↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გიო, მე ვერ გავიგე, რატომ გახადე ჩემი წერილი ასეთი განხილვის საგანი.
ფორუმის სათაური ნახე, სად მქონდა დაწერილი? რასაც ვფიქრობდი ის დავწერე , ეს არ არის სადისკუსიო ფორუმი, ეს ჩემი გრძნობებია,ის არის რაც მტკივა და მიხარია. ამის გარჩევას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, მოგვიანებით ალბათ გაგირჩევ, არ იფიქრო ან არგუმენტები არა მაქვს ან რამეს გავურბივარ, უბრალოდ არანაირად არ მინდა ამ წერილის გარჩევა, ეს ჩემია და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, ვინ რას ფიქრობს მასზე, ან ვინ როგორ გაღიზიანდა მისი წაკითხვისას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბუბუ ნუ დაიძაბები. უბრალოდ ვსაუბრობთ:)) რაც შეეხება განხილვის საგანს :

ბუბუ წერს : რა მოგივიდათ ჩემო კარგებო, სადისკუსიოდ არ დამიწერია ეს წერილი. უბრალოდ ჩემი ნაფიქრი გადმოვიტანე
ქაღალდზე, ჩემი ტკივილი და სიხარული. ეს ჩანახატი იყო და არა გასარჩევი წერილი.------------ მაგრამ თუ გარჩევაა,----- მაშინ გავარჩიოთ. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
რა გარჩევა აგიტყდა, გიო, დაწყნარდი რა, შენ თვითონ ნუ იძაბები. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი და იმიტომ რომ შენ ისე არ ფიქრობ, როგორც სხვა_ ნუ დავიხარჯებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
რა გარჩევა აგიტყდა, გიო, დაწყნარდი რა, შენ თვითონ ნუ იძაბები. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი და იმიტომ რომ შენ ისე არ ფიქრობ, როგორც სხვა_ ნუ დავიხარჯებით.

მეც ზუსტად მაგ აზრზე ვარ დორადო მეგონა უბრალოდ ვსაუბრობდით:) ჩემი აზრი იყო უბრალოდ სიტყვის თავისუფლებით ვისარგებლე ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
საყვარელო გიო, ვისაუბროთ მართლა უბრალოდ, აზრობრივი განსხვავებები კი არა დამთხვევები ვეძებოთ ერთმანეთში, ზაფხულია, ხავერდის ჰაერი,სიცოცხლე ხანმოკლეა...რა ამინდია შენს წილ ნიუ ჯერსიში?
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
საყვარელო გიო, ვისაუბროდ მართლა უბრალოდ, აზრობრივი განსხვავებები კი არა დამთხვევები ვეძებოთ ერთმანეთში, ზაფხულია, ხავერდის ჰაერი,სიცოცხლე ხანმოკლეა...რა ამინდია შენს წილ ნიუ ჯერსიში?

:))) მეც მანდ ვიყავი დოარადო, ნუ დავუკარგავთ მეთქი ღირსებებს სხვებს თორემ ჩვენს ვინ წაგვარტმევს..:) დამთხვევებზე რა გითხრა, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ:)
ამინდი არაჩვეულებრივი 70-ზე მიდგას :)...გარეთ ცოტა მოღრუბლული ჩანს არ გავსულვარ:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
თუ ნებას დამრთავთ მეც გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას

1)
ციტატა:
არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოც მიტომ იყო სტუმართმოყვარე რადგან უხვი მოსავალი იყო და ქართველს გასაჭირი არასდროს ქონია მას თავისი თავის შენახვაც შეეზლო და სტუმრისთვისაც რჩებოდა . ადამიანების ფსიქოლოგიაც აქედან ჩამოყასლინდა, მაგალითად სომხებს არ ქონდათ იგივე პირობები და ამიტომაც ჩამოყალიბდნენ ასე ხელმომჭირნედ..

