|
მე მოგიყვებით ერთ-ერთ მაგალითს, რომლისგანაც(უკვე 3 წელი გავიდა და) დღესაც შოკში ვარ. ერთი ძალიან სიმპატიური, ლამაზ ქართველ გოგოს ვიცნობდი, რომელიც ჩემთან მეგობრობდა და ხშირად რჩევას მთხოვდა ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, დედას არ ემეგობრებოდა. ამ გოგონას შეუყვარდა ბანდიტი, ბინის ქურდი.ყველა ეუბნებოდა არ გინდა, ეგ ბიჭი არ გამოგადგებაო, მაგრამ ამ გოგოს ტვინამდე არაფერი არ აღწევდა. ერთხელ მოვიდა და მეუბნება: რა ვქნა, მე არ მინდა და არც ჩემს მშობლებს, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევსო. მე დავიწყე დიდაქტიკური ლექცია. ვქაქანებ ასე 15 წუთი, მინდა თვალნათლივ დავანახო მისი მომავალი ვხოვრება ბანდიტის და ქურდის ცოლის როლში დაააააააააააა, ამ დროს ტელეფონი ხელში აქვს, და გამომიწოდა ელაპარაკეო, მე გამიკვირდა ვინ არისთქო. თურმე ჩაურთავს კონფერენც დარბაზი და იმ მის შეყვარებულს ასმენინებს ყველას ლაპარაკს ვინც რას ეტყვის მასზე ცუდს. ეს ბიჭი დამელაპარაკა და მითხრა: \"ქალბატონო, ძალიან გთხოვთ, თუ არ გინდათ ინანოთ, თქვენი რჩევის გარეშეც გავუძღვებით მე და ლიკა საქმესო. საერთოდ მეტყველების უნარი და კონტროლი საკუთარ თავზე დავკარგე, ამ ქათმისტვინა ლიკას თმებში რომ დავავლე ხელი, კიბეზე კოტრიალით ჩადორდა. მერე მოვიდა დედამისი და დიდი ბოდიშები მიხადა, მაგრამ მე ისე ვიყავი ნერვებმოშლილი, რომ სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა.
მე კი დავწყნარდი, მაგრამ, ნათია კი დგას თვეში ორჯერ ციხის კარებთან ატუზული, პერედაჩით ხელში.
განსაჯეთ, კარგი მინდოდა და მე დავზარალდი. ამიტომ კისერი უტეხია ყველას, ვინც ასეთი ხეპრეა
|