bubusuna wrote:ციტატა:
gioarmani wrote:ციტატა:
ჰო მაგას ვგულისხმობდი ბუბუ.. რომ \"თავს გადავახტები\" და მაგ შენს წერილს აღარ ვუპასუხებ და შენთვის დამითმია ბოლო არგუმენტაცია და ბოლო სიტყვა..

ვიცი არ განეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს (\"Tunnel Vision\") ცალსახად რომ უკურებენ სიტუაციებს , და ვფიქრობ ცხოვრება (მომავალში) აუცილებლად დაგაფიქრებს შენს მიერ მოყვანილ არგუმენტებზე.. ოჯახი რომ მიგვიგებს წაქცეულებს ბუბუ , ხელს რომ შეგვაშვველებს , წამოგვაყენებს და ფეხზე დაგვაყენებს, ნმუ წავიღებთ აქედან ნურც მამაც გულებს , ნურც შინდლერის სიებს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც უხვად გვაქვს, წავიღოთ ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა-ფული...(ეს სიტყვები შენ არ გეხეება ბუბუ.. რომ არ გიცნობდე რა ადამიანი ხარ შენს წერილს უპასუხოდ არ დავტოვებდი)


შენ კარგად იცი , გიო, მე რა მალაპარაკებს .მე მტკივა საქართველო, მტკივა ჩემი შვილი , რატომ მარტო ჩემი? არა , ჩვენი შვილები, ჩვენი შვილები მტკივა, ჩემი და შენი, და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება მტკივა,ჩვენი მშობლების ცრემლი მტკივა, დანგრეული ოჯახები და ლოდინისგან გაციებული გულები მტკივა. ჩვენ, ქართველებს, ასეთი ისტორიის და ასეთი გენების მატარებელ ხალხს, დღეს ეს არ უნდა გვჭირდეს, მაგრამ გვჭირს! ეს მტკივა და ეს მალაპარაკებს, გიო. მე არა ვარ ფანატიკი და არც არა ობიექტური(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი), რომ ვერ დავინახო სხვისი კარგი და მარტო უარყოფითი ვეძებო სხვაში. მე მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რომ შეგვიფარა და იმ სიტუაციიდან ამოსაყვანად, რაშიც ვიმყოფებით, ხელი გამოგვიწოდა. გად, ბლეს ამერიკა!!!ნამდვილად გულით ვიძახი!
მოგესალმებით!
ბუბუს სიტყვებს ვეხმაურები-გად ბლას ამერიკა!
ცოტა შორიდან დავიწყებ: მე მგონი ყველა ხართ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მილიარდერი, ივანიშვილი ქართული ინტელიგენციის ნაწილს ყოველგვარი ანგარების გარეშე, ეკონომიურად ეხმარება. ამასთან დაკავშირებით ოტია იოსელიანმა თქვა: ივანიშვილი კი არის ქველმოქმედი და მეცენატი, მაგრამ მე რომ მათხოვარი მქვიაო?...
გული რაზე მტკივა იცით? ერი შეეჩვია ნახმარ ტანსაცმელს, ნახმარ მანქანებს, ნახმარ ავეჯს, ნახმარ ავტობუსებს...
ბ-ნმა ბუშმა, თბილისში, მაისის თვეში, ქართველი ერისადმი მიმართვაში ორი ძალიან ყურადსაღები რაღაც თქვა:
1. ის, რაც ქართველებმა დაიწყეს 1989 წლის 9 აპრილს, დასრულდა 2003 წლის 23 ნოემბერს.
2. თქვენ 23 ნოემბერს საბოლოოდ დაამხეთ პოსტსაბჭოთა დიქტატურა.
ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, განსაკუთრებით გიოარმანის.
საკუთარ მოსაზრებას მოგვიანებით დავწერ, სამწუხაროდ ახლა დაკავებული ვარ.