ადამიანის სიუხვე მისი შემოსავლიდან კიარა მისი შინაგანი ზნეობიდან ისაზღვრება, ადამიანი რაც უფრო მდიდარია იგი ავტომატირად უხვი არ ხდება, შეიძლება ადამიანი, როდესაც ღარიბი იყო, მათხოვარს 5 კაპიკს აძლევდა (ან საერთოდ არ აძლევდა) და როცა მილიონერი გახდა მათხოვარს $100 აძლევს მაგრამ ეს მის სუხვეს, და მის კეთილშობილებას ერთი იოტიდაც კი არ ზრდის, პირიქით დღევანდელობას თუ შეხედავ ადამიანი რაც უფრო მდიდარია მით უფრო კრიჟანი და ჩაკეტილი ხდება, მას ექმნება ვირტუალურად, სამყაროს შიში და საკუთარი ქონებით დაბრმავებული მის დაქუჩებას და ბალიშებში დამალვას უნდება მთელი ცხოვრება, ადამიანს თუ შინაგანი ზნეობა არ გააჩნია სამწუხაროდ სიმდიდრე მას ვერანაირად ვერ შეცვლის, პირიქით უფრო დაღუპავს.. და დაღუპულიც არის ბევრი მაგის გამო ...
ციტატა:
არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოც მიტომ იყო სტუმართმოყვარე რადგან უხვი მოსავალი იყო და ქართველს გასაჭირი არასდროს ქონია ....
სრულიად უსაფუძვლო და ყალბია, ქართველი ერი თავისი მაღალი ზნეობიდან გამომდინარე იყო გულუხვი რაც ჩვენ გენებში გადმოგვეცა, და რომ იცოდე ადამიანის ზნეობას ბვრი ებრძვის ... მაღალი ზნეობის მქონე ადამიანი და მითუმეტეს ერი ძალზედ საშიშია ბევრისათვის....

ციტატა:
სადაც თავდადებულობას ვახსენებთ და საქართველოს სიყვარულს გავიხსენოAთ..- ვინ ღალატობდა ? ციხეებს შიგნიდან ვინ ტეხავდა? ბრძოლებს ....
ძალზედ საინტერესო საკითხია, მოდი სანა მაქამდე მივალ ერთ მაგალითს მოვიყვან.. ჯარისკაცი ომში რომ წავიდეს ძალიან დიდი სიმტკიც ჭირდება, უფრო შინაგანი სიმტიკცე არის საჭირო, ვიდრე ფიზიკური მომზადება ,საქართველოში მოღალატე ყოველთვის იყო ის ვისაც ქართველობა არ შეეეძლო, ვისაც არ შეეძლო გაეთავისებინა თავის შინაგანი დანიშნულება და ვისაც,ოქრო, და კარგი ქეიფი ქონდა მიჩნეული ცხოვრების მთავარ მიზნად .. ვინც სხვისი სისხლის ხარჯზე სახლში იჯდა და გოჭის ხორც აკრატუნებდა როდესაც მთელი სოფელი ომში იცავდა მისივე სამშობლოს .სარეველა ყველგან ამოდის, მაგრამ სარეველა ,ყაყაჩოს მინდორზე ამოსული უფრო ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელია ვიდრე სარეველების მინდორზე ამოსული ..

ისე ჭკვიანურად დაფარული სიბოროტე უფრო რთული დასანახია ვიდრე სულელურად გაფანტული სიკარგე ...

დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჰო, უკიდურესობებში გადავარდნა არ გვინდა არც საშინაო და არც საგარეო დიაპაზონით. ყველა ერს აქვს თავისი ღირსება და მინუსი, მათ შორის ჩვენც და სხვასაც.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
გიოარმანი ერთ რამეში გეთანხმები\"როგორც ყველა ერი ქართველებიც არ ვართ უნაკლო\" თუმცა:

