↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თავისუფალი მედია საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ასე ესმის ზოგს სიტყვის თავისუფლება და ობიექტურობა...ჩიჩეს ვეთანხმები ყველაფერში!აბსოლუტურად ყველაფერში ცამდე მართალია!ახლა უკლვე ზოგს სიმართლე ოპოზიციურ აზრად უტრიალებს თავში და კარგავთ აღქმის უნარს,ასე რამ დაგაბრმავათ ხალხო?!თქვენი აზრით ნორმალური მდგომარეობაა,როცა გამოდის ტელევიზიის მფლობელი და საუბრობს,რომ სახელმწიფო ბიზნესმენებს რეკლამის მიტანას უკრძალავს ტელევიზიაში და ამით უჭრის არსებობის გზას,აქუ იქნება თუ პაქუ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს!!!გავახილოთ ცოტა კიარადა ძალიან ფართოდ თვალები,მარტო ჟურნალისტზეც არ ყოფილა დამოკიდებული \"იძახო\" სიმართლე,ხელისუფლებამ თუ არ შეუწყო ხელი ასეთი,ოპოზიციური,თქვენის აზრით,ტელევიზიების არსებობას,რომელი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას გეგმავთ???ლგიკა არის ჩემთვის ძალიან გაუგებარი...რაც უფრო მეტი \"ოპოზიციური\" არხია(მე ოპოზიციურში ვგულისხმობ ობიექტურს და სიმართკლის ამსახველს,ამიტომ ვსვავ ამ სიტყვას ბრჭყალებში)მით უფრო მაღალია შესაძლებლობა აკონტროლო ხელისუფლება და არ იმართებოდეს ქვეყანაში ყველაფერი ზევიდან ქვევით...და ვინ თქვა,ან რომელ ეთერში ითქვა,ან როდის გაიგეთ,თუნდაც კავკასიისგან ნათქვამი,რომ ჩვენ ოპოზიცია გვაფინანსებსო და ა.შ.არხი,რაც ვიცი,რამდენი ხელისუფლებაც იდგა იმდენის ოპოზიცია იყო:))))))ვარკვიოთ ეხლა სააკაშვილის ოპოზიციაა კავკასია თუ უბრალოდ ამბობს იმას,რასაც ხედავს და ,რასაც სხვები ასე მალავენ ან სხვადასხვა თექნიკური საშუალებებით აუფერულებენ....საინტერესოა პირდაპირ...ბატონი აქუბარდიას გადაცემას რაც შეეხება,თუ ამას გულისხმობ ციცი,საინტერესოა ვუყურებ იმდენად,რამდენადაც მაქვს ამის დრო,მომწონს კი:)ხარვეზები არის და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს ასეთ პირობებში...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია! 2012 წლამდე არავითარი კავკასია და იმედი, ასეა საჭირო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეეჰჰ ჩემო ბატატარი ბაბუაშენის თქმაზე თუ ვართ დამოკიდებული არაუშავს გავუძლებთ კიდევ 4 წელიწადს, მაგრამ ვაი რომ მერეთაც არაფერმა გვიშველოს რა ვუთხრათ მაშინ ბაბუას აააა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია! 2012 წლამდე არავითარი კავკასია და იმედი, ასეა საჭირო.

ბაბუის ნათქვამებისთვის სხვა თემებიცაა,მაპატიეთ ვაოფებ:)იშლება ყველა თემიდან გადახვეული წერილი,მათ შორის ბებიები და ბაბუები:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ თუ ვინმე შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს,მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია.70-იან წლებში სტიქჰოლმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ,ყოფილი მძევლები ტერორისტებს გაცილებით უფრო დადებითად ახასიათებდნენ,ვიდრე სპეცრაზმელებს,რომლებმაც ისინი გაათავისუფლეს.ამ მოვლენას მაშინ \"სტოქჰოლმის სინდრომი\" უწოდეს.იგივე მოხდა საყოველთაოდ ცნობილი ბესლანის ტერაქტის დროსაც.მაშინაც ყოფილი მძევლები ლამის შეყვარებული იყვნენ თავიანთ დამტყვევებლებზე.ეს გამოიწვია იმის შეგრძნებამ რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს შეიძლებოდა გაცილებით უფრო ცუდი რამე მომხდარიყო,ვიდრე მძევლად ყოფნის დროს,ვინაიდან მძევლობისას მათი მდგომარეობა ასე თუ ისე დასტაბილიზებული იყო.ასე რომ კრიტიკული სიტუაციის დროს ისინი ამჯობინებდნენ დარჩენილიყვნენ კრიტიკულ,მაგრამ სტაბილურ სიტუაციაში,ვიდრე რაღაც საშიშროების ფასად განთავისუფლებულიყვნენ და დაბრუნებოდნენ ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას.დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.ნუთუ შეგიძლიათ ნორმალური და დემოკრატიული უწოდოთ მდგომარეობას,როცა არცერთ ტელევიზიას,რომელსაც რაღაც განსხვავებული აზრი გააჩნია ნორმალური მუშაობის საშუალება არა აქვს.დაიხურა და ვიღაც ავატიურისტს გადაეცა \"იმედი\",ღმერთმა იცის დაბრუნდება თუ არა ეთერში პრაიმტაიმი/ყოველ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა და არ დაბრუნებულა/,ეხლა კიდევ \"კავკასიას\",ამ ისედაც მწირი ბიუჯეტის ტელევიზიას უქმნიან პრობლემებს,ისიც დღემდე ალბათ იმიტომ აცადეს,რომ თბილისს იქეთ არ მაუწყებლობს.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,ყველანი ერთნაირად მიყვარხართ იმისდა მიუხედავად,თუ როგორ ფიქრობთ,მაგრამ მე მაინც მიმაჩნია,რომ ეს \"სტოქჰოლმის სინდრომი\"-ა.დემოკრატიისათვის ბრძოლამ ისეთ მონსტრთან,როგორიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაა,შეიძლება რაღაც საფრთხეები შექმნას,ამიტომ გვირჩევნია ვიცხოვროთ არადემოკრატიულ და მოჩვენებით სტაბილურ ქვეყანაში,ვიდრე დემოკრატიისათვის ბრძოლაში რაღაც პრობლემები შევიქმნათ.ეს არის და ეს.სხვანაირად არაფრით არ იხსნება მხარდაჭერა იმისა,რაც სხვა ქვეყანაში ტოტალიტარულ მმართველობად მიგვაჩნია.აბა დააკვირდით,ერთადერთი განმასხვავებელი რუსეთისაგან ჩვენს ხელისუფლებას ის ჰქონდა,რომ ერთი თავისუფალი ტელევიზია იყო ქვეყანაში.\"იმედის დახურვის შემდეგ კიდევ ერთი იმედი დარჩა პრაიმტაიმის სახით და ისიც ევროპის ჩემპიონატს გადააყოლეს.ეხლა ერთ ქალაქში მაუწყებელი ტელევიზია დარჩა და იმასაც ალბათ სანაგვეზე გადაუძახებენ.ეხლა ამიხსენით ჩემო ძვირფასებო,რაღათი განვსხვავდებით ტოტალური რეჟიმის რუსეთისაგან?გემუდარებით,კარგად დააკვირდით და იქნებ აღმოაჩინოთ რომ \"სტოქჰოლმის სინდრომი\"გვჭირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
პაქსაქ მართალი ხარ,გეთანხმები და გეთანხმები,განსხვავებას ვერც მე ვხედავ სიმართლე რომ ვთქვათ იმ რეჟიმისგან,რაც რუსეთშია და ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიების სფეროს,იგივეა ხელისუფლების შიგნით ადგილების განაწილების შემთხვევაში,მმართველობის ფორმაში და ა.შ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
რა თქმა უნდა NINOCHKA ასეა,ყველგან ხდება ის რასაც ცოტათი მაინც თუ დააკვირდები მიხვდები,რომ პატარა რუსეთი გავხდით ნელ-ნელა.აქ კი უბრალოდ მარტო ტელევიზიაზე იმიტომ ვამბობ,რომ თემაა ასეთი,\"თავისუფალი/ანუ არ არსებული/მედია საქართველოში\".

