bubusuna wrote:ციტატა:
bazi2002 wrote:ციტატა:

3)ვინ და როდის აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები და როდიდან გამოცხადდა ჰავაის კუნძულები ამერიკის ტერიტორიად?
4)როდის და ინ დააარსა ცნობილი ჩოგბურთის ტურნირი \"დევისის თასი\"?
3.1513 წელს \"ახალი სამყაროს\" აღმოსაჩენად წასულმა ბალბაომ აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები, ის
აშშ-ს 50-ე შტატად ითვლება 1959 წლის 21 აგვისტოდან.
4.1900 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, დვაიტ დევისმა მოაწყო შეჯიბრი აშშ და დიდი ბრიტანეთს შორის ჩოგბურთში, მან თავისი ფულით იყიდა ვერცხლის თასი, რომელიც ამ ტურნირის მთავარ პრიზად ითვლება და ტურნირს თავისი სახელი დაარქვა.
bubusuna, პასუხი 4-სწორია.
პასუხი 3-ან მე ვერ გავიგე, ან გაუგებრობაა.
Vasco Núñez de Balboa იყო პირველი ევროპელი/ესპანეთი/, რომელმაც პანამის არხის საშუალებით მიაღწია წყნარ ოკეანემდე. მას ეკუთვნის კუნძულ ესპანიოლას აქრმოჩენა, რომელიც დღეს გაყოფილია ორად და წარმოადგენს ჰ ა ი ტ ი -ს და დომინიკის რესპუბლიკას. ეს კუნძული მდებარეობს ატლანტიკის ოკეანეში, ეკვატორიდან ჩრდილოეთით.
რაც შეეხება ჰავაის კუნძულებს. ის აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა 1776-1779წლებში. ამერიკამ ეს კუნძულები დაიმორჩლა და თავის ტერიტორიად გამოაცხადა 1900 წელს. შენ მართალი ხარ-1959 წელს ჰავაის კუნძულები 50-ე შტატად შევიდა შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ჰავაის კუნძულები მდებარეობა წყნარ ოკეანეში, ეკვატორიდან ჩრდილოეთით.