რაც შეეხება სტუმართმოყვარეობას,რადგანაც უხვი მოსავალი ქონდათ ქართველებს ეს არიყო ჩვენი სტუმართმოყვარეობის ერთ ერთი პირველი მიზეზი.ეს ჩვენ ოდითგანვე მოგვდევს.ქართველ მშრომელ კაცს მოლხენილი ცხოვრება არასოდეს ქონია.იყო დრო როდესაც ისევ ქალებს უწევდათ იმ ვაჟკაცების გაზრდა, რომლებიც მართლა მრავლად გვყავს ქართველებს და იმ საქონლის და მცირე მიწის მიხედვაც რომელიც მათ ებადათ.რაც შეეხება პარალელის გავლებას ისეთ ორ ქვეყანას შორის რომელიც არის საქართველო და ამერიკა მე პირადად უაზრობად მიმაჩნია.ერთი მარტივის მიზეზის გამო ნამდვილი ამერიკელები დღეს დღეობით პერუში კერცოთ მაჩუ პიჩუს მთაზე ცხოვრობენ.ეს ქვეყანა შექმნა და ააშენა ისე იმ ხალხმა.რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.სომხების სტუმაროთმოყვარეობა ესე ხელწამოსაკრავი არ არის.შეიძლება სხვა რაღაცაშო ხელმომჭირვედ არიან,მაგრამ სტუმარტმოყვარეობა არანაკლებ ქართველებისა იციან.ეგრე რომ ავიხოთ დზალიან ბევრ ამერიკელს მიწაც საკმაოდ აქვს,ფინანსურადაც არ უჭირთ,მაგრამ ამხელა ქონებას.კატას,ან ძაღლს უტოვებენ.ანუ მაგათთვის ცხოველი უპრო წინ დგას ცხოვრებაში ვიდრე თუნდაც ის ადამიანები რომლებიც დღეს დღეობით შიმშილით კვდება.მე საკმაოდ დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვარ და ბევრი რამ მინახია.თუნდაც ეს ჩვენი ქართველები აიხე,მოხუცებთან რომ მუშაობენ და რამდენი დამეთანხმება ამასი რომ საკუთარ შვილის თავის დედის ან მამის ყოფა ნაკლებად ადარდებს და ერთი სული აკვს მიწას მიაბაროს რომ ქონება დარჩეს.კი რათქმაუნდა კარგია დამოუკიდებლად სჰვილის გაზრდა,მაგრამ არც ისე უნდა გაზარდო,რომ შენს სიკვდილს ნატრულობდეს.

რაც შეეხება მაფიას და გაყალბებას.აქ რომ მაფია,ქრთამი და გაყალბებაა........... საქართველოში კი არა,ნახევარ მსოფლიოს არ უნახია.ამ ქვეყანას მასონნები მართავენ და ეს მხოლოდ მოჩვენებითი და ილუზიებია რო დემოკრატიული ქვეყანაა და სიტყვის თავისუფლებაა.სიტყვის თავისუპლება არის მხოლოდ იმ ხალხისთვის ვისაც დიდი ფული აქვს,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ფული ჯოჯოხეთს ანათებს.ჩვენ პატარა ერივართ და 4 მილიონიან ერში უფრო ჩანს ის ცუდი რაც ჩვენ გაგვაჩნია და ვერანაირად ვერ შევედრებით 320 მილიონიან მოსახლეობას,რომელსაც არანაირი კულტურა არ გააჩნია. მე პირადად ვამაყობ იმით რომ ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი ერი და ქვეყანა თავისი კარგიტაც და ცუდითაც.
მთავარი არდაზარება და შრომაა თორე მართო ტვინი ბევრს ააქვს რომელიც ამას ვერ იყენებს.

