↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ როგორც მაწონი!
მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი
მე ვარ მანქანა შენ ხარ მატორი!
სიყვარული კი აკუმლატორი...........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
დაააა, გენიალნო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ღმერთმა ძალა მომცა-მყვარებოდი,
შენ კი ხელი მკარი, მომიშორე.
უცხო მომეფერა-გავექეცი,
შენსკენ გული ჩემი გამოქროდა.

თივას მივენაბე-სუნი მეცა,
შენი ოქროსფერი დალალების.
მაინც მეყვარები, ჩემო ერთავ
შენგან განკიცხული, მოკეთილი.

ღმერთმა ძალა მომცა-მყვარებოდი,
ნუთუ სულ არ გესმის გულის კვნესა?
ცრემლი მარგალიტად გაბნეული
ვეღარ დამიამებს მძიმე სევდას.

სიოს ვუჩურჩულე ჩემი დარდი,
იქნებ გეამბოროს ჩემს მაგივრად.
გული აგიჩქროლოს სიყვარულით
წელზე მოგეხვიოს სარტყელებად.

ღმერთმა ძალა მოგცეს სიყვარულის.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
შენ თუ არ მოხვალ, მე მოგადგები ფიქრარეული,
არ გამიღიმებ? თავად ვიქცევი ღიმილის ტალღად.
შემოგეხვევი და გავადნობ ყინულის საფარს,
და ისევ ჩუმად ჩაგჩურჩულებ-მე შენ მიყვარხარ.

მყინვარწვერებიც უძლურია კაეშნის ალთან,
ვიწვი და დაგწვავ, მგზნებარე ამბორს მე არ მოგაკლებ,
ათი -ათასჯერ ჩაგჩურჩულებ-მე შენ მიყვარხარ,
თუ ვერ გაიგებ, შენი დ.......ც, მაინც მიყვარხარ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Mar 2007
Posts321
კარმა53
OFFLINEPROFILE
=sai= =dk

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო სანაპიროვ,
სულში ჩაღვრილი ხვაშიადის
ზღვაო, ოკეანევ უნაპირო,
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტ დამძრალო გაზაფხულო
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ
ჩემი სიყვარულის სიყვარულო...

ჩემს \"დეგენერატს\" =ena=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 May 2008
Posts19
კარმა2
OFFLINEPROFILE
: რა მაგრა გყვარებია შენი დეგენერატი?::huh: ------=sher=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
არაუშავს გამივლის =mus= =sher=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 May 2008
Posts19
კარმა2
OFFLINEPROFILE
=oops= -არა.=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიყვარხართ

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დარჩი აქ,
ჩემთან,
სამუდამოდ
და მე და შენ,
ყოველ შემოდგომას,
ვისეირნებთ აფეთქებულ
ატმების ხეივანში,
ხელ და ტუჩჩაკიდებულები.
წლების მერე
უკან პატარაც გამოგვედევნება
სამთვლიანი ველოსიპედით
(სავარაუდოდ სამამულო წარმოების)
და ხშირად მომწყვეტს
შენი ტუჩებიდან,
თხოვნით რომ გავუსწორო
გადამძვრალი ჯაჭვი თვლებზე,
ჩვენ კი
ჩვენ ნერვები მოგვეშლება
განა რამდენჯერ შეიძლება
მოძვრეს ერთ საათში,
საათში რომელიც ერთადერთია
მთელ დღეში -
დღეში, რომელიც ერთადერთია კვირაში
და შენ, გაბუსხული ტუჩებით
უკმაყოფილოდ ჩამიჩურჩულებ:
მიდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხო, მე ხევსური ვარ
ერთი უბედური,
ღვთისგან ბოძებული
ალბათ განაჩენით,
მცირე სიყვარული,
მცირე მოგონება,
ვფიცავ არაფერი,
მეტი დანარჩენი.

დიახ ხევსური ვარ
ძველი ტრადიციით
გამოყოლებული
ყველა რიტუალით,
მთაში სალოცავით -
ხატში სანთლებით და
ბარში დავაბოტებ
ბედმა ჩამომრიყა.

ქალი საყვარელი,
წმინდა, შეუხები,
ქალი ალმაცერი -
ღია დალალებით,
ჩვენ შორის მოთმინება -
მთელი დედამიწა,
გთხოვ ნუ მიმატოვებ
თორე ვერ დაგიცავ.

კი, მე ხევსური ვარ
რაღაც სამასური
ალბათ მეც მაცხია
მთის და ვაჟკაცური,
ქალი, პოეზია,
ლუდი, სალამური,
ფხოვი მენატრება
ზამთრის ნაკადულით.

მწვანით დაფარული
დევი ფერდობები
თეთრად შერეული
ნაზი გვირილები,
ცა და დედამიწა
როგორც ერთა-წმინდა
უკვე ვირევი და
შენი, კოცნა მინდა.

mindia gogoWuri

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
***
მხოლოდ შენ მიყვარდი, არვინ სხვა
ყიოშ გულს რარიგად მითბობდი,
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მსვიდობით!
მშვიდობით!
ალბათ, მე რაიმე შევცოდე,
ალბათ, მე რაიმე გამომრჩა,-
დრო ჩვენი ტრფიალის ესოდენ
მძიმე და მოკლე რომ აღმოჩნდა
რომ ასე ერთბაშად გასრულდა
ის გზები, მე რომ გრძლად ვსახავდი
ან,ალბათ, ვერ მივხვდი, რა გსურდა,
ნახვამდის!
ნახვამდის!
ნახვამდის!
ალბათ, მე რაიმე ვერ შევძელ,
ვიღაცამ რაღაცა დამასწრო...
მინდა, რომ ყოველთვის გეძებდე,
მაგრამ არ გიპოვნო არასდროს!
მხოლოდ შენ მიყვარდი, არვინ სხვა,
ზღვის პირად ერთად რომ ვიდოდით,
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხელი ჩამკიდე. . . მინდა ერთად გავვუჩინარდეთ
მოვწყდეთ ამ ზანტი, უფერული, სამყაროს კიდეს
ხელი ჩამკიდე. . . და ნუ ცდილობ, რომ მიმატოვო
თორემ ჩვენს შორის ფესვს გაიდგამს უხეში სივრცე.
ხელი ჩამკიდე. . .და დაღლილი ჩვენ სხეულებით
მომავალ დღეებს შევერწყმებით დაუფიქრებლად,
ხელი ჩამკიდე. . .მივცეთ სულებს თავისუფლება
და ერთმანეთის ტკივილების ვცადოთ გაგება.
ხელი ჩამკიდე. . .ბილიკებად დავყოთ ცხოვრება
და მერე ისევ ერთად ვცადოთ მასზე ბიჯება,
ხელი ჩამკიდე. . .უფერო და უმიზნო სივრცე
გავაფერადოთ, ერთი ფუნჯით მოვხატოთ იქნებ. . .
ხელი ჩამკიდე. . .არ ვიფიქროთ, არ ვიაზროვნოთ
და იქნებ ამით მივაღწიოთ ჩვენ მიუღწეველს,
ხელი ჩამკიდე. . .გულის სიმებს ავყვეთ რითმებად
მოვწყდეთ ამ ზანტი, უფერული სამყაროს კიდეს. . .
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 454 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი