↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
28 ივნისს მთავრდება ივნისის მარათონი.
გთხოვთ, ვისაც მონაწილეობის სურვილი გაქვთ 28-მდე დაწერეთ თქვენი ჩანახატები.

ბუბუსუნას ველოდები და გიო72-ს. თქვენი ჩანაწერები მინდა.
ასევე ყველას შევახსენებ, რომ მოთხრობების რაოდენობა შეზღუდული არაა, კიდევ შეგიძლიათ დაწეროთ.
ელჩი ნუ დაიკარგები 28-მდე დაწერე რაიმე. ნებართვა მოგეცი ხომ ხედავ :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ჩემგან კარმა celq-gogona-ს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
=ko= bazi2002 wrote:
ციტატა:
ჩემგან კარმა celq-gogona-ს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
სიყვარულის სიმფონია

აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღები უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს

ტყის შუაგულში პატარა ტაფობია, ისეთი გაცისკროვნებული და გადაჭრელებული ნაირფერი ყვავილებით,რომ უდაბნოს ოაზისი გეგონებათ. მზეს, ჩვენი პლანეტის ამ კეთილ მანათობელს, ისე გაუთბია მდელო,რომ რაც კი ყვავილი არსებობს, მინდვრისა თუ ბაღისა, ყველას აქ მოუყრიათ თავი. აბა იმათი მორთულობა ხომ ერთ სანახაობად ღირს. ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილი ღიღილოები, გვირილები, ვარდები, ყაყაჩოები, ვარდკაჭაჭები ერთმანეთს ეცილებიან სილამაზეში,ხოლო იმათ ჩრდილს მოფარებული იები, ნაზად აფახულებენ ლურჯ-ლურჯ თვალებს და ენძელებს სიყვარულზე ეჩურჩულებიან.სადაც ამდენი ყვავილია, რა თქმა უნდა იქ ფუტკარს და პეპელას რა გამოლევს? გამწარებული ფუტკრები, ყვავილებს მკერდში უძვრებიან, თითქოს და რძესო, ნექტარს წოვენ და ყურთან უბზუიან: რა ტკბილი ხარ გოგოოოოოო, შენნაირი ტკბილი არცერთი არ არის, ატყუებენ თითოეულ მათგანს. პეპლები კი, თავაზიანი ჯელტმენებივით თავს დაჰფარფატებენ ფუტკრისგან აცრემლებულ ყვავილებს და საკინძეს უსწორებენ, ნაზი ფრთებით ეალერსებიან, სიყვარულის ბალადას უამბობენ ვარდისა და ბულბულის შესახებ.
დღეს მაინც განსაკუთრებული დღე აქვთ. ყვავილები ზეიმობენ ქორწილს ყოჩივარდაანთ მზეჭაბუკასა და ყაყაჩოაანთ მზექალასი.მუხის ფოთლებზე დაწერილი, ლამაზად გაფორმებული ქორწილის მოსაწვევები გუშინ დაარიგეს კალიებმა.მზარეულ ბაბუაწვერებს თეთრ- თეთრი ქუდები ლამაზად მოურგიათ და გაწამაწიაში არიან.სამზადისიც დამთავრდა, სტუმრებიც უკვე შეიკრიბა,არ სჩანდა მხოლოდ ეკალი.ყვავილებმა არ მოიწვიეს, იუკადრისეს,იკბინებაო, ეგ რა ყვავილიაო, მაგრამ მთავარი მიზეზი ეკლის არდაპატიჟებისა მაინც სხვა იყო. საბრალო ეკალს უიმედოდ შეყვარებოდა მზექალა და გაუნელებელ ცეცხლში იყო გახვეული. ეს ამბავი მზეჭაბუკას ყურამდეც მისულიყო. ამ არეულობაში და ხალხმრავლობაში ეკალი ჩუმად შემოპარულიყო, ნეფე-პატარძლის მაგიდის გვერდით ბალახებში შემალულიყო და იქედან ადევნებდა თვალ ყურს ქორწილს, თან ცრემლისგან იღვრებოდა.
გაისმა საქორწილო მარში: დადადადადდააააააააააააააააააააააა. მეფე პატარძალიც მობრძანდება. მათ ნახვას არაფერი სჯობს. ლამაზად თმებდავარცხნილი მზეჭაბუკა და წითელ კაბაში მორთული მზექალა წარუდგნენ საზოგადოებას.ორთავეს, მინდვრის ყვავილებით მოწნული გვირგვინები ეკეთათ თავზე.მინდვრის ყვავილებითვე მოწნულ ცისარტყელაც ფორმის მაგიდასთან დასხდნენ ახლად შეუღლებულნი. დედოფალს სიმორცხვით ლოყები ალეწვოდა, ხოლო სიყვარულით დამწვარი მზეჭაბუკა სიოს უშვერდა გულმკერდს, გასაგრილებლად. დროდა დრო ნაზად გადაიხრებოდა მისი ტურფასკენ და კიდევ ერთხელ შეახსენებდა სიყვარულზე, რაზედაც მზექალას ღაწვებს კიდევ უფრო ემატებოდათ სიწითლე.
თამადამ ნეფე- პატარძლის სადღეგრძელო უზარმაზარი ყანწით ბოლომდე დაცალა. მერიქიფე სამყურებმა სასმისების შევსება დაიწყეს.

ყველა ახლად შეუღლებულებს შეჰხაროდა, მთელი ტყე ზეიმობდა ყვავილთა ქორწილს. ტყეში სიყვარულის სიმფონია ჟღერდა, ჟღერდა კი არა გუგუნებდა.

თიკო ნახე! ნახე რა ყვავილებია ამ ტაფობზეეეეეე. ეხლავე საუკეთესო თაიგულს დაგიკრეფ.რომელი ყვავილი გიყვარს ჩემო სიცოცხლევ?- გაისმა ადამიანის ხმა. მექორწილეებმა ხმა გაკმიდეს და გაინაბნენ.
სოსო ყაყაჩოებს არაფერი მირჩევნია,იყო თიკოს პასუხი.
ეხლავე ძვირფასო! ყაყაჩოებს დაგიკრეფ!

მექორწილეები გარინდებული უსმენდნენ შეყვარებული ადამიანების დიალოგს და შიშით აფუსფუსდნენ. მე მომკრიფე, არა მე მომკრიფე, არა მე მომკრიფე, ეხვეწებოდნენ ვაჟს და თითქოს ნიავმა დაუბერაო მთელი ტანით იდრიკებოდნენ მზექალას მხარეზე რომ დაემალათ პატარძალი.
ვაჟმა უცებ შენიშნა ყაყაჩო და მისკენ გაეშურა.
მზეჭაბუკს სისხლი გაეყინა ძარღვებში.მთელი ტანით გადაიხარა და მზექალას მოეხვია, სადაც შენ იქ მეცაო უჩურჩულებდა ყურში შიშისაგან აცახცახებულ შეყვარებულს.
თიკო ნახე, ყოჩივარდ და ყაყაჩო როგორ ჩახვევიან ერთმანეთს?- რა ლამაზები არიან!- ეხლავე ორთავეს მოგიკრეფ.
არაააააააააააააა, გუგუნებდნენ სრუმრები.
არაააააააააააააააააააააა! მძიმედ ამოიხვნეშა და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა ეკალმა. სასიკვდილოდ არ მემეტებიან, იყვნენ ბედნიერნი.
სოსომ ხელი გაიშვირა ყვავილების მოსაკრეფად მაგრამ გამწარებულმა შეჰყვირა და უკან გაბრუნდა.
წავიდა? რა მოხდა? ჯერ ჩურჩულებდნენ სტუმრები, ხოლო ცოტა ხანში კი ყველას დაავიწყდა ეს საშიშროება და ისევ აჟრიამულდნენ. ყვავილთა ქორწილს ზეიმობდა მთელი ტყე.ისევ ჰქუხდა სიყვარულის სიმფონია. გაკვირტული ტირიფების ტოტებზე შემომსხდარი ბეღურები საამურად ჟღურტულებდნენ,ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლებოდა. მღვრიე ტალღები უზარმაზარ ლოდებს მიაგორებდა და მათი ხმაური ლიტავრების ხმასავით ერწყმოდა სიყვარულის სიმფონიას.
ცრემლებით თვალებდანამულ ჭინჭრის გარდა არავის შეუმჩნევია მზექალას ფერხთით ბალახებში შემალული თავწატეხილი ეკალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მანა ძალიან მაგარიაააააა ამატირე იციი?კარმა ჩემგან ძააააან მომეწონაააააააააააა=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= გაკოცე ბევრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
კარგი იყო მანა, კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეს მარათონი ყველაზე უხვ-მოთხრობიანი გამოდგა. ასე გააგრძელეთ! 28-ში დაიხურება ივნისის მარათონი. და გამარჯვებული გამოცხადდება 1 ივლისს.
ასევე, 1 ივლისს ახალ კონკურსს შემოგთავაზებთ.
ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ყველანი ძალიან კარგები ხართ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულა დედა ბუნება
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ. ადიდდებული მდინარე ნაპირს ეხლება და მღვრიე ტალღები უზარმაზარ ლოდებს მოაგორებს.

რა დაქრჩა რომ იოცნებო?-----

ერთი ლატარიის ბილეთი რომელიც იგებს-----?-
სახლები?--ყვავილები? მანქანები? მტრედები? დროშები? -და ბევრი რამ ასე რომ გიყვარდა და ოცნებობდი?
როგორც სალ კლდეზე მიჯაჭვული ლოდები ისე მეჩვენება.--აღარ მახალისებს ფერები-სურვილები -ოცნებები-მხოლოდ სიჩუმე
და სიწყნარე მინდა. ალბად დავრჩები აქ------ გაჩუქებ ჩემს სანატრელ ქვეყანას რომელიც დიდი ხანია უცხოა ჩემთვის;
ამას შენ ამბობ?--- შენ?----

ხო ---მე -ჯამრთელად მინდა შევხდე გარდაცვალებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა ცქნაპა და ბუბუ! უღრმესი მადლობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულია დედა-ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.

გიორგი თვალყურს ადევნებს გარეშემოს და სიცოცხლით ტკბება.ის აღმართს ნელ-ნელა მიჰყვება,სადაცაა მყინვარწვერს თვალს გაუსწორებს.უცებ შორეული გაახსენდა და ფიქრით წარსულს მიეძალა:ჩვენ ერთად ვიყავით,რა ბედნიერი დღეები გვქონდა.სიცოცხლე დუღდა ხალისიანი და უდარდელი.მას შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა და მაინც ყოველთვის ჩემთან არის,მისი სუნთქვა ისევ მესმის და მისი ბედნიერი ღიმილი მასაზრდოებს.ის ჩემ მხარდამხარ მოაბიჯებს,კისკისებს და თავდავიწყებამდე მივყავარ...
გიორგი უცებ გონს მოეგო:ღმერთო ჩემო ეს ხილვა იყო თუ სულში ანთებული ცეცხლი?მიიხედ-მოიხედა და ტრიალ მინდორზე ტეთრ კაბაში მორთული,თავზე ყვავილების გვირგვინ დამშვენებული თავისი ოცნების ქალი გამოეცხადა.
-ნატალი!აყვირდა გიორგი.ის ადგილს მოსწყდა და მფრინავი რაშივით აწყვეტილი სათაყვანებელი არსებისკენ გაფრინდა.
ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა ჩემო უწყინარო მკითხველო.
აფუსფუსებული დედა-ბუნება კი უარესად გაგიჟდა და ახმაურდა.ბეღურების ჟივ-ჟივს ბულბულებისა და შაშვების გალობა და შტვენა ჩაენაცვლა.მღვრიე მდინარეს სუფთა და ანკარა მდინარე გაეჯიბრა.
გაზაფხულივით ხალისინი და ამაყი ბედნიერი წყვილი კი აღმარტს აუყვა.მათი ბედნიერებით ღირდა სიცოცხლე დედაბუნებისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიმდინარეობს განხილვა ...
რთულია საუკეთსოს ამორჩევა, ყველა მომეწონა ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველა გამარჯვებულია, მაგრამ პირველი მაინც უნდა დასახელდეს :).
რას იზამთ, კანონი კანონია :):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
პიკასო,ჩაწყობა არ მოდის? აა,დაფიქრდი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი მარათონი იყო. ყველას დიდი მადლობა ვინც მონაწილეობა მიიღო, მომდევნო მარათონზე იმედია ყველა თქვენთაგანი მიიღებს მონაწილეობას და დაგვემატება კიდევ ახლები.
არავითარი ჩაწყობა. ფასდება ნაწარმოები და არა ავტორი!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
სულმოუთქმელად ველი გამარჯვებულის გამოვლინებას,მინდა მალე მივულოცო და გავიხარო.
აბა დროზე ჟიურიიიიიიი!!!!!!!!!!!:) :) :)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)
დესპანი