|
ჩვენ აქ ვინცა ვართ, ჩვენზე ასჯერ უპრო ჭკვიან კაცს უთქვამს \" სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო\". ეს ჭეშმარიტებაა. იმითომაც, რომ \" ქვეყანა დაღუპა შურამა, უღმერთოდ იცინის ღმერთი, რა გალაპარაკებს თურმე, გაჩერდი, იყავი შენთვის\". თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ავი თვალი, ავი გული და ავი სული არსებობს დედამიწაზე.რამდენი ბოღმა იღვრება ყოელ დღე ადამიანთა გულიდან. ყველა კეთილი რომ იყოს, მაშინ ბოროტი არ იარსებებდა და ეს სიტყვაც ამოვარდებოდა ჩვენი ლექსიკიდან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ჩვენი სანუკვარი, სალოლიავო, და ეს უდიდესი გრძნობა აუცილებლად უნდა მოვარიდოთ გარეშე თვალს რა ცოტა გინახიათ დაქალების მიერ დაშორებული შეყვარებულები და დაშლილი ოჯახები? ხოლო რაც შეეხება იმას, რომ თვითონ შეყვარებულმაც კი არ იცოდეს ამის შესახებ, მთლად მასე არ არის საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით მრავალუჯრედიანი ცხოველია და მასაც ბლომად აქვს ცხოველური ინსტიქტები, განურჩევლად ინდივიდისა. ერთ ერთი ასეთი ინსტიქტი არის მომხვეჭელობა, შეგროვება, დამალვა, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს.მაპატივეთ, რომ გრძნობებს, მატერიალურთან ვაიგივებ მაგრამ ადამიანის ფსიქიკაში ეს ორი რაიმე ერთი და იგივეა. ავიღოთ ორი ადამიანი:1. სტაბილური შემოსავლით, ხვალინდელი დღის იმედით, რომ ფული ისევ მოვა და მას არაფერი გაუჭირდება. 2. არა სტაბილური შემოსავლით, რომელიც ყოველ დღე წელებზე ფეხს იდგამს და კაპიკები მიაქვს ოჯახში, და ფიქრობს, ხვალ რა ეშველება ჩემს ოჯახსო.მისთვის, ფული, ცხოვრება, კეთილდრეობა ჯერ კიდევ მისაწვდომია. შეიყვანეთ ეს ორი ადამიანი რესტორანში და დააკვირდით, როგორ მოიქცევა თვიტოეული მათგანი. მდიდარმა, რომელსაც გამაღდებული აქვს ყველაფერი, შეიძლება მუსიკოსებს პაჭკებით აჩუქოს ფული, და ცარიელი ჯიბით ან ვალითაც კი დასტოვოს რესტორანი, ხოლო მეორე კაცი მსუბუქად დანაყრდება და კიდევ ჯიბეში ჩაიხედავს, ხვალისთვის რა დამრჩაო. ე.ი. პირველს, ფული და ცხოვრება გარანტირებული აქვს უკვე და ამან ყველაფერმა აზრი და ინტერესი დაჰკარგა. ხოლო მეორე კი, ფიქრობს, შრომობს, იღწვის და ოცნებობს ეს ყველაფერი რომ მოიხვეჭჭოს. ეხლა გავავლოთ პარალელი. სიყვარულზე რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ პარტნიორთან და საქმით, ჩვენი თბილი მოპყრობით და ურთიერთგაგებით უნდა დავუმტკიცოთ, მაგრამ მას ყოველთვის უნდა ებადებოდეს კითხვა, \"ნეტა თუ ვუყვარვარ?\" თქვენ მისთვის ხართ ისევ ვარსკვლავი, მისაწვდომი, დასაპყრობი, ახლოც, მაგრამ ოდნავ შორეულიც. რა წუთშიც ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ის უყვართ თავზე მეტად,- იმ წუთში უქრება ინტერესი და უკვე ეძებს ახალ დასაპყრობ ობიექტებს. ამიტომ უნდა სიყვარულს მ ა ლ ვ ა .
|