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
კავკასია ტვ თავისი მწირი შესაძლებლობით,ზეწოლის ქვეშ,კიდევ ახერხებს მაუწყებლობას.იქ მომუშავე ჯურნალისტებს მართლა რომ დაძლეული აქვთ შიში.ამ ხალხს აქუ ტივის ძახილით ვერ დააკნინებთ ქალბატონო ციციკორე,არც ვანო ჯავახიშვილი ამაღლებულა ამ \"ფრთიანი\"გამოთქმით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
paksaqi wrote:
ციტატა:
მაპატიეთ თუ ვინმე შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს,მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია.70-იან წლებში სტიქჰოლმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ,ყოფილი მძევლები ტერორისტებს გაცილებით უფრო დადებითად ახასიათებდნენ,ვიდრე სპეცრაზმელებს,რომლებმაც ისინი გაათავისუფლეს.ამ მოვლენას მაშინ \"სტოქჰოლმის სინდრომი\" უწოდეს.იგივე მოხდა საყოველთაოდ ცნობილი ბესლანის ტერაქტის დროსაც.მაშინაც ყოფილი მძევლები ლამის შეყვარებული იყვნენ თავიანთ დამტყვევებლებზე.ეს გამოიწვია იმის შეგრძნებამ რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს შეიძლებოდა გაცილებით უფრო ცუდი რამე მომხდარიყო,ვიდრე მძევლად ყოფნის დროს,ვინაიდან მძევლობისას მათი მდგომარეობა ასე თუ ისე დასტაბილიზებული იყო.ასე რომ კრიტიკული სიტუაციის დროს ისინი ამჯობინებდნენ დარჩენილიყვნენ კრიტიკულ,მაგრამ სტაბილურ სიტუაციაში,ვიდრე რაღაც საშიშროების ფასად განთავისუფლებულიყვნენ და დაბრუნებოდნენ ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას.დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.ნუთუ შეგიძლიათ ნორმალური და დემოკრატიული უწოდოთ მდგომარეობას,როცა არცერთ ტელევიზიას,რომელსაც რაღაც განსხვავებული აზრი გააჩნია ნორმალური მუშაობის საშუალება არა აქვს.დაიხურა და ვიღაც ავატიურისტს გადაეცა \"იმედი\",ღმერთმა იცის დაბრუნდება თუ არა ეთერში პრაიმტაიმი/ყოველ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა და არ დაბრუნებულა/,ეხლა კიდევ \"კავკასიას\",ამ ისედაც მწირი ბიუჯეტის ტელევიზიას უქმნიან პრობლემებს,ისიც დღემდე ალბათ იმიტომ აცადეს,რომ თბილისს იქეთ არ მაუწყებლობს.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,ყველანი ერთნაირად მიყვარხართ იმისდა მიუხედავად,თუ როგორ ფიქრობთ,მაგრამ მე მაინც მიმაჩნია,რომ ეს \"სტოქჰოლმის სინდრომი\"-ა.დემოკრატიისათვის ბრძოლამ ისეთ მონსტრთან,როგორიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაა,შეიძლება რაღაც საფრთხეები შექმნას,ამიტომ გვირჩევნია ვიცხოვროთ არადემოკრატიულ და მოჩვენებით სტაბილურ ქვეყანაში,ვიდრე დემოკრატიისათვის ბრძოლაში რაღაც პრობლემები შევიქმნათ.ეს არის და ეს.სხვანაირად არაფრით არ იხსნება მხარდაჭერა იმისა,რაც სხვა ქვეყანაში ტოტალიტარულ მმართველობად მიგვაჩნია.აბა დააკვირდით,ერთადერთი განმასხვავებელი რუსეთისაგან ჩვენს ხელისუფლებას ის ჰქონდა,რომ ერთი თავისუფალი ტელევიზია იყო ქვეყანაში.\"იმედის დახურვის შემდეგ კიდევ ერთი იმედი დარჩა პრაიმტაიმის სახით და ისიც ევროპის ჩემპიონატს გადააყოლეს.ეხლა ერთ ქალაქში მაუწყებელი ტელევიზია დარჩა და იმასაც ალბათ სანაგვეზე გადაუძახებენ.ეხლა ამიხსენით ჩემო ძვირფასებო,რაღათი განვსხვავდებით ტოტალური რეჟიმის რუსეთისაგან?გემუდარებით,კარგად დააკვირდით და იქნებ აღმოაჩინოთ რომ \"სტოქჰოლმის სინდრომი\"გვჭირს.