ეს მხოლოდ ჩემი აზრია=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართველობა პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე! ქართველობა იოლი არ არის. უზენაესის მადლობელი ვარ ქართველობისათვის . როგორ შეიძლება ქართველისა და ამერიკელის ერთმანეთთან შედარება. ესენი მებრალებიან, რადგან ესენიც ღვთის ხატად და სახედ შექმნა უფალმა, მაგრამ თვითონვე მოისპეს საკუთარი, ღვთისაგან ბოძებული სულის თავისუფლება. მავანნი საქართველოშიც ამასვე ემხრობიან, მაგრამ დედა ღვთისმშობელი ამას არ დაუშვებს, თავის კალთას გადააფარებს წილხვედრ ქვეყანას და წილხვედრ ჯიშსა და ჯილაგს. საქართველიშო სიწმინდეა, აქ კი არა! \"ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთოოოოოო\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ამერიკელების და ქართველების შედარება როდი იყო ჩემი წერილის აზრი.. ან სტუმართმოყვარეობა რა შესადარებელია .. პიროვნულია და ეროვნება არ აქვს.. სომხებზე გეთანხმები . საერტოდ ხელგაშლილობას ვგულისხმობდი (ბოდიში გადამყრელობა უფრო სწორი იწნებოდა) არც დემოკრატიაზე იყო პრეტენზიები , აქ მხოლოდ იმაზე იყო გამახვილებული ყურადღება , რომ სადაც ჩვენს ხურდას ვაჩხრიალებთ იქ სხვისიც უნდა მოვისმინოთ ..

რაც შეეხება კატას თუ ზაღლს ვინ რას უტოვებს აგრეთვე 320 000 000 ეს პროცენტი ისევე ზალიან დაბალია და ხალხს რაც შეეხება ქველმოქმედებაში ყველას გამოყენებას ნუ მივაწერთ.. და საერთოდ მაქსიმას . ამერიკაში ყველაფერი ბუნებრივად ცხოვრებამ მოიტანა.. და არა იმან რომ ასეთი ფსიქოლოგიას ვინმე ამკვიდრებდა.. ღმერთმა გვაშოროს , მაგრამ არც თუ ისე შორეილ მომავალში, საქართვველოშიც ნახავ მოხუცებულთა სახლებში ჩაბარებულ მშობლებს თორემ არც იტალიელებს აქვთ ნაკლები დედა-შვილობა მაგრამ ცხოვრაბამ მოიტანა ..სამწუხაროა მაგრამ რეალობა..

მასონებთან არ ვიცი რა პრეტენზიებია ? თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს.. ფაქტებიც ზალიან ცოტაა და ნახევარი ჭორის დონეზე.. თუმცა უნდა ავღნიშნო თუ გასულხართ კვირა დღეს ახლომახლო კათოლიკურ ეკლესიაში , აუცილებლად ნახავთ იქ საკმაოდ მრავლად, ამერიკელ მრევლს.. და ამასაც ღმერთის თუ საკუთარი თავის მოტყუებაში ნუ ჩავუთვლით..

მე პირადად ვამაყობ რომ ქართველი ვარ და მაწუხებს ყველაფერი ის რაც ხდება ჩვენს გარშემო. მიყვარს ჩემი ერი და ქვეყანა თავისი კარგით , მაგრამ არანაიარად - ცუდით..

მახიმას პასუხი არ მიწყინო , მივესალმები ყველა სახის აზრს.. და ზალზედ კრიტიკულიც იმიტომ ვარ რომ მართლაც მაღელვებს ეს პრობლემები და სირაქლემის როლში არ ვაპირებ ყოფნას.. იქამდე სანამ თვალდახუჭულები ვიქნებით და გავამართლებთ იმას რომ საქართველოს 2/3 ს თივას მიუგდებ და შეჭამს და ამ ყველაფერს ტაშის დამკვრელებიც გამოუჩნდებიან და მეტიც , ილია ჭავჭავაძეს შეადარებენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ , ვიქნებით ასე , ილუზიებში მფრინავ ქართველებად.
აქ , დესპანზე თითქმის ანტიქართველის იმიჯი შევიქმენი იმის გამო , რომ მიწაზე დავეშვათ და კი არ მივჩქმალოთ და გავამართლოთ ცუდი ,თუნდაც ჩვენიანი იყოს , არამედ დავგმოთ და ვებრზოლოთ.. . ჩემი თუ შენი წერილი როდი მოაგვარებს პრობლემებს , მაგრამ საწინააღმდეგო აზრის მოსმენა ერთადერთი საშუალებაა გააანალიზო სიტუაცია და რეალურად შეხედო არსებულ პრობლემეებს. ჩემი აზრი კი ის არის რომ მხოლოდ რაც მაგრები ვართ ქართველების ძახილმა ვერაფერი ხეირი მოგვიტანა.. და აღთმაშენებელიც ცოცხალი აღარ არის ..
ბოლოს კი დაგესესხები სიტყვაზე, \" მთავარი არდაზარება და შრომაა\" მოდი და ეხლა დეველოდოთ მთავრობას როდის შეგვიქმნის სამუშაო ადგილებს, იქამდე კი გავშალოთ რუსათავველზე ლეიბები და საბნები და დაველოდოთ დემოკრატიის გამარჯვებას...:)

