-რამდენი წლის ხარ?
-53-ის.
-ასე უჭოჭმანოდ ამხელ საკუთარ ასაკს?
-რომ დავმალო შეიცვლება რამე?
-ალბათ არა.მხოლოდ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს ძალიან ასაკიანად მოეჩვენები და დისტანციას დიჭერენ შენთან.
-მერე ამით ვის დააკლდება რამე? მეე?
-არ ვიცი. იქნებ ორივე მხარეს. შენ ხალასი, ნორჩი ნაკადი გჭირდება. მათ კი, გამოცდილება და სიბრძნე.
-შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არაფერი მაქვს დასამალი. რაც ვარ ეს ვარ და ვისურვებდი, რომ ეს ციფრები გაზრდილიყოს.არ მინდა მარად ახალგაზრდა დავრჩე.ასეთი სურვილი უფრო წყევლას ჰგავს ვიდრე დალოცვას. ისე, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. მეთანხმები?
-როგორ არ დაგეთანხმო, მე ხომ შენი მეორე \"მე\", შენი ალტერ ეგო ვარ. ანუ მეც 53-ის ვარ და ამ ციფრებს ვერსად დავემალები.
-მაშ, გაგვიმარჯოს!
