შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სადა ხართ , ხალხო? გარეთ ულამაზესი დღეა, ცა არის ლურჯი, ლურჯი...პეტრე გრუზინსკის ლექსი გამახსენდა
ცა ლურჯი, ლურჯი... ზღვა ლურჯი, ლურჯი... თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც. ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა, მზე ოქროსფერი. და ვერ გავიგე, ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი... მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა. ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა, რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი... ღმერთი გიშველის _ ღალატშიც და ერთგულებაშიც, ღმერთი გიშველის. ცა ლურჯი, ლურჯი... ზღვა ლურჯი, ლურჯი... თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც, ფიქრიც და შენცა... მოუთმენელი სიო გადაგხდის სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს და როგორც ვნება, მზე დააცხრება შენს შიშველ სხეულს... ცა მუნჯი... მუნჯი, ზღვა მუნჯი... მუნჯი, ყველაფერი საოცრად ლურჯი...
დილამსჰვიდობისა დესპანელებო რა ადრე დგებით ძილი არგიყვართ თუ რა ხდება? ცავედი მეც მოვადუღო სიცოცხლის ელექსირი, ისე ბუბუ თუ იცი პეტრე გრუზინსკი-ბაგრატიონმა ეგ ლექსი ვის დაუწერა? ქალს რომელზედაც სიკვდილის ბოლომდე იყო შეყვარებული?
ანა-თეკლა, დილა მშვიდობისა, ნამდვილად არ ვიცი ვის დაუწერა პეტრე გრუზინსკიმ ეგ ლექსი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს.
ნინე, სამწუხაროდ მე არა ვარ საქართველოში, თორემ დიდი სიამოვნებით შეგხვდებოდი. მე ამერიკაში ვარ, ჩვენ უკვე გვაქვს ეგ ტრადიცია, თვეში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ აქაური დესპანელები. ისე, რომ შეკრიბე საქართველოს დესპანელები და კარგად მოილხინეთ. როცა ჩამოვალ მეც შემოგიერთდებით. აბა, თქვენ იცით.