და ერთს დავამატებ.. აღმაშენებელმა როგორ შეძლო უდიდესი მტრებით გარშემორთყმულ მაშინდელი საქარტველოს ზლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება? ერთერთი მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ჯვაროსნების ლაშქრობა აზიაში , რამაც დაასუსტა მთლიანად აღმოსავლეთი და ამით ისარგებლა დავითმა , და ძალიან კარგად გამოიყენა ეს საქართველოს სასარგებლოდ. ისევე როგორც მაშინ დღეს არის ასეთივე მომენტი როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია აზიაზე და რუსეთზე , და ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ისევე გამოყენებაა შესაზლებელი როგორც აღმაშენებლის დროს..
დღეს არის იგივე ისტორიული მომენტი ... გამოვიყენებთ??
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ყველას დიდი მადლობა საინტერესო მიდგომებისათვის..

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
არა გიო ანტიქართველის იმიჯი რა მოსატანია მშვენივრად აზროვნებ რაც შეეხება პოლიტიკას მოდით მოვერიდოთ კამათს მის შესახებ, ლეიბებისა და საბნების გაშლა და ქუჩაში დაწოლა არავის უხარია. აქედან კი ძნელი დასანახია ის გაჭირვება რამაც ადამიანი ამ ზომაზე შეიძლება მიიყვანოს. მიტინგები და რევოლუციები ცუდია და კარგი არაფერი მოაქვს მაგრამ ადამიანი უნდა გრძნობდეს პროგრესს ქვეყანაში. რა ქნას ხალხმა რომელსაც არავითარი შემოსავალი არ გააჩნია და სახლში მშიერი ბავშვები ელოდება?... დაველოდოთ მთავრობას როდის შექმნის სამუშაო ადგილებსო არ დაელოდა არავინ მაგრამ რაგაც საქმე რომ წამოიწყო ამისათვის თანხაა საჭირო რომელიც ხალხს არ გააჩნია, იაფფასიანი კრედიტი აიღოს?... არა აქვს ყველას იმის უნარი რომ ბიზნესს გეგმები წეროს ამიტომაც ელოდება სამუშაო ადგილების გახსნას რომ თავისი შრომით არჩინოს ცოლშვილი.

აი ამაშია საქმე თორემ ქართველებს შრომა ეთალიკებათო რომ ვთქვათ არ იქნება მართალი... შრომობენ გლეხები მაგრამ შედეგი რომ არა აქვთ და პროდუქციის წარმოება იმდენი უჯდებათ რის ფასადაც ყიდიან, მაგრამ შრომობენ მაინც...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
აბა, ისე როგორ იქნება,ერთი-ორი სიტყვით, მეც რომ არ შეგეხმიანოთ.

ყველას წერილი წავიკითხე, არცერთმა არ იფიქროთ, თქვენ გცემდეთ პასუხს.
თემაა ასეთი სათაურით, რომელიც ჩემი სიცოცხლის და ცხოვრების აზრია.

სიტყვა,---- ქართველი-------თვითონ, ბევრი ქართველისთვისაც ამოუცნობი ენიგმაა.
უვიცი ქართველი იტყვის მხოლოდ: რაც მაგრები ვართ,ქართველები ვართო.
ვინ მამაძაღლი, მე არ მინდა, ყველაზე \"მაგრები\" ვიყვეთ?

ბევრმა ძველმა დესპანელმა კი იცით, რა აკრეფილი მაქვს, \"ჯიგრიან ქართველობაზე\".

ვინც თვლის, რომ ყველაზე მაგრები ვართ ყველაფერში, მაგრა სცდება.
ჯერ ერთი,რომ არ იცის თავის ერის ისტორია და მეორეც, ვისთანაც მაგარი ჰგონია თავი, იმათი წარსულისაც,არა გაეგება რა.

ყველა ერმა და ყველა სახელმწიფომ, დღევანდელ დღემდე, საკუთარი \"ხრიკებით\" მოაღწია.

ჩვენ, გამარჯვებული წინაპრების, მომავალი თაობა ვართ.
აბა დავფიქრდეთ,როგორ დღითი-დღე იცვლება მსოფლიო. მზად იყო ქართველი ერი,ჩაბმულიყო ამ \"ორომტრიალში\",რასაც 21-ე საუკუნის, თანამედროვე ცხოვრების \"ფერხული\" ჰქვია?

არ მითხრას ვინმემ, ეხლა მზად არ ვიყავითო.
ეს ხომ გუშინ და გუშინწინ არ დაიწყო.

1988-ში,უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება ერისა, დაგვეწყო დამოუკიდებლად \"არსებობა\".
აღარ შეგაწყენთ თავს, ქრონოლოგიით.
ანუ, რამდენი % მიიღო პირველმა პრეზიდენტმა,მერე მეორემ, მერე მესამემ და აუუუუუუ-------./20 წელი გავიდა და ხალხმა არ იცის რა გააკეთოს,ხან გრიშას დაყვება და ხან შალიკოს.

არავითარი სურვილი არ მაქვს,შევეხო პოლიტიკას.

მ ა გ რ ა მ ---ეს ბოლო 20 წელია, მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა ჩემი ერის საყვარელი შვილები.
სად აღარ არიან ჩვენი თანამემამულენი.

გვიწევს იმ ჯიშისა და იმ ჯურის ადამიანებთან ცხოვრება, რომლებსაც ვერ \"ვიტანთ\", მაგრამ მაინც ვცხოვრობთ.
ხო, მართლა, ისინი გვიტანენ?

უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია,ჩემი პირადი ცხოვრებიდან,როცა ჩემმა ნაციონალურმა წარმოშობამ, ბევრი პრობლემა შემიქმნა და ბევრჯერაც ლამაზი პერიოდებიც მაჩუქა.

მე მაინც ვთვლი, ე დალოცვილი გენები, მაინც თავისას შვებიან.
წესით და რიგით,როგორც ბევრსა ჰგონია,ეხლა მე \"კარენოი\" ამერიკელი უნდა ვიყვე.
ბევრ აქაურზე უკეთესად ვლაპარაკობ,იმათზე უკეთესად ვაზროვნებ და იმათზე უკეთესად ვცხოვრობ.

რატომ? ქართველი რომ ვარ?

რატომაც არა.

დაგვამადლა უდიდესი ნიჭი უფალმა და ვინც გამოიყენებს, წინ ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება.

ვიცოდეთ ვინ ვართ, ვის ვედრებით და რა გვინდა?

გავცეთ ამ სამ შეკითხვას პასუხი და მომავალიც, ნათელი, მოწესრიგებული და ნორმალური იქნება, ყველა მოაზროვნესათვის.

წარმატებას უსურვებ, ყველა ჩემს დახატულ ქართველს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით, როდესაც გიყვარს, ვერ იტყვი რატომ და რისთვის. საიცრად შენი და პირადი გრზნობაა, მითუმეტეს სამშობლოს სიყვარული. დიფერენციაცია დადებითი და უარყოფითი თვისებების (რაც აუცილებელია ზოგადი ანალიზისთვის)და შედეგად დაასკვნა სიყვარული, ამ გრზნობის უგულვებყოფაა, თუ მეტი არაფერი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი