|
მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა...
მე და მამა ყოველ შაბათ დილით მივდიოდით სათევზაოდ. დედა თბილი და ალერსიანი, გაგვიშლიდა სამფეხა მაგიდას კაკლის ხესთან. ჩრდილი არნახული ჰქონდა , განსაკუთრებით ზაფხული პაპანაქება სიცხეში იყო ამაყი, უხაროდა, რომ გაღვითქულ ადამიანებს შვებას ანიჭებდა. მაგრამ, იცოდა კი, რომ ცხოვრებისგან დაღლილები ეძიებოდნენ მის სიმშვიდეს? ყურს ,რომ უგდებდნენ და ფიქრებსაც, რომ ალაგებდნენ მისი დახმარებით? მაშინ არ ვიცოდი რა იყო სიღრმე, არც ზედაპირი. ვიცოდი, რომ ყავდა დედა, მამა და სულ მეყოლებოდა. ვიცოდი, რომ დედის გამომცხვარი პური და ერთი ჭიქა რძე იქნებოდა ყოველი დღის დასაწყისი. ვიცოდი, რომ კაკლის ძირში გავგრილდებოდი ზაფხულის ცხელ შუადღეზე; ყოველ შაბათს, მე და მამა ზღვის ჩურჩულს ან მღელვარებას ყურს დავუგდევდით. ეს უსარულობა ვიცოდი...
მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა...ჯორჯ შენი პიესა მშვენიერია. უცხო ხილივითაა, თითქოს ეძიები ახალ გემოს და იხსენებ, იქნებ რომელიმე ძველს ჰგავს. შენამდე ერთი მსახიობი გვყავდა, ყოველ წარმოდგენაზე თითქოს სხვადასხვა დროში თამაშობდა, დროში მოგზაურობდა. კრიტიკოსებიც კი, მოხიბლულები იყვნენ მისი არნახული ტექნიკით.რეჟისორები სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. გავიდა ხანი და ამ ცოცხალმა ლეგენდამ გადაწყვიტა დაესრულებინა სამსახიობო კარიერა. გაოცებულმა ვკითხე მიზეზი; და იცი რა მითხრა? ვბრუნდები ბატონო ჯერალდ, უკან ვბრუნდები, ჩემს უსასრულო დროში.. ყველა მოგზაური უკან ბრუნდება ჯორჯ, შენს პიესაშიც ასეა, უბრუნდები ძველს, რამდენადაც შორდები; უახლოვდები მას, რის შემდეგაც მთელი ცხოვრებაა...
ზამთრის მზიანი დღე საკმარისია, რომ მონატრების მორევში გადაეშვა... გრინ ვუდის ქუჩა განსაკუთრებით მხიბლავს. ვერაფერს დაუწუნებ სახლებს, ეზოებს.ყოველი ხე და ბუჩქი ისეთი გეომეტრიული სიზუსტითაა გაკრეჭილი, ინატრებ თავადაც ასეთი სტილისტი გყავდეს. ძაღლებიც ისეთი მოვლილ-გაწვრთნილებია, ცოტაც და \"ჰევ ა ნაის დეი\" გეტყვიან. სხვა სულიერი თუ შეგხვდა ვინმე, მოსიარულე; გაგიღიმებს, გაუღიმებ...თითქოსდა სრული ჰარმონიაა, ბუნება და ადამიანი ასე ლამაზად ათენ-აღამებენ... მაგრამ მე ხომ სულ სხვას ვგრძნობ.
მესმის ჩემი მურიკელას წკმუტუნი სკოლიდან, რომ ვბრუნდები. აპრეხილი კუდი აქვს და სევდიანი თვალები. იცის, რომ ჩემს წილ ქადას გავიყობ. მერე მდელოზე ჩავალთ, ვირბენთ. ჩემზე სწრაფია, მაგრამ უჩემოდ გამარჯვებას არ აქვს აზრი მურიკელასთვის. საცაა მზეც აკრიფავს სხივებს, უნდა ვიჩქაროთ, დედა გაგვიბრაზდება. \"დედის გული სად ხარ? კარლო პაპასთან გადადი შვილო, შეშის დაწყობაში მიეხმარე. მალე მამაც მოვა ქალაქიდან.\" -მამა, მამიკოო... გულში მიკრავს და მეუბნება. გიორგი შვილო, ეს შენ და მაწვდის წიგნს- \"მეზღვაურის დღიური\". მთელი ღამე ვკითხულობდი მამა. ყველაზე ძვირფას საჩუქარს ეხლაც ყველგან დავატარებ, ჩემთანა ხარ.
როდესაც ამ ქუჩაზე დავდივარ ვგრძნობ ზურგს უკან რამოდენიმე მზერას, იმ თვალთა მზერას, დღემდე, რომ ზურგს მიმაგრებენ, რომ მომატარეს ოკეანე-მთა-ბარი; და მას შემდეგ, რომ მთელი ცხოვრებაა...
|