შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებისთვის 71-ე ქვეთავში დავამატე \"ქართული ცის ქვეშ\" და \"ყვავილების გამოფენა თბილისში\", თან ერთი მეტად ორიგინალური ვარდიც - \"დოლარების ვარდი\"
69-ე ქვეთავის \"გვირგვინით შემკობილნი\" ბოლოს დაემატა პაატა ვარდანაშვილის დავით გარეჯის ფრესკების უნიკალური სურათები. გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი
გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი - 77. თეონა მეტრეველი \"...მაინც დავრჩები ქართველი...\". ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია ქვეთავში 69. გთხოვთ მოინახულოთ.
გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge ქვეთავში - 69 \"გვირგვინით შემკობილნი\" დაემატა ქალბატონ მარიამ მოლოდინაშვილის დავით გარეჯის ფოტო-გალერეა და ლევან ცალუღელაშვილის რამდენიმე ნოველა. გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი
”– მსმენია, სპარსეთის შაჰებს თვალი ყოველთვის ქართველ სარდლებზე ეჭირათო. – მართალია. მარტო შაჰ აბასის დროს, ჯერ იყო, და გიორგი სააკაძე უძღოდა სპარსეთის მხედრობას. ინდოეთი და ავღანისტანი აიღო, ერაყშიაც შეიჭრა, ოსმალოც იფრინა და გასწია ირანის საზღვრები. – სააკაძის მზე ჩაესვენა და ალავერდი-ხან უნდილაძე გამოჩნდა. მერე ის გახდა შაჰის მარჯვენა ხელი და პირველი კაცი. რისი გაკეთებაც სააკაძემ ვერ მოასწრო, უნდილაძემ დაამთავრა. – ალავერდი-ხანის ბიჭებიც მარჯვე სარდლები იყვნენ. დაუდ-ხან უნდილაძე განჯა-ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი გახდა. დაუდ-ხანის სარდლობით სეფიანთა ჯარმა პორტუგალიელები დაამარცხა და სპარსეთის ყურეში ახალი მიწები შეიერთა. ოთხი წლის შემდეგ არდებილთან ოსმალოს აყარა შავი დღე. უფროსი ძმა, იმამყული-ხან უნდილაძე ფარსის ბეგლარბეგი გახდა. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ამზიანდა. შაჰ აბასის კარზე აგრეთვე როსტომ სააკაძე აღზევდა. შაჰ სეფის დროს იგი სპარსეთის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგიც გახდა. შაჰ სეფი მისი გავლენის ქვეშ იყო. შაჰ აბას მეორეს ვეზირი მირზა თაყი ვერ შეურიგდა მის განდიდებას, შაჰს შეუჩნდა და მალე როსტომ ხანს თავი მოკვეთეს. – თავისი სიკვდილით თუ აღესრულა სპარსეთში ან ოსმალეთში რომელიმე ქართველი ხანი? – ბედნიერ ვარსკვლავზე ალავერდი-ხან უნდილაძე იყო დაბადებული. შაჰ აბასმა ის დიდის ამბით დაიტირა და მეშხედში მიაბარა მიწას მუსლიმთა წმიდა სასაფლაოზე მერვე იმამის გვერდით (არსებობს ვერსია, რომ იგი მოკლეს შაჰის მითითებით შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობის წინ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, პირველი ტომი). მისი უმცროსი ვაჟი შაჰ სეფიმ გადააყენა და მოკვლაც უნდოდა, მაგრამ დაუდ-ხანმა ჭკუა იხმარა და გაიქცა. უფროსმა ძმამ – ჰორმუზის გმირმა, იმამყული-ხანმა ეჭვიან შაჰს სეფის ვეღარ გაასწრო და თავი მის ვაჟებსაც სეფი ყული-ხანს, ფათალი-ბეგს და ალიყული-ბეგს. გორგი-ხანს მირვეისმა აუგო წესი და თანაც სხვა ბევრი ქართველიც მიაყოლა. არც ბავშვები დაუზოგავს, ყველანი გაჟუჟა. ერეკლემ დროზე გაასწრო, თორემ მასაც სადმე დაკლავდნენ. სხვა ხალხის სამსახური ბეწვის ხიდზე ცეკვას ჰგავს. მცირე რამ შეგეშლება და მორჩა... პატიება საკუთარმა დედამ იცის, მხოლოდ საკუთარმა დედამ. დედინაცვლის ხელში ოქროც ჟანგიან რკინად იქცევა. – ბერძნებს, სპარსელებსა და ოსმალოს გულნათლად არასოდეს დაუფასებიათ ქართველი კაცის სამსახური. ის კი არა და ზოგი დამარხულ-გამოტირებული ერთგული კაციც კი ამოუღიათ საფლავიდან, დაუწყევლიათ, შეუჩვენებიათ და მერე ძაღლებისათვის მიუგდიათ.”
ქვეთავი 68 - \"შაჰ-აბასი, საქართველოს ყველაზე დიდი მტერი\"
გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი 78 - \"საქართველოს ცის ქვეშ\". გთხოვთ მოინახულოთ. პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი