↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 202 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
ლოდინის ტკივილს თუ გადავურჩი,
და დავიწყების კლანჭებს დავუსხლტდი,
თქვენი ამბორი და სითბო თვალთა
ღმერთის ჯილდოა, იმედი ხვალთა.

არარაობას არ მივცემ ხსოვნას,
სისხლს რომ მიჩქროლებს, აღმაფრენს მაღლა.
ლოდინის ტკივილს თუ გადავურჩი,
ერთად ვიქნებით მარად და მარად.

ჭია-ჭია მაია
ჭია-ჭია მაია, ეს რა ლამაზი კაბა ჩარიცვამს,
ცისარტყელები დაცეკვავენ ოქროს ძაფებში.
ჩემო პატარავ, ხომ გიყვარვარ, ნუ დამიმალავ,
როდის წავალ, დრო მიჩვენე, ჩემს ქვეყანაში?

ბაზი კმრა ჩემგან როგორც კი საშუალება მომეცემა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
ბაზი აქ ხარ?
=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია;
ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება
და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.

შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,
არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;
ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,
როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.

არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,
არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე –
და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის – ნეტავი იმას,
ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.

ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Jul 2008
Posts83
კარმა2
OFFLINEPROFILE
5 წელი ან მეტი?მე არა!იმიტომ რომ არ არსებობს მიზეზი სურვილი დააკავოს.და შესაბამისად არც ჩემი რჩეულისთვის იქნებოდა გამონაკლისი რომ 5 წელიწადში ერთხელ მაინც ვერ მოეხერხებინა შეხვედრა.სულ ესაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
:) ლოდინი?,შევძლებ უსასრულოდ,თუ ბოლოში სინათლე იქნება=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
რასაც ვერ ვიტან ცხოვრებაში - ეს ლოდინია, მაგრამ რატომღაც მთელი ცხოვრება ვიღაცას ან რაღაცას ველოდები.
ზაკონ პოდლოსტი !!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 202 posts ] 
დესპანი