიყვარულზე,
რომელიც ასე წააგავს ზღაპარს...

უცებ გაფრენილ ცისფერ ოცნებაზე,
მე შენ გიამბობ ქვეყნად ერთადერთს,
ჩემს უიმედო , უღვრთო წარსულზე
მე შენ გიამბობ იმ დღეს ყველაფერს.

და რა საოცრად მესახება ის დღე, ო, ღმერთო,
ნუთუ ჩვენ მართლა შევხვდებით ასე?
ნუთუ მოხუცებს სიყვარული დაგვეკარგება
და ნაოჭებით დაგვეფარება მთლიანად სახე?

ო, ღმერთმა არ ჰქნას, რომ ვიცოცხლო უშენოდ ქვეყნად,
სხვისი ალერსი მიწეწავდეს შორეულ ფიქრებს,
სადღაც მხვდებოდე სხვა ქალთან ერთად,
ო, ღმერთო, არ ჰქნა, მე ვილოცებ ხატის წინ იმდენს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
=ko= ბუბუ,მაგარია,კარმა ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ, ნაბულა.

წვიმს და შენ გნატრობ,
არ ვიცი რატომ,
მაგრამ მე მინდა \'
რომ იყო ახლოს...
წვიმს და შენს გარდა
არავინ მახსოვს,
განა მიყვარხარ,
მე ისე გნატრობ.
წვიმს და მე ვთვრები,
ღვინით კი არა,
შენი თვალებით,
შენით ვითვრები.
წვიმს და შენს გარდა
მე არვის ვდარდობ,
მე არვის ვნატრობ,
მე არვინ მათბობს,
არ ვიცი რატომ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თოვლის ფიფქი ეფერება იას,
ეფერება და უკოცნის თვალებს,
-რომ მოვკვდები დამიტირებ, ია,
რომ დავდნები შემიბრალებ ხვალე?
იას თვალი დაუნამა ცრემლმა,
გაუღიმა, დაუქნია თავი,
-სიყვარული შენ მასწავლე , ფიფქო,
შემაყვარე საძულველი ქარიც,
მომეფერე გაყინეული ხელით,
დამამშვიდე, გამიღიმე თანაც,
ბევრი ფიფქი ჩამიქროლებს თვალწინ,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყველას დიდი მადლობა, სიამოვნებით ვკიტხულობდი ყველას დაწერილ ლექსებს...

დგეს გამით მეც მინდა ჩემი ნაწარმოები დავდო:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
დესპანის პრინცის ლექსები...აჰ,ზვიგენო, ზვიგენო...გელოდებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ისევ იყვავილებ ჩემო მაგნოლია,
ისევ მოირთვები,როგორც პატარძალი,
გაზაფხულია და გრძნობით აინთები,
გული მით იხარებს, გული გადამწვარი.

რად ხარ უკარება, ჩემო მაგნოლია,
ნუთუ გული შენი წარსულს გაჰყოლია,
შენგან დატყვევებულს შვება არ მქონია,
ეს რა მათრობელა სუნთქვა დაგყოლია.

მე ნუ გამიწყრები თეთრო მაგნოლია,
სულს თუ ოცნებების ჟამი დადგომია,
ქვეყნად რაც ძნელია, ას რიგ სანდომია,
\"ტრფობა რაც ძველია, უფრო სანდობია\".

თხოვნა შემისრულე, ჩემთვის გაიღიმე,
ჩემთვის იყვავილე, თეთრო მაგნოლია...

მაგნოლია, ჩემო თეთრო მაგნოლია,
ეს რა ბედი, ეს რა ბედი დამყოლია,
თურმე მკერდში გული აღარ გამდგომია,
გაფრენილა და გულის სწორს გაჰყოლია...

მაგნოლია, იყვავილე, თეთრი კაბა შეიკერე,
სურნელება დამაფრქვიე,
შენს ბურუსში, შენს ბადაგში,
შენს სუნთქვაში გამახვიე...

მაგნოლია, არა ვდარდობ,
სხვა გზა?- ალბათ არც მქონია,
გული?- გული მხოლოდ ერთი ,
სიყვარულის გამგონეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თოვლი, წვიმა, სუსხი,
დარდი გულის მწველი,
განშორების სიმღერა
და ისიც ისევ ძველი.
გაფოთლილი მაგნოლია,
ფიფქი თეთრზე თეთრი,
ვნებიანი სიტყვები
და ისიც ისევ ძველი.
გაფრენილი იმედები,
დაკარგული გზები,
აცდენილი ნაკვალევი
და ისიც ისევ ძველი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა ამ ეტაპზე დაასტოპე, კონკურსში წესების მიხედვით 3 ლექსის დაწერა შეგიძლია ,დანარჩენი ლექსები მომდევნო კონკურსისათვის შემოინახე. :)
ბოდიში, ძალიან კარგი ლექსებია მაგრამ წესებს რა ვუყო? წესები ყველასათვის ერთია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე გავუტიე, შევიჭერი როლებში.:) :)

OK, არ არის პრობლემა, პიკა, დავასტოპეეეე=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)
დესპანი