აბა ჰე, ვინც არ მიცნობს გამიცანით

არ ვიცი რითი დავიწყო, ნაკლით თუ დადებითი მხარეებით. თუმცა, მე რომ უარყოფითი მგონია, ის შეიძლება დადებითი იყოს და პირიქით.
მოკლედ ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, არავისზე არც მეტი არც ნაკლები. ვარ გურული,ეს ნაკლია?=tavfx=
კიდევ მყავს ორი ძმა და სამი ვაჟკაცი ძმიშვილი, რომლებზედაც ჭკუა მეკეტება. მიყვარს ასევე ხინკალი, მწვადი და ლუდი

ბევრი მეგობარი არ მყავს, ვთვლი, რომ ყველას მეგობარი არავისი მეგობარი არაა, მაგრამ ვინც მყავს ნამდვილი მეგობრები არიან.გარეგნულად მხიარული და იუმორით სავსე ვჩანვარ, ისე მაგარი ბოღმა ვარ.თუკი ვინმე ერთხელ შეცდება ჩემთან, პატიება არ შემიძლია, თუმცა სამაგიეროს გადახდა არასოდეს მიცდია, უბრალოდ გავეცლები ხოლმე სამუდამოდ. არ მიყვარს თავის მართლება და ვინმესთვის სიმართლის დამტკიცება.როგორი მართალიც არ უნდა ვიყო, უკან ვიხევ ხოლმე.
არ მიყვარს როცა ტანსაცმელის ყიდვისას ვინმე თან მახლავს, არასოდეს არ ვიზიარებ სხვის აზრს ჩაცმულობაზე, არ ვამბობ უნიკალური გემოვნება მაქვს მეთქი, მაგრამ მე მე ვარ და არ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს(ეს მხოლოდ ჩაცმულობას ეხება). ვცდილობ არავის არ მივცე შენიშვნა, ბევრი წავაგე, ამიტომ განზე დგომას ვარჩევ. მე თვითონ შენიშვნას მივიღებ, მაგრამ გააჩნია ვისგან, ისე ვცდილობ არ დავიმსახურო შენიშვნები, მაგრამ შეუცდომელი არავინაა ქვეყანაზე. არ მიყვარს როცა რაიმეს მჩუქნიან,მიყვარს როცა მე ვჩუქნი ხოლმე. არ მიყვარს როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე ვინმეს შექება. უზომოდ მიყვარს სპორტი, ნებისმიერ სახეობას ვუყურებ დიდი სიამოვნებით, პირადად ვთამაშობდი კალათბურთს(მაღალი არ ვარ:) ) ხელბურთს, შაშს, ასევე ტყვიას ტყვიაში ვაჯენ:).
სულ 2 წელია რაც ვხატავ, ახლობლები დამცინიან გენებმა იყივლაო, თოიძე ვარ და, ალბათ ასეც არი. როცა ვხატავ სულიერად ვისვენებ, როცა გაბრაზებული ვარ ფურცელს ვაფერადებ, ამბიციური არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ.არც ემოციური ვარ, ვერ გამოვხატავ ხოლმე სიხარულს ისე როგორც მიხარია, თუ გავბრაზდი ეგრევე მეხატება სახეზე. მიყვარს პოეზია. როგორც მეუბნებიან საკმაოდ კარგადაც ვკითხულობ ლექსებს.
საკუთარი თავით კმაყოფილი არავინაა, არც მე. ვთვლი რომ მეტის გაკეთება შემეძლო ცხოვრებაში, მაგრამ მიღწეულით ყოველთვის კმაყოფილი ვარ და მეტს არასოდეს ვითხოვ, თან ძალიან ზარმაცი ვარ და ესეც ხელს მიშლის.არასოდეს მიცდია რაიმე გეგმა დამესახა და შემესრულებინა, უფრო ცხოვრების დინებას მივყვები, მდორე მდინარესავით.:side:
აუუ, არ მოვიწონე თავი.
ვინც მიცნობს, როგორ ფიქრობთ ვარ ეგეთი რაც დავწერე?=tavfx=
p.s-ყოველთვის იმაზე მეტი ჭკვიანი ვჩანვარ, ვიდრე ვარ ცხოვრებაში, ასე რომ არ შეცდეთ!
