|
ანეგდოტები რომ მიყვარს,ეგ ყველამ იცით. ხანდახან, ნამდვილებსაც ხომ ვყვები ხოლმე?
ეხლა, ჩემი ოჯახური \"ტრაგი-კომედია\"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./
2 წლის წინ,სახლში შემოვდივარ და ჩემი \"გოგოები\",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო,ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.
კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოყავს./
ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო.
შემიყვანა თავის საძინებელში. გალია უდგიათ. ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო.
გეგონოთ.
თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./ ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.
მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.
ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე,ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.
დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი. -2 წელს დაახლოებითო. თანაც \"უშვილებიათ\", ცხოველების მაღაზიიდან. ვეკითხები,-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი? -კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო.
დავიწყე დღეების ათვლა. ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს \"ხორველა\" მოვაშორო აქაურობას-თქო.
სულ ფხაკუნობდა რა. პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი. თანაც \"ფრენკი\" დაარქვეს. მაგარია არა, კაცი წამოსული ამ სიშორეზე, ელეთ-მელეთი მოგდის შენ ქვეყანაზე და ხალხზე,ამ დროს კიდე თაგვი გყავს სახლში,\"ოფიციალური რეზიდენტი\".
ერთი წელი რო გავიდა, დაუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.
არა.იყო პასუხი. ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი. მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ.
მევ მეტი რა მინდოდა ოოო. გავარდი და დავიჭირე. გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.
მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო.
სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ. ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ,ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი \"საყვარელი\" ცხოველია-მეთქი.
ეჰჰჰ, იძულებული გავხდი,ისევ გამეშვა. /ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს,ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./
ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.
გუშინ ფრენკი დაიბრიდა სიბერით. მიაბარეს მიწას და ორი დღეა \"ტრაურში\" არიან.
ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყავთ \"ელჩი\".
რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა,უიტატატატააა.
ძლივს არ მოვისვენე კაცო.
|