↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება (გოგონები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 30 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
აი დაპირებულიც, ოღონდ იუმორის გარეშე...
P.s. ადამიანის ხასიათზე ზოდიაქოს გარდა დაბადების წელი, დღე და საათიც ახდენს გავლენას...



თხის რქა

თხის რქის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია მომხიბვლელობა.მისი სილამაზე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და ის 35 წლის ასაკში გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე 18 წლისა.მაგრამ მასთან ურთიერთობა და ყურადღების გამოჩენა მამაკაცისთვის არც ისე ადვილია-იგი არასოდეს მიუშვებს თაყვანისმცემლებს იმ ზღვარზე ახლოს, რომელიც თვითონ დააწესა.
ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან აფასებენ თავიანთ დამოუკიდებლობას.გამოირჩევიან სერიოზულობით და არ პატიობენ წყენასა და ღალატს.
ამ ზოდიაქოს ქალბატონი იმდენადქალური, მომხიბვლელი და მორიდებულია, რომ ნებისმიერი მამაკაცი მზადაა მფარველობა გაუწიოს მას. საბოლოოდ კი მისი მიზანია, იპოვოს ქმარი, რომლითაც იამაყებს.


მერწყული


ამ ნიშნის ქალები ძალზე მომხიბვლელნი არიან. მათში ერთდროულად რამოდენიმე ქალია, რაც მათ განცდათა გამას უქმნის.ასეთი ქალი მუდამ ცვალებადია დავინც ხშირად ხვდება მას, მის გვერდით არასოდეს მოიწყენს.
ქალი მერწყული პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა.მას უყვარს შრომა, მაგრამ ვერ იტანს მკაცრ დისციპლინას.იგი ელეგანტურია, საინტერესო მოსაუბრე, ძალიან ახალგაზრდა თხოვდება, მაგრამ იშვიათად არის ქორწინებაში ბედნიერი,თუმცა ერთგულია და დიდი სიყვარული შეუძლია.

თევზები

ამ ნიშნის ქალი, როგორც წესი, გამოუსწორებელი მეოცნებეა, მთელი ყურადღება შინაგანი სამყაროსკენ აქვს მიპყრობილი.რომანტიკული გრძნობებითა და ილუზიებით აღსავსეს, ნაკლებად აინტერესებს რეალური სამყარო.
ჩვეულებრივ, ბავშვობაში იგი ზღაპრის გმირებითაა აღფრთოვანებული და გატაცებული,მოწიფულობაში კი კარგად აღზრდილ, ნაზ ბიჭუნებზეა შეყვარებული.ისინი მუდამ გაურბიან ნამდვილ მამაკაცს,ამის მიზეზი რეალობასთან პირისპირ შეხვედრის შიშია.უფრთხიან გამოცდის წინაშე დააყენონ საკუთარი ქალურობა და სექხუალური მონაცემები.
თუ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტეთ, კარგად დაფიქრდით, უფრო სწორად გაფრთხილდით,რადგან თევზებს, როგორც წყლის სტიქიის სხვა ნიშნებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, თუმცა ნაკლთან ერთად ღირსებაც ბევრი გააჩნია.მას ამბიცია არ აწუხებს და არასოდეს მოინდომებს მამაკაცთან თავის გატოლებას.ხანდახან ეჭვიანია.მთავარია არასოდეს დაგავიწყდეთ მისი დაბადების დღე და თქვენი ქორწინების დღე.

ვერძი

ამ ნიშნით დაბადებულები დაჯილდოვებულნი არიან ძალითა და ნერგიით. მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია ოპტიმიზმი, პატივმოყვარეობა,ნაწილობრივ იმპულსურობა და მიდრეკილება გაზვიადებისაკენ.ვერძი პატიოსანი მშრომელი ნატურაა.მიუხედავად ჯანსაღი გარეგნობისა სუსტი ჯანმრთელობა აქვს და სუსტი ნერვული სისტემა. ამ ნიშნის ქალებს თითქმის ყოველთვის აქვთ პროფესია. ადვილად ეუფლებიან მამაკაცთა სპეციალობებს. ქორწინებაში ცდილობენ მთავარი როლი დაიკავონ.

კურო

ისინი მეტად ქალურები არიან.ახირებულობა და ჟინიანობა მომხიბვლელობასა და ლაზათს მატებთ.კურო აღმერთებს ლამაზ ნივთებს, ყვავილებსა და ჩაცმა-დახურვას, დელიკატესებსა და კარგ ღვინოს. ასე რომ მათ თაყვანისმცემლებსაშკარა გაკოტრება ემუქრებათ. გარდა ამისა ქალი კურო ძალიან ეჭვიანია, თუმცა თავად საკმაოდ თავქარიანები არიან, მაგრამ იშვიათად ღალატობენ იმას, ვისაც მთელი გულით შეიყვარებენ.


ტყუპები


ამ ნიშნის ქალები კარგი სამეგობრო, ჭკვიანი, ცოცხალი გონების პატრონები და ენამახვილები არიან,მათთან არასოდეს მოსწყინდება კაცს, ადვილად შედიან კონტაქტში, შეუძლიათ ყველა თემაზე მსჯელობა. დიდად აფასებენ თავიანთ ამოუკიდებლობას.
გამოირჩევიან ნიჭიერებითა და მრავალფეროვნებით.უყვართ მოგზაურობა.კეთილი, მხიარული სტუმართმოყვარე დიასახლისები არიან.მათ კარგად ესმით ცხოვრებისეული სირთულეები და ჭეშმარიტ ღირებულებებშიც კარგად ერკვევიან, თუმცა ხანდახან მოთმინება არ ყოფნით.

კირჩხიბი

მათ ზედმეტი სენტიმენტალიზმი და სხვისთვის თავდადების უნარი გააჩნიათ.დიდებული დედები და ერთგული მეუღლეები არიან.მოვალეობას პირველ პლანზე აყენებენ.უმრავლეს შემთხვევაში ძალიან ჭირვეულ შთაბეჭდილებას ტოვებს. კირჩხიბი საოცარ სიმორცხვეს ავლენს და უარის მიღების დიდი შიში აქვს.პატივმოყვარეა. მათი წარმატების გზა ისეთივე შემოვლითია, როგორიც მათი სიმბოლო_კირჩხიბი.

ლომი


სიყვარულში ერთგულია, ვნებიანი.არ უყვარს გართულებები.თაყვანისმცემელთა სიმრავლე სიამოვნებს, მაგრამ იმდენად ამაყია, რომ წუთიერ გატაცებებსა და ცდუნებებს არ ემორჩილება.ქალებთან მეგობრობას მამაკაცთა საზოგადოებას ამჯობინებს.
ძალიან მომთხოვნია გულისწორის მიმართ.ღალატის პატიება არ შეუძლია, არც დათმობა უყვარს.გათხოვებას არ ჩქარობს და შემოთავაზებულ წინადადებას მანამ არ თანხმდება,სანამ არ დარწმუნდება, რომ პარტნიორი ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს.

ქალწული

ამ ნიშნის ქალები მომხიბვლელები არიან, მაგრამ ტემპერამენტი აკლიათ.ფლირტიც უყვართ და მსუბუქი გატაცებებიც,მაგრამ სერიოზულ შეცდომებამდე არასოდეს მიდიან_დროზე იკავებენ თავს. ქალწული ცდილობს დაფაროს, რომ სიმორცხვე სტანჯავს,მაგრამ მის ხასიათში ეს თვისება მაინც თვალშისაცემია.არც ეგოიზმია მისთვის უცხო და ამის გამო ხშირად უწევს ახლობლების დაკარგვა.
ის მორცხვია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ მოწესრიგებული და აკურატულია,ასე რომ, თუ უფლება მოგცათ და საღამოს თავი გაგაცილებინათ, მის ჭიშკართან გამომშვიდობების დროს ნუ დაეძგერებით საკოცნელად, მას ეს არ მოეწონება. მასთან ურთიერთობის დროს იყავით დახვეწილი, ნამდვილი ჯენტლმენი.

სასწორი


ქალი სასწორი მთელი თავისი სიცოცხლის განმოვლობასი ეძებს ადამიანს, რომელიც იდეალური ქმარი იქნება მისთვის, მაგრამ როდესაც იგი ბოლოს და ბოლოს იპოვის ამ იდეალურ პარტნიორს, იშვიათად თუ არის ბედნიერი_რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ის ეტრფის თვით სიყვარულს.
ვინ თქვა ზოდიაქოში ყველაზე ლამაზი \"მორიელი\" ქალიაო?! არაფერიც.\"მორიელი\" უბრალოდ ვნებიანია, ამასთან საბედისწეროც, სასწორი კი ნამდვილი ქალია. (ჰმ... =ja) სიყვარული მას მოჰკითხეთ , ის თვითონვე გიბიძგებთ, რომ სიყვარული აუხსნათ (და საკუთარ თავს თავბრუ დაახვიოთ). გახსოვდეთ, ამ ლამაზი და ინტელექტუალური ქალის მიღმა საოცრად მტკიცე, კამათის მოყვარული და ფულის მფლანგველი არსება იმალება, თუმცა ის საუცხოო დიასახლისია.


მორიელი


მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, არც არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს და დასახულ მიზანსაც უეჭველად აღწევს.მას შინაგანი სილამაზე და ძლიერი სენსორულიენერგია აქვს, რომელიც შესაფერის გარემოში სექსუალურ ენერგიად გადაიქცევა.მას შეუძლია არამარტო მოხიბლოს მამაკაცი, არამედ დააინტრიგოს.
თუ მისტიკური გარეგნობის ქალმა სიგარეტზე მოკიდება გთხოვათ და ამავე დროს, თვალებში დაჟინებით შემოგხედათ, ის \"მორიელი\" იქნება.თუ ბედმა გაგიღიმათ (თუ გაგწირათ)და თქვენი სიყვარულის ობიექტი \"მორიელი\" ქალი გახდა, მაშინ გახსოვდეთ_ის პაემანზე კისრისტეხით არ გამოიქცევა რათა კისერზე ჩამოგეკიდოთ და თქვენს ალერსიან სიტყვებზე ექსტაზში არ ჩავარდება. მას ვერ მოატყუებთ, ამიტომ იყავით გულახდილი, რათა პრობლემები არ შეგექმნათ. თუ მასთან სერიოზული გრძნობები არ გაკავშირებთ,მაშინ გირჩევთ ნუ დაუახლოვდებით, თორემ თავ-ბედს გაწყევლინებთ.

მშვილდოსანი

ფლობს დიდ საციცოცხლო ძალას, აქტიურია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობით სარგებლობსუყვარს თავგადასავლები. მიუხედავად მხიარული,გულუბრყვილო ხასიათისა ხშირად იპყრობს სევდა მიუწვდომელის გამო.ის საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ გულით ნამდვილი ბავშვია, ამიტომ, ბევრი სარგებლობს ამით.არ შეუძლია ტყუილი და ღალატი. ხანდახან სუსტი ხასიათითაც გამოირჩევა, ეს მაშინ ხდება, თუ მისი პარტნიორი მასზე პიზიკურად ზემოქმედებს. ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას.ეს მხიარული, ექსტრავაგანტური და ვნებიანი ქალია.თუმცა, რამდენადაც ჭკვიანია იმდენად დაუცველია მისი გული.ბავშვივით არის და მისი მოტყუება ყველას შეუძლია.თუ წაეჩხუბებით ის არ გატყდება და ამაყად მოგიგებთ: \"არ გიყვარვარ და ნუ გიყვარვარ, აი დარდიო\"
თუმცა ღამით ბალიშს ცრემლებით დაასველებს.კიდევ ერთი_ნუ დაეყრდნობით მის კულინარიულ ნიჭს, სჯობს კარგი კულინარიის წიგნი უყიდოთ, ეს მას ნამდვილად გამოადგება.

ატეხილი ჩიტი

ერთობ განსხვავებულია დანარჩენი ნიშნებისგან. აქვს კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა და განუვითარებელი ფრთები. საყვარელი მდგომარეობა-ჰორიზონტალური.ოჯახის მოსიყვარულე (ატეხვამდე) უყვარს მოგზაურობა თბილ ქვეყნებში.ეშინია ლაგატკის და სანადირო თოფის.საუბრობს მხოლოდ მისივე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების გასაგებ ენაზე...
(ასტროლოგების მიერ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ნიშანია.ის თვით იდუმალებაა)

ზოგ ნიშანზე ინფორმაცია მწირია, მაგრამ სულ ეს არის რისი პოვნაც შევძელი დღეს =achka=

დაწერეთ რა ვინ რომელი ნიშანი ხართ ... მაინტერესებს... და მორიელი არის ვინმე???
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვერძი

ამ ნიშნით დაბადებულები დაჯილდოვებულნი არიან ძალითა და ნერგიით. მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია ოპტიმიზმი, პატივმოყვარეობა,ნაწილობრივ იმპულსურობა და მიდრეკილება გაზვიადებისაკენ.ვერძი პატიოსანი მშრომელი ნატურაა.მიუხედავად ჯანსაღი გარეგნობისა სუსტი ჯანმრთელობა აქვს და სუსტი ნერვული სისტემა. ამ ნიშნის ქალებს თითქმის ყოველთვის აქვთ პროფესია. ადვილად ეუფლებიან მამაკაცთა სპეციალობებს. ქორწინებაში ცდილობენ მთავარი როლი დაიკავონ.

ზ უ ს ტ ი კი არ არის უზუსტესიაააააააააააააააააააააააა ბრავო ემი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Jul 2008
Posts83
კარმა2
OFFLINEPROFILE
ვერძი ვარ და არ ვამართლებ ბევრ რამეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ლომო ვარ და ნაწილი Dაემთხვა ნაწილი არა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაფასებ თხის რქებს:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Jul 2008
Posts73
კარმა3
OFFLINEPROFILE
ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოოო რაები ვართ ეს მორიელებიიიიიიიიი:P არა ნუ, აღიარეთ რო უმაგრესები ვართ რაააააააა :) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
სასწორი ვარ და...გამეღიმა...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
უთეგეთათალე :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ციტატა:
ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოოო რაები ვართ ეს მორიელებიიიიიიიიი არა ნუ, აღიარეთ რო უმაგრესები ვართ რაააააააა
ციტატა:
უთეგეთათალე :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ლომზე ემთხვევა!
\\ლომი\\

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts93
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყოველთვის ყველაფერი არ დაემთხვევა, მაგრამ მომწონს თხის რქა რადგან მეტიწილი სიმართლეა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
განა ჰოროსკოპმა, ჩემს უკეთ იცის როგორი ვარ? :):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Mar 2007
Posts321
კარმა53
OFFLINEPROFILE
პიკასო გამარჯობა
:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts93
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჰა პიკა მითხარი რომელიხარ ზოდიაქო ასე რომ გაგაბრაზა=haa= =haa= =lol= =lol= =zer= =zer= =oops= =oops=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
კირჩხიბი ვარ :)

წლით-ძაღლი. :):)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 30 posts ] 
ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება (გოგონები)
დესპანი