ჩემო ძმაო,მრავლობითში რატომ ლაპარაკობ?
მე, სულ სხვა \"AVADMYOFOBA\" მჭირს.
მე პირადად, აბსოლიტურად ყველანაირ ინფორმაციას ვუყურებ და ვკითხულობ./კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ.რუსული და სხვა ქვეყნების გამომცემლობების სტატიებს, უფრო მეტს ვანდომებ./
რატომ ქართულს არა?
წაიკითხე ჩემი ძველი პოსთები და ჩემ პოზიციასაც მიხვდები.
მინდა თუ არა, ყველანაირი \"პოზიციის\"პრობლემებსაც ვგებულობ.

რისთვის მომცა გამჩენმა ტვინი?

დავუფიქრდეთ და დასკვნა ჩვენ თვითონვე გამოვიტანოთ.
ხომ ასეა?

ერთი და ყველაზე უმთავრესი, ამჟამად არის საქართველოს გაერთიანება.
თუ ეს არ მოხერხდა, ვერასდროს ვერ ვეღირსებით სტაბილიზაციას,/სტაბილიზაცია-მე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად მიმაჩნია./

თუ ვცდები?
შენიშვნას მივიღებ.
მერე გიპასუხებთ.

მე, ჩემი \"წინაპრების სინდრომით\" ვარ \"დაავადებული\"./რისთვისაც დაიხოცნენ,მეც იმისთვის გავჩნდი, რომ მათი ნატვრა ავასრულო./

ე რ თ ი ა ნ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო .

ვინ უშლის ხელს საქართველოს გაერთიანებას?/გაერთიანება და სტაბილურობა, ეს გვჭირდება ჰაერივით./

მოდით ჯერ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, მერე დანარჩენებზე გადავიდეთ.

თუნდაც, დაწვრილებით განვიხილოთ.

PAKSAQI-რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ.

P.S.- მოდი რა მაეშვით, ამ \"საინფორმაციოების\"და \"მაინფორმირებლების\" ყურებას.

ისინიც დაისვენებენ და ჩვენც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
ELCHI,მე მრავლობითში იმიტომ ვლაპარაკობ,რომ მიმაჩნია იმ ხალხის ნაწილი ვარ,რომელიც ფიქრობს,არა აქვს მნიშვნელობა ჩემნაირად თუ სხვანაირად.ამიტომაც ვლაპარაკობ მრავლობითში და ვამბობ რომ იქნებ \"სტოქჰოლმის სინდრომი გვჭირს\",და არა \"გჭირთ\",რაც იმას ნიშნავს რომ თუ ვთვლი ჩემს ქვეყანას რაიმე ჭირს,ვთვლი რომ ეს რაღაც მეც მჭირს.რაც შეეხება წინაპრების ნატვრის ასრულებას,აქ მე მგონი შენ მარტო დიდი ტვირთის აკიდებას აპირებ.ვფიქრობ ამ ნატვრის ასრულებაზე ლაპარაკი მხოლობით რიცხვში გაცილებით უფრო უხერხულია,ვიდრე ჩემგან მრავლობითში/თანაც ჩემივე თავის ჩათვლით/\"სტოქჰოლმის სინდრომზე\"ლაპარაკი.რაც შეეხება წინაპრების ნატვრის ასრულებას,თუ შენ ამაზე რაიმე რეალური სამოქმედო გეგმა გაქვს,მიგულე ერთგულ ჯარისკაცად,თუ კი შეგიძლია ამ საკითხშიც რომ მრავლობითში ვისაუბროთ და თუ მაინც და მაინც იმის პრეტენზია არა გაქვს,რომ მარტო აასრულო წინაპრების ნატვრა.
ELCHI,ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ჩვენი სხვადასხვანაირი ნაფიქრალი ქვეყნის სიკეთეზე სულაც არ ნიშნავს,რომ ჩვენ მტრები ვართ.უბრალოდ ერთი მიზნის მიღწევის გზებს სხვადასხვანაირად ვხედავთ.რაც შეეხება თემას რაზედაც იყო საუბარი,არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმისათვის,რომ დაამტკიცოს ტელევიზიებთან მიმართებაში ხელისუფლება სწორად მოიქცა.თუ შენ გინდა ამ საკითხებზე ვრცლად და არგუმენტირებულად საუბარი,მომეცი შენი სკაიპი და დაგეკონტაქტები.ჩვენ რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ,ეს სულაც არ ნიშნავს რომ მტრები ვართ და ნორმალურად ვერ ვილაპარაკებთ.უამრავი მეგობარი მყავს,რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს,მაგრამ ვახერხებთ ნორმალურ ურთიერთობას.
პატივისცემით PAKSAQI.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
PAKSAQI, მე ამ საითზე, თითქმის ერთი წელია \"ვცხოვრობ\".
ისე, სიმართლეს გეტყვი და დილაადრიან ხატებთან რომ მოვრჩები \"სათქმელს ქრისტიანისას\", მაშინვე ვრთავ \"ნერვების მომშლელს\", ასე დავარქვი \"ინტერნეტს\"./კომპიუტერს, არ მივაყენებ \"შეურაცხყოფას\". ინტერნეტს ვგულისხმობ./

ჩემო ძმაო, აბა კარგად დაფიქრდი, ვაარ \" ქართველი დონ კიხოტი\"?
როგორ ფიქრობ, მარტო მე ვფიქრობ ამგვარად?

მეც, ბევრი მეგობრის მქონედ და სამშობლოს უერთგულეს შვილად წარმომიდგინე და ორივე დავინახავთ, თუ რა არის ჩვენი დახატული სამშობლოს საშველი.

ვიცი უკვე თქვენი SKYPE, და ხვალ აუცილებლად დაგიკავშირდებით./\"სამეგობროში\"შევიყვან თქვენ სახელს./
კი ვიცი რამდენი წლისაც ბრძანდებით, არც მე ვარ \"არასრულწლოვანი\".

P.S.მე წაკითხული მაქვს, თქვენი და ყველას კომენტარი,რომლებიც დაწერილი იყო, ჩვენს სამშობლოს შესახებ./ცუდად,არავინ გამიგოს.გთხოვთ./
ხვალ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

მეც გიორგი მქვია.
და მართლა \" ელჩი \" ვარ.

აბა კარგად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
ღამე მშვიდობის აბა და ხვალისთვის გელოდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
საინტერესო დებატებია. მადლობა ღმერთს ერთმანეთის გაგება შეგვიძლია აქ და განსხვავებული აზრის გულისათვის არ ვკორტნით ერთმანეთს.

საქართველოში რომ მედია და ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი ამისათვის საქართველო დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს.

1)დემოკრატიული რომ იყვეს ამისათვის წლებია საჭირო, მომავალი თაობა უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ჩვენი თაობა დემოკრატიას ვერ ააშენებს, ზოგს ჯერ კიდევ კომუნისტური აზროვნება შემორჩა ზოგსაც კი პოსტ კომუნისტური. აქ აზროვნების შეცვლაა მთავარი და არა პრეზიდენტის გადატრიალება და ამოტრიალება. ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ წყვიტავს ქვეყანაში. მიშა წავა ლევანი მოვა და ალისტრახო იგივეს გააკეთებენ...

2)ქვეყანა რომ ერქვას საქართველოს მას საზღვრები უნდა გააჩნდეს, დღესდღეობით კი ისევ გაურკვეველია სად გადის ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრები...

პრესის თავისუფლება ქვეყანაში ისევე როგორც შევარდნაძის დროს არ იზღუდება გადაშალეთ ნებისმიერი გაზეთი და იჯერებთ გულს პრეზიდენტის გინებითა თუ ლანძღვით არა მგონია ამისათვის იჭერდნენ ვინმეს ან ხვრიტავდნენ...

ტელევიზიას რაც შეეხება ტელევიზია არ უნდა იყოს არც პოზიციის და არც ოპოზიციის, ტელევიზია ეს მეოთხე ხელისუფლებაა რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მასებზე, ნოემბრის რევოლუცია რუსთავი 2 მა მოახდინა, 7 ნოემბერი კი - იმედმა და კავკასიამ. ტელევიზია მიუკერძოვებელი უნდა იყვეს მაგრამ იმ პირობებში რაც ზემოთ ჩამოვთვალე შეუძლებელია რომ იყვეს რადგან ჩვენი საქართველო მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ ეკონომიკურ ვითარებაშია...

რამ მიიყვანა აქამდე? იქნებ იმ მუდმივმა შუღლმა და მტრობამ, ქიშპობამ და სამოქალაქო დაპირისპირებამ.

ოპოზიცია პოზიციის შერკინებაში მოხდა თბილისის სამარცხვინო სამოქალაქო ომი, დაიკარგა აბხაზეთი და სამაჩაბლო, დაიქცა ქართული ეკონომიკა, გაღატაკდა ხალხი...

გვეყოს იქნებ... იქნებ უკეთესია ჩვენივე სახელმწიფოს გულში ხანჯალს თუ არ ჩავცემთ, უკეთესია ალბათ არ ვიყვიროთ მკვლელი პრეზიდენტი გვყავსო და მეორე დღეს გახარებულმა აფხაზეთისა და რუსეთის ტელევიზიებს არ მივცეთ ინტერვიუ იმის შესახებ რომ საქართველო არადემოკრატიულია, რომ პარლამენტი არა ყავს, რომ მკვლელებია ყველა ვინც პარლამენტში და ხელისუფლებაშია... ვის აწყობს ასეთი რამ? მხოლოდ მტერს. ქვია Gალატი ასე რომ მოვიქცეთ? მე მგონი კი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
მე მგონი არა,დამალვა იმის რაც არსებობს,არ ნიშნავს იმას,რომ რაღაც პრობლემები არ აქვს ქვეყანას,და ამას შეფუთვა და დამალვა კი არ სჭირდება,არამედ ზუსტადაც რომ გამომზეურება და წინ დაწყობა სწორედ იმ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე...პრეზიდენტის პოლიტიკა ქვეყნის შიგნით,რომელსაც ამდენი \"მეხოტბე\" ყავს ქვეყნის გარეთ იმის გამო,რომ ბევრს გონია აქ დემოკრატიას აშენებს სააკაშვილი,ცნობილი უნდა იყოს სწორედ ამ მომხრეებისთვისაც საერთაშორისო არენაზე...ვისთვის ამ შავი ლაქების ამოტივტივება ღალატია და ვისთვის კიდევ უბრალოდ მწარე და სიმართლე და საქართველოს ხვალ;ინდელი მომავლისთვის,ბედნიერი მომავლკისთვის,გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი...ზუსტადაც რომ უნდა განვაცხადოთ ამ უსამართლობების შესახებ,არ ესმის სააკაშვილს?კი ბატონო,გაიგებს მაშინ მთელი მსოფლიო,ეგაა და ეგ...გვეყოს ამდენი ტყუილები,ყველამ კარგად ვიცით რა ხდება ქვეყანაში და რა უშლის ხელს აქ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას...და ასეთი რამ ყველაზე მეტად მტერს კიარა ჩვენს მომავალ ცხოვრებას აწყობს ზვიგენ,ეს ავიწყდება ყველას,რაზე აშენებთ ამ მომავალს ტყუილზე და ლაქუცზე???როდემდე,თორემ კი...შენს სიტყვებზე უნებურად ჭავჭავაძის ლექსი გამახსენდა,\"ჩემო კალამო\",ვითომ ცუდი უნდოდა ამ დიდ შვილს საქართველოსას,როცა პირში ძრახავდა მოყვასს???მე ჭავჭავაძეს ვერავის შევადარებ,ამას ვერც ვიკადრებ,უბრალოდ ლექსი ძალიან ბევრის მთქმელი უნდა იყოს ყველასთვის მგონი...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
თავისუფალი მედია საქართველოში....
დესპანი